"მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა"
"მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა"
ფსალმუნი XIX
მეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
1. "შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ ღმერთი იაკობისი" - ამ მუხლში უფალი მიმართავს დავითს: როდესაც შეჭირვებული იქნები, მაშინ შეისმინოს შენი უფალმა და შემწე გეყოს ღმერთი იაკობისიო. "იაკობის ღმერთი" ძველ აღთქმაში უფლის ერთ-ერთი სახელია. ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა, ღმერთი იაკობისა - ამგვარად მიმართავდნენ ღმერთს ძველი აღთქმის ხანაში. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს არ აქვს კონკრეტული სახელი, როგორც სხვადასხვა სექტა არქმევს; ასეთი გამოთქმა უბრალოდ სურვილია ადამიანისა, როგორმე მიმართოს უფალს. არა მარტო დავითს, ყველა კაცს ეუბნება უფალი: "შეისმინენ შენი უფალმან" - მაშინ შევისმინო შენი, როცა გასაჭირში იქნები და შეწევნას ითხოვო.

2. "მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყრას შენ"
- ეს არის წინასწარმეტყველება, რომელსაც სულიწმინდა დავითის პირით გვაუწყებს: შენ და მთელ კაცობრიობას მოვუვლენ შემწეს სიონის მთითო. საუბარია მაცხოვრის განკაცებაზე, რომელიც სიონით მოვიდოდა. მან "ხელი აღგიპყრას შენ" - გამოგიხსნას განსაცდელისგან, ყოველგვარი ცოდვისგანო. ეს სიტყვებიც ყველა ადამიანის მიმართ წარმოითქვა, განსაკუთრებით კი ძველი აღთქმის ადამიანებისადმი. ეს წინასწარმეტყველება უკვე აღსრულებულია და ცხადია, სიონით მოსული უფალი ჩვენც შეგვეწევა. ძველი აღთქმის ადამიანები ელოდნენ, როდის მოვიდოდა მხსნელი, ჩვენ კი ვიცით, რომ უფალი მოსულია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვთხოვოთ შეწევნა.

3. "მოიხსენედ ყოველნი მსხვერპლნი შენნი და ყოვლადდასაწუველნი შენნი განაპოხენ"
- ფსალმუნის ამ მუხლშიც უფალი მიმართავს დავითს: ყველა მსხვერპლს, რაც კი აღგისრულებია უფლის წინაშე, მოიხსენებს ღმერთიო. ძველი აღთქმის პერიოდში მსხვერპლის სხვადასხვა სახეობა არსებობდა. ერთ-ერთი იყო ყოვლადდასაწველი მსხვერპლი, რომელიც მთლიანად იწვებოდა. იყო მსხვერპლი, რომლის მხოლოდ ნაწილს წვავდნენ, ნაწილს კი სამღვდელოება იხმევდა. იყო მსხვერპლიც, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი იწვებოდა, დანარჩენს ჩვეულებრივი ერის ხალხი ჭამდა. ეს ყოველივე მოხსენიებულია და შეწირულია ჩემდამიო, - ბრძანებს უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით.

4. "მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ"
- ამ მუხლშიც უფალი მიმართავს დავითს - ღმერთმა ყოველივე მოგცეს, რაც განიზრახეო. ცხადია, იგულისხმება სიკეთეები. წმინდა მამები დავით მეფსალმუნეს უწოდებენ ახალი აღთქმის კაცს ძველ აღთქმაში - მისი გული განწმენდილი იყო და კეთილი, ღვთისთვის სათნო ზრახვები ჰქონდა. ამის გამო აღგისრულოს უფალმა ყველა ზრახვაო, - მიმართავს დავითს უფალი. ვიცით, რომ მან ფაქტობრივად გააერთიანა ისრაელის სამეფო, ააშენა ახალი დედაქალაქი იერუსალიმი... მხოლოდ ტაძარი არ აუგია, მაგრამ მის ასაშენებლად ყველაფერი წინასწარ მოუმზადა თავის ძეს სოლომონს. ამდენად, რაც დავითმა მოინდომა, უფალმა ყველა განზრახვა აღუსრულა.

5. "ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი" - ფსალმუნის ამ მუხლში უკვე დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს. თითქოს დიალოგი იმართება უფალსა და მეფსალმუნეს შორის - სულიწმინდით განბრძნობილი ადამიანებისთვის ჩვეულებრივი რამაა უფალთან საუბარი. შენი მაცხოვარებით ვიხარებდე, უფალო, - მიმართავს შემოქმედს წინასწარმეტყველი, - ვუწყი, რომ განკაცდები, მოხვალ და ამ მაცხოვარებით გავიხარებ, თითოეული ჩვენგანი გაიხარებს, რადგან შენი განკაცებით გამოვიხსნებით. მწამს, რაც ნაწინასწარმეტყველებია, რასაც გვაუწყებდი ადამიდან მოყოლებული - რომ მოვიდოდა მხსნელი კაცობრიობისაო. "სახელითა უფლისა ღმრთისა ჩვენისაითა ჩუენ განვდიდნეთ" - ჩვენი ღვთის სახელით განვდიდდეთ იმით, რომ დამარცხდება ბოროტი. თუ ჩვენი მტერი დამარცხებულია, ჩვენ თავისთავად განდიდებულნი ვართ. "აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი" - ამ სიტყვებით კი წინასწარმეტყველი ქრისტეს მიმართავს.

6. "აწ გულისხმა-ვყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი"
- ახლა მივხვდით, რომ უფალმა აცხოვნა ცხებული თვისი - მაცხოვარი აღდგაო, - დავით წინასწარმეტყველმა განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ჯვარს ეცმებოდა და მკვდრეთით აღდგებოდა. თავად ღმერთი არასოდეს ცმულა ჯვარს, არც მომკვდარა და არც მკვდრეთით აღმდგარა; ჯვარს ეცვა, მოკვდა და მკვდრეთით აღდგა ადამიანური ბუნება და ადამიანური ხორცი ქრისტეში. სწორედ ამაზეა წინასწარმეტყველება: "აცხოვნა უფალმა ცხებული თვისი". "ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი" - აქ საუბარია ღვთის საქმეებზე - მისი საქმენი მარჯვენით ანუ ძლიერებით იქნება აღსრულებულიო. ვიცით, რომ მაცხოვარმა მართლაც ძლიერებით შემუსრა კლიტენი ჯოჯოხეთისანი, გამოიხსნა იქიდან დაცემული ადამიანები და სასუფევლის ბჭენი გახსნა მათთვის, ვისაც ღვთის მცნებების აღსრულება სურს.

7. "ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაი ვხადოდით"
- აქ საუბარია არა ხორციელ, არამედ სულიერ ეტლებსა და ჰუნებზე - ეშმაკის ხელმწიფებაზე, ეშმაკის ძალაზე. როგორც ეგვიპტის ფარაონს დაუნთქა უფალმა ეტლები და ცხენები წითელ ზღვაში, ასევე დანთქა ღმერთმა ბოროტის ეტლები, ბოროტის ჰუნები - ძალა და ხელმწიფება ადამიანებზე. ძველი აღთქმის მართალთა ხადილითა და თხოვნით გამოგვიხსენი, უფალო, და ბოროტის ეტლები და ჰუნები დათრგუნეო, - შეჰღაღადებს ღმერთს დავითი.

8. "იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: "იგინი" ანუ ბოროტი სულები შებრკოლდნენ და დაეცნენო. ვიცით, რომ მაცხოვრის ჯვარცმით თავად სატანა იქნა შეპყრობილი და ჯოჯოხეთში დანთქმული, ხოლო ყველა დაცემულ ანგელოზს წაერთვა ის ძალა და ხელმწიფება, რომელიც კაცობრიობაზე ჰქონდა, ჩვენ კი ცოდვიდან გამოვიხსენით, აღვემართენით და თუ ადრე ეშმაკს მთელ კაცობრიობაზე ჰქონდა ხელმწიფება, ახლა იმ ადამიანების წინაშეც კი ძრწის, რომლებიც უფალს ჭეშმარიტად ადიდებენ.

9. "უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ"
- უფალო, მაცხოვნე, შემეწიე, როდესაც "გხადოდი" შენო, - მიმართავს დავითი ღმერთს. დავით მეფე მთელი ცხოვრება განუწყვეტლივ ადიდებდა უფალს, შესაბამისად, შესთხოვს - მუდამ შემეწიე, მუდამ შეისმინე ჩემი ლოცვაო.

P.S. ვიცით, რომ დავით ფსალმუნთმგალობელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, მისი ბაგეებით სულიწმინდა ღაღადებდა. ფსალმუნის დასაწყის მუხლებში თავად უფალი ესაუბრება დავითს მისივე პირით, მომდევნო მუხლებში კი უკვე დავითი მიმართავს შემოქმედს. ფსალმუნში არის ასევე წინასწარმეტყველება მაცხოვრის განკაცების, აღდგომის, ეშმაკთა დათრგუნვისა და კაცობრიობის ცოდვათაგან გამოხსნის შესახებ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat