იგი აწყნარებს ამბოხებულ და აღელვებულ გულისთქმათა ქარიშხალს, ალმობიერებს გაღიზიანებულ სულს და გონს მოჰყავს თავშეუკავებელი
იგი აწყნარებს ამბოხებულ და აღელვებულ გულისთქმათა ქარიშხალს, ალმობიერებს გაღიზიანებულ სულს და გონს მოჰყავს თავშეუკავებელი
"ფსალმუნნი", ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი, ღვთის სადიდებელ საგალობელთა კრებულია. ფსალმუნების ავტორია წმინდა დავით მეფე-წინასწარმეტყველი, ამიტომ მას "დავითნიც" ეწოდება. ამ საგალობლებს "ფსალმუნნი" მუსიკალური ქნარის - ფსალმუნის გავლენით ეწოდა, რომელზეც ძველი აღთქმის დროს სასულიერო საგალობლები იმღერებოდა. სწორედ ფსალმუნზე ამღერებდა დავით მეფე თავის აზრებს. ამიტომაც ეწოდა მის ქმნილებებს ფსალმუნები. "დავითნი" 150 ფსალმუნისგან შედგება, რომლებიც შეთხზულია ლექსის ფორმით, ებრაული პოეზიის წესით...

დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნებს სულიწმინდის შთაგონებით წერდა, ე.ი. მისი ბაგეებით თვით სულიწმინდა გვესაუბრება. ვინ იყო დავით მეფსალმუნე და რატომ იყო დავანებული მასზე სულიწმინდა, რა ძალა და მნიშვნელობა აქვს ფსალმუნების კითხვას - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავითი (ქვლივიძე):

- დავითი იყო ისრაელის მეფე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1055-1015 წლებში მეფობდა. იგი იუდას ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე იყო, რომელიც ჭაბუკობისას მამამისის ფარას მწყემსავდა. მეფე საულმა ღვთის მცნებათა აღსრულებაზე ხელი აიღო და უფალმა მეფედ დავითი გამოარჩია - სამოელ წინასწარმეტყველის ხელით მირონი სცხო. იგი ყოველთვის საოცარი უბრალოებით, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა, უდრტვინველად ასრულებდა ყველა საქმეს, ამავდროულად მისი სული ღვთის უსაზღვრო სიყვარულით იყო გამთბარი. სწორედ ამ სულიერი თვისებების გამო გახდა ღვთის რჩეული, თუმცა როდესაც სამოელ წინასწარმეტყველი მამამისთან მივიდა და ამცნო - ღმერთმა შენი ერთ-ერთი ძე მეფედ გამოარჩიაო, მის წინაშე ყველა ვაჟი წარადგინა დავითის გარდა - იგი წინასწარმეტყველის წინაშე წარდგენის ღირსადაც არ მიიჩნია, მაგრამ ღვთის კარნახით, სამოელმა მის წინაშე წარდგენილი იესეს შვიდივე ძე უარყო, იესეს კი მიმართა: "გყავს კიდევ შვილი?" - "უმცროსი, ცხვრებს მწყემსავს საძოვარზე". როდესაც დავითი სამოელთან მიიყვანეს, მოესმა ხმა უფლისა: "ადექი და სცხე მეფედ დავითს, ვინაიდან თქვენ ადამიანების სახეს და გარეგნობას ხედავთ, ღმერთი კი ხედავს გულს".

დავით მეფე ისრაელისთვის იყო ღვთის ნების გამომხატველი, უფალი მისი პირით ამცნობდა ადამიანებს თავის ნებას. შეიძლება ითქვას, რომ მისი ფსალმუნების ყოველი სიტყვა არის სიტყვა ღვთისა. მათ შორის ბევრი წინასწარმეტყველურია, სადაც ახალ აღთქმაში მოსახდენი მოვლენები - ჯვარცმა, უფლის კვართზე წილისყრა თუ სხვა - ისეა გადმოცემული, თითქოს დავითი ცხადად ხედავდა ყოველივეს.

დავითი საოცარი სულიერი თვისებებით გამოირჩეოდა, ამიტომაც იყო დავანებული მასზე ღვთიური მადლი და ამიტომაც წერდა ფსალმუნებს სულიწმინდის შთაგონებით.

მართალი ცხოვრებით, სიმდაბლით, მოთმინებითა და სასოებით წმინდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისგან, რომ აბრაამისთვის მიცემული ყველა აღთქმა დაუმტკიცა - საყდრის ურყევობა, კურთხევა, თესლის გამრავლება აღუთქვა და ამცნო, რომ მისი შტოდან აღმოცენდებოდა მხსნელი სოფლისა.

- მიუხედავად მართალი და წმინდა ცხოვრებისა, დავით მეფეს მაინც მოუხდა მძიმე ცოდვაში ჩავარდნა - ერთი ურიის ცოლი ბერსაბე შეუყვარდა და ცოლად შეირთო, თავად ურია ბრძოლაში მოაკვლევინა...

- დავით მეფე ამ დაცემისთვის მწარედ დაისაჯა - ბერსაბესგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდა. ამის შესახებ წინასწარ ეუწყა წინასწარმეტყველ სამოელისგან. დავით მეფე უდიდესმა სინანულმა შეიპყრო. სწორედ ამ დროს შექმნა მან 50-ე ფსალმუნი, სადაც მწუხარება და ტირილია გადმოცემული. ეს ფსალმუნი ყველაზე მეტად მიესადაგება, გამოხატავს მონანული სულის მდგომარეობას და ხელს უწყობს ადამიანს სინანულის გამძაფრებაში.

- ალბათ ამიტომაც უჭირავს 50-ე ფსალმუნს განსაკუთრებული ადგილი. რაც შეეხება 90-ე ფსალმუნს?..

- 90-ე ფსალმუნს განსაცდელის ჟამს შეწევნის ძალა აქვს და განსაკუთრებით გვიცავს და გვიფარავს ბოროტ ძალთაგან.

KARIBCHE
- დავით მეფემ ფსალმუნები ძველი აღთქმის პერიოდში შექმნა. ძველი აღთქმის თითქმის ყველა ჩვეულებამ თუ საღმრთო მსახურებამ ახალ აღთქმაში სახე იცვალა. საინტერესოა, რატომ შეიწყნარა და დღემდე იყენებს ფსალმუნებს ახალი აღთქმის ეკლესია საღმრთო მსახურებაში თუ სხვა საჭიროებისათვის?

- ძველ აღთქმაში ბევრი რამ იყო სულისთვის საამო და სასარგებლო, რომელიც ქრისტიანობამაც შეისისხლხორცა, რადგან ძველი აღთქმა ღვთაებრივი რელიგიაა, რომელიც ადამიანებს მესიის ანუ მხსნელის - უფალ იესო ქრისტეს მისაღებად ამზადებდა, ამიტომ ყველაფერი ღვთიური მადლით არის გამსჭვალული. ღვთივსულიერებით გამოირჩეოდა სულისთვის საამო საგალობლები - ფსალმუნები, რომელთა ყოველ სიტყვაში ღვთის განსაცვიფრებელი სიყვარული გამოსჭვივის, ამიტომაც პირდაპირ გადმოვიდა ახალ აღთქმაში და გამორჩეული ადგილიც დაიკავა.

- ძირითადად რომელი საეკლესიო მსახურებების დროს იკითხება ფსალმუნები?

- ფსალმუნები საეკლესიო ღვთისმსახურებათა ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ეს საგალობლები შედის ქრისტიანული ღვთისმსახურების თითქმის ყველა სახეობაში - მწუხრი იქნება ეს, ცისკარი, ლიტურგია თუ სხვა.

- გარდა ღვთისმსახურებისა, ტაძარში ფსალმუნებს საგანგებო მკითხველთა ჯგუფიც კითხულობს. რა დანიშნულება აქვს ტაძარში ფსალმუნთა ჯგუფური წესით კითხვას?

- უპირველესად ეს არის სურვილი იმისა, რომ უფლის სახლში განუწყვეტლივ ისმოდეს ღვთის დიდება - ისე კი არაფერი განადიდებს ღმერთს, როგორც ფსალმუნები. მათი ჯგუფური წესით კითხვა გაცილებით მკაცრადაა დაცული მონასტრებში. მაგალითად, ათონის წმინდა მთაზე არის ზოგიერთი სკიტი, სადაც ფსალმუნები ყოველდღიურად თავიდან ბოლომდე იკითხება. ამასთანავე, ფსალმუნთა წიგნის თავიდან ბოლომდე წაკითხვისას მკითხველზე უდიდესი ღვთიური მადლი გადმოდის. მაგრამ, ბუნებრივია, ფსალმუნთა წიგნის თავიდან ბოლომდე წაკითხვა ერთ ადამიანს გაუჭირდება, ამიტომ იქმნება მკითხველთა ოცკაციანი ჯგუფი. რადგან ფსალმუნთა წიგნი 20 კანონად იყოფა, თითო ადამიანი კითხულობს თითო კანონს. ასეთი პრინციპით ფსალმუნები შეიძლება ვიკითხოთ ოჯახშიც, ასევე ცალკეულ ადამიანთათვის - ცოცხალთათვის (განსაკუთრებით სნეულებაში მყოფთათვის და ბოროტი სულით შეპყრობილთათვის) ან გარდაცვლილთათვის, რაც მათთვის უდიდესი მადლია. ეს აუცილებლად მოძღვართან შეთანხმებით, მისი ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს, რადგან ფსალმუნთა თვითნებურად კითხვამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს - ხელი შეუწყოს ხიბლში ჩავარდნას და ა.შ.

- როგორ უნდა ვიკითხოთ ფსალმუნები შინ?

- ფსალმუნთა შინ კითხვის წესი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია - ზოგი ყოველდღიურად თითო კანონს კითხულობს, ზოგი - თითო დიდებას; ამას სულიერი მოძღვარი განსაზღვრავს ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან როგორც ნებისმიერმა მშობელმა იცის, რა წონის ტვირთი უნდა ატარებინოს პატარა ბავშვს, ასევე იცის სულიერმა მოძღვარმა, რა სულიერ სიმაღლეზეა მისი სულიერი შვილი და რამხელა სულიერი ტვირთის ზიდვას შეძლებს. ამიტომ არა მარტო ფსალმუნთა კითხვა, ნებისმიერი სულიერი საკითხი მოძღვართან შეთანხმებით და მისი ლოცვა-კურთხევით უნდა გადავჭრათ.

- რა სულიერი სარგებლობა მოაქვს ფსალმუნთა კითხვას?

- "ფსალმუნნი სიმშვიდეა სულისა, მომნიჭებელი მშვიდობისა, იგი აწყნარებს ამბოხებულ და აღელვებულ გულისთქმათა ქარიშხალს, ალმობიერებს გაღიზიანებულ სულს და გონს მოჰყავს თავშეუკავებელი. ფსალმუნი აკავშირებს მეგობრებს, აერთიანებს განშორებულებს, არიგებს მტრებს, ასე რომ, სათნოებათაგან უდიდესი - სიყვარული ფსალმუნთა გალობის შედეგად იბადება", - ბრძანებს ბასილი დიდი. გარდა ამისა, როგორც ნეტარი ავგუსტინე გვმოძღვრავს, ფსალმუნთა კითხვა განდევნის ბოროტ სულს და შეწევნისთვის მოუხმობს ზეციურ ძალებს. ამავდროულად, განგვწმენდს ცოდვებისგან, შეგვმოსავს სიწმინდით, მოგვანიჭებს სულიერ სიხარულს და განგვამტკიცებს სჯულში. აქედან ნათლად ჩანს, რაოდენ დიდი ძალა და მადლი შესწევს ფსალმუნთა კითხვას.

- ზოგჯერ ადამიანი იწყებს ფსალმუნების კითხვას, მაგრამ მათი გააზრება და ჩაწვდომა უჭირს...

- ერთხელ თეოფანე დაყუდებულს სულიერმა შვილმა უთხრა, - მამაო, ფსალმუნთა კითხვაზე კურთხევა მომეცი, მაგრამ თავი უნდა დავანებო, რადგან ვკითხულობ და არაფერი მესმისო. ეს არ გააკეთო, - უთხრა წმინდა მამამ, - მართალია, არ გესმის, მაგრამ ეშმაკებს ესმით და გარბიანო. აი, რაოდენ დიდი ძალა შესწევს ფსალმუნთა თუნდაც შეუმეცნებლად კითხვას, ამიტომ მათი კითხვა არც იმ დროს უნდა შევწყვიტოთ, როდესაც ვერ ვიაზრებთ და მათში ჩაწვდომა გვიჭირს. უმჯობესია მზემ დაკარგოს ბრწყინვალება, ვიდრე ფსალმუნების კითხვას თავი დავანებოთ, - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.

- რატომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფსალმუნთა კითხვა მიცვალებულთათვის, საიდან იღებს სათავეს მათთვის ფსალმუნთა კითხვის წესი და როგორ ვიკითხოთ ფსალმუნები გარდაცვლილთათვის?

- როგორც აღვნიშნეთ, ფსალმუნნი ღვთის მადლისა და შეწევნის მომხვეჭელი და ეშმაკის განმდევნელი ლოცვები, საგალობლებია, ამიტომ მათი კითხვით შევეწევით - ძალას ვმატებთ გარდაცვლილის სულს, რათა შეებრძოლოს ბოროტი ძალის შემოტევას, რომელიც ცდილობს მიიტაცოს მისი სული. ამავდროულად მიცვალებულზე მოიწევა ღვთიური მადლი.

რაც შეეხება გარდაცვლილთათვის ფსალმუნთა კითხვის ტრადიციას, იგი ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მომდინარეობს: პირველი ქრისტიანები გარდაცვლილ ადამიანს ღამეს უთევდნენ და ფსალმუნებს უკითხავდნენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია გარდაცვალებიდან ორმოცი დღის მანძილზე, ვიდრე მისი სული ღვთის სამსჯავროს წინაშე წარსდგება გასასამართლებლად.

- როგორ ვითარებაში არ არის მიზანშეწონილი გარდაცვლილისთვის ფსალმუნთა კითხვა?

- ფსალმუნები არ იკითხება ურწმუნოთათვის, მოუნათლავი და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთათვის, რადგან გარდაცვლილნი, რომლებიც სიცოცხლეში არ აღიარებდნენ ჩვენთვის ჯვარცმულ უფალ იესო ქრისტეს, არ სწამდათ მისი და არ იყვნენ ღმერთთან სიახლოვეში, ვერც გარდაცვალების შემდეგ მიიღებენ ღვთის მადლს და შეწევნას და ვერ დატკბებიან მასთან სიახლოვით. ფსალმუნები არ იკითხება თვითმკვლელთათვისაც, რადგან ისინი სულიწმინდის მგმობელებად, ღვთის შეურაცხმყოფელებად გვევლინებიან. ასეთ ვითარებაში გარდაცვლილთათვის არათუ ფსალმუნთა კითხვა, არც ერთი საეკლესიო წესი არ აღესრულება. თუმცა გამონაკლისი დაიშვება თვითმკვლელთათვის, რომლებიც სულიერად იყვნენ დაავადებულნი და ვერ აცნობიერებდნენ თავიანთ ქმედებას.
ბეჭდვაელფოსტა
12.12. 2020
მადლობა, წმინდა და მართალო მამა დავით! ფსალმუნთა კითხვას უფალი შემოჰყავს გულში და აღარაფრის გეშინია, იმხელა მადლით ივსები.
მადლობა, წმინდა და მართალო მამა დავით! ფსალმუნთა კითხვას უფალი შემოჰყავს გულში და აღარაფრის გეშინია, იმხელა მადლით ივსები.
06.10. 2018
თამრიკო
თუ საქართველოში არ ვცხოვრობ და მოძღვარიც არ მყავს რადგან არაა ახლომახლო ქართული ეკლესია. შეიძლება რომ ვიკითხო ფსალმუნი? ვინ მომცემს კურთხევას?
21.08. 2015
ნათია
ნამდვილად სასწაულმოქმედია მისი ძალა. საკუტარ თავზე გამოვცადე. მაშინ როცა სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი და მინდოდა რომ ტვინს საერთოდ ფიქრი არ შესძლებოდა, რადგან ფიქრებისგან უფრო დიდი ტკივილი მოდიოდა, მაშინ ინსტიქტურად დავავლე ხელი ფსალმუნებს და დავიწყე კითხვა. თავიდან საერთოდ არ მესმოდა რას ვკითხულობდი.ეს აგონიას გავდა ყველაფერი, მაგრამ რაღაც ძალა მკარნახობდა რომ უნდა მეკითხა. ასე გაგრძელდა დიდხანს. შემდეგ ვატყობდი, განსაცდელის ჟამს ის მეხმარებოდა და მისკენ მივეშურებოდი აფორიაქებისთანავე. დროდადრო ვატყობდი როგორ მამშვიდებდა და ისე შემიყვარდა, რომ წიგნს ვეფერებოდი და გულში ვიხუტებდი. მადლობა უფალს რომ არსებობს ფსალმუნები და გვეხმარება. თუმცა ვაღიარებ, რომ მეც როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს ეხლა,როცა გავსაცდელმა ჩაიარა სიზარმაცე მომიცავს ხოლმე და ხშირად არ ვკითხულობ.
06.11. 2014
maia
მადლობთ, ძალიან საინტერესო იყო!
18.09. 2014
mariami
dideba ufals,
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat