მეფე დავითის ფსალმუნები
 მეფე დავითის ფსალმუნები
კანონი 13
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.


91. ფსალმუნი, გალობაი დავითისი, დღისა შაბათისაი
1. კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო,

2. მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.

3. ათძალითა საფსალმუნისაითა და ხმითა ებნისაითა.

4. რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ხელთა შენთაითა ვიხარებდე.

5. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი.

6. კაცმან სულელმან არა ჰსცნას, და უგუნურმან არა გულისხმა-ჰყოს ესე.

7. აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაი და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რაითა მოისრნენ უკუნითი უკუნისამდე.

8. ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო.

9. რამეთუ ესერა მტერნი შენნი, უფალო, რამეთუ ესერა მტერნი შენი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უშჯულოებასა.

10. და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაი ჩემი და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა.

11. და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთაი და მათთვის, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა.

12. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს.

13. დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან.

14. უფროისად განმრავლდეს სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა,

15. რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუვე მის თანა.


92. ფსალმუნი დავითისი, დღესა შაბათსა, რაჟამს დაემტკიცა ქუეყანაი, გალობაი
1. უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას.

2. განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ.

3. აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი.

4. აღსდგენ მდინარენი სლვასა თვისსა, ხმითა წყალთა მრავალთაითა.

5. საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი, საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი.

6. წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნეს ფრიად, სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.


93. ფსალმუნი დავითისი, მეოთხისა შაბათისაი
1. ღმერთი შურის ძიებათაი, უფალი ღმერთი შურის ძიებათაი განცხადნა.

2. ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.

3. ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან.

4. აღმოსთქუან და იტყოდიან სიცრუვესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

5. ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს.

6. ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყვიდეს.

7. და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისხმა-ჰყოს ღმერთმან იაკობისმან.

8. გულისხმა-ჰყავთ აწ, უგუნურ¬ნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისხმა-ჰყოთ.

9. რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა. ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა.

10. რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაი?

11. უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო.

12. ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და შჯულისა შენისაგან ასწაო მას.

13. დამშვიდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ხნარცვი ცოდვილსა.

14. რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი არა უგულებელს-ჰყოს.

15. ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.

16. ვინ წინა-აღმიდგეს მე უკეთურთაგანი. ანუ ვინ თანა-წარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

17. არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და და-მცა-ემკვიდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.

18. უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერხი ჩემი, წყალობაი შენი, უფალო, შემწევდა მე.

19. მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინისცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.

20. ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უშჯულოებისაი, რომელი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა.

21. მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.

22. და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა.

23. და მიაგოს მათ უფალმან უშჯულოებაი მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ჰყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


94. ქებაი გალობისაი, დავითისი, წარუწერელი ებრაელთა შორის
1. მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა.

2. აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.

3. რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა.

4. რამეთუ ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან.

5. რამეთუ მისი არს ზღუაი და მან შექმნა იგი, და ხმელი ხელთა მისთა დაჰბადეს.

6. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩუენისა.

7. რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ერი სამწყსოისა მისისაი და ცხოვარნი ხელისა მისისანი.

8. დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა.

9. სადა იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი.

10. ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი იგი და ვსთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნეს გზანი ჩემნი.

11. ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკუეთუ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.


95. გალობაი დავითისი, აღშენებისთვის ტაძრისა შემდგომად ტყუეობისა
1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაი;

2. უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.

3. მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაი მისი და ყოველსა ერსა შორის საკვირველებაი მისი.

4. რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროის ყოველთა ღმერთთა.

5. რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნა.

6. აღსაარებაი და ჰაეროვნებაი არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შეუნიერებაი არს სიწმიდესა მისსა.

7. შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისაი, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა.

8. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები და შევიდოდეთ ეზოთა მისთა.

9. თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა, შეძრწუნდინ პირისა მისისაგან ყოველი ქუეყანაი!

10. თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.

11. იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაი, აღიძარნ ზღუაი და სავსებაი მისი.

12. იხარებდენ ველნი და ყოველი, რაი არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი.

13. პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თვისითა.


96. ფსალმუნი დავითისი, ოდეს ქუეყანაი მისი დაემკვიდრებოდა,
წარუწერელი ებრაელთა შორის
1. უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაი, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.

2. ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვაი წარმართებაი საყდრისა მისისაი.

3. ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.

4. გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაი.

5. მთანი ვითარცა ცვილი დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.

6. უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაი მისი.

7. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ხელით-ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა, თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა.

8. ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო.

9. რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად აჰმაღლდი შენ უფროის ყოველთა ღმერთთა.

10. რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნეს იგინი.

11. ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა სიხარული.

12. იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


97. ფსალმუნი დავითისი
1. უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

2. აჩუენა უფალმან მაცხოვარებაი თვისი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.

3. მოიხსენა მოწყალებაი მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაი მისი _ სახლსა ზედა ისრაელისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაი ღმრთისა ჩუენისაი.

4. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.

5. უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ხმითა ფსალმუნისაითა;

6. ნესტვითა ჭედილითა და ხმითა ნესტვისა რქისაითა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.

7. აღიძარნ ზღუაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.

8. მდინარეთა აღიტყუელონ ხელითა თანად, მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს.

9. რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი _ სიწრფოებით.


98. ფსალმუნი დავითისი
1. უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქუეყანაი.

2. უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა.

3. აუარებდენ სახელსა შენსა დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს.

4. და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განმზადე სიწრფოებაი, განკითხვაი და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.

5. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

6. მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი.

7. და სუეტითა ღრუბლისაითა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ.

8. უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ მათ და შურის მეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა.

9. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა; რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.


99. ფსალმუნი დავითისი, აღსარებისათვის
1. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი.

2. ჰმონებდით უფალსა სიხარულით, შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით.

3. და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ, ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი.

4. შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა.

5. რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაი მისი, და თესლითი თესლადმდე არს ჭეშმარიტებაი მისი.


100. ფსალმუნი დავითისი
1. წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო.

2. გიგალობდე და გულისხმა-ვჰყო გზასა უბიწოსა, ოდეს მოხვიდე ჩემდა, ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა.

3. არა დავიდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უშჯულოი და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ.

4. არა შემომეყო მე დრკუი გული; გარე-მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე.

5. რომელი იტყვინ იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი.

6. თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაითა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მსახურებდა მე.

7. არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავანებაი, რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა.

8. ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენიშვნა: თითოეულ კანონში სამჯერ იკითხება "დიდება".

თუ ფსალმუნები იკითხება მიცვალებულისათვის, "დიდებაში" ვკითხულობთ მხოლოდ ლოცვით თხოვნას მიცვალებულთათვის: "განუსვენე, ქრისტე ღმერთო..."


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat