აღგიარო შენ, ღმერთო
აღგიარო შენ, ღმერთო
74-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)

ფსალმუნი წინასწარმეტყველურია, მასში არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის განკაცების, მოციქულთა მიერ ღვთის სიტყვის ქადაგების, განსაკუთრებით კი მაცხოვრის მეორედ მოსვლის, ცოდვათა გამო სასჯელის მიგებისა და ღვთის მცნებების აღსრულების სანაცვლოდ მიგებული ჯილდოს შესახებ.

1. "აღგიარო შენ, ღმერთო, აღგიარო შენ და ვხადოთ სახელსა შენსა; მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა"
- როგორც წმინდა მამები გევუბნებიან, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ მოციქულები, ასევე ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანი. სწორედ ეს ადამიანები "აღგიარებენ შენ, ღმერთსაო" - წარმოთქვამს დავითი უფლის მიმართ. რომელ ღმერთს? - სამარადისო ღმერთს, რომელმაც შექმნა სამყარო, რომელიც განკაცნა და მოვიდა ადამიანთა ხსნისთვის. მოციქულები და ღვთის მადიდებლები ყველას მოუთხრობდნენ "საკვირველებასა შენსა" - უხილავი და ხილული სამყაროს შექმნიდან დაწყებული. უაღმატებულესი საკვირველება იყო ის, რომ უფალი ხორციელად მოვიდა, რადგან უფალმა უკიდურესად დაიმდაბლა თავი, ხორცში მოვიდა, განკაცნა ადამიანთა გამოსახსნელად. სწორედ ამ საკვირველების შესახებ უნდა მოვუთხროთ, გავაგებინოთ ყველასო.

2 "რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე" - ფსალმუნის ამ მუხლში არის წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლისა, - მეორედ მოსვლის ჟამს სიწრფოებით განსჯის უფალი ადამიანებსო, - წინასწარმეტყველურად გვაუწყებს დავითი. არავინ თქვას, ღმერთი სამართლიანიაო, - გვეუნება წმინდა ისააკ ასური. ერთი შეხედვით თითქოს შეგვაძრწუნებს ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ მივყვეთ წმინდა მამის სიტყვებს: ღმერთი მოწყალეა, ის არ არის მიწიერი თვალსაზრისით სამართლიანი. თავად ღვთის სამართალია მოწყალება. თუ ღმერთი სრული სამართლით განსჯიდა ადამიანებს, მაშინ ვერც ერთი ადამიანი, თვით ანგელოზებიც კი ვერ დაიმკვიდრებდნენ უფალთან, მაგრამ უფალი ადამიანში ცხონების მიზეზს ეძებს და არ წარწყმედისას, ადამიანებს განსჯის სოწრფოებით - სიყვარულითა და მრავალმოწყალებით და არა იმისათვის, რომ დასაჯოს ადამიანები. სწორედ ამის გამო იმკვიდრებენ მრავალნი უფალთან.

3. "განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი" - მთელი ქყეყნიერება განკფდა, შეიძრა, რადგან უფალმა დაამტკიცნა სვეტნი - მთელი ქვეყანა იყო განმტკიცებული უსჯულოებაში, წარმართობაში და შეიძრა უფლის მოსვლით, იმ სვეტების დამტკიცებით, რომლებიც უფალმა დაამტკიცაო. სვეტებში უნდა ვიგულისხმოთ მოციქულები და ის წმინდანები, რომლებზეც დაამყარა უფალმა ეკლესია. რა თქმა უნდა, ეკლესია დამყარებულია უფალზე, მაგრამ სვეტებად აქ მოიაზრებიან მოციქულები, წმინდანები და ის სარწმუნეობა, რაც წმინდანებსა და მოციქულებს ჰქონდათ.

4. "ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აიმაღლებთ რქასა" - უსჯულოებსა და მცოდველთ ვუთხარი "ნუ უშჯულოებთ" - შეწყვიტეთ უსჯულობა და "ნუ აიმაღლებთ რქასა", - როდესაც ცოდვაში ჩავარდებით, ნუ იამპარტავნებთ, იმას ნუ კი იზამთ, რომ თავი არ მოიდრიკოთ და შენდობა არ სთხოვოთ უფალს, არამედ პირიქით, სიმდაბლეში იყავით, შენდობა ითხოვეთ და ამის გამო ცოდვა ცოდვად არ შეგერაცხებათ, არამედ მოგეტევებათ ღვთისგან.

5. "ნუ აიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით ღმერთისათვის სიცრუვესა" - დავით წინასწარმეტყველი აგრძელებს წინა მუხლში დაწყებულ აზრს, ნუ იტყვი ღვთის წინაშე სიცრუეს - როდესაც ვცოდავთ, ნუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავსო. ჩვენ მართლაც ხშირად გავიგონებთ ადამიანებისგან - არავითარი ცოდვა არ ჩამიდენიაო. როდესაც კაცი თვლის, რომ არავითარი ცოდვა არ აქვს ჩადენილი, ეს არის ზეაღმატებული ამპარტავნება.

6. "რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მათითაისა" - არც აღმოსავალით, არც დასავალით - არც უდაბნოებში და არც მთებში არ შეიძლება დაიმალოს ადამიანის ცოდვა, რადგან ადამიანის მიერ აზრში გავლებული ცოდვაც კი თვალხილულია უფლისთვის. მეტიც, ვიდრე ჩვენ გონებაში გავივლებთ, მანამდეც იცის უფალმა, რას ვიფიქრებთ, ამიტომ ნუ ვიცრუებთ უფლის წინაშე, ნუ ვიტყვით, რომ არ შემიცოდავსო, - ბრძანებს დავითი.

7. "რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის" - რატომ არის ასეთი მსაჯული ღმერთი, ზოგს დაამდაბლებს და ზოგს აღამაღლებს. არა განურჩევლად, არამედ ცოდვილებს და უსჯულოებს დაამდაბლებს, ხოლო მართლებს აღამაღლებს. ჩვენ ვიცით, რომ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს. ყველა ადამიანი ცოდვილია. მაშინ როგორ განარჩევს უფალი? - ვინც თვლის, რომ ცოდვილია, სინანულშია თავის ცოდვების გამო და შენდობას ითხოვს ღვთისგან, მათ აღამაღლებს უფალი, ხოლო ვინც ასე არ იქცევა, მათ დაამდაბლებს.

8. "რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინოისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცარიელა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა" - რამეთუ ღვთის ხელშია მთელი სამყაროო. როგორც მამები გვეუბნებიან, ყველა ადამიანის მიერ ქმნილი საქმეები შეიძლება შევადაროთ სასმელს, სასმისს, სადაც ჩაიწურება როგორც ადამიანის ქმნილი სიკეთეები, ასევე მის მიერ ქმნილი ბოროტება. თუ ადამიანმა არ განწმინდა თავისი სასმელი "სხმულითა", ანუ თხლე არ მოაცილა ამ სავსე სასმისს, ის თხლესთან შერეულ სასმელს სვამს და ეს მისი წარმწყმედელი იქნება. სწორედ ასეთებზეა ნათქვამი - "ხოლო სუან იგი მხოლოთა ცოდვილთა ქუეყანასა", ანუ ცოდვილები სვამენ ამ შერეულ სასმისსო. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც რაიმე სიკეთე არ ქმნას და მხოლოდ სცოდოს, მაგრამ თუ არ განიწმინდა ცოდვებისგან, ის ამ შერეულ სასმისს სვამს და ამასოფლიდან გასვლის შემდეგ, როდესაც ღვთის წინაშე წარდგება, მის მიერ ქმნილი სიკეთე და ბოროტება ერთმანეთთან იქნება შერეული და ფაქტობრივად, მისი კეთილი საქმეები უნაყოფო ხდება, რადგან ერთ ცოდვასაც კი შეუძლია წარწყმიდოს ადამიანი, თუ ის ამ ცოდვას ამართლებს თავის თავში. თუ ადამიანს სინანული აქვს თავის ცოდვების გამო, შეიმეცნებს თავის ცოდვებს, მაშინ ის განწმენდს თავის თავს, განწმენდს თავის სასმელს და მხოლოდ სუფთა სასმელი, კეთილი, ღვთის სადიდებელი საქმეები რჩება, რომლის შესმაც ახარებს ადამიანს, რომლებიც სასუფეველს დაამკვიდრებინებს.

9. "ხოლო მე ვიხარებდე სამარადისოდ და ვუგალობდე ღმერთსა იაკობისასა" - მეორდება წინა მუხლში გადმოცემული აზრი, - ვინც განწმენდს თავის სასმელს თხლისგან, ცოდვებისგან, ის ამ სასმისის შესმით სამუდამოდ განიხარებს, იმის გამო, რომ სამარადისოდ იქნება მათ რიგებში, ვინც დაუსრულებლად უგალობს უფალს, ანუ დაიმკვიდრებს უფალთან, სასუფეველში.

10. "და ყოველნი რქანი ცოდვილთა შემუსრენ, და ამაღლდეს რქა მართლისაი" - ყველა ცოდვილი - დაცემული ანგელოზები და ის ადამიანები, რომლებიც დაცემული ანგელოზების მიმბაძველნი არიან თავიანთი საქმეებით, შეიმუსრებიან, ხოლო მართალნი ამაღლდებიან და დამკვიდრდებიან უფალთან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat