"ღმერთო ჩემო, მომხედენ მე"
"ღმერთო ჩემო, მომხედენ მე"
ფსალმუნი XXI
ოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

1. "ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე;
რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხოვრებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი" - ღმერთო ჩემო, რატომ დამიტევე მე? - ამ სიტყვებში, ერთი მხრივ, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს, მეორე მხრივ - თავად უფალი - განკაცებული მაცხოვარი, იმის გამო, რომ თავად არის სრულყოფილი კაცი, მთელი კაცობრიობის პირით აღავლენს ამ სიტყვებს - კაცობრიობა შეღაღადებს უფალს. რა თქმა უნდა, უფალს არ დაუტევებია კაცობრიობა, თავად კაცობრიობამ დატოვა შემოქმედი, მაგრამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ უფალმა მიატოვა ისინი. ნებისმიერ ეპოქაში, როდესაც ადამიანს რაიმე განსაცდელი ეწვევა, ხშირად ფიქრობს, რომ უფალმა დაუტევა იგი, მაგრამ, როგორც ვთქვით, უფალი არასოდეს გვტოვებს; ყოველთვის თვითონ ვტოვებთ მას და ღვთის გარეშე დარჩენილთ შეგვემთხვევა ესა თუ ის განსაცდელი. რა თქმა უნდა, თუკი ადამიანი გაჭირვების დროს მადლობს უფალს, ასეთი კაცი უფრო მეტად სათნოა ღვთისთვის და მეტ ჯილდოსაც მიიღებს.

"შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი" - ამ სიტყვებს მაცხოვარი ამბობს - ის, რასაც ბრალად მდებდნენ იუდეველები, სიცრუეაო. უსჯულო იუდეველები იქამდეც კი დაეცნენ, რომ რომელიღაც რომაელი ლეგიონერის შვილად შერაცხეს მაცხოვარი, ათას რამეს აბრალებდნენ, ცილს სწამებდნენ. არ აღიარებდნენ, რომ მაცხოვარი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა.

2. "ღმერთო ჩემო, დღისი ხმავყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და - ღამე, და არა იღუაწე ჩემთვის"
- ფსალმუნის ამ მუხლშიც კვლავ ღაღადებს განკაცებული ღმერთი კაცობრიობის პირით: ღმერთო, დღისით გევედრებოდი და არ ისმინე ჩემი, ღამე არ იღვაწე ჩემთვისო. არ იღვაწა უფალმა იმიტომ კი არა, რომ დაივიწყა კაცობრიობა, რამედ იმის გამო, რომ ადამიანების თხოვნა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო - მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მთელი ისრაელის ერი მოელოდა მესიას და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი იყო, ებრაელებმა არ მიიღეს მაცხოვარი, რადგან ისინი სხვაგვარ, მიწიერ მხსნელს მოელოდნენ, ამიტომ მათი სათხოვარი მიწიერი იყო და არა სულიერი. ამიტომაც არ იღვაწა უფალმა იმ თხოვნათა აღსასრულებლად, იუდეველები და ძველი აღთქმის კაცობრიობა რომ სთხოვდა. ხშირად არც ჩვენ გვისრულდბა ღვთისთვის ნათხოვნი, რადგან ჩვენი თხოვნა არ არის ღვთისთვის სათნო. ჩვენ ვითხოვთ მიწიერს, ზოგჯერ ჩვენთვის საზიანოსაც. ამის გამო არ იღვწის უფალი, რომ აგვისრულოს ამგვარი სათხოვარი.

3. "ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი"
- ისრაელისგან - ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი ერისგან ქებული უფალი წმინდათა თანა - ანგელოზთა, სიწმინდეთა შორის არის დამკვიდრებულიო. უფალი კი არ დამკვიდრდა სიწმინდეში, არამედ ისინი, ვინც ღვთის გარშემოა, ღვთის მადლით არიან წმინდანი. ეს სიწმინდე თავად უფლისაა და არა მათი - მათაც ღვთისგან აქვთ სიწმინდე.

4. "შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი"
- ძველი აღთქმის მართალნი, რომლებიც უფალს "ესვიდნენ" - სასოებდნენ და ადიდებდნენ, ამ სასოებით გამოიხსნებიანო.

5. "შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა" - ფაქტობრივად გრძელდება ფსალმუნის წინა მუხლში დაწყებული აზრი: შენდამი რომ ღაღადებდნენ - ლოცვას აღგივლენდნენ, შენ რომ გევედრებოდნენ და შენი იმედი ჰქონდათ, სწორედ ამით ცხონდნენ ისინი, ამის გამო არ შერცხვებიან - რადგან სწამდათ ჭეშმარიტად უფალი, მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოხსნილნი და განდიდებულნი იქნებიანო.

6. "ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა"
- ამ სიტყვებში - "მატლ ვარ და არა კაც" - შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანი. ამით უფალი თავმდაბლობას გვასწავლის. ადამიანი ღვთის წინაშე მატლია. როდესაც იოანე საბანისძე ფსალმუნის ამ მუხლს განმარტავს, ბრძანებს - მატლი თავად მაცხოვარია, უფალმა ეს სიტყვები საკუთარ თავზე თქვაო. ამის წაკითხვისას შევრწუნდებით კიდეც, მაგრამ მივყვეთ განმარტებას: "როგორც ჭკვიანი მეთევზე მატლით ფარავს ანკესს, ასევე დაფარა უფალმა თავისი ღვთაებრივი ბუნება ადამიანური ბუნებით. გადაუგდო და დაიჭირა უზარმაზარი ვეშაპი - ეშმაკი". ეშმაკს რომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება ენახა, მაშინვე განეშორებოდა მას. სატყუარად ექცა მაცხოვრის განკაცება და მაცხოვრის ხორცი, ამით იქმნა შეკრული და შეპყრობილი. სწორედ ამის წინასწარმეტყველებაა ფსალმუნის ეს მუხლი. ისევე როგორც მატლია ადამიანის წინაშე, ასევეა ადამიანი ღვთის წინაშე და კიდევ უფრო დაშორებულიც. უფალმა არ იუკადრისა ეს; უდიდესი თავმდაბლობა გვაჩვენა - ადამიანის ხორცი შეისხა ჩვენი ხსნისთვის.

"საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა" - როდესაც უფალი მოვიდა, ვიცით, რომ აყვედრიდნენ და შეურაცხყოფდნენ. ეს ყველაფერი გვასწავლის, როგორი სიმდაბლით უნდა მოიქცეს ადამიანი, თუგინდ უდიდეს საქმეს აღასრულებდეს. მაცხოვარმა მთელი კაცობრიობა იხსნა თავისი განკაცებით, ადამიანთაგან კი ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, ყვედრება მიიღო. როდესაც კეთილ საქმეს აღვასრულებთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat