ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა
ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა
ფსალმუნი 53-ე
ორმოცდამეცამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ორმოცდამეცამეტე ფსალმუნი დაწერილია იმ დროს, როდესაც საულისგან დევნილი დავით წინასწარმეტყველი წავიდა და დაემკვიდრა უდაბნოში, ზეფელის ქვეყანაში. ზეფელელები მივიდნენ საულთან და უთხრეს: დავითი ჩვენთან იმალება და მოგვაშორეო. დავითი წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული და უწყოდა, რომ საული ვერაფერს დააკლებდა. სწორედ ამ სულით არის ეს ფსალმუნი დაწერილი. ცხადია, როდესაც თითოეული ჩვენგანი ამ ფსალმუნს ვკითხულობთ, ჩვენი განსაცდელი უნდა ვიგულისხმოთ. თუ ღვთის მადიდებელნი ვიქნებით, ისევე როგორც დავითს ვერაფერი ავნო საულმა, ჩვენც ვერაფერს გვავნებს ამქვეყნიური ამაოება და დაცემული ანგელოზების მთელი მანქანება.

1. "ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე და ძალითა შენითა მისაჯო მე" - ღვთის სახელი ყოვლისშემძლებელია, უფლის სახელის ხსენებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი ნებისმიერი განსაცდელისგან იქნეს დახსნილი. ძალი ღვთისა, სიტყვა ღვთისა - ვიცით, რომ ეს სიტყვები ძე ღვთისას მიემართება. აქ სწორედ ძე ღვთისა იგულისხმება. ყოველივე მსჯავრი ძეს მიეცა და ძე არის ის, ვინც განსჯის. მისთვის, ვინც ძეს ადიდებს, მამას ადიდებს, ყოვლადწმინდა სულს ადიდებს, მეორედ მოსვლის ჟამს საუკუნო განსჯა იქნება ნეტარებისკენ წამმძღვანებელი ანუ სასიხარულო. სწორედ ამას ამბობს დავით წინასწარმეტყველი - ამით მისაჯე, ამ განსჯით განმსაჯე, იმ სიხარულით, რომ სასუფეველში დავიმკვიდრებ ამ განსჯის შემდეგო.

2. "ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი" - ჩემი ლოცვა, ჩემი პირიდან ამომავალი სიტყვები ისმინე, უფალოო, - შესთხოვს დავითი უფალს. თუ უფალს მივმართავთ - ჩემი სიტყვისაებრ ისმინე, უფალოო, მაგრამ ამ დროს ცუდს ვუზრახავთ მოყვასს, ჩვენი პირიდან არ ამოდის ღვთის სადიდებელი სიტყვები, უფალი ამ სიტყვებსაც ისმენს და იმის მიხედვით განვისჯებით. კაცის პირიდან არავითარი ამაო სიტყვა არ უნდა ამოდიოდეს. სახარების ერთ-ერთ იგავში ხომ პირდაპირ ეუბნება უფალი უგუნურ მონას: სიტყვისაებრ შენისა განგსაჯო შენო.

3. "რამეთუ უცხონი აღდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მასთა" - რატომ დამიფარე და შემეწიე, უფალო? რადგან უცხონი აღდგნენ ჩემ წინააღმდეგო. დავითის წინააღმდეგ, იმ დროს, როდესაც ეს ფსალმუნი დაწერა, ზეფელელნი და საული აღდგნენ, რათა გაენადგურებინათ და მოესრათ იგი. ასევე აქ იგულისხმება დაცემული ანგელოზების მთელი ლეგიონები, რომლებიც უცხონი არიან ადამიანებისთვის და ადამიანთა სულების წარწყმედისთვის ზრუნავენ, ჩვენს სულს იძიებენ და რომელთაც "არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა" - ღვთის მონებად, მიმდევრებად არ თვლიან თავს. მათგან მიხსენი და დამიფარეო, შესთხოვს დავით მეფე-წინასწარმეტყველი უფალს.

4. "აჰა, ესერა, ღმერთი მწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა" - ფსალმუნის ეს მუხლი სასოებას და იმედს აძლევს ადამიანს - ჩემი შემწე უფალია, ჩემი სულის შემწყნარებელი უფალია, ამ აზრზე დაფუძნებული სასოება განამტკიცებს ადამიანს იმისათვის, რომ უფრო მეტად აღუდგეს წინ სულიერ ბრძოლებსა და განსაცდელებს.

5. "მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი" - ჩემს მტრებზე მოაქციო ის ბოროტება, რომელიც მე განმიზრახეს, "ჭეშმარიტებით მოსრე", ანუ ძე ღვთისათი, განკაცებული ძით მოსრე ბოროტი სულები, უფალოო, მიმართავს დავითი უფალს. მართლაც, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა, ამ ჯვარცმითა და აღდგომით მოსრილ იქნა ბოროტება. ამის შემდეგ ბოროტებას, დაცემულ სულებს ისეთი ხელმწიფება აღარ აქვთ ადამიანებზე, როგორიც ძველი აღთქმის პერიოდში ჰქონდათ.

6. "და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუვარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ" - არა განსაცდელის ჟამს, იძულებით, განსაცდელისა და გაჭირვების გამო შევწირო მსხვერპლი უფალს, არამედ ღვთის სიყვარულის გამო გავაკეთო ეს, რამეთუ ეს არის კეთილიო. თუკი სხვა დროს არ გვახსოვს უფალი და განსაცდელის ჟამს გაგვახსენდება, ესეც კარგია, მაგრამ არა მარტო განსაცდელის, სიხარულის ჟამსაც უნდა გვახსოვდეს უფალი. როდესაც განსაცდელი და წუხილი - არც ამქვეყნიური, არც სულიერი - არ გვაქვს და მაშინ გვახსოვს უფალი, სწორედ ეს არის კეთილი.

7. "რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიხსენ და მტერთა ჩემთა იხილა თუალმან ჩემმან" - ყველა ჩემი მტრისგან მიხსენი, უფალო. ჩემმა მტრებმა იხილონ, რომ შენ მიხსენი - არა ჩემი ძალით, არა ვინმეს შეწევნით, არამედ შენგან, შენი ძალით ვარ ხსნილი. როდესაც ჩვენი მტერი - დაცემული ანგელოზი შეხედავს ჩვენს სარწმუნოებას, დაინახავს, რომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი, ჩვენი ყოველი ქმედება ღვთით არის მოცული, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ყველა ქმედება, ყველა საქმე ღვთის მიერაა ხელდადებული, დაცემული ანგელოზი უკვე შერცხვენილი და უკუგდებულია ჩვენგან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat