შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაი; ამისთვის გცხო შენ ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი
შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაი; ამისთვის გცხო შენ ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი
ფსალმუნი 44-ე
ორმოცდამეოთხე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ფსალმუნი მოგვითხრობს მაცხოვრის განკაცებისა და საერთოდ ძველი სამყაროს ცვლილების შესახებ. ფსალმუნის სათაურში წერია - "ცვალებადთათვის", ანუ სწორედ იმის შესახებ არის მინიშნება, რაც მაცხოვრის მოსვლამდე იყო და რაც შემდგომ მაცხოვრის მოსვლამ მოიტანა - კაცობრიობის გამოხსნის შესახებ. სათაურში მოხსენიებულნი არიან კორეს ძენიც, რომლებიც იყვნენ მგალობლები იერუსალიმის ტაძარში, მაგრამ აქ, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, მოციქულებზეა მითითება. "გალობაი საყვარელისაი" - ამ სიტყვებით ასრულებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის სათაურს - ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვის არის უფალი, განკაცებული ძე ღვთისა.

1. "აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაი კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა, ენაი ჩემი საწერელ მწიგნობრისა ხელოვანისა" - ამ სიტყვებს მამა ღმერთი წარმოთქვამს დავით წინასწარმეტყველის პირით. "აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაი კეთილი" - "სიტყუაი კეთილი" არის განკაცებული ძე ღვთისა, რომელიც დაუსრულებლად იშვება მამისაგან. ყველა საქმე ვუთხარი მასო, - წარმოთქვამს მამა ძის შესახებ. ანუ ყველა საქმე, რაც მამამ უწყის, უწყის ძემ და უწყის სულიწმინდამ. ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასებს შორის ამ მხრივ არავითარი სხვაობა არ არის. "ენაი ჩემი საწერელ მწიგნობრისა ხელოვანისა" - აქაც უნდა ვიგულისხმოთ ძე ღვთისა, რომელსაც მამა მწიგნობარ ხელოვანს ადარებს. რა თქმა უნდა, ძე ღვთისას ვერც ერთი ხელოვანი მწიგნობარი ვერ შეედრება, მაგრამ ამგვარი შედარება მიმართულია იმისაკენ, რომ ცოდნა წმინდა სამების შესახებ მცირედით მაინც მისაწვდომი გახდეს ადამიანის გონებისთვის.

2. "შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა, განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთვის გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე" - ფსალმუნის ეს სიტყვები არის შემკობა განკაცებული მაცხოვრისა: "შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა" - ანუ ყველა ადამიანს შორის სიკეთით აღმატებული. მისი ბაგეების მადლი - მაცხოვრის ქადაგება, რომელიც შემდეგ მოციქულებმა განავრცეს, მთელ მსოფლიოზე განეფინა. მაცხოვრის სიტყვა, რომელიც მაცხოვარმა იქადაგა სასუფევლის შესახებ, თავად მაცხოვრისგან - უფლისგან არის კურთხეული უკუნისამდე.

3. "შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო. შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა" - აქ კვლავ მესიაზე, მხსნელზეა საუბარი. "მახვილში" ნაგულისხმებია მტერთა დათრგუნვა, მტერთა დამარცხება. საღვთო მახვილი გამიზნული არ არის ბოროტებისთვის, არამედ სიკეთისთვის, სწორედ ეს იგულისხმება ფსალმუნის სიტყვებში "შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა". ღვთის სიკეთით არის ეს მახვილი მიმართული: საღვთო მახვილი თავის საქმეს აღასრულებს მხოლოდ სიკეთისთვის და არა ბოროტებისთვის. ამის წარმოდგენისგანაც კი დაგვიფაროს უფალმა.

4. "და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისთვის და სიმშვიდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკვირველად მარჯუენე შენი" - "გარდააცუ და წარემართე" - ანუ განამზადე მშვილდი. ჭეშმარიტებისთვის, სიმართლისა და სიმშვიდისთვის სუფევდე სამარადისოდ და შენი მარჯვენა გიძღოდეს ყოველთვის წინო. ანუ არა იარაღი, არა ის, რასაც ადამიანები სასჯელად თვლიან, არამედ თავად ღვთის მარჯვენა, რომელიც მფარველობს თითოეულ ადამიანს. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ უფალი ჯერ ადამიანებს მფარველობს და მხოლოდ ამის შემდეგ უგზავნის იმ განსაცდელებს, რომლებსაც ჩვენ სასჯელად მივიჩნევთ, მაგრამ სინამდვილეში ეს განსაცდელები არის სულიერი წამალი ჩვენს გამოსასწორებლად და ღვთისკენ მოსაქცევად.

5. "ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერთა მეუფისანი" - როგორც წმინდა მამები გეუბნებიან, "ისარნი შენნი ლესულ არიან" - აქ მოციქულები და მოციქულთა სიტყვები იგულისხმება, რომლებიც ისარივით "ლესულ იყვნენ" და ღვთისკენ მიდრეკილ ადამიანთა გულებს ისარივით ხვდებოდა და შეჰქონდა საღვთო სიტყვა მათში; "ერნი შენ ქვეშე დაეცნენ, გულითა მტერთა მეუფისანი" - მთელი ერები მაცხოვრის წინაშე დაეცნენ. მთელმა წარმართობამ, მთელმა ერებმა უკვე მოციქულთა ქადაგებით თაყვანი სცეს უფალს და აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება.

6. "საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი-უკუნისამდე, კუერთხი განგებისაი და კუერთხი სუფევისა შენისაი" - უფლის საყდარი უკუნითი უკუნისამდე, დაუსრულებლად ჰგიებს, ღვთის საყდარს ვერავინ შეეხება. ვერავინ შეძლებს მის შეძვრას და მის წინააღმდეგობას. შეიძლება ადამიანებმა, ისევე როგორც დაცემულმა ანგელოზებმა, მოისურვეს ღვთის წინააღმდეგობა, მაგრამ ამით მათ პირველ რიგში თავიანთ თავზე მოიწიეს სასჯელი, თორემ ღვთის საყდარს ვერაფერი ავნეს; "კუერთხი განგებისაი და კუერთხი სუფევისა შენისაი" - ღვთის განგება და ღვთის სუფევა არის სამარადისო. შესაძლოა ადამიანმა იფიქროს, როგორ არის ღვთის განგება და ღვთის სუფევა იქ, სადაც ბოროტებააო. ბოროტება არის ადამიანთა თავისუფალი ნებით, მაგრამ ღვთის განგება სწორედ ის არის, რომ თავად უფალმა მისცა თავისფალი ნება ადამიანებს და თუკი უკვე თავისი თავისუფალი ნებით სჩადის ბოროტებას, ღვთის განგებაა არა ეს ბოროტება, არამედ ის თავისუფალი ნება, რომელიც უფალმა ადამიანს მისცა.

7. "შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაი; ამისთვის გცხნო შენ ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი უმეტეს მოყუასთა შენთა" - სიმართლე შეიყვარე და უშჯულოება მოიძულე. ვიცით, რომ მესია ცხებულს ნიშნავს. სწორედ იმისთვის იქმნა მოვლინებული უფალი ადამიანებთან, იმისთვის იქნა ცხებული, რომ ადამიანებმა უშჯულოება შეიძულონ და სიმართლე შეიყვარონ.

8. "მური და შტახსი და კასაი სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოის ძუალისათა, რომელთა გახარეს შენ" - მური, შტახსი და კასაი - არის ნელსაცხებლები, რომლებიც განკუთვნილი იყო მიწიერი სიმდიდრისა და პატივისთვის. მაგრამ აქ ამ სიტყვებში იგულისხმება სულიერი სიკეთეები, სულიერი ფუფუნება, სულიერი სიმდიდრე, ანუ საღვთო მადლში დამკვიდრება. ეს ყოველივე მიიღო შენ - ყველა ადამიანმა, ვინც მაცხოვარს აღიარებს. "ტაძართაგან პილოის ძუალისათა, რომელთა გახარეს შენ" - აქ იგულისხმება, მიწიერი გაგებით, უმაღლესი მიწიერი სიმდიდრით შემკობილი ტაძრები, ანუ ის სამყოფელი, სადაც მდიდრები იყვნენ დამკვიდრებულნი. ვიცით, რომ მიწიერ სიმდიდრესა და ფუფუნებაში მყოფი ადამიანებიც კი მოექცნენ მაცხოვრის სარწმუნოებაზე. მეფეებიც კი - იმ დროისთვის მიწაზე მყოფი ყველაზე მდიდარი ადამიანები გახდნენ მიმდევარნი განკაცებული მაცხოვრისა და თაყვანს სცემდნენ მას.

9. "ასულნი მეუფისანი - პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად" - მეუფის ასულებში იგულისხმება ეკლესია. დავითი წინასწამეტყველურად ბრძანებს: ეკლესია ღვთის პატივით იქნა შემკული, არა მიწიერი, არამედ სულიერი - საღვთო სამოსით, იმ სიწმინდითა და ღვთაებრივი მადლით, რომელიც უფალმა უბოძა ეკლესიას. "დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა" - აქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც შეიძლება ვიგულისხმოთ.

10. "ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახელი მამისა შენისაი" - ეს სიტყვები ისევ და ისევ მიმართვაა ეკლესიისადმი: ეკლესიის ყური ყოველთვის ღვთისკენ არის მიმართული. თუ რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ღვთისკენ ყურს აღარ მიაპყრობს, ის ხდება მწვალებლური და განხეთქილებაში მყოფი. ის ღვთის გარეშე რჩება. "და დაივიწყე ერი შენი და სახელი მამისა შენისა" - რომელი ერი და რომელი მამის სახელი? - წარმართობა, რომელშიც მანამდე ადამიანები იმყოფებოდნენ. წარმართმა ერებმა, რომლებიც შემდგომ გახდნენ მიმდევარნი უფლისა, თავიანთი წარსული - კერპთმსახურება, ღვთის საწინააღმდეგო ცხოვრება დაივიწყეს.

11. "და გულმან-უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისაი, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი" - ამის შემდეგ, რაც შენ დაივიწყებ უკეთურ წარსულს - კერპთმსახურებას, ღვთის საწინააღმდეგო ცხოვრებას, უფლის გული შენკენ მობრუნდება. ეს სიტყვები ისევ და ისევ ადამიანური თვალთახედვითაა ნათქვამი, რამეთუ ღვთის გული ყოველთვის ადამიანისკენაა მიმართული. უფალი ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერი ადამიანი მოიქცეს. თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ მისკენ არ არის ღვთის გული მოპყრობილი, ეს ნიშნავს, რომ თავად ადამიანის გული არ არის ღვთისკენ მიპყრობილი. საბოლოოდ აქ იგულისხმება, რომ თუკი კაცობრიობა დაივიწყებდა თავის წარსულს, თავის კერპთმსახურებას, უფალი წაიყვანდა კაცობრიობას თავისკენ, ანუ ცათა სასუფევლისკენ, როგორც ეს მაცხოვრის განკაცებით მოხდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat