"ვრქუა ღმრთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყე მე, ანუ რად მწუხარედ ვრონინებ მე ჭირითა მტერისაითა?"
"ვრქუა ღმრთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყე მე, ანუ რად მწუხარედ ვრონინებ მე ჭირითა მტერისაითა?"
ფსალმუნი 41-ე
ორმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ფსალმუნის სათაურში მოხსენიებულნი არიან კორეს ძეები, რომლებიც იყვნენ მგალობლები იერუსალიმის ტაძარში, ისინი იმდენად ნიჭიერი და ღვთივგანბრძნობილი მგალობლები იყვნენ, რომ ხშირად ფსალმუნის მელოდიას, მუსიკალურ მხარეს სწორედ კორეს ძეები ქმნიდნენ.

1. "ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, უფალო!" - ირმები, რომლებიც ბინადრობენ ტყეში, მტაცებლებისგან თავის დასაღწევად სწრაფად დარბიან, ამიტომ ხშირად სწყურდებათ, ცივი, წყაროს წყალი მეტ ენერგიას აძლევთ იმისათვის, რომ თავი დააღწიონ მტაცებლებს. როგორც ირმებს სურთ წყაროს წყალი, ასევე სწყურიხარ ჩემს სულს, უფალოო, - მიმართავს დავითი უფალს. ასევე უნდა გვსურდეს, გვწყუროდეს უფლისაგან მომდინარე მაცოცხლებელი წყალი, რადგან მივიღებთ რა მაცოცხლებელ, ცოცხალ წყალს, რასაც უფალი გვაძლევს თავისი მადლით, კიდევ უფრო მეტად, გაცილებით ადვილად დავაღწევთ თავს "მტაცებლებს" - დაცემულ ანგელოზებსა და ცოდვებს.

2. "სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა. ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?" - ცოცხალი და ძლიერი ღმერთის ხილვა სწყურია ჩემს სულს - ცოცხალი და ძლიერი ღმერთის ხილვა მსურს, მისი მცნებების აღსრულება მინდა და ვფიქრობ: როდის ვიხილავ მის პირს? როდის მივალ მასთან? წმინდა მამები ბრძანებენ, რომ აქ არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის განკაცებაზე. დავითიც ღაღადებს უფლის მიმართ - როდის ვნახავ განკაცებულ ღმერთს, როდის იქნება ეს ჟამიო.

3. "იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?" - ფსალმუნის ამ მუხლში სინანულის ცრემლებზეა საუბარი, რომელ ცრემლებშიც დაცემული, ცოდვაში მყოფი ადამიანი უნდა იყოს და როგორ ცრემლებშიც მართალი ადამიანები, მართალი კაცობრიობა იყო ძველი აღთქმის პერიოდში, წარმართობის დროს. სინანულის ცრემლები მექმნა პურად - საზრდოდო, - ბრძანებს დავითი. მართლაც, სინანული, სინანულის ცრემლებია ადამიანის სულიერად გამზრდელი და მიმყვანებელი უფალთან. დაცემული ანგელოზები კი მეუბნებიან - სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გშველის? - აქ დავითი შემდეგს გულისხმობს - მე ვიცი, რომ უფალი მოვა, მიშველის და გადამარჩენსო.

4. "ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელსა საკვირველისასა ვიდრე სახლამდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა, ხმითა მედღესასწაულეთაითა" - დავით წინასწარმეტყველი თავისი დროიდან წარმოთქვამს უფლის მიმართ: გავიხსენე ის წინასწარმეტყველებები, რასაც მეუბნებოდი და მე ვიცი, რომ იქნება კაცობრიობის ხსნა. ამით ვარ დანუგეშებულიო. შემდეგ კი უფალს მიმართავს: გავივლი საკვირველ ადგილებს შენს სახლში მოსვლამდე, ანუ სასუფეველში შესვლამდე: ძველი აღთქმის კაცობრიობა, ყველა ადამიანი, როგორი მართალიც არ უნდა ყოფილიყო, პირდაპირ სასუფეველში ვერ შედიოდა. მათ უნდა გაევლოთ ჯერ ჯოჯოხეთში და მაცხოვრის გამომხსნელი მსხვერპლშეწირვის შემდეგ შესულიყვნენ სასუფეველში. მაგრამ ძველი აღთქმის მართალნი ჯოჯოხეთში ტანჯვას არ განიცდიდნენ, რადგან უწყოდნენ, რომ მოვიდოდა მესია, რომელიც მათ გამოიხსნიდა, სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლის მომდევნო ნაწილში, როდესაც ბრძანებს: "ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა", მედღესასწაულეთა ხმით განვვლო მე "ადგილსა საყოფელსა საკვირველისასა ვიდრე სახლამდე ღმრთისა" - ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ ცათა სასუფევლის ბჭენი დაკეტილია, ღვთის წყალობით მართალი ადამიანები მაინც არ განიცდიან ჯოჯოხეთის იმ სატანჯველს, რასაც ცოდვილნი განიცდიანო.

5. "რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აღუვარო მას, მაცხოვარსა პირსა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა" - რატომ ხარ მწუხარე, სულო ჩემო? - მიმართავს დავითი საკუთარ თავს. თითოეულმა ჩვენგანმა ასევე უნდა მივმართოთ ჩვენს თავს, როდესაც მწუხარებაში ვართ: რატომ ხარ მწუხარე? ღვთის სასოება გქონდეს და თუ რაიმე გაწუხებს, ღვთის წინაშე აღიარე - აღსარება თქვი, ითხოვე შეწევნა და წყალობა მისგან და ღვთის პირს იხილავო.

6. "სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთვის მოგიხსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით" - შეძრწუნდა, შეშინდა ჩემი სული - იქნებ ჩემი ცოდვების გამო ვერ ვცხონდე, იქნებ არ მოვიდეს უფალი. ამგვარ აზრებს ბოროტი აწვდის ადამიანს ძველი აღთქმის დროსაც და ახალი აღთქმის პერიოდშიც. მაგრამ სინანულით მოგიხსენებ, გავიხსებებ, რომ შენ მოხვალ და იორდანით განმწმენდელ ნათლისღებას დააწესებ ჩვენთვის. ჩვენ კი, რადგან ახალ აღთქმაში უკვე დაწესებულია ნათლისღება, მწუხარების ჟამს გავიხსენოთ, რომ ნათელღებულნი ვართ. ერმონით - ნათლის მთით მოგიხსენო - ე.ი. მწუხარების ჟამს შენი მოსვლა მოვიხსენო, უფალო, შენი მხსნელი ნათელი და ის საკვირველებები, რომლებიც აღასრულე და აღასრულებ ჩვენთვის და ეს გამომიხსნის ამ შეძრწუნებიდანო.

7. "უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაითა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამხდეს" - ფსალმუნის ამ მუხლის დასაწყისი სიტყვებით დავითი წინასწარმეტყველურად ბრძანებს - ძველი აღთქმა ახალ აღთქმას ეხმიანება, ახალი აღთქმა - ძველ აღთქმას, ანუ ეს საღვთო ჭეშმარიტება, ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ორი უდიდესი უფსკრული საღვთო მეცნიერებისა ერთმანეთს ეხმიანება და ყოველი სიკეთე - საღვთო ჭეშმარიტება - ძველი და ახალი აღთქმის მადლი გადაგვფარავსო.

8. "დღისი ამცნო უფალმან წყალობაი მისი და ღამე გალობაი მისი; ჩემ მიერ ლოცვაი ღმრთისა მიმართ ცხოვრებისა ჩემისა" - უფალმა დღისით წყალობის კეთება გვამცნო, დაგვავალა, ღამით კი გალობის თქმა - ე.ი. დღე მიწიერად ვიშრომოთ და წყალობა ვქმნათ, რაც ადამიანებს სჭირდებათ, ის ვაკეთოთ, ხოლო ღამე უფალი ვადიდოთ. ცხადია, ადამიანმა მოწყალება დაფარულად უნდა აკეთოს, მაგრამ მოწყალებას ის მაინც იგებს, ვისაც ვუკეთებთ; ლოცვა ყველასგან დაფარული უნდა იყოს, გარდა უფლისა. ღვთის წინაშე არაფერია დაფარული, მით უფრო მის წინაშე აღვლენილი ლოცვა.

9. "ვრქუა ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყე მე, ანუ რად მწუხარედ ვრონინებ მე ჭირითა მტერისაითა?" - ლოცვაში კი უფალს მივმართავ - ვიცი, ჩემი მწე ხარ, შენ შემეწევი და არ დამიტევებ, მაგრამ იმდენად შემომაწვა მტრის გარემოდგომილება, იმდენად მებრძვის მტერი, რომ კაცობრივი უძლურების გამო ვფიქრობ უკვე - რატომ დამიტევე, სად ხარ, უფალო? მართლა კი არ დამიტევა უფალმა, ჩემი კაცობრივი უძლურების გამო ვეღარ ვუძლებ ამ განსაცდელს. მგონია, რომ შენ დამიტევე, უფალო, სინამდვილეში შენ კი არ დამტოვე, მე ვარ უძლურიო.

10. "შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყვიედ რაი იგი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?" - ფსალმუნთა განმარტებისას რამდენჯერმე ვთქვით, რომ ძვალში სარწმუნოება იგულისხმება. ძვლის შემუსვრა კი სარწმუნოების შემცირებას, სარწმუნოების გატეხას, დაკარგვას ნიშნავს. როდესაც სარწმუნოება შემერყა, ჩემი სარწმუნოება შეიმუსრა, მტრები მაყვედრიდნენ, სად არის ღმერთი შენიო, რადგან სარწმუნოება დავკარგე, მეც შეძრწუნებული ვარ და ვფიქრობ: სად არის ღმერთი ჩემი? - მწუხარებით ბრძანებს დავითი უფლის მიმართ.

11. "რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აღუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა" - დავითი ისევ თავის სულს მიმართავს, რატომ მწუხარებ და რად შემაძრწუნებ, სულო ჩემო, სინამდვილეში ღმერთი არსად წასულა, ჩემი შეძრწუნება და ამგვარი ფიქრები ჩემი მცირედმორწმუნეობის გამოა, აქედან კი საშველი ღვთის სასოება, ღვთის იმედია - მის წინაშე ყველაფერი ვაღიარო, გავიაზრო ჩემი ცოდვები, არაფერში ვიმართლო თავი უფლის წინაშე. ასეთ დროს გამოჩნდება, რომ უფალი არსად წასულა, უფალს არ მივუტოვებივარ, მხოლოდ მე მოვცილდი მას ჩემი სარწმუნოების გატეხის გამო. ხოლო როდესაც ჩემს თავს ვამხელ და დავადანაშაულებ, მაშინვე აღმოჩნდება - დავინახავ, რომ უფალი ძველებურად მწყალობს და იქმს, რასაც საერთოდ იქმოდა და იქმს საუკუნეთა დასაწყისიდან საუკუნეთა აღსასრულამდე კაცობრიობის, თითოეული ადამიანის მიმართ.

P.S. ფსალმუნი წინასწარმეტყველურია, მასში ლაპარაკია მაცხოვრის განკაცების, მაცხოვრის მოსვლის შესახებ. ასევე ფსალმუნში საუბარია სინანულისა და აღსარების შესახებ, თუ როგორი სურვილით უნდა იყოს ადამიანი მომართული და რა ძლიერად უნდა სურდეს, რომ უფალმა წყალობა ჰყოს, მიუტევოს ცოდვები. როგორც ირმების დაუცხრომელი სირბილი, ასეთივე უნდა იყოს ადამიანის სვლა ღვთისკენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat