მეფე დავითის ფსალმუნები
მეფე დავითის ფსალმუნები
კანონი 20
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.


ფსალმუნი დავითისი, გოლიათისათვის, 143
1. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა ბრძოლაი.
2. წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მხსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე.
3. უფალო, რაი არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ შეჰრაცხე იგი.
4. კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარვლენ.
5. უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ შეახე მთათა და კუმოდიან.
6. გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი.
7. გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა.
8. რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.
9. ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისაითა გიგალობდე შენ.
10. რომელმან მისცა ცხოურებაი მეფეთა, რომელმან იხსნა დავით მონაი თვისი მახვილისაგან ბოროტისა.
11. მიხსენ და განმარინე მე ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.
12. რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაი ტაძრისაი.
13. საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას. ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, და ზროხანი მათნი ზრქელ არიან.
14. არა არს დაცემაი ზღუდისაი, არცა განსავალ, არცა ღაღადებაი უბნებსა მათსა.
15. ჰნატრეს ერსა მას, რომლისა ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.


ქებისათვის დავითისა, 144
1. აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
2. ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
3. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისაი არა არს დასასრულ.
4. ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.
5. დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკვირველებათა შენთა მიუთხრობდენ.
6. და ძალი საშინელებათა შენთაი თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ.
7. ხსენებაი მრავალი სიტკბოებისა შენისაი აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.
8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9. ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.
10. აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.
11. დიდებაი სუფევისა შენისაი წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან.
12. უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაი შენი და დიდებაი დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისაი.
13. სუფევაი შენი სუფევაი არს ყოველთა საუკუნეთაი, და მეუფებაი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; სარწმუნო არს უფალი ყოველთა შენთა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
14. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.
15. თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.
16. აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.
17. მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
18. ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.
19. ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი.
20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.
21. ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ხორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ანგეასი და ზაქარიაისი, 145
1. აქებს სული ჩემი უფალსა.
2. ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
3. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი.
4. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
5. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა;
6. რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე;
7. ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი;
8. უფალმან განაბრძვნის ბრმანი უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
9. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარწყმიდოს.
10. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ თესლითი თესლადმდე.


ალილუია, 146
1. აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაი, ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ ეყავნ ქებაი.
2. აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს.
3. რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხვნნის წყლულებანი მათნი.
4. რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკვლავთაი და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.
5. დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაი არა არს რიცხვი.
6. შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.
7. აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა.
8. რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წვიმაი ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაი მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;
9. რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.
10. არა თუ ძლიერებაი ცხენისაი უნდა, არცა სხვილბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს.
11. არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.

ალილუია, ანგეასი და ზაქარიასი, 147
1. აქებდ, იერუსალემ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ;
2. რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,
3. რომელმან დასხნა საზღუარნი შენნი მშვიდობით და სიპოხითა იფქლისაითა განგაძღო შენ;
4. რომელმან მოავლინის სიტყუაი მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაი მისი;
5. დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის;
6. რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინ-მე დაუდგეს?
7. მოავლინის სიტყუაი მისი და დაადნვის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი;
8. რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა - ისრაელსა.
9. არა უყო ესრეთ ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ანგეასი და ზაქარიასი, 148
1. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8. ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10. მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11. მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14. და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.


ალილუია, 149
1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2. იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4. რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5. იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6. ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7. ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8. შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9. ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; დიდებაი ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.


ალილუია, 150
1. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2. აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3. აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4. აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5. აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6. ყოველი სული აქებდით უფალსა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ესე ფსალმუნი თვისაგან აღიწერა დავითის მიერ და
გარეშე ასერგასისთა ფსალმუნთასა, რაჟამს ეწყო გოლიათსა
უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა და თავადმან უფალმან შეისმინა. და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულისა მისისაითა. ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა. განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თვისთა; ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა.



შენიშვნა: თითოეულ კანონში სამჯერ იკითხება "დიდება".

თუ ფსალმუნები იკითხება მიცვალებულისათვის, "დიდებაში" ვკითხულობთ მხოლოდ ლოცვით თხოვნას მიცვალებულთათვის: "განუსვენე, ქრისტე ღმერთო..."



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat