ფსალმუნების კითხვა როგორც იარაღი
ფსალმუნების კითხვა როგორც იარაღი
წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ქრისტიანი ადამიანი ჯარისკაცივით მუდამ საბრძოლველად უნდა იყოს მზად, რადგან როგორც ერთ-ერთ ლოცვაში წერია: "საფრთხეთა შორის მრავალთა ვვალთ". ეს საფრთხე მოდის დემონებიდან, რომლებიც არიან: "გამუდმებით მფრინავნი და მოგზაურნი ცაში, გამუდმებით დახარბებულნი საკვებს, გამუდმებით მშიერნი სულნი, სხვებისთვის ვნების მომტანნი". უხორცო და უხილავი მტრების შესახებ პავლე მოციქული ამბობს: "ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით არა სისხლისა და ხორცის, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს ქვეყნისმპყრობელთა და ბოროტების ზეციურ სულთა წინააღმდეგ" (ეფ. 6, 12). კაცთმოძულე და ბოროტი დემონების წინააღმდეგ საბრძოლველად უფალმა დაგვისახა გზა, რომელიც სახარების ამ სიტყვებითაა გამოთქმული: "ესე ნათესავი არა განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა". დემონთაგან მომდინარე საფრთხის მოგერიების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა ფსალმუნების კითხვა. ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელი წერს: "ერთი კეთილი, გულისმიერი ლოცვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე ათასობით სიტყვა, როცა სიტყვები სხვებამდე ვერ აღწევს. ჩემზე ამბობენ, რომ იმ ადამიანებს ვეხმარები, რომლებიც ჩემთან მოდიან. მაგრამ ჩემს ჭეშმარიტ ძღვნად ქვეყნიერებისათვის ის საათნახევარი მიმაჩნია, როცა ფსალმუნს ვკითხულობ. სხვა დანარჩენს ვუცქერ, როგორც გართობას: მოვლენ საწყლები, თავიანთ ტკივილს ამოთქვამენ, მისცემ რაიმე რჩევას. ამიტომაც მე არ ვთვლი დახმარებას ჩემს პირად ღირსებად, ადამიანებს ლოცვა ეხმარება! ამიტომაც ვეუბნები ადამიანებს: - "მე მსურს უფალთან საუბარი თქვენზე და არა თქვენთან საუბარი უფალზე. ეს თქვენთვის უკეთესია". ამ ძნელ წლებში ნუ დავიზარებთ ლოცვას. ლოცვა - ეს უსაფრთხოებაა, ლოცვა - ღმერთთან კავშირია. გახსოვთ, რას წერს ამბა ისააკი? "ღმერთი გამოეძიებს ჩვენგან პასუხს არა იმისათვის, რომ ჩვენ არ აღვასრულებდით ლოცვას, არამედ იმისთვის, რომ არ გვქონდა კავშირი ქრისტესთან და ჩვენ მოგვატყუა ეშმაკმა".

ფსალმუნების, როგორც უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოსაყენებელი ერთ-ერთი ძლიერი საბრძოლო ტაქტიკის, შესახებ გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი.

- ფსალმუნთა სიკეთესა და სარგებლობაზე ბევრი წმინდა მამა საუბრობს, მათგან განსაკუთრებით შთამბეჭდავია წმინდა ბასილი დიდის სიტყვები: "ფსალმუნთა წიგნი საერთო საგანძურია კეთილ მოძღვრებათა, გულმოდგინე გამომეძიებელი იმისა, თუ თითოეულისათვის რა იქნება სასარგებლო. იგი კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, უვნებელს კი იფარავს. საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ანადგურებს ვნებებს, რომელნიც კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ. ამასთან, ადამიანში იგი წარმოშობს რაღაც მშვიდ სიამოვნებასა და ტკბობას, რომელიც გონებას უმანკოს ხდის... ფსალმუნი სიმშვიდეა სულისა, მომნიჭებელი მშვიდობისა, იგი აწყნარებს ამბოხებულსა და აღელვებულ გულისთქმათა ქარიშხალს; ალმობიერებს გაღიზიანებულ სულს და გონზე მოჰყავს თავშეუკავებელი... ფსალმუნი თავშესაფარია დემონთაგან და ანგელოზთა მოხმობაა შემწეობისათვის. იგი იარაღია ღამეული შიშის წინააღმდეგ, დასვენებაა ყოველდღიური შრომისაგან, დამცველია ყრმათა, სამკაულია ჭაბუკთა, ნუგეშია მოხუცთა, ყველაზე შესაფერისი მორთულობაა ქალთათვის. ფსალმუნი მარტოობას დევნის უდაბნოდან და გონზე მომყვანი. ვინც ახლა იწყებს, მისთვის ანბანია, ვინც უკვე გზას ადგას - გაზრდა ცოდნისა, სრულყოფილთათვის კი - საყრდენი. ფსალმუნი ხმაა ეკლესიისა, იგი განაბრწყინებს დღესასწაულებს და ღვთისთვის სასურველ სევდას ბადებს, რადგანაც ცრემლებს თვით ქვის გულისგანაც კი გამოწურავს. ფსალმუნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური მმართველობა, კეთილსურნელება სულისა. ბრძნული ჩანაფიქრი მასწავლებლისა, რომელმაც მოიფიქრა, რომ სასარგებლო სიმღერით გვესწავლა. მისი მეშვეობით მოძღვრებანი უკეთ აღიბეჭდებიან სულში, რადგანაც იძულებით ნასწავლი დიდხანს არ შეგვრჩება, ხოლო ის, რაც კმაყოფილებითა და სიამოვნებითაა მიღებული, ჩვენს სულში ფესვს მტკიცედ იდგამს". ფსალმუნთა წიგნის საშუალებით ჩვენ ვეუფლებით უხილავი ბრძოლის ხელოვნებას. თუკი ამ იარაღით აღვიჭურვებით, ჩვენ შეგვეძლება წინ აღვუდგეთ იმ ხრიკებსა და საფრთხეებს, რომლებიც კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტრისგან მომდინარეობენ.

- ფსალმუნებში, სხვადასხვა კონტექსტში, არაერთგან არის გამოთქმული აზრი, რომ ვინც სხვას უგებს მახეს, ანუ უქმნის საფრთხეს, თვითონვე გაებმება მის მიერვე დაგებულ მახეში. როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები: "ხნარცვი თხარა და აღმოჰკვეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა. მიექცეს სალმობა მისი თავსა მისსა, და სიცრუვე თხემსა მისსა ზედა დაუხდეს" (ფს. 7, 15-16)?

- კონკრეტულად, ფსალმუნის ამ მუხლებში საუბარია დავით წინასწარმეტყველის ძეზე - აბესალომზე, რომელიც "სიცრუით დაორსულდა", ანუ უშჯულოდ განიზრახა ღვთისგან ბოძებული სამეფოდან მამის განდევნა. მშობიარეთა ტკივილს (ელმოდა) მეფსალმუნემ აქ მოუხმო იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ დიდია ტანჯვა და როგორ წამებას განიცდიან ისინი, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ახლობელს. ასეთი ადამიანები განსივებულნი არიან წყენით, მრისხანებით არიან განრღვეულნი და გახლართულნი არიან უსამართლობის ურიცხვ ქსელში. განიცდიან შიშს, სულიერ სიმძიმილს და მანმადე ვერ თავისუფლდებიან თავიანთი შინაგანი ბორკილებისგან, სანამ არ აღასრულებენ ჩანაფიქრს. თუმცა აღსრულების შემდეგაც ტანჯავთ სინდისი. ასევე აბესალომი უსამართლობით დაავადდა, ანუ ზნეობრივად დაავადდა. მან განიზრახა მახის დაგება დავითისთვის. "ხნარცვი თხარა" - ანუ ისეთ საფრთხეს უმზადებდა მამას, რომლისგანაც ეს უკანასკნელი ძნელად თუ გადარჩებოდა, ისევე როგორც ორმოდან ვერ გაიქცევა ის, ვინც შიგნით ჩავარდა. საშიშროებას, რომელსაც აბესალომი საკუთარ მამას უმზადებდა, ახასიათებდა, ერთი მხრივ, მზაკვრობის სიღრმე, მეორე მხრივ, სასიკვდილო გარემოცვა. მაგრამ თვითონ აბესალომს დაემართა ის, რაც მას მამისთვის ჰქონდა განზრახული. ერთ-ერთ ბრძოლაში, როცა ის ტყეში გარბოდა, თავისი თმებით გამოედო ხის ტოტებს, რომელზეც შერჩენილმა მალე საშინელ ტანჯვაში დალია სული. და ის სიცრუე, რომელსაც აბესალომი მიმართავდა სხვისთვის, "თხემსა მისსა ზედა დაუხდა", ანუ მან წამოიწყო ომი, რათა საკუთარი მამა მოეკლა, სინამდვილეში კი - თავად შეეწირა ამ ომს. უფრო ღრმა და განზოგადებული მნიშვნელობით, მტერი, რომელიც გამუდმებით გვდევნის, არის - ეშმაკი, ბრძოლის ველი კი - ადამიანის გული და ზოგადად, შინაგანი ადამიანი, დრო ბრძოლისა - მთელი ჩვენი სიცოცხლე. ამ უხილავი ბრძოლის მეომრები ქრისტიანები არიან, ხოლო მათი მხედარმთავარი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ანგელოზთა და წმინდანთა უხილავი დასით გარშემორტყმული. ამ უხილავ ბრძოლაში ქრისტეს მხედრები მტრის სხვადასხვა მზაკვრობისა და მანქანების, ხიბლისა და საცდურის შესახებ გამოცდილებას იძენენ. მტერი მათ გრძნობებით, ფანტაზიით, ღვთის შიშისაგან განძარცვით ებრძვის. იგი სხვადასხვაგვარ მახეს აგებს ადამიანის გულში. მტრის ხერხების გამოცნობით ადამიანს ძალუძს გონივრულად დაარღვიოს მტრის მანქანება და დაუპირისპირდეს მას, განსაზღვროს, როდის როგორ საბრძოლო სტრატეგიას და წესს მიმართოს და როგორი შემართებით ჩაებას ორთაბრძოლაში. ის, ვინც უხილავ მტრებს დაამარცხებს და ღვთაებრივ სათნოებებს მოიხვეჭს, მარადიულ და უხრწნელ გვირგვინს მოიპოვებს. ხოლო მახის დამგები დემონები და მათ მიერ აღძრული სულები მიეცემიან საუკუნო სატანჯველს. ისევე როგორც ეშმაკი დამარცხდა იმ ჯვრით, რომელიც მაცხოვრის საწამებლად აღმართა. ბოროტებას, ისევე როგორც სიკეთეს, ბუმერანგის თვისება აქვს - იგი მის აღმასრულებელს უკანვე უბრუნდება. ამაზე სხვაგანაც საუბრობს მეფსალმუნე: "მახე განმზადეს ფერხთა ჩემთათვის და დაამდაბლეს სული ჩემი, თხარეს წინაშე ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხივნეს" (ფს. 56, 6); "რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრთხისა მათისა, და ამაოდ აყვედრებდეს სულსა ჩემსა. ეწიენ მათ საფრთხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადირო, რომელ დაარწყვეს, შეიპყრნედ იგინი, და საფრთხესავე მათსა შეითხინედ. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშვებდეს მაცხოვარებითა მისითა" (ფს. 34, 8-9). "დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყვეს, შეიპყრა ფერხი მათი. განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ხელთა თვისთათა შეიპყრა ცოდვილი" (ფს. 9, 16). ანუ ეშმაკნი იდევნებიან და იგვემებიან იმ იარაღითვე, რა იარაღიც მათ მოიპოვეს ქრისტესა და კაცთა მოდგმისთვის. წარმართებმა მოწყვიტეს მოციქულები და მოწამეები, რათა მათი ქადაგება დაებრკოლებინათ. მაგრამ მოხდა პირიქით - მათი სიკვდილი "ცხოვრება იქმნა და დამამტკიცებელ მორწმუნეთა". "განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა". ამაზე წმინდა კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "უფროსღა მაშინ საცნაურ იქმნების მართლმსაჯულება იგი ღმრთისა, რაჟამს რომლითაცა ვინ სახითა უზაკვოს მოყვასსა, მითვე სახითა დაცემულ იქმნეს".

- ხშირად ადამიანი საფრთხეს ვერ ამჩნევს, ანდა ამჩნევს იქ, სადაც რეალურად ის არ არის, რაზეც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა" (ფს. 13, 5). როგორ გვისახავს დავით მეფსალმუნე საფრთხის მოგერიების გზას?

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ფუჭი შიშისგან და უნდა შევიმოსოთ ნამდვილი, ჯანსაღი შიში. ეს არის შიში ცოდვისა. მხოლოდ ეს შიში უნდა გააჩნდეს ადამიანს. თუკი კაცი მართლად ცხოვრობს და არ ემონება ცოდვას, ღვთის განგება და მფარველობა ვლინდება მასზე. მაშინ რისაღა უნდა ეშინოდეს მას?! მთელი ჩვენი ცხოვრება აღსავსეა განსაცდელებით, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია შეჭირვება, მწუხარება. მთავარია ადამიანმა თავი არ დააძაბუნებინოს ამ შიშებს. რით უნდა სძლიოს კაცმა ყველა იმ საფრთხეს, რომელიც ეშმაკისგან მოდის, თუ არა რწმენით, ღმერთზე მინდობით, სულიერი ცხოვრებით, ცოდვებთან ბრძოლით?! საფრთხეთა მოგერიების თვალსაზრისით ღვთის შემწეობის მნიშვნელობას ფსალმუნებში არაერთგან ესმება ხაზი. მაგალითად, 30-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: "რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ, და სახელისა შენისათვის მიძღვე მე და გამომზარდო მე. და გამომიყვანო მე საფრთხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე. რამეთუ შენ ხარ მფარველი, უფალო, და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი". წმინდა პაისი ათონელი წერს: "ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს - ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისთვის და არც წმინდა ადამიანისთვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვუშლით ხელს. ჩვენს გვერდით ესოდენ დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენში მაღალ დონეზეა ადამიანური საწყისი და არ შეგვიძლია მივაღწიოთ საღვთო საწყისს, რომელიც მთელი სამყაროს ადამიანურ ძალებს აღემატება, ვინაიდან საღვთო ძალები ყოვლისშემძლეა". ღმერთი არასდროს გვტოვებს, მას ჩვენ ვტოვებთ. თუკი ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, მას არა აქვს საღვთო შემწეობის უფლება. "დამირწყეს მე ცოდვილთა მახე და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ", - ვკითხულობთ მე-17 კანონში. უფლის მცნებების დაცვა საღმრთო შემწეობას მოიზიდავს. ასე რომ, მას, ვისაც სურს მიიღოს ღვთის შემწეობა საფრთხის ჟამს, უნდა ჰქონდეს სწორი სულიერი მდგომარეობა, იგი უნდა იყოს განწყობილი ღვაწლისადმი და მხოლოდ საკუთარ ძალებსა და მონდომებას არ უნდა ეყრდნობოდეს, არამედ ღმერთზე უნდა ამყარებდეს სასოებას: "რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან, და ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა" (ფს. 17, 18).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat