სალოსს ყველა ვერ გაუგებს, თუ სარწმუნოება გაქვს, მის ნათქვამს მიხვდები
სალოსს ყველა ვერ გაუგებს, თუ სარწმუნოება გაქვს, მის ნათქვამს მიხვდები
20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) და მას ეწოდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი, მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.

"მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულებისა. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე, და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას, და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნეს წმინდანად", - ნათქვამია განჩინების ტექსტში, რომელიც საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა.

ამავე განჩინებით, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება (სავარაუდოდ, შობის მარხვის შემდეგ და საჯაროდ გამოცხადდება) და მის ნეშტს გადაასვენებენ სამთავროს ტაძარში. დაიწერება წმინდა არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.

ამ დიდებულმა ამბავმა თითქოს გაალღო ის დაძაბული ატმოსფერო, რაც ჩვენს ქვეყანაშია და საყოველთაო სიხარულით გააერთიანა საქართველოს მკვიდრნი და უცხოეთში გადახვეწილი ქართველები. ყველანი მადლიერების გრძნობით ავივსეთ წმინდა სინოდის, ჩვენი ტკბილი პატრიარქის მიმართ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და დიდი სიხარული, დიდი ნუგეში მიანიჭეს ჩვენს ერს.

სხდომის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მიბრძანდა, ახალშერაცხული წმინდანის, წმინდა არქიმანდრიტ გაბრიელის საფლავი მოილოცა და მონასტრის წევრებს დღევანდელი დღე მიულოცა, შეკრებილ მრევლს მცირე სიტყვით მიმართა: "მინდა გახაროთ დიდი სიხარულით - ეს ერთი საათია დამთავრდა წმინდა სინოდის სხდომა და მამა გაბრიელი შეირაცხა წმინდანად. მისი სახელი იქნება ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა, ჩვენთან არს ღმერთი!"

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა კი ბრძანა: "ეს არის უდიდესი მოვლენა ჩვენი ერის ცხოვრებაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ XX საუკუნის ამ უმძიმეს ხანაში, როდესაც იდევნებოდა რწმენა, ჩვენს ეკლესიაში ცხოვრობდნენ წმინდანები და ისეთი დიდი წმინდანები, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ. მამა გაბრიელი მრავალ სასწაულს ახდენდა ცხოვრებაში, გარდაცვალების შემდეგაც და აი, დღეის შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ იგი უფრო დიდ სასწაულებს მოახდენს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის დიდი სიხარული სრულიად საქართველოსი, ეს არის სახალხო სიხარული, იმიტომ, რომ მამა გაბრიელი უკვე იყო აღიარებული წმინდანად მთელი ქართველი ერის მიერ. ვულოცავ ქართველ ერს ამ სიხარულს".

ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სერაფიმემ (ჯოჯუა) წმინდა გაბრიელის საფლავთან მცირე ქადაგებისას, პარალელი გაავლო მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვასა და წმინდა სერაფიმე საროველის კანონიზაციას შორის და თქვა: "1903 წელს, როდესაც შერაცხეს წმინდანად სერაფიმე საროველი და სინოდმა განიხილა ეს საკითხი, უცბად არ მიიღეს წინადადება. ნიკოლოზ მეორემ გაუგზავნა წერილი სინოდს, სასწრაფოდ შერაცხეთ წმინდანად სერაფიმე საროველიო. ასე მოხდა დღევანდელ დღეს, შესაძლო იყო, გადაგვეტანა ეს საკითხი, მაგრამ უწმინდესმა თქვა, მამა გაბრიელი უკვე არის წმინდანიო.

გილოცავთ დღევანდელ დღეს, ნამდვილად დიდი მოვლენაა. წმინდანად შერაცხვის ასეთი მოლოდინი მრევლისა, ქართველი ერისა დიდი ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დროსაც კი არ ყოფილა. სერაფიმე საროველი წმინდანად 70 წლის შემდეგ შერაცხეს, ილარიონ ქართველი - თითქმის 100 წლის მერე, მამა გაბრიელი კი 18 წლის შემდეგ. შეგვეწიოს მისი ლოცვა. ღირსი მამა გაბრიელის ლოცვით, როგორც ის ბრძანებდა, საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება და ჩვენ ამას მოვესწრებით. ახლო მომავალში დადგინდება მისი საფლავის გახსნის დღე. ესეც სასწაულია. როგორც თვითონ იყო უცნაური, ისე უცნაურად მოხდა მისი წმინდანად შერაცხვა და მოხდება აღმოყვანება. თქვენ იცით, რომ ეს ქართული ტრადიცია არ არის, თვით დიდი დავით აღმაშენებლის წმინდა ნაწილებიც არ არის აღმოყვანილი. მაგრამ მამა გაბრიელის შემთხვევაში, თვითონ როგორც იყო უცნაური, ასე უცნაურად და საყვარლად გადაბრძანდება სამთავროს ეკლესიაში".

ამის მერე უწმინდესი, მღვდელმთავრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში მიბრძანდა და "ყველასთვის და ყველაფრისათვის" სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. "ჩვენ ბევრი წმინდანი გვყავს, მაგრამ მამა გაბრიელი განსაკუთრებულია, განსხვავებულია", - ბრძანა უწმინდესმა. ჩვენს წერილს ისევ პატრიარქის სიტყვებით დავასრულებთ: "ვმადლობთ უფალს, რომ მან საქართველოს მოუვლინა ახალი წმინდანი. მამა გაბრიელი, რომელსაც ეწოდა აღმსარებელი და სალოსი, მომავალში უფრო მეტად დაეხმარება საქართველოს და ჩვენს ეკლესიას. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს. ამინ!"

დასასრულ, კიდევ ორი მღვდელმთავრის მოგონება გავიხსნოთ, რომელიც მათ მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვამდე რამდენიმე წლით ადრე გვიამბეს:

ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) მოგვითხრო:

- 1989 წლის აღდგომის შემდგომი ზატიკი იდგა. მაშინ დავითგარეჯი ჯერ კიდევ მუზეუმ-ნაკრძალად ითვლებოდა, მეც ამ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელი ვიყავი. მონასტრის გარეთ ფინურ კოტეჯში ვცხოვრობდი და როგორც შემეძლო, ვუვლიდი წმინდა სავანეს.

საქმეთა გამო თბილისში მომიწია ჩამოსვლა. უბრალოდ მეცვა, გარეჯულ ნირზე. ბინდდებოდა, როდესაც სიონის ტაძარში შევედი მოსალოცად. უცებ ტაძარში შესულს ხმა მომესმა, რომელიც მომმართავდა - "ხრისტოს ვასკრეს". შევხედე - ხნიერი, უცნაურად ჩაცმული ღვთისმსახური იყო, რომელიც რამდენიმე ადამიანს ესაუბრებოდა. ვიფიქრე, ალბათ, ჩემი ჟღალი თმა-წვერის გამო რუსი ვგონივარ-მეთქი და მივუგე:

- ჭეშმარიტად აღსდგა, მამაო, ქართველი ვარ.

ხნიერმა ღვთისმსახურმა ჩემს ნათქვამზე გაიღიმა და მასთან მყოფ მორწმუნეთ უთხრა:

- გაბრიელს ასწავლის, ქართველია თუ რუსი, - შემდეგ გამომხედა და მითხრა: - ეპისკოპოსი იქნები!

გამეღიმა. ვიფიქრე, ვიღაც უცნაურ ღვთისმსახურს შევეყარე-მეთქი და სიტყვის არგაგრძელებით, მისგან განრინება მოვინდომე. ჩემი მცდელობის მიუხედავად, არ გამოვიდოდა. ის ჩემთან მოვიდა და გამეცნო:

- მე ბერი გაბრიელი ვარ და ძალიან გთხოვთ, მეუფევ, პატივი დამდოთ და დღეს ჩემი ეკლესია და კელია მოინახულოთ.

ვიუარე, ზრდილობის ფარგლებში, რაც შემეძლო, ყველანაირად ვეცადე ავრიდებოდი ამ შემოთავაზებას, მაგრამ მამა გაბრიელის თხოვნა-ვედრებასთან ვერაფერს გავხდი.

ჯერ ნავთლუღში, თავისი სახლის საკარმიდამო ეზოში აშენებულ ეკლესიაში მიმიყვანა. მოკლედ მომიყვა ამ ეკლესიის მშენებლობის შესახებ და დამათვალიერებინა, ოჯახის წევრებს, რომლებიც იქვე მდგარ სახლში ცხოვრობდნენ, ჩემი თავი მეუფედ გააცნო. ეკლესიის მოხილვის შემდეგ მამა გაბრიელმა ახლა მცხეთაში, თავისი კელიის სანახავად მთხოვა წავყოლოდი. ისევ ბევრი ვიუარე, მაგრამ კვალად მის ვედრებასთან ვერაფერს გავხდი.

მცხეთაში დედები შემოგვხვდნენ და მათაც ჩემი თავი მეუფედ გააცნო. დედებს ეტყობოდათ, რომ მიჩვეულნი იყვნენ მამა გაბრიელის უცნაურობებს (სალოსობას) და ამიტომ ჩემი მეუფედ გაცნობა არ გაჰკვირვებიათ, მამა გაბრიელმა დამათვალიერებინა თავისი კელია და შემდეგ თბილისში გამომამგზავრა. თვითონ კი მცხეთაში დარჩა.

ღიმილით მაგონდება ტაქსის მძღოლი და მასთან დაკავშირებული ამბავი: ტაქსი მამა გაბრიელმა სიონის ტაძართან აიყვანა; ჯერ შინ - ნავთლუღში მივედით, არ გაუშვა და შემდეგ მცხეთაში ჩაგვიყვანა. ნავთლუღიდან მიკიდებული, მძღოლი ნერვიულობდა. უყურებდა მამა გაბრიელს, გლახაკად ჩაცმულსა და უცნაურს, შეშინდა, რადგან იფიქრა, - ეს კაცი ფულს ვერ გადამიხდისო და მამა გაბრიელმა - მცხეთაში წაგვიყვანეო, რომ უთხრა, მიუგო: - მამაო, რაღაც საქმეები მაქვს, მოდი, რა, ფული მომეცი და წავალ, მცხეთაში ვერ წაგიყვანო.

- შენ ნუ გეშინია, მოყვასო, - მიუგო მამა გაბრიელმა, - ფულს ბევრს მოგცემ. მცხეთაში წაგვიყვანე. მერე კი ჩემი ძმა (ჩემზე მიანიშნა) შინ კეთილად მიაბრძანე და იცოდე, უკმაყოფილოს არ დაგტოვებ.

მართლაც, ჩემი მცხეთიდან გაცილებისას მამა გაბრიელმა ჯიბეში ხელი ჩაიყო. ბღუჯად ფული ამოიღო და მთლიანად ტაქსის მძღოლს გადასცა. მძღოლმა თვალებს არ დაუჯერა:

- მამაო, აქ ბევრია, ამდენი არ არის საჭირო.

მამა გაბრიელმა უთხრა:

- მე ხომ გითხარი, მოყვასო, მოგვემსახურე და უკმაყოფილოს არ დაგტოვებ-მეთქი. ახლა ეგ ფული აიღე და იცოდე, ჩემი ძმა სახლის კარამდე მიიყვანე.

საერთოდ რომ არ მქონია გონებაში, ამის მერე ორ წელიწადში ბერად აღვიკვეცე, ხოლო მესამე წელს ეპისკოპოსად დამასხეს ხელი.

ამონარიდი მღვდელმონაზონ კირიონის (ონიანი) წიგნიდან "ბერი გაბრიელი - ცხოვრება და მოღვაწეობა"

მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი)
იგონებდა:

- მამა გაბრიელზე გაგონილი მქონდა, რომ პირველ მაისს ლენინის სურათი დაწვა და შინაგანად ყოველთვის მშურდა მისი, ძლიერ ადამიანად მიმაჩნდა. სამწუხაროდ, მასთან ღრმა და სერიოზული ურთიერთობა არ მქონდა. ერთხელ, მახსოვს, მეჩხუბა. მაცხენა ხელი და ფეხი მტკიოდა და სამთავროს დედათა მონასტერში მონაზონი ტატიანა საგანგებო ლოცვებს მიკითხავდა. ერთ დღეს მივედი დედა ტატიანასთან, ძალიან მეჩქარებოდა, პატრიარქს უნდა შევხვედროდი, მამა გაბრიელმა კი თავის სენაკში შემიპატიჟა. მოვუბოდიშე, მან დაჟინებით მთხოვა, - უნდა შემოხვიდეო, მაგრამ ისევ უარი რომ ვუთხარი, დამიწყო ყვირილი, - სიყვარული სად გაქვსო. ამიტეხა აყალმაყალი. გამოვეპარე და წამოვედი. მართალია, პატრიარქს უნდა შევხვედროდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევხვდი.

მამა გაბრიელს იქნებ რაიმე სერიოზული უნდა ეთქვა, მომავალში როგორ მეცხოვრა, დავერიგებინე, მე კი ამის საშუალება არ მივეცი.

სამაგიეროდ, გარდაცვალების მერე გვაქვს კონტაქტი, ფაქტობრივად, რასაც ვთხოვთ, გვისრულდება. როცა ძალიან გაგვიჭირდება ხოლმე, პანაშვიდს ვუხდით და ისიც არ აყოვნებს შეწევნას.

ერთი უნიკალური შემთხვევა გვქონდა: ვიყიდეთ დიდი მანქანა, სატვირთო, 5500 დოლარი მივეცით. ორი წლის მანძილზე ეს მანქანა ვერც გამოვიყენეთ და ვერც გავყიდეთ. წავედით სამთავროში მე, მამა გაბრიელი, მამა იაკობი და გაბრიელ ბერის საფლავზე პანაშვიდი გადავიხადეთ. იქიდან გამოვედით თუ არა, დამირეკეს, - მეუფეო, მანქანაში 10000 დოლარი რომ მოგცეთ, მოგვყიდითო?

ეს შეიძლება ძნელი გასაგები იყოს სხვათათვის, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ მამა გაბრიელმა გაგვიმართა ხელი.

კიდევ იყო ასეთი უნიკალური შემთხვევა: ჩვენი სულიერი ძმა საგადასახადოში მუშაობს. ერთხელ დამირეკა: - მეუფე, ვიღუპები, მილიონი ლარი გვაკლია გეგმაზე და თუ ვერ შევასრულეთ, სამსახურს ვკარგავთო. მამა გაბრიელს თუ იცნობდი-მეთქი. როგორ არა, ერთხელ საქეიფოდ მივდიოდით და რომ ნახა, თევზი მიგვქონდა, გვითხრა, - რა კარგია, იქნებ ცოტა მეც დამიტოვოთო. მას შემდეგ ხშირად მივდიოდით მასთანო. ვურჩიე, ეთხოვათ მამა გაბრიელისთვის დახმარება.

ბერის საფლავზე პანაშვიდს რომ იხდიდნენ, ბევრჯერ დაურეკეს სამსახურიდან. პანაშვიდის მსვლელობისას იძულებული იყვნენ, გაეთიშათ ტელეფონი. როცა პანაშვიდი დამთავრდა, თანამშრომლებმა განსაცვიფრებელი ამბავი შეატყობინეს: კაცი მოვიდა და ამბობს: შემიძლია დღესვე მილიონი ლარი ჩაგირიცხოთო. ამ სასწაულის შემდეგ ყოველ გავლა-გამოვლაზე ბერი გაბრიელის საფლავზე სულ სანთელს ვანთებთ და პანაშვიდებს ვუხდითო.

ბევრი იკურნება მამა გაბრიელის საფლავზე. ხშირად შეგვეწევა სულიერ საკითხებშიც. როცა მილოცია, სულ სხვანაირი გზა გახსნილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი წმინდანია. ჩვენდა სამწუხაროდ, ხალხმა არ იცის, რა არის სალოსობა, სალოსს ყველა ვერ გაუგებს, თუ სარწმუნოება გაქვს, მის ნათქვამს მიხვდები.

ერთი ასეთი შემთხვევა იყო: დიდი მარხვა დაიწყო. გამოვიდა წინამძღვარი ეკლესიის წინ, დიდი ძეხვი გამოიტანა და დაიწყო ჭამა. ხალხი შეცბა. ზოგმა მიაფურთხა, ზოგმა პირჯვარი გადაიწერა. ამას ორი ბერი უყურებდა. მიხვდნენ, ამ საქციელს რაღაც მიზანი აქვსო და ჰკითხეს, - რატომ გააკეთე ესო. მან - ზედმეტი ტვირთი მოვაშორე ჩვენს ეკლესიასო. ვინც განმკითხველია და ფარისეველი, ყველა წავიდა, ნორმალურმა ადამიანებმა პირჯვარი გადაიწერეს, ღმერთო, იმასაც უშველე და ჩვენცო და შევიდნენ ეკლესიაში. სალოსობა სწორედ ის არის, ვერავინ გაიგოს, რომ სალოსი ხარ.

ფაქტია, რომ მამა გაბრიელი სასუფეველშია. ამდენ სასწაულს ახდენს. ადამიანს რომ პანაშვიდს გადაუხდი და გამოგეხმიანება, სურვილი აგისრულდება, ეს ნიშნავს, რომ ის ღმერთთანაა, შეუძლია, უფალს სთხოვოს და დაგეხმაროს მისი შეწევნით. ჯერჯერობით ბერი გაბრიელის წმინდანად შერაცხვაზე არ არის ლაპარაკი (ეს დაიწერა 2007 წელს), მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანთათვის შეუძლებელი, ღვთის შემწეობით, ბერი გაბრიელისთვის შესაძლებელია. ზოგს პანაშვიდს რომ ვუხდი, ტრაგედიები ხდება. ბებიაჩემს კი, რომელიც 27 წლისა დაქვრივდა, სამი შვილი გაზარდა და მარხვას ინახავდა, ეზიარებოდა, რამდენი პანაშვიდიც გადავუხადე, ღვთის შეწევნით, ხან ბიბლია მაჩუქეს, ხან იერუსალიმიდან ჩამოტანილი ჯვარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბებიაჩემი სასუფეველშია. მით უმეტეს, რაოდენ მეტია ბერი გაბრიელი, რომელიც ასეთ სასწაულებს ახდენს იმ სამყაროდან: ეს თუ ადამიანს არ ესმის, რა ეკლესიაზე, რა საიქიო ცხოვრებაზე და რა სულის ცხონებაზეა ლაპარაკი.

საჭიროა ასკეტური ცხოვრება და ყოველდღიური მეტანიები. შენ თუ არა ხარ მზად, არც შეგისრულდება თხოვნა, რომ სიხარბეში არ ჩავარდე. ადამიანს ის კი არ უხარია, რომ ღმერთია ცაში, არამედ ის, რომ მანქანა აჩუქეს. გახსოვთ, ალბათ, უფალთან რომ მივიდნენ და უთხრეს, ეშმაკები გვემორჩილებიანო. უფალმა უპასუხა: ის კი ნუ გიხარიათ, რომ ეშმაკები გემორჩილებიან, ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები სასუფეველშია დაწერილიო.

მე სიცოცხლეში შეიძლება პატივი არ მიცია მამა გაბრიელისთვის, მაგრამ ვამბობ და ვცდილობ, რომ ახლა მივაგო პატივი და რაღაც გავაკეთო.

იერუსალიმში რომ ჩაიტანეს მამა გაბრიელის უბრალო სურათი, ბერძნებმა თქვეს, ეს სურათი დაგვიტოვეთ, ეს კაცი სასუფეველშია, წმინდანიაო, თვითონ ის ფაქტი, რომ ლენინის სურათი დაწვა კომუნისტების ზეობისას, მოწამეობის ტოლფასია. ეს მოწმობს, რომ უფალს ჰყავს ბევრი შვილი, რომელთაც შეუძლიათ თავი შესწირონ უფალს.

ბერი გაბრიელი 24 საათში უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა და გადაარჩინა. შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი წმინდანია და ვერავინ გადამარწმუნებს...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat