მეფე დავითის ფსალმუნები
 მეფე დავითის ფსალმუნები
კანონი 11
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.


77. ფსალმუნი ასაფისი, გულისხმის-ყოფისათვის
1. ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა.

3. რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ.

4. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა.

5. და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა.

6. რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა.

7. რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.

8. რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმრთისა თანა სული თვისი.

9. ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.

10. არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი.

11. და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ.

12. წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნა საკვირველებანი ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.

13. განაპო ზღუაი და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი ვითარცა თხიერთა.

14. და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა.

15. განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.

16. გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.

17. და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.

18. და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის.

19. და იდრტვინეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი უდაბნოსა შინა.

20. ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განზადებად ტაბლაი ერსა თვისსა?

21. ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა.

22. რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.

23. და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა.

24. და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და პური ცათაი მოსცა მათ.

25. და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.

26. აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი.

27. და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და ვითარცა ქვიშაი ზღუათაი, მფრინველი ფრთოვანი.

28. და დაცვიოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა.

29. და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულის-თქუმაი მათი მოსცა მათ.

30. და არა ხუებულ იქმნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა,

31. და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა.

32. ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი.

33. და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.

34. რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ.

35. და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათდა არს.

36. და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.

37. ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა.

38. არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.

39. და მოიხსენა, რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.

40. რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა.

41. და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაი იგი ისრაელისაი განარისხეს.

42. არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნა იგინი ხელისაგან მაჭირვებელთა მათთაისა.

43. ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა.

44. და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან.

45. მიავლინა მათდა ძაღლის მწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.

46. და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა.

47. მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა.

48. მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა.

49. მიავლინა მათდა რისხვაი გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.

50. გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.

51. და დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;

52. და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ,

53. და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.

54. და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;

55. და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი.

56. და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს.

57. და მიაქციეს და შეურაცხჰყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად.

58. განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას.

59. ესმა ღმერთსა და უგულებელსჰყო და შეურაცხჰყო ფრიად ისრაელი.

60. და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა.

61. და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა.

62. და შეაყენა მახვილსა ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო.

63. ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.

64. მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.

65. და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა.

66. და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.

67. განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;

68. არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა.

69. და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.

70. და გამოირჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა.

71. და ცხოვართა მუცელ-ქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა.

72. და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაითა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


78. ფსალმუნი ასაფისი
1. ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაი შენი;

2. დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილის საცავი; დასხეს მძორები მონათა შენთაი საჭმლად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი - მხეცთა ქუეყანისათა.

3. დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა.

4. ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა.

5. ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი?

6. მიჰფინე რისხვაი შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს;

7. რამეთუ შეჰსჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოხრეს.

8. ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.

9. შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის.

10. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაი სისხლისა მის მონათა შენთაისა, რომელ დაითხია.

11. შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმაი შებორკილებულთაი, სიმდიდრითა მკლავისა შენისაითა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.

12. მიაგე გარემოისთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრება მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.

13. ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.


79. დასასრულსა ცვალებადთათვის, წამებაი ასაფისი,
ფსალმუნი ასურისათვის
1. რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.

2. წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხოურებად ჩუენდა.

3. ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.

4. უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?

5. მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;

6. მყვენ ჩუენ სახდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხვიდეს ჩუენ.

7. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.

8. ვენახი ეგვიპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი.

9. გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაი.

10. დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა _ ნაძუნი ღმრთისანი.

11. მისწუდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე _ მწუერვალნი მისნი.

12. აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?

13. განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძვინვარემან მოძოა იგი.

14. ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას;

15. და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.

16. მომწუარი ცეცხლითა და მოოხრებული რისხვითა პირისა შენისაითა წარწყმდენ.

17. იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.

18. და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან, მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.

19. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.


80. დასასრულსა, საწნეხელთათვის, ფსალმუნი ასაფისი
1. უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა.

2. აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა.

3. დაჰბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესა დღე¬სასწაულისა ჩუენისასა.

4. რამეთუ ბრძანებაი არს ესე ისრაელისაი და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი.

5. წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგვიპტით; ენაი, რომელი არა იცოდა, ესმა;

6. განიშორნა ტვირთსა ბეჭნი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა.

7. ჭირსა მხადე მე, და გიხსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისასა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.

8. ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი,

9. არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოი, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.

10. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგვიპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე.

11. და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩდა.

12. და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა.

13. უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო.

14. ვითარცა არარაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი.

15. მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ.

16. და აჭამა მათ სიპოხისაგან იფთქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


81. ფსალმუნი ასაფისი
1. ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.

2. ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?

3. უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ.

4. განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი.

5. არა სცნეს, არცა გულისხმა-ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.

6. მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი.

7. ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით.

8. აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა.


82. გალობაი, ფსალმუნი ასაფისი
1. ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშვიდნები, ღმერთო.

2. რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზრახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი.

3. ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის;

4. და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიხსენოს სახელი ისრაელისაი.

5. რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთვის აღთქუმა-ჰყუეს.

6. ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა;

7. გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკვიდრებულთა თანა ტვიროსისათა.

8. და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა.

9. ყუენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ხევსა მას კიშონისასა.

10. მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაი.

11. დასცენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი.

12. რომელთა თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმიდე ღმრთისაი.

13. ღმერთო ჩემო, ჰყუენ იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა.

14. ვითარცა ცეცხლმან რაი მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან რომელმან შეწუნის მთანი.

15. ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი.

16. აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო.

17. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხვილეულ იქმნედ და წარწყმდედ.

18. და ჰსცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლოი მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.


83. დასასრულსა, საწნეხელთათვის, ძეთა კორესთა ფსალმუნი
1. ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!

2. ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.

3. და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.

4. ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.

5. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.

6. ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.

7. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.

8. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.

9. მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.

10. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.

11. რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაი მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.

12. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.


84. დასასრულსა, ძეთა კორესთა, ფსალმუნი
1. გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.

2. მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.

3. დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.

4. მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან.

5. ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.

6. ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.

7. მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.

8. ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.

9. რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად დიდებაი მისი ქუეყანასა ჩუენსა.

10. წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.

11. ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.

12. და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.

13. სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შენიშვნა: თითოეულ კანონში სამჯერ იკითხება "დიდება".

თუ ფსალმუნები იკითხება მიცვალებულისათვის, "დიდებაში" ვკითხულობთ მხოლოდ ლოცვით თხოვნას მიცვალებულთათვის: "განუსვენე, ქრისტე ღმერთო..."


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.06.2014
ჟურნალი "მწყემსი" (#1899 წ., ##9-10) მედავითნეებს ამგვარ რჩევებს აძლევს:

1. ყველა ეკლესიური სამსახური და ყველა წესი აღასრულე ეკლესიური წესრიგის დაცვით, კრძალულებით და მშვენიერად წაიკითხე და იგალობე აუჩქარებლად. დაიცევ კითხვისა და გალობის დროს ძველი ეკლესიური წესი. უმთავრესად ნუ აჩქარდები, როცა წმინდა ლოცვებს კითხულობ.
02.01.2014
82-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
19.12.2013
ოთხმოცდამეერთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
05.12.2013
მეოთხმოცე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
21.11.2013
სამოცდამეცხრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
07.11.2013
სამოცდამეთვრამეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
24.10.2013
77-ე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე:

60. "და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა"
10.10.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
26.09.2013
სამოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat