მამა ვიტალის (სიდორენკო) სტუმრობა მამა გაბრიელთან (ურგებაძე).
მამა ვიტალის (სიდორენკო) სტუმრობა მამა გაბრიელთან (ურგებაძე).
იგონებს სქემიღუმენია ელისაბედი (ორლოვა):
მამა ვიტალის ძალზე უყვარდა საქართველო და დიდ პატივს მიაგებდა მის წმინდანებსა და მოსაგრეებს.. რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულ სულიერ შვილებსაც მუდამ აკურთხებდა, ამ ძველისძველი ქრისტიანული ქვეყნის წმინდა ადგილები მოელოცათ.
80-იანი წლების ბოლო იქნებოდა. აღდგომა დღეს მამა ვიტალიმ სქემიღუმენია სერაფიმას (დიაჩენკო) და მე მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის მოლოცვა შემოგვთავაზა. სიხარულით დავთანხმდით.
მცხეთაში მონასტერში მისულებს გვითხრეს, რომ მონასტრის იღუმენია და დედები ბოდბეში, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორ ნინოს განსასვენებლის მოსალოცად წასულიყვნენ. ადგილზე მხოლოდ ბერი გაბრიელი (ურგებაძე) და ორიოდე მონაზონი დაგვხდა.
ძალზე საინტერესო იყო მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის ამ ორი უდიდესი ბერის შეხვედრა. მამა გაბრიელი სტუმარს გამოაგება, ერთმანეთს დიდი სიხარულით გადაეხვივნენ (რასაკვირველია, ერთმანეთის არსებობა ორივემ შორიდან იცოდა, მაგრამ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო) და სიყვარულით მოიკითხეს. გარკვეულ ხანს ისაუბრეს, შემდეგ კი მამა გაბრიელმა სუფრასთან მიგვიწვია. ქართული სუფრის ტრადიციისაებრ, მან მამა ვიტალის ღვინო შესთავაზა, რაზეც ბერმა თავაზიანი უარი უთხრა, ღვინოს საერთოდ არ გეახლებითო. მამა გაბრიელმა უპასუხა, ქართული სუფრა ღვინის გარეშე სად გაგონილაო და თხოვნა გაუმეორა. მამა ვიტალიმ მცირეოდენი ღვინო იხმია. ბერებმა კიდევ გარკვეულ ხანს ისაუბრეს და მალე წამოსვლაც გადავწყვიტეთ. მამა გაბრიელმა ჭიშკრამდე გამოგვაცილა. გამოთხოვებისას ბერები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ჯვრები გაცვალეს.
თბილისისკენ მომავლებს მამა ვიტალი ქართველებთან თავისი ურთიერთობის შესახებ გვიყვებოდა. დიდი სიყვარულით იხსენებდა სოხუმის მთებში ცხოვრების პერიოდს. ამბობდა: საოცარი ხალხია ეს ქართველები, ძალზე სტუმართმოყვარე, მსგავს იშვიათად სადმე თუ შეხვდებიო. იხსენებდა, რომ მთებში ყოფნისას ზოგჯერ ქართველების ოჯახში სტუმრობა ყოფნა უხდებოდა. გაოცებული იყო მათი სტუმართმოყვარეობით-შეიძლება თავად არაფერი ჰქონდეთ, იმ წუთში მხოლოდ ღომის შემოთავაზება შეეძლოთ, მაგრამ არაფერს იშურებენ. ამას ისე გულიანად აკეთებენ, არ შეიძლება, გული არ გაგეხსნას და მათდამი გულწრფელი სიყვარული არ გაგიჩნდესო. აღნიშნავდა, რომ ქართულ სუფრაზე და საერთოდ ქართველისთვის ღვინოს განსაკუთრებული დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს, ეს მათთვის სიწმინდესავითაა; ისეთი მოწიწებითა და სიყვარულით სვამენ და ამ დროს ძალზე გულიან და ლამაზ სადღეგრძელოებს ამბობენო.
ასეთი იყო მამა ვიტალისა და მამა გაბრიელის შეხვედრა.
წიგნიდან: "შეიყვარეთ სიყვარული"-სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო). 3-ე ნაწილი.
ბეჭდვაელფოსტა
02.12. 2019
მანანო
დიდება და მადლობა უფალს,სხვა რა ვთქვათ
06.05. 2015
თეონა
ამხელა სტატიაში მარტო მოსაგრეს რომ მიაქცევ ყურადღებას . )))
05.05. 2015
ბექა შუბითიძე
ვაი ზოგიერთ ადამიანს ფარისეველებივით და მმწიგნობრებივით მხოლოდ სჯულისა და წესების ზედმიწევნით ცოდნით რომ იწონებდნენ თავს და რელიგიასთან ყველა კავშირი დიდი ხნის გაწყვეტილი ჰქონდათ. შინაარსით დატკბით და არა მართლწერით სწორედ რომ იმ უაზრო წესების დარღვევით დაიწყო მაცხოვარმა ამ ქვეყნიური მოღვაწეობა როდესაც სასწაულებს შაბათობითაც ახდენდა ამაზე იფიქრეთ და არა მართლწერაზე
02.12. 2014
iakobi da nino
გასაგებია თქვენი განათლების ხარისხი ძვირფასო კომენტატორებო,მაგრამ სიღრმისეულად თუ დავფიქრდებით ყველა ერთად, გარკვეულწილად ბერები,როგორც ქრისტეს მეომარნი, ე.წ. მოსანგრეებიც არიან ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში და ღვაწლის მიხედვით კი მოსაგრეებიც... შეცდომა შემთხვევითია,თუმცა... მთავარია ამ ტექსტის შინაარსი და ამ "არსი"ს ჩვენში გა"შინა"ურება...
30.11. 2014
dideba ufals
dideba ufals
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat