ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ
ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ
ფსალმუნი 66-ე
სამოცდამეექვსე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ფსალმუნი წინასწარმეტყველურია. მასში არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ღვთის სიტყვა გავრცელდებოდა მთელ დედამიწაზე, რომ არა მარტო იუდეველები, წარმართებიც მოექცეოდნენ და მორწმუნეთა უმეტეს ნაწილს წარმართობიდან მოქცეული ადამიანები შეადგენდნენ.

1. "ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ" - დავით წინასწარმეტყველი უფალს მიმართავს - ცოდვილი ვარ, მომიტევე ცოდვები, შემიწყალე და მაკურთხეო. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, როდესაც ადამიანები აკურთხებენ უფალს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გულის შეწირვა უფლისათვის, ხოლო როდესაც უფალი აკურთხებს ადამიანებს, ის ყველანაირ წყალობას აძლევს ადამიანებს. "გვაკურთხენ ჩვენ" - სწორედ ამას გულისხმობს ამ სიტყვებში წინასწარმეტყველი. "გამოაჩინე პირი ჩუენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ" - შენი პირი გამოაჩინე ჩვენ ზედა და შენი სასწაულები, შენი სასწაულებრივი ძალა, შენი მადლი, შენი სიკეთეები გამოაჩინე ჩვენზე და შეგვიწყალე ჩვენო.

2. "ცნობად ქუეყანასა ზედა გზაი შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაი შენი" - მთელმა ქვეყანამ რომ იცნას შენი გზა, ყველა შენი მიდევარი რომ გახდეს და ყველა თესლებს შორის, ყველა ერებს შორის შენი მაცხოვარება განცხადდესო. ეს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ მაცხოვარი ყველა ერში იქნებოდა განცხადებული, მაგრამ ფსალმუნის წინა მუხლში არის სურვილი იმისა, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს მაცხოვარი, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება, ისევ და ისევ ადამიანის თავისუფალი ნების გამო, რითაც ადამიანი ხშირად ეწინააღმდეგება უფალს.

3. "აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი" - ყველა ერი აღგიარებს, უფალო, ერები აღგიარებენ როგორც ღმერთსო, - წინასწარმეტყველებს დავითი. აქ იგულისხმება განკაცებული მაცხოვარი - ღმერთად აღიარებს მას ყოველი ერიო. ამ მუხლის ორივე ნაწილი, ფაქტობრივად, ერთი და იმავე აზრისაა, ოღონდ სხვადასხვანაირად გამოხატული, თანაც მეორე ნაწილში უფრო დაკონკრეტებულად არის გადმოცემული, რომ ყველა ერი აღიარებს უფალს, დედამიწაზე არ დარჩება ერი, რომელშიც ღვთის მადიდებელი ადამიანები არ იქნებიან.

4. "მხიარულ იყვნედ და იხარებდენ თესლნი, რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი" - დავითი კვლავ წინასწარმეტყველურად ბრძანებს, - ყველა ერი გამხიარულდეს, ყველა ერში, მთელ დედამიწაზე იყოს მხიარულება იმის გამო, რომ ადამიანებს გაეხსნათ გზა ცათა სასუფევლისაკენ, ადამიანი შეურიგდა ღმერთს, დაუბრუნდა ღვთის წყალობას და თავის საყვარელ სამშობლოს - ზეცას; შენი სიწრფოებით, სიკეთით განსაჯე ადამიანები, არა ისე, როგორც იყვნენ ღირსი, არამედ როგორც შენს მრავალმოწყალებას შეეფერებოდაო. "თესლებსა ქყეყანასა ზედა უძღოდი" - ყველა ადამიანს და ყველა ერს შენ უძღვი იმისათვის, რომ მოიქცნენ და შენკენ მობრუნდნენო.

5. "ქვეყანამ გამოსცა ნაყოფი თვისი; აკურთხევდინ ჩუენ ღმერთმან; ღმერთმან ჩუენმან" - აქ არ იგულისხმება მიწიერი ნაყოფის გამოღება, არამედ საუბარია სულიერი ნაყოფის გამოღებაზე - ქვეყანამ გამოსცა სულიერი ნაყოფი, უამრავი ადამიანი გახდა ქრისტიანი. "აკურთხევდინ ჩუენ ღმერთმან; ღმერთმან ჩუენმან" - ეს იყო იმ წყალობის შედეგი, რომ უფალი განკაცნა, იმის შედეგი, რომ უფალმა წყალობა მოიღო ადამიანებზე და განაგო ისე, რომ ექადაგებინა ყველა ადამიანისთვის. სწორედ ამით და ამის გამო გამოიღო ნაყოფი ქვეყანამ.

6. "მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა" - დავითი ფსალმუნის ამ მუხლშიც წინასწარმეტყველებს, - წყალობა მოიღო ჩვენზე ღმერთმაო. უფალი ყოველგვარ წყალობას იღებს ადამიანებზე, ყველას აძლევს წყალობას და იმ წყალობით, რასაც უფალი არა მარტო თავის მადიდებლებს, არამედ ყველა ადამიანს აძლევს, "ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა" - მთელ ქვეყნიერებას ეშინოდეს უფლისა, ღვთისა. ზოგს, ვინც ღვთის მადიდებელია, ეშინოდეს იმის გამო, რომ ღვთის სიყვარული არ დაკარგოს თავისი უსჯულო ცხოვრებით. ეს არის სიყვარულის შიში, რომელიც ადამიანს სულიერ წარმატებას აძლევს, ხოლო მეორენაირი შიში, შეიძლება ვთქვათ, არის შიში პირუტყვული. ეს არის უსჯულოთა მიერ განცდილი შიში ღვთისა. ადამიანებს უფალი უვლენს განსაცდელებს, უვლენს მათ სასჯელებს იმისათვის, რომ მოიქცნენ. ხშირად ადამიანები არ ექცევიან და ამის გამო ღვთის მიმართ შიშს განიცდიან, თუმცა ღვთისკენ არ მობრუნდებიან და მაინც უსჯულო ცხოვრებას აგრძელებენ; ღვთისადმი შიშით აღძრული ადამიანები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად - ერთნი, რომლებიც ღვთის მადიდებლები არიან და ეს შიში მათ სულიერად აღამაღლებს და განადიდებს, და მეორენი, რომლებიც უსჯულოებით ცხოვრობენ, ღვთის მგმობელნი არიან, მათი შიში კიდევ უფრო ამდაბლებს მათ სულიერ მდგომარეობას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat