მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო
მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო
ფსალმუნი 58-ე
ორმოცდამეთვრამეტე ფსალმუნი დავითმა იმ დროს დაწერა, როდესაც საულთან მსახურობდა. ბიბლიიდან ცნობილია, რომ საულმა შუბი სტყორცნა დავითს, მაგრამ დავითმა აიცილა. შემდეგ დავითს მისმა ცოლმა, საულის ასულმა შეატყობინა, რომ მეფეს მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. დავითი გაეცალა საულს და გაიქცა. სწორედ ამ დევნილების დროს დაწერა მან ეს ფსალმუნი, რომელშიც გადმოცემულია ამ მოვლენის, ფაქტის გამო დავითის წუხილი, ასევე დავით მეფის წინასწარმეტყველება მესიის, მაცხოვრის მოსვლის, გაცემისა და ჯვარცმის შესახებ. ფსალმუნში ასევე გადმოცემულია თავად დავითისა და დავითის სახით კაცობრიობის ხსნის იმედი.

1. "მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე" - დავით წინასწარმეტყველი ამ დროს თავის თავზე ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც ჩვენ ფსალმუნს წარმოვთქვამთ, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს თავსაც ვგულისხმობთ, ჩვენც იმავეს შევთხოვთ უფალს. როგორც დავით წინასწარმეტყველი შესთხოვს უფალს, როგორც საულისა და მისი ხალხის - ხორციელი მტრების, ასევე ბოროტი ძალების, სულიერი მტრების ხელიდან დახსნას, ასევე შევთხოვთ ჩვენც ლოცვით ხილული და უხილავი ძალებისა და უხილავი მტრებისგან დახსნას და მათგან განრინებას ამ სიტყვების, ფსალმუნის ამ მუხლის წარმოთქმით.

2. "მიხსენ მე მოქმედთაგან უსჯულოებისა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე" - უსჯულოთა ხელისაგან და მოსისხლე ადამიანებისაგან, ანუ საულისაგან მიხსენიო, - შესთხოვს დავითი უფალს, რადგან საული უსჯულოდ განსჯიდა დავითს, მას არავითარი დანაშაული არ მიუძღოდა საულის წინააღმდეგ, მაგრამ საული ბოროტის, ეშმაკის ზრახვებით აღძრული დევნიდა მას და მისი მოკვლა სურდა. ასევე აქ უფალი დავითის პირით წინასწარმეტყველურად გვაუწყებს "მოსისხლე კაცთა" - იუდეველთა ქმედებების შესახებ. მოსისხლე კაცთა, ანუ სისხლის მოყვარე, უდანაშაულო სისხლის დამღვრელმა ადამიანებმა, იუდეველებმა უსჯულოდ განსაჯეს და ჯვარს აცვეს მაცხოვარი.

3. "რამეთუ, ესერა, მოინადირეს სული, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; არცა უსჯულოებაი ჩემი, არცა ცოდვაი ჩემი, უფალო" - შეიძლება ამ მუხლშიც ორი მიმართულებით განვავითაროთ აზრი. ერთი მხრივ, დავით წინასწარმეტყველი ამ სიტყვებს თავის თავზე ამბობს, მეორე მხრივ კი მაცხოვარი ბრძანებს დავითის პირით საკუთარ თავზე. როდესაც დავითი ამბობს, უსჯულოდ განმსაჯეს, უსჯულოდ მდევნიან და მესხმიან თავსო, იმას კი არ გულისხმობს, უცოდველი ვარო, არამედ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამბობს, რომ მას ცოდვა არ მიუძღვის საულის წინაშე, თორემ კარგად უწყის, რომ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს. მან უწყის, რომ ყველა კაცი ცოდვილია. როდესაც უფალი, განკაცებული მაცხოვარი წარმოთქვამს ამ სიტყვებს დავითის პირით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას არავითარი ცოდვა არ ჰქონდა ჩადენილი და მიუხედავად ამისა, სიცრუით და უსჯულოდ განსაჯეს იუდეველებმა.

4. "უცოდველად ვრბიოდე და წარვჰმართე, განიღვიძე შემთხუევად ჩემდა და იხილე" - გრძელდება ფსალმუნის წინა მუხლში დაწყებული აზრი: უცოდველად ვრბიოდე ამქვეყნად, საულის წინაშე უცოდველად აღვასრულე, უცოდველად წარვმართე ჩემი ცხოვრება და "განიღვიძე" და მომხედე, უფალოო. რა თქმა უნდა, როდესაც დავითი უფალს მიმართავს, განიღვიძეო, არ გულისხმობს, თითქოს უფალს სძინავს; ადამიანური თვალსაზრისით ამბობს ამას და სთხოვს უფალს, მოხედოს, რადგან უსჯულოდ და უდანაშაულოდ არის დევნილი.

5. "და შენ, უფალო ღმერთო ძლიერო, ღმერთო ისრაელისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა" - ღმერთო ისრაელისაო - ასე მიმართავდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან ძველი აღთქმის პერიოდში მხოლოდ ისრაელიანები აღიარებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. დავითი უფალს მიმართავს, ღმერთო ისრაელისაო, მოხედე ყოველთა წარმართთა, განსაჯე მათი საქმენი და ნუ შეიწყალებ უსჯულოების მოქმედთო. უსჯულოების მოქმედში არ შეიძლება ვიგულისხმოთ ცოდვის ჩამდენი კაცი, არამედ ღვთის წინააღმდგომი ადამიანი, რომელიც არ არის სინანულში და არ მოიქცევა უფლისაკენ. დავითი იმას კი არ ევედრება უფალს, ასეთ ადამიანებს ნუ შეიწყალებო, არამედ წინასწარმეტყველებს, რომ მათ, უსჯულოებაში მყოფთ, უფალი არ შეიწყალებს. შეიძლება განვაცალკეოთ ასე - ცოდვილი და უსჯულო. ცოდვილი არის ის, ვინც ცოდვას სჩადის და სინანულშია ამის გამო, უსჯულო კი ცოდვას სჩადის, მაგრამ სინანულში არ არის.

6. "მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან, ვითარცა ძაღლი, და მოადგენ ქალაქსა" - აქ უკვე ნაწინასწარმეტყველებია თავად ისრაელის ერზე - როგორც მწუხრი, ისე განიყრებიან, განდევნილნი იქნებიან თავიანთი ქალაქიდან თავიანთი ცოდვების გამო და "ვითარცა ძაღლნი მოადგენ ქალაქსა". წმინდა მამები გვეუბნებიან, როგორც ძაღლებს გაყრიან ქალაქიდან, აღარ უშვებენ ქალაქში და გარემოადგებიან ქალაქს და ყმუიან მის გარშემო, ასევე იქნება ისრაელის ერი, ის ვერასდროს შევა თავის აღთქმულ ქალაქში, იერუსალიმშიო. წმინდა იოანე ოქროპირი და ათანასე დიდი ბრძანებენ, ისინი დღესაც ვერ შედიან თავიანთ ქალაქშიო. დღევანდელი გადასახედიდანაც იერუსალიმში იგივე მდგომარეობაა. მართალია, ახალი იერუსალიმი ისრაელიანების მიერ არის აშენებული და მას იერუსალიმი ჰქვია, მაგრამ ნამდვილ იერუსალიმში, რომელიც ძველი იერუსალიმის კედლებში მდებარეობდა, ასევე მის გარშემო მდებარე ტერიტორიებზე, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმის სახელით არის ცნობილი, ფაქტობრივად იუდეველები არ ცხოვრობენ, ყველაფერი არაბების ხელშია, ისრაელიანებს თავად სოლომონის ტაძრის ტერიტორიაზე შესვლაც კი არ შეუძლიათ, ანუ ეს წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ სრულდება, ჯერ კიდევ ძალაშია და ასე დარჩება მეორედ მოსვლის პერიოდამდეო, - ამბობენ წმინდა მამები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat