უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე
უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე
ფსალმუნი მეექვსე
მეექვსე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
1. "უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე" - როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, დავით წინასწარმეტყველი უფლისგან ცოდვათა გამო მხილებას კი არ ერიდება, არამედ შესთხოვს ღმერთს: "ნუ გულისწყრომითა მამხილებ" - ევედრება, როცა ცოდვებს აღიარებს, მსაჯულივით კი არ მოეკიდოს, არამედ როგორც მამამ - სიყვარულით ამხილოს.

2. "მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი"
- დავითი უფალს შეწყალებას შესთხოვს: შენი მცნებების წინააღმდგომობის გამო კი არ ვცოდავ, არამედ ჩემი უძლურებით. ამის გამო მიწყალე, უფალო, და განმკურნე ცოდვათაგან, რომელთაც ისე განვიცდი, რომ "ძვალნი ჩემნი შემიძრწუნდესო". ძვლის ტკივილი ყველა ფიზიკურ ტკივილზე საშინელია, ფაქტობრივად, ვერც ერთი ტკივილგამაყუჩებელი ვერ აჩერებს.

3. "და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად, და შენ, უფალო, ვიდრემდის?"
- ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში წარმოთქმული აზრი: იმის გამო, რომ ცოდვილი ვარ, სული შემიძრწუნდა, უძლურების გამო კი ცოდვათაგან თავის დაღწევა არ ძალმიძსო, - შეღაღადებს უფალს წინასწარმეტყველი. "შენს მცნებებს გადავდივარ, მაგრამ "ვიდრემდის", როდემდე მომიტევებ? იმდენად გულმოწყალე ხარ, დაუსრულებლად შეგიძლია პატიება კაცისა, მაგრამ ყველაფერს ზღვარი უნდა ჰქონდეს". დავითი შესთხოვს უფალს, მანამ განმკურნე, გამომიყვანე ცოდვათაგან, ვიდრე იმ მდგომარეობას მივაღწევდე, როცა ჩემი გამოსწორება შეუძლებელი იქნებაო.

4. "მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, და მაცხოვნე მე წყალობისა შენისათვის" - "მოიქეც" ანუ შეისმინე ჩემი ვედრება, იხსენ სული ცოდვებისგან. როგორც ფიზიკური სნეულებები განაცდევინებს ტკივილს სხეულს, ასევე განაცდევინებს ტკივილს ცოდვები სულს, მით უმეტეს, თუ ადამიანის გულისყური უფლისკენაა მიმართული. შემდეგ კი გულშემუსვრილი მიმართავს უფალს დავითი: "მაცხოვნე მე წყალობისა შენისათვისო" - არა იმისთვის, რომ მე ვარ ამის ღირსი, არამედ შენ ხარ მოწყალე და შენი გულმოწყალების გამო მაცხოვნეო.

5. "რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" - სიკვდილის შემდეგ ვეღარავინ მოგიხსენებს და ჯოჯოხეთში ვეღარავინ გაღიარებს, უფალო, - მიმართავს წინასწარმეტყველი შემოქმედს. ვიცით, რომ ადამიანს სინანული მხოლოდ ამქვეყნად, ხორცში ყოფნის ჟამს აქვს. გარდაცვალების შემდეგ, თუკი თავისი ცოდვებით ჯოჯოხეთში აღმოჩნდება, თავისი ტანჯვის მეტი აღარაფერი ემახსოვრება. იქ აღარც ღვთის აღიარება შეუძლიათ და აღარც სინანული. ამიტომაც ევედრება დავითი უფალს, ვიდრე ეს მოხდებოდეს - ხორციელ სიკვდილს განვიცდიდე, მომხედე და შემიწყალეო.

6. "დავშუერი მე სულთქუმითა ჩემითა, დავბანო მარადღე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო"
- სულთქმით დავშვერი, გამუდმებით განვიცდი წუხილს იმის გამო, რასაც ვჩადი და ამიტომაც "მარადღე" - მუდამ ვტირი ჩემი ცოდვების გამო. ისე განვიცდი, უფალო, ჩემს ცოდვებს, რომ "ცხედარი ჩემი" - სარეცელი ცრემლით განვბანეო.

7. "განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა"
- ფსალმუნის ამ მუხლში დავითი თავის უსაზღვრო წუხილს გადმოსცემს და ბრძანებს, საკუთარი თავის მიმართ გულისწყრომით აღვივსე, რადგან შენსა და ჩემს, საზოგადოდ ადამიანის, მტერზე - არა ხორციელ, არამედ სულიერ მტერზე - ეშმაკზე უარესად გადავიქეციო.

8-9. "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისა. ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვაი ჩემი შეიწყნარა"
- დავითი თავადაც გრძნობს და ჩვენც გვაუწყებს, რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ცოდვათა გამო მწუხარებამ და სინანულმა და უკეთურ, უსჯულოებათა მოქმედ ძალას, ბოროტ სულებს მიმართავს: განმეშორენით, რადგან უფალს ესმა ჩემი ტირილის ხმა, შეისმინა ჩემი ვედრება, შემიწყალა და აღხოცა ჩემი ცოდვები, გამომიყვანა უსჯულოებისგან და აღარ გაქვთ საბაბი, მიზეზი ჩემში ყოფნისო.

10. "ჰრცხვენოდენ და შეძრწუნდენ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლ უკუნ იქცედ, და ჰრცხვენოდენ ფრიად და მსთუად"
- დავით წინასწარმეტყველი კვლავ ბოროტ სულებს მიმართავს: გრცხვენოდეთ და შეძრწუნდით, რამეთუ მე აღარ ვარ თქვენი ხელქვეითიო. და როდის ხდება ადამიანი ბოროტ ძალას დაქვემდებარებული? - როდესაც სცოდავს. ადამიანი ცოდვას სჩადის ბოროტისგან მოწოდებული აზრით. მართალია, ეს ეშმაკის ძალადობით კი არა, ადამიანის თავისუფალი ნებით ხდება, მაგრამ მის მიერ მოწოდებული აზრის განხორციელებით ანუ ცოდვის მქმნელობით ეშმაკს ჩვენზე ხელმწიფების საშუალებას ვაძლევთ. რადგან შევინანე, უფალმა მომხედა და განმკურნა და თქვენ აღარ გაქვთ ჩემზე ძალაუფლება. გრცხვენოდეთ, რომ კარგავთ ადამიანზე ხელმწიფებასო.

ამ ფსალმუნში შეიძლება ვიგულისხმოთ ძველი აღთქმის კაცობრიობის ისტორია - ადამის დაცემიდან კაცობრიობის გამოხსნამდე. ადამში დაეცა მთელი კაცობრიობა, რადგან ყველა ადამიანმა შესცოდა, ბოროტმა სულმა ადამიანზე ხელმწიფება მოიპოვა. ადამის დაცემის შემდეგ ღვთის მადიდებელნი, მათ შორის დავითიც, ყველა წინასწარმეტყველი და მართალი, უდიდეს სინანულს განიცდიდნენ და უფალს შეწევნას სთხოვდნენ - არა მხოლოდ საკუთარს, არამედ მთელი კაცობრიობისას. უფლის განკაცებით, ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით კაცობრიობის გამოხსნა მოხდა და ეშმაკმა დაკარგა ძალაუფლება ადამიანზე. მას შემდეგ ბოროტი სულები ფრიად შერცხვენილნი არიან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat