ვიცით, რომ კითხვის გარდა ფსალმუნთა გალობის წესიც არსებობს. რატომ იგალობება ფსალმუნნი? ამ საკითხის შესახებ გთავაზობთ ბიზანტიელი სწავლული ბერის, ეფვთიმე ზიღაბენის განმარტებას.
ბერი ეფვთიმე გამოყოფს რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ იქნა შემოღებული ფსალმუნთა გალობა. მას ასეთი შედარება მოჰყავს: როგორც სალამური უხმობს ცხვრის ფარას, ატკბობს მას თავისი ხმით, ასევე შემოიკრებს გალობა ადამიანებს და თავისი მელოდიით სიამოვნებას ანიჭებს. ცხადია, ეს ფსალმუნთა გალობასაც ეხება.
ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ადამიანში სულის ორი ნაწილი მკვიდრობს: ერთი - გონიერი, მეორე - არაგონიერი. სიამოვნება კი ერთნაირად მოიცავს ერთსაც და მეორესაც. ამიტომაც შემოიღეს ფსალმუნთა გალობა, რისი მეშვეობითაც სულიერ სიამოვნებასა და სარგებელს ვიღებთ.
გალობა ასევე განაზავებს სულიერი მკურნალობის სიმწარეს, როგორც თაფლში შეზავებული წამალი სასიამოვნოც ხდება გემოთი და სასარგებლოც. როგორც ცნობილია, რაც მოგვწონს, უფრო მონდომებით ვიღებთ და დიდხანს რჩება ჩვენში. ფსალმუნთა გალობის შემოღების ერთ-ერთი მიზეზი და დანიშნულება ესეცაა.
სხვა მიზეზიც არსებობს ფსალმუნთა გალობისა - როგორც ეშმაკი ცდილობს, ადამიანს რაიმე მზაკვრული ჩანაფიქრი შეაპაროს სასიამოვნო სახით, რათა ამ გზით აცდუნოს და დაღუპოს, ღმერთიც ასევე სიამოვნების საშუალებით ცდილობს, გადაარჩინოს ადამიანი ბოროტის მანქანებისგან.
ამას გარდა, გალობას მგალობელთა გულებში სიყვარულისა და ერთაზროვნების დათესვა შეუძლია. როცა მგალობელთა ხმები ერთიანდება და ერთ ჰანგად იქცევა, ერთიანდება მგალობელთა აზრებიც. ფსალმუნთა გალობას ადამიანთა შერიგებაც ძალუძს. მას სხვა გასოცარი ზემოქმედების ძალაც აქვს - ის კეთილად ზემოქმედებს ადამიანის ხასიათზე და მის გამოსწორებას ემსახურება, სასიკეთოდ ცვლის და აწესრიგებს სულიერ მდგომარეობას.
როგორც ვხედავთ, ფსალმუნთა გალობა მრავალმხრივ სასარგებლოა სულისთვის, საზოგადოდ კი, სიმღერა და გალობა კეთილად მოქმედებს ადამიანის ბუნებაზე. როცა ჩვილი ტირის, მას ხომ სწორედ სიმღერით აწყნარებენ. ადამიანები ბრძოლისა თუ სხვა განსაცდელის ჟამსაც კი მღერიან - როცა სული მღერის და მით უფრო - გალობს, ნებისმიერ სირთულეს იოლად გაუმკლავდება. გალობის წყალობით სულიერი მდგომარეობა ჰარმონიული ხდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი