მეფე დავითის ფსალმუნები
 მეფე დავითის ფსალმუნები
კანონი 6
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.


37. ფსალმუნი დავითისი, მოსახსენებელად შაბათისა
1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;

4. რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; 6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.

8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.

9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.

10. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.

12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.

13. ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;

14. და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.

15. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

16. რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

17. რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

18. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.

19. აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

20. და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

21. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

22. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.


38. დასასრულსა, იდითუმისთვის გალობა დავითისი
1. ვსთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაითა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავსდევ საცოი პირსა ჩემსა, მიხდებოდა რაი ცოდვილი წინაშე ჩემსა.

2. დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან, და სალმობაი ჩემი განმიახლდა.

3. განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი. ვიტყოდე მე ენითა ჩემითა:

4. მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაითა უწყოდი, რაიღა მაკლს მე.

5. ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაი ჩემი ვითარცა არარაი არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამაო არს ყოველი კაცი ხორციელი.

6. დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი.

7. და აწ ვინ-მე არს თმენაი ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს.

8. ყოველთა უშჯულოებათა ჩემთაგან მიხსენ მე, საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე.

9. დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ.

10. განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ხელისა შენისაითა მე მოვაკლდი.

11. მხილებათა მიერ უშჯულოებისათვის განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამაო არს ყოველი კაცი.

12. შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, უფალო, და ვედრებისა ჩემისაი ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.

13. მილხინე მე, რაითა განმისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოო.


39. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
1. თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაი.

2. და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკობისა და თიხისაგან უყისა და დაამტკიცა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარმართნა სლვანი ჩემნი.

3. და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა.

4. ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაი სასო მისა არს და არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა.

5. მრავალ ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, საკვირველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე და განმრავლდეს უფროის რიცხვისა.

6. შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ხორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათვის არა ითხოვე.

7. მაშინ ვჰსთქუ: ესერა მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთვის.

8. ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა.

9. ვახარე სიმართლე ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი:

10. სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაი შენი და მაცხოვარებაი შენი ვსთქუ, არა დავფარე წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი კრებულსა შორის დიდძალსა.

11. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე.

12. რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთაი არა არს რიცხვი; მეწინეს მე უშჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროის თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე.

13. გთნდინ, უფალო, ხსნაი ჩემი; უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ.

14. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნ-იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი.

15. მიიღედ მეყუსეულად სირცხვილი მათი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!

16. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და სთქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი;

17. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; უფალმან იღუაწოს ჩემთვის; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


40. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
1. ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან.

2. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა.

3. უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარე-მიაქციე არა-ძლებასა შინა მისსა.

4. მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა.

5. მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთვის: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი.

6. და შემო-თუ-ვიდის ხილვად, ამაოსა იტყვინ: გულმან მისმან შეიკრიბა უშჯულოებაი თავისა თვისისაი; გარე-განვიდის გარე, და მასვე იტყვინ.

7. ჩემთვის ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთვის ზრახვიდეს ბოროტსა.

8. სიტყუაი უშჯულოებისაი დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომაი?

9. და რამეთუ ამანცა, კაცმან მშვიდობისა ჩემისამან, რომელსა იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.

10. არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.

11. ამით ვსცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა.

12. ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე.

13. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!


41. დასასრულსა, გულისხმის-ყოფისათვის, ძეთა კორესთა, ფსალმუნი დავითისი
1. ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!

2. სწყურინ სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?

3. იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე მარადღე: სად არს ღმერთი იგი შენი?

4. ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა, ხმითა მედღესასწაულეთაითა.

5. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

6. სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთვის მოგიხსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.

7. უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაითა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამხდეს.

8. დღისი ამცნო უფალმან წყალობაი მისი და ღამე გალობაი მისი; ჩემ მიერ, ლოცვაი ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა.

9. ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ მე, ანუ რად მწუხარედ ვრორინებ მე ჭირითა მტერისაითა?

10. შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყვიედ რაი იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?

11. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.


42. ფსალმუნი დავითისი, ზედა-წარუწერელი ებრაელთა შორის
1. მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე შჯაი ჩემი თესლისაგან არაწმიდისა კაცისა ცრუისა და მზაკუვარისაგან მიხსენ მე.

2. რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირითა მტერისაითა?

3. გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაი შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა.

4. და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო!

5. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


43. დასასრულსა, ძეთა კორესთაი, გულისხმის-ყოფისათვის
1. ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა.

2. ხელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი.

3. რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანაი და არცა მკლავმან მათმან იხსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი.

4. შენ თავადი ხარ მეუფე ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაი იაკობისი.

5. შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა.

6. რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე.

7. რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხვინე.

8. ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე.

9. ხოლო აწ განმიშორენ და მარცხვინენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა.

10. მართლუკუნ მაქციენ ჩუენ უფროის მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ.

11. მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ.

12. მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყო სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისაი.

13. მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა.

14. მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.

15. მარადღე კდემულებაი ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე.

16. ხმისაგან მაყუედრებელისა და ძვირის-მეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა.

17. ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუვენით ჩუენ აღთქუმასა შენსა;

18. და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა.

19. რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან.

20. უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისაი და გან-თუ-ვიპყრენით ხელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოისა.

21. არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლოი გულისაი.

22. რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.

23. განიღვიძე, რად გძინავს, უფალო? აღსდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.

24. რად გარე-მიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკობასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა?

25. რამეთუ დამდაბლდა მიწადმდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი.

26. აღსდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიხსნენ ჩუენ სახელისა შენისათვის.

44. დასასრულსა, ცვალებადთათვის, ძეთა კორესთაი,
გულისხმის-ყოფისათვის, გალობაი საყუარელისაი
1. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაი კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაი ჩემი საწერელ მწიგნობრისა ხელოვნისა.

2. შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთვის გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.

3. შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო.

4. შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკვირველად მარჯუენაი შენი.

5. ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი.

6. საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისაი და კუერთხი სუფევისა შენისაი.

7. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაი; ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი უმეტეს მოყუასთა შენთა.

8. მური და შტახსი და კასიაი სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოის ძუალისათა, რომელთა გახარეს შენ.

9. ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქრო-ქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად.

10. ისმინე, ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი.

11. და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისაი, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი.

12. და თაყუანის-სცე მას და ასულმანცა ტვიროსისამან ძღუენითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.

13. ყოველი დიდებაი ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად.

14. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ.

15. მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა.

16. მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.

17. მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთვის ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.


45. დასასრულსა, ძეთა კორესთათვის, დაფარულთათვის ფსალმუნი
1. ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.

2. ამისთვის არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მთათასა, გულთა ზღუათასა.

3. ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.

4. სლვაი მდინარეთაი ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან.

5. ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.

6. შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ხმაი თვისი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაი.

7. უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.

8. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ჰქმნა ნიშები ქუეყანასა ზედა.

9. დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა; მშვილდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწუას ცეცხლითა.

10. მოიცალეთ და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.

11. უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შენიშვნა:
თითოეულ კანონში სამჯერ იკითხება "დიდება".

თუ ფსალმუნები იკითხება მიცვალებულისათვის, "დიდებაში" ვკითხულობთ მხოლოდ ლოცვით თხოვნას მიცვალებულთათვის: "განუსვენე, ქრისტე ღმერთო..."

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat