კანონი 7
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
46. დასასრულსა, ძეთა კორესთათვის ფსალმუნი
1. ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა.2. რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
3. დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა.
4. გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი, შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა.
5. ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა.
6. უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით.
7. რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.
8. სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.
9. მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.
47. ფსალმუნი გალობისაი, ძეთა კორესთაი, მეორისა შაბათისაი
1. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა. 2. ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი.
3. ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას.
4. რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად.
5. მათ იხილეს ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს.
6. და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; მუნ სალმობაი, ვითარცა შობადისაი.
7. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე ნავნი თარშისანი.
8. ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაისა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე.
9. შევიწყნარეთ წყალობაი შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა.
10. ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაი შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი.
11. იხარებდინ მთაი სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო.
12. მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა.
13. დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაითა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა.
14. რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნნეს ჩუენ უკუნისამდე.
48. დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი
1. ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა. 2. ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.
3. პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის-ყოფასა.
4. მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი.
5. რაისათვის მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უშჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარე-მომიცვას მე.
6. რომელნი ესვენ ძალსა თვისსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თვისისასა იქადიან.
7. ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისა თვისისაი.
8. და სასყიდელი სახსრად სულისა თვისისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე.
9. და ცხოვნდეს სრულიად, არა იხილოს მან განსახრწნელი.
10. რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად; ერთბამად უგუნური და უცნობოი წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.
11. და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.
12. კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
13. ესე გზაი არს საცთურებისა მათისაი მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.
14. ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნაი მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.
15. ხოლო ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.
16. ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაი.
17. რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაი მისი მის თანა.
18. რამეთუ სული მისი ცხოურებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.
19. შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.
20. კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).
განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
49. ფსალმუნი ასაფისი
1. ღმერთი ღმერთთაი უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისაით ვიდრე დასავალადმდე. 2. სიონით გამო არს შუენიერებაი ჰაეროვნებისა მისისაი.
3. ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა ნიავქარი ფრიად.
4. მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თვისისა.
5. შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა.
6. და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს.
7. ისმინე, ერო ჩემო და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი მე.
8. არა თუ მსხუერპლთა შენთათვის გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის.
9. არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა;
10. რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყვი.
11. ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შეუნიერებაი ველთაი ჩემ თანა არს.
12. შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი.
13. ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა?
14. შეჰსწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი.
15. და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე.
16. ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?
17. შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი.
18. იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი.
19. პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაი და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა.
20. შჯდი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცთური.
21. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაი ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
22. გულისხმა-ჰყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მხსნელ თქუენდა.
23. მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
50. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, რაჟამს მოვიდა მისა ნათან
წინასწარმეტყუელი, ოდეს-იგი შევიდა ბერსაბესა ურიის ცოლისა
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).
განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).
უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).
განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
51. დასასრულსა, გულისხმის-ყოფისათვის დავითისა,
რაჟამს მოვიდა დოიკ იდუმელიდა უთხრა საულს და
ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აბიმელექისსა
1. რად-მე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უშჯულოებასა მარადღე? 2. სიცრუვესა ზრახავს ენაი შენი; ვითარცა მახვილი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკუვაი.
3. შეიყუარე სიბოროტე უფროის სახიერებისა და სიცრუვე უფროის სიმართლისა სიტყვისა.
4. შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაი დაქცევისაი და ენაი მზაკუარი.
5. ამისთვის დაგამხუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგხადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაით.
6. იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:
7. აჰა ესერა კაცი, რომელმან არა ჰყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თვისითა.
8. ხოლო მე ვითარცა ზეთის-ხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
9. აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.
52. დასასრულსა, მაელეთისთვის გულისხმის-ყოფისათვის ფსალმუნი
1. თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი. 2. ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე.
4. არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა, ღმერთსა არა ხადეს.
5. მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყვნა იგინი.
6. ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუ ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
53. დასასრულსა, გალობათა შინა, გულისხმის-ყოფისათვის დავითისა, რაჟამს
მოვიდეს ზეფელნიდა ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის
1. ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე. 2. ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.
3. რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.
4. აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.
5. მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.
6. და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ.
7. რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან ჩემმან.
54. დასასრულსა, გალობათა შინა, გულისხმის-ყოფისათვის, ასაფისა, ფსალმუნი
1. ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.2. მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი.
3. ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.
4. გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა.
5. შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან.
6. და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.
7. ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
8. მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა.
9. დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა.
10. დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა.
11. და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაი.
12. რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.
13. ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო.
14. რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.
15. მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
16. მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი.
17. მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი.
18. იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა.
19. ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
20. მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი.
21. განიყუნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი.
22. მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა.
23. ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).
განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).
უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).
განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენიშვნა: თითოეულ კანონში სამჯერ იკითხება "დიდება".
თუ ფსალმუნები იკითხება მიცვალებულისათვის, "დიდებაში" ვკითხულობთ მხოლოდ ლოცვით თხოვნას მიცვალებულთათვის: "განუსვენე, ქრისტე ღმერთო..."