ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აღუვარებდეთ უკუნისამდე
ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აღუვარებდეთ უკუნისამდე
ფსალმუნი 43-ე
ორმოცდამესამე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

1. "ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა" - დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში ბრძანებს: ღმერთო, გვსმენია მამებისგან, ვიცით გადმოცემით იმ სასწაულებისა და საქმეების შესახებ, რომლებიც შენ ქმენი სამყაროს შექმნიდან დღემდე. ამასთან, აქ არის საუბარი იმის შესახებაც, რა ქმნა უფალმა ისრაელის ერისთვის - როგორ გამოზარდა ისრაელის ერი, შემდეგ როგორ გამოიყვანა ეგვიპტიდან და დაამკვიდრა აღთქმულ ქვეყანაში.

2. "ხელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განსხენ იგინი" - არა ჩვენით, არამედ შენი ხელით მისრნენ, უფალო, წარმართები - ჯერ ეგვიპტელები, შემდეგ ქანანელები - ის წარმართები, რომლებიც იმ მიწებზე ცხოვრობდნენ, სადაც ისრაელიანები დასახლდნენ.

3. "რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანაი და არცა მკლავმან მათმან იხსნნა იგინი, არამედ - მარჯუენამან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი" - ჩვენმა წინაპრებმა არა თავიანთი მკლავითა და მახვილით მოიპოვეს აღთქმული ქვეყანა, არამედ შენი მოწყალებითა და შენი მარჯვენით, არა თავიანთი ძალით, არამედ შენზე სასოებითა და შენი ძალით ქმნეს ეს, უფალო.

4. "შენ თავადი ხარ მეუფე ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაი იაკობისი" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ წარმოთქვამს - შენ ხარ ჩვენი ღმერთიო. რა თქმა უნდა, უფალი ყველა ადამიანის - მთელი კაცობრიობის ღმერთია, მაგრამ აქ საუბარია იმის შესახებ, რომ მხოლოდ ისრაელის ერი იყო ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევარი. იაკობში, რა თქმა უნდა, ისრაელის ერი იგულისხმება.

5. "შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა" - შენ გამო და შენი ძლიერებით ჩვენს მტრებს ვძლიეთ, რამეთუ შენი სახელი შეურაცხ-ყვეს მათ. როგორ შეურაცხყვეს წარმართებმა უფლის სახელი? - იმით, რომ ღვთის მცნებებს გადავიდნენ და ეშმაკს სცეს თაყვანი. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ღვთისა ის არის, როდესაც ადამიანი ღვთის ნაცვლად კერპს ანუ ეშმაკს ეთაყვანება. დავით წინასწარმეტყველი უფლის მიმართ წარმოთქვამს - ვინც შენ არ შეგიყვარა, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა აღდგომილი, ყველას შენი ძალით ვძლიეთ, უფალოო.

6-7. "რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ და არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე; რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან და მოძულეთა ჩუენთა არცხვინე" - ჩვენს იარაღზე კი არ ვართ დანდობილნი, რადგან ეს არარაა, თუ არა ღვთის შეწევნა, არამედ შენს ყოვლისშემძლეობაზე "და შენ არცხვინე მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა" - მათ უნდათ, რომ გვძლიონ და გაგვანადგურონ, მაგრამ ისინი დამარცხდებიან და ეს იქნება შენი ძალით. ამის გამო შერცხვენილნი დარჩებიანო.

8. "ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აღუვარებდეთ უკუნისამდე" - როგორ იქნა ღვთისგან ნაქები ისრაელის ერი? - იმით, რომ მათ დაიკავეს აღთქმული ქვეყანა, იმით, რომ ისრაელის ერი განდიდდა. როდესაც უფალი კეთილს მიუზღავს ერსა თუ ცალკეულ ადამიანს, ეს ერი თუ ადამიანი არის განდიდებული სხვა ერებისა და ადამიანების წინაშე, ეს არის ღვთის წყალობა და ღვთისგან ბოძებული შექება.

9. "ხოლო აწ განმიშორენ და მარცხვინე ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა" - ფსალმუნის ამ მუხლში გადმოცემულია წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ რა მოელის ისრაელის ერს იმის გამო, რასაც ისინი ჩაიდენენ - მოსცილდებიან უფალს და მოაკვდინებენ განკაცებულ ღმერთს. ვიცით, რომ ეს წინასწარმეტყველება მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ რამდენიმე ათწლეულში აღესრულა, როდესაც რომაელებმა აჯანყებული იუდეველების წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყვეს. ამ დრომდეც, ვიდრე იუდეველები ჯვარს აცამდნენ მაცხოვარს, ეს ერი უკვე მოცილებული იყო უფალს. თავად მაცხოვრის მოსვლამდე რამდენიმე საუკუნით ადრეც კი ისრაელის სახელმწიფოები განადგურდა, ჯერ ისრალი, შემდეგ იუდეა, იმის გამო, რომ მათში ნელ-ნელა დაიკარგა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მათ უფალი კი არ განეშორათ, არამედ თავად განეშორნენ უფალს. უფალი არავის განეშორება, მაგრამ როდესაც ადამიანი განეშორება მას, ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ უფალი განეშრა. თუკი ადამიანი ამგვარად თვლის, ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ უფალსაა განშორებული.

10. "მართლუკუნ მაქციენ ჩუენ უფროის მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ" - ჩვენი მტრებისგან უკუვიქეცით. თუ ადრე ჩვენ მტრების ათიათასიან ჯარებს ვერეოდით, ახლა პირიქითაა. ეს იმის გამო ხდება, რომ სულიერად დაეცა ისრაელის ერი.

11. "მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ" - როგორც ცხვარს არ შეუძლია თავი დაიცვას მტაცებლებისგან, ასე ვართ უკვე ჩვენც, წარმართთა შორის განთესილნი, გაფანტულნიო. მართლაც, მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ისრაელის ერი მთლიანად იქნა განბნეული აღთქმული მიწიდან და წარმართთა შორის დასახლდა.

12. "მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისაი" - არავითარი სასყიდელი - ძალა წარმართებს ამისთვის არ დაუხარჯავთ. ისრაელი წარმართებმა რომ დაიპყრეს და ისრაელის ერი წარმართთა შორის მიმოიფანტა, ეს არ ყოფილა წარმართების დამსახურება და არ ნიშნავდა იმას, რომ წარმართები გახდნენ სათნო ღვთის წინაშე, არამედ წარმართობა იყო ძალა, რომელიც გამოიყენა უფალმა ისრაელის ერის დასასჯელად - მათ გამოსაფხიზლებლად და ჭეშმარიტებაზე მოსაქცევად.

13. "მყვენ ჩუენ საყუედრებელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა" - დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში აღწერს, თუ რა მოიწიეს საკუთარ თავზე ისრაელიანებმა თავიანთი ბოროტი საქციელით. ისრაელიანთა პირით ამბობს, - "მყვენ ჩუენ საყვედრელ" - ყველა ჩვენ დაგვცინის და ყველა ჩვენ გვკიცხავსო.

14. "მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავისსახრელად ერთა შორის" - ფაქტობრივად გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: იგავად ვიქმენით წარმართთათვის - ვერ გაუგიათ, რატომ ვიყავით ადრე ასე განდიდებულნი, ახლა კი დაკნინებულნი ვართ, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით იგავს არავითარი არსი არ აქვს, მას აქვს თავისი სიბრძნისეული არსი. სწორედ ამგვარად მოხდა: წარმართები მიხვდნენ, რის გამო დაისაჯა ისრაელის ერი და შეინანეს. წარმართებს ექმნათ სიბრძნის სასწავლებლად ისრაელიანთა მდგომარეობა.

15. "მარადღე კდემულებაი ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე" - დავითი კვლავ ებრაელი ერის სახელით ამბობს: ის დანაშაული, რაც ჩვენ ვქმენით, "მარადღე" - ყოველწუთიერად ჩვენ წინაშეა და ამის გამო ვართ შერცხვენილნიო. ხოლო რომელი ისრაელიანიც, იუდეველიც შეინანებს და შეუდგება ქრისტეს გზას, კვლავ დაიბრუნებს ღვთის წინაშე რჩეულობას, რომელიც ჰქონდა ისრაელის ერს.

16. "ხმისაგან მაყუედრებელისა და ძვირის-მეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა" - ფსალმუნის ამ მუხლში კი დავითი ისევ და ისევ ისრაელის სახელით ევედრება უფალს - მაყვედრებელი ხმისგან, ძვირისმეტყველისა და მტრის პირისაგან დაიფაროს. შესთხოვს, რომ ისრაელის ერი კვლავ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქციოს.

17. "ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუვენით ჩუენ აღთქუმასა შენსა" - აქ დავითი არა მთელი ისრაელის ერის სახელით, არამედ ჭეშმარიტად ღვთისმსახურ ისრაელიანთა - წინასწარმეტყველთა და მართალთა სახელით ამბობს უფლის მიმართ - მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ქმნა ისრაელის ერმა, ჩვენ არ დაგვვიწყებიხარ. ისრაელის ერში ყოველთვის იყო ადამიანთა ნაწილი, რომელიც მარადის ადიდებდა უფალს. რა თქმა უნდა, ახალი აღთქმის პერიოდშიც, ქრისტიანობის პირველ საუკუნეებშიც არაერთი ისრაელიანი გახდა ქრისტიანი. პირველი ქრისტიანები სწორედ ებრაელები იყვნენ.

18. "და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი, და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა" - ჩვენი გული შენგან არ განმდგარა, შენს გზაზე დაგვადგინე, უფალო, - შესთხოვს დავითი უფალს იმ მართალთა პირით, რომლებიც ისრაელის ერში ცხოვრობდნენ.

19. "რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან" - ამ სიტყვებს კვლავ მთელი ისრაელის სახელით წარმოთქვამს დავითი. იმ მდგომარეობას აღწერს, რაც მათ ეწიათ. უფალმა დაამდაბლა, ფაქტობრივად განადგურების პირას მივიდა ისრაელის ერი, მაგრამ ეს არა დასასჯელად მიაგო მათ, არამედ გამოსაფხიზლებლად და მოსაქცევად, რათა კვლავ აღიარონ ჭეშმარიტი ღმერთი.

20. "უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისა და გან-თუ-ვიპყრენით სულნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოისა" - საბოლოო დამდაბლება და საბოლოო სიკვდილი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჩვენს ღმერთს დავივიწყებთ და სხვა ღმერთებისკენ ვიბრუნებთ პირს.

21. "არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლოი გულისაი" - უფალო, შენც გამოიძიებ ამას, რამეთუ ადამიანთა გულის საიდუმლო იცი, უწყი, თითოეული კაცი რას ფიქრობს და როგორ ემსახურება ღმერთს - ეს არის გარეგნული სამსახური, ისეთი, როგორიც ფარისევლებს ჰქონდათ, თუ შინაგანი მსახურება, როგორიც მართალ ისრაელიანებს ჰქონდათ.

22. "რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კვლადნი" - ამ სიტყვებსაც ისრაელის ერის პირით წარმოთქვამს დავითი: მანამ, სანამ უფალს ჯვარს აცვამდნენ, იყო რა ისრაელის ერი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი, "ღვთისთვის მოსწყდებოდნენ" - უფლისთვის აღესრულებოდნენ. არაერთი მაგალითი ვიცით ისრაელიანთა ცხოვრებიდან, როდესაც ისინი მოწამებრივად აღესრულნენ ჭეშმარიტი ღვთის სარწმუნოების გამო. სარწმუნოება არ შეიცვალეს და ამის გამო თავიანთ თავზე მოწამებრივი აღსასრული მოიწიეს. გავიხსენოთ თუნდაც მაკაბელები ან ბაბილონში მცხოვრები სამი ყრმა: ანანია, აზარია და მისაელი... რომლებმაც მოწამეობა არჩიეს ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფას.

23. "განიღვიძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად" - დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში უფალს შესთხოვს - პირველივე მდგომარეობაში დაგვაბრუნე ჩვენო. არა იმ დაცემული მდგომარეობით დაგვაბრუნე პირველ პატივში, როგორ მდგომარეობაშიც იმყოფება ისრაელის ერი, არამედ ჯერ სარწმუნოება დაგვიბრუნე და ამის შემდეგ აღგვიდგინე პირველი პატივიო.

24. "რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკებასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა?" - უფალო, ნუ მიიქცევ პირს ჩვენგან, ჩვენს გლახაკებაში - ღვთის უარყოფის ცოდვაში ნუ დაგვტოვებ და შემოგვაბრუე შენკენო, - ევედრება დავითი უფალს ისრაელიანთა პირით.

25. "რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი" - მთლიანად მიწიერი გახდა ჩვენი ცხოვრებაო. მართლაც, მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის დროსაც უკვე მთლიანად გამიწიერებული იყო ისრაელის სარწმუნოება. შემდგომ უფრო და უფრო გამიწიერდა.

26. "აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიხსენ ჩუენ სახელისა შენისათვის" - შეგვეწიე ჩვენ, უფალო, არა იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ამის ღირსი, არამედ შენი სახელის სადიდებლად შეგვეწიე და მოგვაქციეო. მართლაც, ეკლესიის გადმოცემით, ვიცით, რომ ბოლო ჟამს - მეორედ მოსვლის წინ უამრავი ისრაელიანი, ებრაელი მოექცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ღვთის შეწევნით.

P.S. ფსალმუნი ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში მოთხრობილია სასწაულები და ის საქმეები, რაც უფალმა ისრაელის ერის გამოსაზრდელად ქმნა, მეორე ნაწილში კი მოთხრობილია უკვე იმ სასწაულებისა და სასჯელების შესახებ, რაც ისრაელის ერს მოეწია საკუთარი ცოდვების გამო, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათ განკაცებული უფალი აცვეს ჯვარს. ასევე არის იმედი იმისა, რომ ისრაელის ერი მეორედ მოსვლის ჟამს მოექცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მობრუნდება ჭეშმარიტი ღმერთისკენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat