მეფე დავითის ფსალმუნები
მეფე დავითის ფსალმუნები
კანონი 1
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.


1. ფსალმუნი პირველი, ალილუია
1. ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა.

2. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.

3. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას.

4. არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.

5. ამისთვის არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა.

6. რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.


2. ფსალმუნი დავითისი,ზედა წარუწერელი ებრაელთა შორის
1. რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

2. შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის.

3. განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.

4. რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყუნეს იგინი.

5. მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.

6. ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა.

7. თხრობად ბრძანებასა უფლისასა, უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.

8. ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.

9. ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.

10. და აწ, მეფენო, გულისხმა-ჰყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.

11. ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.

12. მიიღეთ სწავლაი, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის წყრომაი მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.


3. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი
პირისაგან აბესალომისა, ძისა თვისისა
1. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.

2. მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.

3. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

4. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

5. მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

6. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.

7. აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

8. უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორGილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


4. დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი
1. ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაი.

2. ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულ-ფიცხელ ხართ? რად გიყუარსთ ამაოებაი და ეძიებთ სიცრუვესა?

3. და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ საკვირველ ჰყო უფალმან წმიდაი თვისი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.

4. განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაი სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.

5. შესწირეთ მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით უფალსა.

6. მრავალთა თქვიან: ვინ გვიჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო.

7. მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.

8. მშვიდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე.


5. დასასრულსა, მკვიდრისათვის,
ფსალმუნი დავითისი
1. სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი.

2. მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.

3. განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.

4. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან.

5. არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.

6. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა.

7. ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.

8. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.

9. რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს.

10. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო.

11. და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.

12. რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.


6. დასასრულსა, გალობათა შინა,
მერვისათვის, ფსალმუნი დავითისი
1. უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

2. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.

3. და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?

4. მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათვის.

5. რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ

6. დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო.

7. განრისხდა გულის წყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.

8. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი;

9. ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაი, უფალმან ლოცვაი ჩემი შეიწყნარა.

10. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


7. ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი
სიტყუათა მათთვის ქუშისთა, ძისა იემანისთა
1. უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე.

2. ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.

3. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვჰყავ ესე, ანუ არს უშჯულოებაი ხელთა ჩემთა;

4. ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;

5. დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაი ჩემი და დიდებაი ჩემი მიწასა შინა დაამკვიდროს.

6. აღსდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.

7. და კრებული ერთაი გარე-მოგადგეს შენ და ამისთვის მაღლად მოიქეც.

8. უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.

9. აღესრულნედ ძვირნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო.

10. შეწევნაი ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინის წრფელნი გულითა.

11. ღმერთი მართლ-მსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელ არა მოავლინის რისხვაი მისი მარადღე.

12. არა თუ მოიქცეთ, მახვილი მისი ლესულ არს, მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;

13. და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნნა.

14. აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-იღო სალმობაი და შუა უშჯულოებაი.

15. ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა.

16. მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდეს.

17. აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.


8. დასასრულსა, საწნეხელთათვის, ფსალმუნი დავითისი
1. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა.

2. პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის, რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურის-მგებელი.

3. რამეთუ ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ.

4. რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას?

5. დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი.

6. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა.

7. ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი.

8. მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა.

9. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



შენიშვნა: თითოეულ კანონში სამჯერ იკითხება "დიდება".
თუ ფსალმუნები იკითხება მიცვალებულისათვის, "დიდებაში" ვკითხულობთ მხოლოდ ლოცვით თხოვნას მიცვალებულთათვის: "განუსვენე, ქრისტე ღმერთო..."


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat