ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა
ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა
ფსალმუნი 48-ე
გაგრძელება
12. "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პურიტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" - კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი: ასეთი ადამიანები პატივში კი იყვნენ ამქვეყნად - მიწიერი დიდება და პატივი არ აკლდათ, მაგრამ ისევე, როგორც უგუნურმა პირუტყვმა, მათ ვერ გამოიყენეს სიმდიდრე და პატივი. როგორ შეეძლოთ გამოეყენებინათ? - ღვთის მცნებებით ეცხოვრათ, გაჭირვებულთ და ეკლესიას შესწეოდნენ... თუმცა ამის გარეშე იცხოვრეს და ამგვარ ცხოვრებას წინასწარმეტყველი პირუტყვთა მსგავს ცხოვრებას ამსგავსებს. როდესაც ადამიანი ცხოვრობს და ზრუნავს მხოლოდ სიმდიდრის მოსაპოვებლად, საზრდელისთვის, ჩასაცმელისთვის... პირუტყვს ემსგავსება. ადამიანს მეტი მოეთხოვება. როდესაც მას აქვს სიმდიდრე, უნდა გამოიყენოს სულის საცხოვნებლად და არა მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობისა და სიამეთა მისაღებად.

13. "ესე გზაი არს საცდურებისა მათისაი მათდა მიმართ და ამისა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ" - ეს გზა - საცდურებითაა სავსე, მხოლოდ მიწიერ საზრუნავებზე გადაგების გამო დაიღუპნენ სულიერად. "ამის შემდეგ პირითა მათითა სათნოიყონ" - შემდგომ, მოხვდებიან რა ჯოჯოხეთში, არა სინანულში, არამედ თავისი თავის ყვედრებაში იქნებიან - ხომ შემეძლო სხვაგვარად, სულის საცხოვნებლად მეკეთებინა ყოველივე, ღვთივსათნოდ გამომეყენებინა ჩემი სიმდიდრე და მიწიერი პატივიო. ისევე, როგორც, ვთქვათ, ლაზარესა და მდიდრის იგავში ეუბნება მდიდარი აბრაამს - მიავლინე ლაზარე, ჩემები მაინც არ ჩაცვივდნენ ჩემს დღეში, ჩემს მსგავს სატანჯველშიო - ანუ, ის უკვე ჯავრობს, წუხს, მაგრამ სინანული უკვე ჯოჯოხეთში აღარ შეიძლება - იქაური წუხილი და ხედვა საკუთარი დანაშაულისა, ცოდვებისა უკვე სინანულში მომყვანებელი აღარ არის. ადამიანს ტანჯავს უკვე აღქმა იმისა, თუ რა დააშავა.

14. "ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნაი მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ" - "ვითარცა საცხოვარი" - როგორც პირუტყვი, რომელიც იყო, ვთქვათ, შექმნილი ღვთისგან ცხვრად, რომელსაც სასუფეველი უნდა დაემკვიდრებინა, თავისი უსჯულო ცხოვრებით იქცა "თიკნად" და ჯოჯოხეთი დაიმკვიდრა. ჯოჯოხეთში შთავარდნენ თავიანთი ცხოვრებით და სამარადისო სიკვდილის სამწყსოში არიან უკვე შესულნი, საიდანაც გამოხსნა აღარ შეიძლება. "ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად"... წრფელი, მართალი ადამიანები ეუფლებიან მათ, არა ისე, თითქოს ჯოჯოხეთში უფლებს მართალი ადამიანი რაიმეს, არამედ - როგორც მართლები ცხოვრობენ, ისე რომ ეცხოვრათ, სასუფეველს დაიმკვიდრებდნენ. ისინი, ვინც მათგან იჩაგრებოდნენ, სამოთხეში არიან, თვითონ კი ჯოჯოხეთში. ისევე, როგორც მდიდრის კიბის ქვეშ მცხოვრები გლახაკი ლაზარე, რომელსაც ყურადღებასაც კი არ აქცევდა მდიდარი, ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ხედავს ლაზარეს ნეტარ ყოფას და ევედრება აბრაამს - გამოუშვი ლაზარე, თითი ამოავლოს წყალში და ის მომიტანოსო. უკვე უმდიდრესი, ზეაღმატებული ძალის მქონეა ლაზარე ამ მდიდართან შედარებით. ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ - ამგვარად ეუფლება მართალი ადამიანი მათ, ვინც ჯოჯოხეთში დაიმკვიდრებს. ჯოჯოხეთში განქარვდება მათი შეწევნა - რაც მათ ჰქონდათ ამქვეყნად, სიმდიდრე, კეთილდღეობა, ბრწყინვალება - არაფერი, არავითარი ხორციელი ბრწყინვალება არ გაჰყვება თან ადამიანს.

15. "ხოლო ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე" - ხოლო ჩემი სული, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, ასევე თითოეული ღვთისმოყვარე ადამიანის სული - ვინც ღვთის დიდებით ცხოვრობს, ვინც ფსალმუნებს გულით კითხულობს, ღვთის მცნებებს აღასრულებს, უფალმა იხსნასო - უფალი იხსნის თითოეული ასეთი ადამიანის სულს, არ მისცემს ჯოჯოხეთს. ჯოჯოხეთის სიღრმეებში არ შთააგდებს.

16. "ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაი" - ნუ გეშინია, ნუ გშურს იმ ადამიანების, ვინც ამქვეყნად უსამართლოდ გამდიდრდება და ვისი სახელი ქუხს ამ ქვეყანაზე.

17. "რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაი მისი მის თანა" - რამეთუ, როდესაც მოკვდება, თან ვერაფერს წაიღებს. ადამიანი თავის მიწიერ დიდებას ვერც ჯოჯოხეთში გაიყოლებს თან.

18. "რამეთუ სული მისი ცხორებასა ოდეს მისსა იკურთხოს; აღგიარო შენ, რაჟამს კეთილი უყო მას" - ასეთი ადამიანის სული მხოლოდ მის სიცოცხლეში იკურთხება - მარტოოდენ მიწიერ ცხოვრებაშია გახარებული. შესაძლოა მიწიერ ცხოვრებაშიც არ ჰქონდეს სიხარული და ბედნიერება, მით უმეტეს, საუკუნოდ - მარადიულ ცხოვრებაში; "აღგიარო შენ, რაჟამს კეთილი უყო მას" - მაგრამ თუ ამ სიმდიდრეს გამოიყენებს კეთილის საყოფელად - ადამიანების დასახმარებლად. უფალი სიმდიდრით შეიძლება ვაღიაროთ სწორედ იმით, თუ ჩვენს სიმდიდრეს გამოვიყენებთ სხვა ადამიანებისთვის, მოყვასის შეწევნისთვის.

19. "შევიდეს იგი, ვიდრემდე ნათესავამდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს" - ხოლო ვინც ამ სიმდიდრეს არ გამოიყენებს ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, ანუ მოყვასისათვის, ასეთი ადამიანი, როგორც "მამანი მათნი" - მათი წინაპრები, წარმართები, ასევე უსჯულონი საუკუნოდ - სამარადჟამოდ ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებს, სამარადჟამოდ ვეღარ იხილავს ნათელს.

20. "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი დასკვნის სახით წარმოთქვამს: ის, ვისაც ამქვეყნიური სიამენი - სიმდიდრე, პატივი... აქვს და ამ ყველაფერს არ იყენებს გასაჭირსა და განსაცდელში მყოფი მოყვასისთვის, ღვთის მცნებების აღსასრულებლად, არამედ ამაოებისთვის, პირუტყვს ემსგავსება; რაოდენ საშინელებაა და რაოდენი მოეკითხება ადამიანს, როდესაც უფალმა კაცი შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, თავად კაცმა კი ეს ხატება და მსგავსება პირუტყვად აქცია. სწორედ ამ საშინელების გამო შთავარდება ასეთი კაცი ჯოჯოხეთში. უფალი კი არ შთააგდებს მას სატანჯველში, არამედ თავისი საქციელი, ქმედება.

P.S. ფსალმუნში მოთხრობილია მეორედ მოსვლის ჟამის შესახებ, თუ რა მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს, როგორ იქნება განრჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, როგორ დაიმკვიდრებენ კეთილნი და ღვთის მცნებების აღმასრულებელნი საუკუნო ნეტარებას, ხოლო ღვთის მცნებების მოწინააღმდეგები - საუკუნო ჯოჯოხეთს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat