ფსალმუნი XXX
ოცდამეათე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):1. "შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე" - დავით წინასწარმეტყველი თვითონაც და მთელი კაცობრიობის, თითოეული ადამიანის პირითაც მიმართავს უფალს: უფალო, შენ გესავ - შენი იმედი მაქვს, შენზე ვარ მონდობილი და ამის გამო ნუ მარცხვენ უკუნისამდე - არა მარტო ამქვეყნად, არამედ სამარადისოდ. საუკუნოდ არშერცხვენა ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებას ნიშნავს. შესაძლოა ადამიანი ამქვეყნად არ იყოს შერცხვენილი, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ შერცხვენილ იქნეს იმით, რომ ვერ დაიმკვიდროს უფალთან - ზეციურ სასუფეველში. შემდეგ კი მიმართავს: შენი სიმართლით, ღვთაებრივი სიმართლით მიხსენ და არა კაცობრივი სიმართლითო. საღმრთო სიმართლე არის შეწყალება ადამიანისა. უფალი ადამიანში ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას.
2. "მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა" - ჩემი ლოცვა შეისმინე, უფალო, ჩემკენ მოაპყარ ყური. უფალს ყოველთვის აქვს ყური მიპყრობილი ადამიანის ლოცვისკენ, ყოველთვის შეისმენს ჩვენს ლოცვას, მაგრამ მთავარია, ლოცვა მისწვდეს ღვთის ყურს, ისე იყოს აღვლენილი, რომ უფალმა აღგვისრულოს თხოვნა-ვედრება. ჩვენი თხოვნითა და ცხოვრებით მიზეზი მივცეთ უფალს, შეგვეწიოს და გვაცხოვნოს. "ისწრაფე განრინებად ჩემდა" - ყური მომაპყარი და იმ საცდურებისგან, ეშმაკის მახეებისგან ჩემს გასარიდებლად ისწრაფე, ამქვეყნად რომ დააგო - მსწრაფლ გამიყვანე ამქვეყნიური განსაცდელებისგან, ნუ დაუშვებ, რომ ამ განსაცდელებში დიდხანს დავრჩე; შენ იყავი, უფალო, ჩემი მფარველი, ჩემი თხოვნისაებრ შემეწიე და დამიფარე. თუკი უფალი იქნება ჩვენი მფარველი და თავშესაფარი, ბოროტი ჩვენს სულს ვერ წარიტაცებს.
3. "რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათვის მიძღუე მე და გამომზარდო მე" - ჩემი, თითოეული ადამიანის განმაძლიერებელი, ძალის მომცემი და შესავედრებელი უფალია. შენი სახელის სადიდებლად მიძღოდე, შემეწიე, უფალო, და მომეცი სულიერი საზრდელი, ძალა ღვთის მცნებების აღსრულებისა.
4. "და გამომიყვანო მე საფრთხისა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველებს საკუთარ და მთელი კაცობრიობის გამოყვანას საფრთხისგან, განსაცდელისგან. კი არ ელის და შესთხოვს საფრთხისგან გამოყვანას, არამედ სჯერა, რომ ეს მოხდება. როდესაც უფალს ვევედრებით, ასევე უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი ყველა საფრთხისგან გვიხსნის. "რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო" - მჯერა, რომ გამომიყვან ბოროტის საფრთხეთაგან, რამეთუ შენ ხარ ჩემი მფარველი, უფალო.
5. "და ხელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო" - უფალო, შენს ხელს - იმ ყოვლისშემქმნელ ძალას შევავედრებ ჩემს სულს, რომელმაც შემქმნა მეც, შენს ყოვლისშემძლეობას ვავედრებ ჩემს სულს, ჭეშმარიტების ღმერთო, შენ მიხსენ მე. აქ იგულისხმება, რომ ჭეშმარიტება და სიმართლეა უფალი. უფლის ჭეშმარიტება ის არის, რომ მას ყველა ადამიანის ცხონება სურს, თუ თავად ადამიანი არ შეუშლის თავის ცხონებას ხელს.
6. "მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვიან ამაოებაი ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ" - ამქვეყნიურ "ამაოებათა ცუდად დამცველნი" ის ადამიანები არიან, რომლებიც მისდევენ ამქვეყნიურ ამოებებს და თან იცავენ მათ, კი არ წუხან იმის გამო, რომ ამაოებაში არიან ჩაფლულნი, არამედ თავიანთ საქციელს ამართლებენ და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. ასეთნი მოიძულე, უფალო, და არა ის ადამიანები, რომლებიც ამაოებაში ჩავარდებიან, მაგრამ წუხან და სინანულში არიან ამის გამო. მე ნუ მომიძულებ, უფალო. მართალია მეც ამაოებაში ვარ, მაგრამ შენ გესავ - შენზე ვამყარებ სასოებას.
7. "ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იხსენ ჭირთაგან სული ჩემი" - უფალი მრავალმოწყალეა, ყველას შეეწევა. შენი წყალობის გამო მიხარია, ვუგალობ და განვადიდებ შენს წყალობას, რადგან ვიცი, მეც შემეწევი. ამის გამო მოხედე ჩემს სიმდაბლეს. მართალია, ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი წყალობის იმედი მაქვს, თანაც ცოდვებს კი არ ვამართლებ, არამედ დამდაბლებული ვარ მათ გამო, ჭირში ვარ ჩავარდნილი, მაგრამ იმედი მაქვს, შენ იხსნი ამ ჭირისგან ჩემს სულსო.
8. "და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერხნი ჩემნი" - ნუ მიმცემ "მტერთა ჩემთა" - ბოროტის ხელში, რომელმაც ფართოდ დამიგო მახეები. დამიპყრეს და ამქვენიურ ამაოებებში მაგდებენ. ამას რომც ვიქმოდე, არ ვამართლებ და განვადიდებ თავსო.
9. "მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი" - შემიწყალე მე, უფალო, რამეთუ "მჭირს" - გასაჭირში ვარ, შეშფოთებულია ჩემი თვალიც, გულიც, სულიც - მთელი ჩემი არსება შეძრწუნებულია ჩემი ცოდვების გამო. გადამეწურა იმედი აქედან თავის გამოხსნისა, თუ შენ არ შემეწევი და არ გამომიხსნი.
10. "რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხოვრებაი ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს" - სალმობით - სნეულებით მოუძლურდა ჩემი ცხოვრება და ეს სულიერი ავადმყოფობა ყოველწლიურად მძლავრდება. სულიერ სნეულებაში განსაკუთრებით ძველაღთქმისეული სულიერი წყლულები იგულისხმება, რომლებიც განუკურნებელი იყო კაცობრიობისთვის და ეს წყლულები ყოველწლიურად იზრდებოდა, ვიდრე მაცხოვარი არ მოვიდა და არ გამოიხსნა და განკურნა კაცობრიობა; "ძალნი მომიუძლურდა" - აღარ მაქვს სულიერი ძალა და თუ დროზე არ შემეწევი, უფალო, "ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს" - შესაძლოა რწმენაც კი შემერყესო. "ძვალში", როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სწორედ სარწმუნოება იგულისხმება.
11. "ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიში მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარეგანივლტიედ ჩემგან" - მტრებში იგულისხმებიან დაცემული ანგელოზები - ეშმაკები. მათგან "საყვედრელ ვიქმენ" - მაყვედრებენ, წყლულებს მიმატებენ, შთამაგონებენ, უფალი არ შეგეწევაო. მოძმეთაგანაც კი ვიყვედრე და ნაცნობებიც შიშით გამირბიან და ჩემგან განილტვიან. მოძმეებში ძველი აღთქმის წარმართები იგულისხმებიან. ძველ აღთქმაში მათ არ ჰქონდათ საღმრთო ჭეშმარიტება, ისინი უფრო მეტად იყვნენ შეპყრობილი ეშმაკთა საცდურებისგან, ვიდრე ისრაელის ერი. ებრაელთა ეგვიპტელთა მონობისგან სასწაულებრივად გამოხსნამ სხვა ერებიც დააფიქრა, მაგრამ როდესაც ისრაელი განსაცდელში ვარდებოდა, სხვა ერები დასცინოდნენ, იმდენადაც კადნიერდებოდნენ, უფლის მიმართაც კი ამბობდნენ - თუ თქვენი ღმერთი ჭეშმარიტია, რატომ ჩავარდით ასეთ დღეშიო. დავით წინასწარმეტყველმა კი იცოდა, რომ ისრაელი ამგვარ მდგომარეობაში მისივე ცოდვების გამო იყო და სწორედ აქედან გამომდინარე მიმართავს უფალს: საყვედრებელი გავხდი, ნაცნობები გამირბიან, შემეწიე და შემიწყალე შენი სახელის სადიდებლადო.
12. "დავივიწყე მე, ვითარცა მკვდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული" - ვითარცა მკვდარი, როგორც გატეხილი ჭურჭელი, ისე ვარო, - ბრძანებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში. ამგვარ მდგომარეობაში იყო კაცობრიობა მაცხოვრის მოსვლამდე. გატეხილ ჭურჭელს ვემსგავსებით ჩვენც, როდესაც ცოდვაში ვართ. გატეხილი ჭურჭელი თვითონ ვერ გამთელდება, თუ ხელოსანმა ხელახლა არ შეაწება. არც ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს შეუძლია თვითონ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, თუ უფალი არ შეეწია. ადამიანის ცხონებაც მხოლოდ ღვთის ძალითაა შესაძლებელი.
13. "რამეთუ მესმა მე ყუედრებაი მრავალთაი, რომელნი გარემოის იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაი სულისა ჩემისაი იზრახეს" - დაცემული ანგელოზები ყოველნაირად ზრუნავენ, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სული წარიტაცონ ჯოჯოხეთში. თუ ღვთის შეწევნა არ ექნა, შეუძლიათ, ნებისმიერი ადამიანის სული ჩაიგდონ ხელში. სახარებიდან ვიცით, რომ დაცემულ ანგელოზებს თავად ღორების კოლტშიც კი ღვთის ნებართვის გარეშე არ შეეძლოთ შესვლა. წმინდა მამები გვეუბნებიან: ნახეთ, რა მოსწიეს მათ ღვთის ნებართვის შემდეგ ღორების კოლტს და რას მოსწევენ ადამიანებს, რომელთა მიმართაც შურით არიან აღვსილნი, რომ არა ღვთის მფარველობა და შეწევნა. თუკი ადამიანი ღვთის მრავალმოწყალებას მისცემს თავისი ცხონების საბაბს, ის გამოხსნილ იქნება საუკუნო სატანჯველისგან, ბოროტი სულები მის სულს ვერ მიიტაცებენ.
14. "ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი" - დავით წინასწარმეტყველიც და თითოეული ჩვენგანიც, ისევე, როგორც ფსალმუნთა თითოეული მუხლის წარმოთქმისას, უფალს მივმართავთ - შენ გესავ, შენი იმედი მაქვს, რამეთუ ვთქვი, რომ შენ ხარ ჩემი ღმერთი. ჩემი ღმერთი ხარ და შენი იმედი მაქვს.
15. "და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი; მიხსენ მე ხელთაგან მტერთა ჩემთაისა და მდევართა ჩემთაისა" - უფალო, შენს ხელში - შენს განგებულებაშია ჩემი ცხოვრება, არა მარტო ამქვეყნად, არამედ მარადისობაშიც. მიხსენი ჩემი მტრების - დაცემული ანგელოზების ხელთაგან, - შესთხოვს დავითი უფალს. ისინი განუწყვეტლივ თან სდევენ ადამიანს, რომ როგორმე ხელში ჩაიგდონ და უფალს ჩამოაცილონ მისი სული.
16. "გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა" - მომხედე, უფალო, შენი მრავალმოწყალებით შემეწიე და შენი წყალობით მაცხოვნე. თუკი ჩვენი უფალი მოგვხედავს და შეგვეწევა, თავისი წყალობით გვაცხოვნებს, მაგრამ ღმერთმა რომ მოგვხედოს - პირი ჩვენკენ მოიბრუნოს, ეს, პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული. უფალი ყველას მიაპყრობს თავის სახიერებას, თავის მოწყალებას ყველას უგზავნის, მაგრამ ადამიანი თვითონ უნდა იყოს მიმღები ამ სახიერებისა.
17. "უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად" - ღმერთო, ნუ შემრცხვება იმის გამო, რომ შენ გესავ. მათ რცხვენოდეთ, რომლებიც "შთახდენ ჯოჯოხეთად". ვისაც ღვთის იმედი აქვს, განრინებული იქნება ჯოჯოხეთის სატანჯველისგან, ხოლო ვინც ღვთის წინააღმდეგია და არ სასოებს უფალს, ჯოჯოხეთში შთავარდება. ფსალმუნის ამ მუხლით ვევედრებით უფალს: "ნუ მრცხვენებინ მე" - ნუ ჩამაგდებ ჯოჯოხეთში, რადგან შენ გესავ, შენ გევედრები. დავით წინასწარმეტყველი უფალს იმას კი არ შესთხოვს, უღმრთონი ჩაყარე ჯოჯოხეთშიო, არამედ აღნიშნავს, რა მოხდება, როდესაც ადამიანს ღვთის იმედი არ აქვს.
18. "უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავნებითა და შეურაცხებითა" - დადუმდებიან მზაკვარი, დაცემული ანგელოზის ბაგენი, რომლებიც მართლებზე სიცრუეს ამბობენ, რომლებიც ადამიანთა სულებს გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე უფალთან დაიმკვიდრებენ, აძრწუნებენ არა მარტო იმ ცოდვებით, რომლებიც ჩაიდინეს, არამედ ცილსაც სწამებენ. აქაც კი, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც, ეშმაკი ყოველთვის ცდილობს, მართალ კაცს ცილი დასწამოს. უამრავი მაგალითი ვიცით წმინდანთა ცხოვრებიდან, როდესაც ეშმაკის შთაგონებით ადამიანებმა ცილი დასწამეს მართალ კაცს. თუნდაც დავით გარეჯელის ამბავი გავიხსენოთ.
19. "ვითარცა მრავალ არს წყალობაი სიტკბოებისა შენისაი, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის წინაშე ძეთა კაცთასა" - უფალი თავის სიტკბოებას უამრავი სახით უგზავნის ადამიანებს. სამყაროც რომ არსებობს, ღვთის სიტკბოებისა და მოწყალების გამომჟღავნებაა ჩვენზე. თუ ადამიანი მცირედ მაინც დაუკვირდება, ყოველწამიერად შეიძლება შეიგრძნოს ღვთის სიტკბოება და მოწყალება. ამის უნარი მათ შესწევთ, ვინც ღმერთს სასოებს. ასეთ ადამიანებს კი ყველა ხედავს.
20. "დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაისა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათაისა" - შენი პირის საფარველით, შენი მოწყალებით დაფარე ასეთნი (რომელთა შესახებაც ვსაუბრობდით წინა მუხლში) და შენს კარავში დაიცავი - შენი მფარველობის ქვეშ ამყოფე. როდესაც ღმერთი გმფარველობს, ვერც კაცობრივი და ვერც სულიერი ბოროტება ვერაფერს დაგაკლებს.
21. "კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკვირველ-ყო წყალობაი მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა" - წმინდა მამები ბრძანებენ, რა ძლიერი მტერიც არ უნდა მოადგეს ქალაქს, თუ ქალაქი მტკიცეა და მისი დამცველებიც მედგრად იბრძვიან, მტერი ვერას დააკლებს. ასევე, რაოდენი სულიერი მტერიც არ უნდა მომადგეს, შენი შეწევნა თუ მექნება, ისევე მტკიცედ ვიქნები, როგორც ყველაზე უძლეველი ქალაქიო.
22. "ხოლო მე ვთქუ განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარი მე პირისაგან თუალთა შენთაისა; ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი" - როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, "განკვირვებაში" ცოდვაში ჩავარდნა უნდა ვიგულისხმოთ. ფსალმუნის ამ მუხლის თანახმად, დავით წინასწარმეტყველი შემდეგს შეღაღადებს უფალს: ცოდვაში ჩავარდნილმა ვიფიქრე, რომ განგდებული ვარ შენი პირისა და თვალისგან, შენი პირი - მოწყალება აღარ მიცავს, მაგრამ შენ რომ დაგცილდი, ისევ შენ შემოგღაღადე, უფალო, რათა შენი სახიერებით მომხედო, გამომიყვანო ამ ცოდვისგან.
23. "შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა" - ვინც ღვთის ღირსი ხართ, შეიყვარეთ უფალი, ისინი კი, ვინც ცოდვაშია, თუმცა სინანულს არ განიცდის, პირიქით, იმართლებენ თავს. ღვთის ერთგული, ღვთის ღირსი ის ხდება, ვინც უფლის ჭეშმარიტების მიმდევარია. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები უცოდველნი არიან. ყველა კაცი ცოდვილია, მაგრამ ცოდვილთა ორი კატეგორია არსებობს - ერთნი წუხან და სინანულს განიცდიან ცოდვათა გამო, მეორენი კი, პირიქით, ამართლებენ თავიანთ ცოდვებს. ესე განყოფს ფსალმუნის ეს მუხლი ცოდვილებს.
24. "მხნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი, რომელნი ესავთ უფალსა" - გამხნევდით და განძლიერდით, ვინც უფალს ესავთ. ფსალმუნის ეს მუხლი ამგვარადაც შეიძლება გავიგოთ: ვისაც ღვთის იმედი აქვს, მისი გული განძლიერდება და ღვთისგან მხნეობა შეეძინება.
P.S. ოცდამეათე ფსალმუნი სინანულის გამომხატველი ფსალმუნია. მისი წარმოთქმისას გავიაზრებთ ჩვენს ცოდვებს. დავითი ასევე გვაუწყებს, როგორ შეიძლება იხსნას უფალმა ადამიანი, თუ ის ცოდვებს განიცდის და ნანობს. ფსალმუნი გამოხატავს იმასაც, რომ ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად - მართლებად და უსჯულოებად. ორივე კატეგორია, ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ მართლები არიან ისინი, ვინც განიცდის თავის ცოდვებს, უსჯულონი კი - ისინი, ვინც ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ ამის გამო სინანულს არ მისცემია, პირიქით, ამართლებს თავის ცოდვებს.
ფსალმუნი XXX
ოცდამეათე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):1. "შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე"
- დავით წინასწარმეტყველი თვითონაც და მთელი კაცობრიობის, თითოეული ადამიანის პირითაც მიმართავს უფალს: უფალო, შენ გესავ - შენი იმედი მაქვს, შენზე ვარ მონდობილი და ამის გამო ნუ მარცხვენ უკუნისამდე - არა მარტო ამქვეყნად, არამედ სამარადისოდ. საუკუნოდ არშერცხვენა ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებას ნიშნავს. შესაძლოა ადამიანი ამქვეყნად არ იყოს შერცხვენილი, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ შერცხვენილ იქნეს იმით, რომ ვერ დაიმკვიდროს უფალთან - ზეციურ სასუფეველში. შემდეგ კი მიმართავს: შენი სიმართლით, ღვთაებრივი სიმართლით მიხსენ და არა კაცობრივი სიმართლითო. საღმრთო სიმართლე არის შეწყალება ადამიანისა. უფალი ადამიანში ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას.
2. "მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა" - ჩემი ლოცვა შეისმინე, უფალო, ჩემკენ მოაპყარ ყური. უფალს ყოველთვის აქვს ყური მიპყრობილი ადამიანის ლოცვისკენ, ყოველთვის შეისმენს ჩვენს ლოცვას, მაგრამ მთავარია, ლოცვა მისწვდეს ღვთის ყურს, ისე იყოს აღვლენილი, რომ უფალმა აღგვისრულოს თხოვნა-ვედრება. ჩვენი თხოვნითა და ცხოვრებით მიზეზი მივცეთ უფალს, შეგვეწიოს და გვაცხოვნოს. "ისწრაფე განრინებად ჩემდა" - ყური მომაპყარი და იმ საცდურებისგან, ეშმაკის მახეებისგან ჩემს გასარიდებლად ისწრაფე, ამქვეყნად რომ დააგო - მსწრაფლ გამიყვანე ამქვეყნიური განსაცდელებისგან, ნუ დაუშვებ, რომ ამ განსაცდელებში დიდხანს დავრჩე; შენ იყავი, უფალო, ჩემი მფარველი, ჩემი თხოვნისაებრ შემეწიე და დამიფარე. თუკი უფალი იქნება ჩვენი მფარველი და თავშესაფარი, ბოროტი ჩვენს სულს ვერ წარიტაცებს.
3. "რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათვის მიძღუე მე და გამომზარდო მე" - ჩემი, თითოეული ადამიანის განმაძლიერებელი, ძალის მომცემი და შესავედრებელი უფალია. შენი სახელის სადიდებლად მიძღოდე, შემეწიე, უფალო, და მომეცი სულიერი საზრდელი, ძალა ღვთის მცნებების აღსრულებისა.
4. "და გამომიყვანო მე საფრთხისა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველებს საკუთარ და მთელი კაცობრიობის გამოყვანას საფრთხისგან, განსაცდელისგან. კი არ ელის და შესთხოვს საფრთხისგან გამოყვანას, არამედ სჯერა, რომ ეს მოხდება. როდესაც უფალს ვევედრებით, ასევე უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი ყველა საფრთხისგან გვიხსნის. "რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო" - მჯერა, რომ გამომიყვან ბოროტის საფრთხეთაგან, რამეთუ შენ ხარ ჩემი მფარველი, უფალო.
5. "და ხელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო" - უფალო, შენს ხელს - იმ ყოვლისშემქმნელ ძალას შევავედრებ ჩემს სულს, რომელმაც შემქმნა მეც, შენს ყოვლისშემძლეობას ვავედრებ ჩემს სულს, ჭეშმარიტების ღმერთო, შენ მიხსენ მე. აქ იგულისხმება, რომ ჭეშმარიტება და სიმართლეა უფალი. უფლის ჭეშმარიტება ის არის, რომ მას ყველა ადამიანის ცხონება სურს, თუ თავად ადამიანი არ შეუშლის თავის ცხონებას ხელს.
6. "მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვიან ამაოებაი ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ" - ამქვეყნიურ "ამაოებათა ცუდად დამცველნი" ის ადამიანები არიან, რომლებიც მისდევენ ამქვეყნიურ ამოებებს და თან იცავენ მათ, კი არ წუხან იმის გამო, რომ ამაოებაში არიან ჩაფლულნი, არამედ თავიანთ საქციელს ამართლებენ და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. ასეთნი მოიძულე, უფალო, და არა ის ადამიანები, რომლებიც ამაოებაში ჩავარდებიან, მაგრამ წუხან და სინანულში არიან ამის გამო. მე ნუ მომიძულებ, უფალო. მართალია მეც ამაოებაში ვარ, მაგრამ შენ გესავ - შენზე ვამყარებ სასოებას.
7. "ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იხსენ ჭირთაგან სული ჩემი" - უფალი მრავალმოწყალეა, ყველას შეეწევა. შენი წყალობის გამო მიხარია, ვუგალობ და განვადიდებ შენს წყალობას, რადგან ვიცი, მეც შემეწევი. ამის გამო მოხედე ჩემს სიმდაბლეს. მართალია, ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი წყალობის იმედი მაქვს, თანაც ცოდვებს კი არ ვამართლებ, არამედ დამდაბლებული ვარ მათ გამო, ჭირში ვარ ჩავარდნილი, მაგრამ იმედი მაქვს, შენ იხსნი ამ ჭირისგან ჩემს სულსო.
8. "და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერხნი ჩემნი" - ნუ მიმცემ "მტერთა ჩემთა" - ბოროტის ხელში, რომელმაც ფართოდ დამიგო მახეები. დამიპყრეს და ამქვენიურ ამაოებებში მაგდებენ. ამას რომც ვიქმოდე, არ ვამართლებ და განვადიდებ თავსო.
9. "მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი" - შემიწყალე მე, უფალო, რამეთუ "მჭირს" - გასაჭირში ვარ, შეშფოთებულია ჩემი თვალიც, გულიც, სულიც - მთელი ჩემი არსება შეძრწუნებულია ჩემი ცოდვების გამო. გადამეწურა იმედი აქედან თავის გამოხსნისა, თუ შენ არ შემეწევი და არ გამომიხსნი.
10. "რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხოვრებაი ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს" - სალმობით - სნეულებით მოუძლურდა ჩემი ცხოვრება და ეს სულიერი ავადმყოფობა ყოველწლიურად მძლავრდება. სულიერ სნეულებაში განსაკუთრებით ძველაღთქმისეული სულიერი წყლულები იგულისხმება, რომლებიც განუკურნებელი იყო კაცობრიობისთვის და ეს წყლულები ყოველწლიურად იზრდებოდა, ვიდრე მაცხოვარი არ მოვიდა და არ გამოიხსნა და განკურნა კაცობრიობა; "ძალნი მომიუძლურდა" - აღარ მაქვს სულიერი ძალა და თუ დროზე არ შემეწევი, უფალო, "ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს" - შესაძლოა რწმენაც კი შემერყესო. "ძვალში", როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სწორედ სარწმუნოება იგულისხმება.
11. "ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიში მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარეგანივლტიედ ჩემგან" - მტრებში იგულისხმებიან დაცემული ანგელოზები - ეშმაკები. მათგან "საყვედრელ ვიქმენ" - მაყვედრებენ, წყლულებს მიმატებენ, შთამაგონებენ, უფალი არ შეგეწევაო. მოძმეთაგანაც კი ვიყვედრე და ნაცნობებიც შიშით გამირბიან და ჩემგან განილტვიან. მოძმეებში ძველი აღთქმის წარმართები იგულისხმებიან. ძველ აღთქმაში მათ არ ჰქონდათ საღმრთო ჭეშმარიტება, ისინი უფრო მეტად იყვნენ შეპყრობილი ეშმაკთა საცდურებისგან, ვიდრე ისრაელის ერი. ებრაელთა ეგვიპტელთა მონობისგან სასწაულებრივად გამოხსნამ სხვა ერებიც დააფიქრა, მაგრამ როდესაც ისრაელი განსაცდელში ვარდებოდა, სხვა ერები დასცინოდნენ, იმდენადაც კადნიერდებოდნენ, უფლის მიმართაც კი ამბობდნენ - თუ თქვენი ღმერთი ჭეშმარიტია, რატომ ჩავარდით ასეთ დღეშიო. დავით წინასწარმეტყველმა კი იცოდა, რომ ისრაელი ამგვარ მდგომარეობაში მისივე ცოდვების გამო იყო და სწორედ აქედან გამომდინარე მიმართავს უფალს: საყვედრებელი გავხდი, ნაცნობები გამირბიან, შემეწიე და შემიწყალე შენი სახელის სადიდებლადო.
12. "დავივიწყე მე, ვითარცა მკვდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული" - ვითარცა მკვდარი, როგორც გატეხილი ჭურჭელი, ისე ვარო, - ბრძანებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში. ამგვარ მდგომარეობაში იყო კაცობრიობა მაცხოვრის მოსვლამდე. გატეხილ ჭურჭელს ვემსგავსებით ჩვენც, როდესაც ცოდვაში ვართ. გატეხილი ჭურჭელი თვითონ ვერ გამთელდება, თუ ხელოსანმა ხელახლა არ შეაწება. არც ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს შეუძლია თვითონ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, თუ უფალი არ შეეწია. ადამიანის ცხონებაც მხოლოდ ღვთის ძალითაა შესაძლებელი.
13. "რამეთუ მესმა მე ყუედრებაი მრავალთაი, რომელნი გარემოის იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაი სულისა ჩემისაი იზრახეს" - დაცემული ანგელოზები ყოველნაირად ზრუნავენ, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სული წარიტაცონ ჯოჯოხეთში. თუ ღვთის შეწევნა არ ექნა, შეუძლიათ, ნებისმიერი ადამიანის სული ჩაიგდონ ხელში. სახარებიდან ვიცით, რომ დაცემულ ანგელოზებს თავად ღორების კოლტშიც კი ღვთის ნებართვის გარეშე არ შეეძლოთ შესვლა. წმინდა მამები გვეუბნებიან: ნახეთ, რა მოსწიეს მათ ღვთის ნებართვის შემდეგ ღორების კოლტს და რას მოსწევენ ადამიანებს, რომელთა მიმართაც შურით არიან აღვსილნი, რომ არა ღვთის მფარველობა და შეწევნა. თუკი ადამიანი ღვთის მრავალმოწყალებას მისცემს თავისი ცხონების საბაბს, ის გამოხსნილ იქნება საუკუნო სატანჯველისგან, ბოროტი სულები მის სულს ვერ მიიტაცებენ.
14. "ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი" - დავით წინასწარმეტყველიც და თითოეული ჩვენგანიც, ისევე, როგორც ფსალმუნთა თითოეული მუხლის წარმოთქმისას, უფალს მივმართავთ - შენ გესავ, შენი იმედი მაქვს, რამეთუ ვთქვი, რომ შენ ხარ ჩემი ღმერთი. ჩემი ღმერთი ხარ და შენი იმედი მაქვს.
15. "და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი; მიხსენ მე ხელთაგან მტერთა ჩემთაისა და მდევართა ჩემთაისა" - უფალო, შენს ხელში - შენს განგებულებაშია ჩემი ცხოვრება, არა მარტო ამქვეყნად, არამედ მარადისობაშიც. მიხსენი ჩემი მტრების - დაცემული ანგელოზების ხელთაგან, - შესთხოვს დავითი უფალს. ისინი განუწყვეტლივ თან სდევენ ადამიანს, რომ როგორმე ხელში ჩაიგდონ და უფალს ჩამოაცილონ მისი სული.
16. "გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა" - მომხედე, უფალო, შენი მრავალმოწყალებით შემეწიე და შენი წყალობით მაცხოვნე. თუკი ჩვენი უფალი მოგვხედავს და შეგვეწევა, თავისი წყალობით გვაცხოვნებს, მაგრამ ღმერთმა რომ მოგვხედოს - პირი ჩვენკენ მოიბრუნოს, ეს, პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული. უფალი ყველას მიაპყრობს თავის სახიერებას, თავის მოწყალებას ყველას უგზავნის, მაგრამ ადამიანი თვითონ უნდა იყოს მიმღები ამ სახიერებისა.
17. "უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად" - ღმერთო, ნუ შემრცხვება იმის გამო, რომ შენ გესავ. მათ რცხვენოდეთ, რომლებიც "შთახდენ ჯოჯოხეთად". ვისაც ღვთის იმედი აქვს, განრინებული იქნება ჯოჯოხეთის სატანჯველისგან, ხოლო ვინც ღვთის წინააღმდეგია და არ სასოებს უფალს, ჯოჯოხეთში შთავარდება. ფსალმუნის ამ მუხლით ვევედრებით უფალს: "ნუ მრცხვენებინ მე" - ნუ ჩამაგდებ ჯოჯოხეთში, რადგან შენ გესავ, შენ გევედრები. დავით წინასწარმეტყველი უფალს იმას კი არ შესთხოვს, უღმრთონი ჩაყარე ჯოჯოხეთშიო, არამედ აღნიშნავს, რა მოხდება, როდესაც ადამიანს ღვთის იმედი არ აქვს.
18. "უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავნებითა და შეურაცხებითა" - დადუმდებიან მზაკვარი, დაცემული ანგელოზის ბაგენი, რომლებიც მართლებზე სიცრუეს ამბობენ, რომლებიც ადამიანთა სულებს გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე უფალთან დაიმკვიდრებენ, აძრწუნებენ არა მარტო იმ ცოდვებით, რომლებიც ჩაიდინეს, არამედ ცილსაც სწამებენ. აქაც კი, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც, ეშმაკი ყოველთვის ცდილობს, მართალ კაცს ცილი დასწამოს. უამრავი მაგალითი ვიცით წმინდანთა ცხოვრებიდან, როდესაც ეშმაკის შთაგონებით ადამიანებმა ცილი დასწამეს მართალ კაცს. თუნდაც დავით გარეჯელის ამბავი გავიხსენოთ.
19. "ვითარცა მრავალ არს წყალობაი სიტკბოებისა შენისაი, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის წინაშე ძეთა კაცთასა" - უფალი თავის სიტკბოებას უამრავი სახით უგზავნის ადამიანებს. სამყაროც რომ არსებობს, ღვთის სიტკბოებისა და მოწყალების გამომჟღავნებაა ჩვენზე. თუ ადამიანი მცირედ მაინც დაუკვირდება, ყოველწამიერად შეიძლება შეიგრძნოს ღვთის სიტკბოება და მოწყალება. ამის უნარი მათ შესწევთ, ვინც ღმერთს სასოებს. ასეთ ადამიანებს კი ყველა ხედავს.
20. "დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაისა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათაისა" - შენი პირის საფარველით, შენი მოწყალებით დაფარე ასეთნი (რომელთა შესახებაც ვსაუბრობდით წინა მუხლში) და შენს კარავში დაიცავი - შენი მფარველობის ქვეშ ამყოფე. როდესაც ღმერთი გმფარველობს, ვერც კაცობრივი და ვერც სულიერი ბოროტება ვერაფერს დაგაკლებს.
21. "კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკვირველ-ყო წყალობაი მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა" - წმინდა მამები ბრძანებენ, რა ძლიერი მტერიც არ უნდა მოადგეს ქალაქს, თუ ქალაქი მტკიცეა და მისი დამცველებიც მედგრად იბრძვიან, მტერი ვერას დააკლებს. ასევე, რაოდენი სულიერი მტერიც არ უნდა მომადგეს, შენი შეწევნა თუ მექნება, ისევე მტკიცედ ვიქნები, როგორც ყველაზე უძლეველი ქალაქიო.
22. "ხოლო მე ვთქუ განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარი მე პირისაგან თუალთა შენთაისა; ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი" - როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, "განკვირვებაში" ცოდვაში ჩავარდნა უნდა ვიგულისხმოთ. ფსალმუნის ამ მუხლის თანახმად, დავით წინასწარმეტყველი შემდეგს შეღაღადებს უფალს: ცოდვაში ჩავარდნილმა ვიფიქრე, რომ განგდებული ვარ შენი პირისა და თვალისგან, შენი პირი - მოწყალება აღარ მიცავს, მაგრამ შენ რომ დაგცილდი, ისევ შენ შემოგღაღადე, უფალო, რათა შენი სახიერებით მომხედო, გამომიყვანო ამ ცოდვისგან.
23. "შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა" - ვინც ღვთის ღირსი ხართ, შეიყვარეთ უფალი, ისინი კი, ვინც ცოდვაშია, თუმცა სინანულს არ განიცდის, პირიქით, იმართლებენ თავს. ღვთის ერთგული, ღვთის ღირსი ის ხდება, ვინც უფლის ჭეშმარიტების მიმდევარია. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები უცოდველნი არიან. ყველა კაცი ცოდვილია, მაგრამ ცოდვილთა ორი კატეგორია არსებობს - ერთნი წუხან და სინანულს განიცდიან ცოდვათა გამო, მეორენი კი, პირიქით, ამართლებენ თავიანთ ცოდვებს. ესე განყოფს ფსალმუნის ეს მუხლი ცოდვილებს.
24. "მხნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი, რომელნი ესავთ უფალსა" - გამხნევდით და განძლიერდით, ვინც უფალს ესავთ. ფსალმუნის ეს მუხლი ამგვარადაც შეიძლება გავიგოთ: ვისაც ღვთის იმედი აქვს, მისი გული განძლიერდება და ღვთისგან მხნეობა შეეძინება.
პ.ს. ოცდამეათე ფსალმუნი სინანულის გამომხატველი ფსალმუნია. მისი წარმოთქმისას გავიაზრებთ ჩვენს ცოდვებს. დავითი ასევე გვაუწყებს, როგორ შეიძლება იხსნას უფალმა ადამიანი, თუ ის ცოდვებს განიცდის და ნანობს. ფსალმუნი გამოხატავს იმასაც, რომ ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად - მართლებად და უსჯულოებად. ორივე კატეგორია, ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ მართლები არიან ისინი, ვინც განიცდის თავის ცოდვებს, უსჯულონი კი - ისინი, ვინც ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ ამის გამო სინანულს არ მისცემია, პირიქით, ამართლებს თავის ცოდვებს.