ფეხდაფეხ და კარდაკარ დადიოდნენ წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოანე სასულიერო პირებთან ერთად და ქადაგებდნენ მართალ, ჭეშმარიტ სიტყვას
ფეხდაფეხ და კარდაკარ დადიოდნენ წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოანე სასულიერო პირებთან ერთად და ქადაგებდნენ მართალ, ჭეშმარიტ სიტყვას
წმინდა იოანე I მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა 2014 წლის 3 ივნისის სხდომაზე წმინდანად შერაცხა ქართლის (მცხეთის) პირველი მამამთავარი, მთავარეპისკოპოსი იოანე და უწოდა "წმიდა იოანე I მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა". წმიდა იოანე დაიბადა დაახლოებით 280-285 წლებში ქალაქ ბიზანტიუმში (შემდეგ ეწოდა კონსტანტინეპოლი). შეძლებულ ოჯახში და იქვე მიიღო საერო განათლება. თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭითა და ქრისტიანობისადმი სიყვარულით, რამაც გადააწყვეტინა მისულიყო იმ ტაძარში, სადაც წირავდა მღვდელი მიტროფანე, შემდეგში კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი (ასევე იხსენება როგორც პატრიარქი, 316-325 წწ.).

იოანე ტაძარში დაეუფლა ხატწერას, გალობას და მედავითნეობას. მომდევნო წლებში გადაიყვანეს სხვა ტაძარში, სადაც 23 წლის ასაკში (დაახლ. 303-305 წწ) აღიკვეცა ბერად. ბერად აღკვეცის წესი შეასრულა ტაძრის წინამძღვარმა მამა ალექსანდრემ, შემდეგში კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა (იხსენება როგორც პატრიარქი 325-337 წწ. სხვა ცნობით 340 წ.). იოანე გამორჩეული და ღმრთისნიერი ადამიანი იყო. ის ყველგან თან ახლდა კონსტანტინეპოლის მამამთავრებს-მისიონერული თუ სამღვდელმთავრო მოღვაწეობისას. დროს უქმად არასოდეს ხარჯავდა, კითხვასა და სატაძრო საქმიანობაში ათენ-აღამდებდა, რაც ნამდვილად არ გამოპარვია მოძღვრებს (მიტროფანეს და ალექსანდრეს) და დაახლ. 312 წელს ბერ-დიაკონი იოანე მღვდლად აკურთხეს.

მღვდლობაში უფრო გამორჩეული და სათნო გახდა. დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში და ხალხის გულისტკივილს იზიარებდა, ეხმარებოდა მოძმეებს, ტაძარში დაბრუნებული კი მუდამ შრომობდა და საქმიანობდა. 316 წელს კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად (პატრიარქად) აკურთხეს მიტროფანე, ხოლო ცოტა მოგვიანებით პატრიარქის ქორეპისკოპოსად ხელი დაასხეს ალექსანდრეს (დაახლ. 320 წ.). 325-326 წლებში ალექსანდრე კონსტანტინეპოლელის მიწვევით კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა ანტიოქიის მამათავარი, მთავარეპისკოპოსი ევსტათი (იხსენიება როგორც პატრიარქი 323-331 წწ).

სწორედ ამ დროს კონსტანტინე დიდთან მივიდნენ მირიან მეფის მიერ წარგზავნილი მოციქულები (ელჩები), რომლებიც ითხოვდნენ ქართლის (მცხეთის) ეკლესიისათვის მღვდლებს. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა (პატრიარქმა) ალექსანდრემ ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის (პატრიარქის) ევსტათის თანამწირველობით და მონაწილეობით ქართლის პირველ ეპისკოპოსად (მამამთავრად) აკურთხა გამორჩეული, ღირსეული, თავმდაბალი და განათლებული მღვდელი იოანე. კურთხევას ესწრებოდნენ მოციქულთასწორნი კონსტანტინე დიდი და დედამისი ელენე. "და ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი მირიან მეფისანი კონსტანტინე ბერძენთა მეფის წინაშე, და მოუთხრეს ყოველი, რაცა იქმნა. მაშინ აღივსო სიხარულითა მეფე და დედა მისი ელენე დედოფალი: პირველად ამისთჳს, რამეთუ მადლი ღმრთისა მიეფინებოდა ყოველთა ადგილთა და ჴელსა ქუეშე მათსა ნათელს იღებდა ყოველი ქართლი. შემდგომად ამისათჳს განმხიარულდეს, რამეთუ დაიდასტურეს მირიან მეფისაგან სრულიად მოწყუედა სპარსთა და მტკიცედ მიღება სიყუარულისა მათისადა ადიდებდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა. და წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, და მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი.და მოუწერა მირიანს კონსტანტინე მეფემან წიგნი ლოცვისა და კურთხევისა ღმრთისა მადლობისა. და წარმოსცა ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, და მის თანა ნიჭი დიდი. და ელენე დედოფალმან მოუწერა წიგნი ქებისა და ნუგეშისცემისა."- ვკითხულობთ ქართლის ცხოვრებაში.

იმის გამო, რომ ქართლში იქადაგეს მაცხოვრის მოწაფეებმა, მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონმა და მატათამ, იმის გამო, რომ იმხანად ქართლში მოციქულებრივ მოღვაწეობას ეწეოდა წმიდა ნინო, გადაწყდა, რომ იოანე ეპისკოპოსი ქართლში (მცხეთაში) წარგზავნილიყო ანტიოქიის მამამთავრის ევსტათის თანხლებით. რუის-ურბნისის ძეგლისწერაში ვკითხულობთ: "...ქართველთა მეფემან მირიან მეფეთა შორის დიდისა კოსტანტინესსა მივლინებათა და მისგან გამოთხოჲთა მეფობისა თჳსისა ქალაქად მცხეთად შემოიყვანა ევსტათი დიიდ საყდრისმპყრობელი ანტიოქიელთა ეკლესიისაჲ და წმიდათა მიერ ჴელთა მისთა ნათელ-იღო მან და ყოველმან ერმან ქართლისამან. და თჳთ პატრიარქთა შორის სახელგანთქმულმა ევსტათი ჴელითა თჳსითა შთადვა საფუძველი მაშინ სადმე მცხეთას აღშენებულისა ეკლესიისაჲ, რომელიცა ფრიადისა თანა გულსმოდგინებისა განასრულეს რაჲ მათ, გაწმიდა იგი და ჴელთდასხმულ-ყო მას შინა მათთჳს ეპისკოპოსი-კათოლოკოსი." ქართულ საისტორიო წყაროებში — "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში და "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"-ში მისი სახელია "იოვანე." ამასთან "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში იხსენიება, როგორც ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ში — მხოლოდ ეპისკოპოსად.

საბერძნეთიდან წამოსული რჩეული სასულიერო პირები მოვიდნენ მცხეთაში "მოიწია იოანე ეპისკოპოსი და მის თანა მღდელნი და დაიკონნი და მოციქულნი (ანუ მირიან მეფის მიერ წარგზავნილი ელჩები- მ.ც.) მცხეთად, და აღივსენ სიხარულითა მეფე და დედოფალი და ყოველი ერი მათი, რამეთუ სურვიელ იყვნეს ყოველნივე ნათლისღებისათჳს." აქედან ნათლად ჩანს, რომ ჯერ არ იყო შესრულებული სამეფო ოჯახის წევრთა ნათლობა და ამიტომაც ელოდნენ ივერიელნი დიდი სიხარულით საბერძნეთიდან მოვლინებულ სასულიერო დასს. "მაშინ ნათელ-იღო მეფემან ჴელსა ქვეშე წმიდისა ნინოსსა, (ანუ წმიდა ნინოს მეთვალყურების ქვეშ, რათა სხვა მრავალს უფრო დიდის რწმენითა და სიხარულით მიეღოთ საღმრთო მადლი-მ.ც.) შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ჴელსა ქუეშე მათ მღდელთა და დიაკონთასა. და შემდგომად ამისა აკურთხა მტკუარი, და ეპისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი, მიწურვით კიდისა კარსა მოგუეთისასა, სადა ყოფილ იყო სახლი ელიოზ მღდელისა, და მუნ ნათელს-ცემდა წარჩინებულთა თჳთოსა. და ეწოდა ადგილსა მას მთავართა სანათლო, ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარესავე პირსა, ორგან, ორნი იგი მღდელნი და დიაკონნი ნათელს-ცემდეს ერსა. ...რამეთუ ესმინა ქადაგება (ერსა-მ.ც.) წმიდისა ნინოსი, რომელსა იტყჳნ: "ყოველმან რომელმან არა ნათელ-იღოს, არა პოვოს მან ნათელი საუკუნო."

როგორც ისტორია გადმოგვცემს, მთელი ერი განანათლეს წმიდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ, მხოლოდ "მთიულთა კავკასიონის" მოსახლეობამ და "ჰურიათა მცხეთელთა" განაცხადეს უარი ნათლისღებაზე. ამ უდიდესი მოვლენის შემდეგ უკვე ნათელღებულმა მირიან მეფემ სთხოვა ეპისკოპოს იოანეს კვლავ წასულიყო კონსტანტინე დიდთან: "მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ეპისკოპოსი იოვანე და მას თანა წარჩინებული ერთი წინაშე კონსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილიძელისა ცხოვრებისა, რომელი მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღმრთისმოყვარესა ელენე დედოფალსა." გარდა ამისა, მირიან მეფე ითხოვდა "მღდელთა მრავალთა", რათა ისინი წარეგზავნა ქალაქებსა და დაბებში დანარჩენთა ნათლისღებისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების საქადაგებლად. როდესაც მივიდნენ საბერძნეთში და ეახლნენ კონსტანტინე იმპერატორს, მანაც არ დააყოვნა და "სიხარულით მოანიჭა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი დამსჭუალულ იყვნეს უფლისანი და სამსჭუალნი ჴელთანი."

როგორც ცნობილია, იმ ხანად იმპერატორმა კონსტანტინემ საბერძნეთში აღაშენა ხუთასამდე ტაძარი და არც მეფე მირიან გაუცრუა იმედები და ქართლში "წარმოგზავნნა მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი" და ეპისკოპოს იოვანეს გამოატანა აურაცხელი განძი და სიმდიდრე, თან უბრძანა "სადაცა ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა, აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა; და ნიჭნი ესე დაამკჳდრენ ქალაქთა ქართლისათა." იოანე ეპისკოპოსმა და მას თანა მყოფებმა გზადაგზა აღასრულეს იმპერატორის თხოვნა (ბრძანება) და "ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქვიან ერუშეთი, და დაუტევნეს ხურონი საქმედ ეკლესიისა; დაუტევნა განძი და სამსჭუალნიუფლისანი და წარმოვიდა. და დაუტევნა წუნდას ხურონი და განძი და, რაჟამს ეწყო ოდენ ეკლესიასა, და წარმოვიდა და მოვიდა მანგლისს, და იწყო ეკლესიისა შენება; და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი." როდესაც მირიან მეფემ ეპისკოპოს იოანეს ასეთი საქციელი შეიტყო ძალიან შეწუხდა და წმიდა ნინოს მოახსენა, ხოლო თავის მხრივ მოციქულთასწორმა დაამშვიდა "ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს: სადაცა მოვიდოდიან, დასთესვიდენ სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა." უფლის კვართის ხსენებაზე მეფემ უმალვე თავისთან იხმო აბიათარ მღდელი და მრავალი ჰურიანი (ებრაელნი-მ.ც.) და გამოიკითხა დაწვრილებით კვართის ამბავი. მონათხრობმა მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და თქვა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო ისეო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო; რამეთუ პირველთგანვე გინდა ჴსნა ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა. ამისთჳს სამოსელი იგი შენი წმიდა წარმოეც წმიდით ქალაქით იერუსალიმით ებრაელთა მათ, ღმრთეებისა შენისაგან უცხო-ქმნილთა, და მომეც ჩუენ უცხოთა ნათესავთაგან."

ნათლისღება გრძელდებოდა ქართლში. ფეხდაფეხ და კარდაკარ დადიოდნენ წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოანე სასულიერო პირებთან ერთად და ქადაგებდნენ მართალ და ჭეშმარიტ სიტყვას. "ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმა თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მოიღეთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ." წმიდა ამბროსი მედიოლანელი ბრძანებს: "ვინაიდან არ არის უცოდველი ადამიანი, ამიტომ ვინც ქრისტეს ნათლისღებას მიმართავს და შეუვრდება, მხოლოდ ის აღიარებს თავს ადამიანად." ეს ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა როგორც წმიდა ნინომ, ისე საბერძნეთიდან მოვლინებულმა და ქართლში დადგინებულმა მამამთავარმა, ეპისკოპოსმა იოანემ, ამიტომ, უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მეფე-დედოფლის და სახლეულის მონათვლა, რის შემდეგაც ასევე ნათლისღებითა და მირონცხებით ერსა ზედა გადმოვიდა სულიწმიდის მადლი.

ამის შემდეგ კიდევ ერთი უდიდესი ფაქტი მოხდა. წმინდა ნინომ და იოანე ეპისკოპოსმა მოითხოვეს ხე ჯვრის შესაქმნელად. ხის საძებნელად გაგზავნილმა ხუროებმა მოახსენეს მეფეს და ეპისკოპოსს, რომ იპოვეს ერთი სურნელოვანი და მშვენიერი ხე, რომელსაც სხვა ხეებისგან განსხვავებით, ფოთლები არ ცვიოდა. ამ ფაქტით გახარებულმა ეპისკოპოსმა იოანემ ბრძანა: "აჰა ესერა, ჭეშმარიტად პირველითგანვე დამარხულ არს ქუეყანა ესე ღმრთისაგან მსახურად თჳსდა, რამეთუ ღმრთისაგან აღმოსცენდა ხე იგი დამარხული ჟამისა ამისთჳსც. რამეთუ აწ მოეფინა მადლი ღმრთისა ქართლსა, და მის ხისაგან ჯერ არს შექმნად ჯუარი პატიოსანი, რომელსა თაყვანს-ცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან." მაისის თვეში, ამ სურნელოვანი ხისაგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც ქართლის სამეფოს სხვადსხვა კუთხეში აღიმართა. მირიან მეფემ წმიდა ნინოს და ეპისკოპოს იოანეს გაანდო სურვილი: "მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახჳლთა მოვაქციენით მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნთ ძესა ღმრთისასა და ვათაყვანეთ პატიოსანსა ჯუარსა."

ამის შესახებ წმიდა ნინომ და ეპისკოპოსმა მეფე მირიანს უპასუხეს: "არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახჳლისა აღება, არამედ სახარებითა და ჯუარითა პატიოსნითა უჩუენოთ გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლომან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა." არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ, რომელ ენაზე საუბრობდა და ქადაგებდა წმიდა იოანე? გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ეს ენა იყო ქართული, რადგან ტრაპეზუნამდე (სპერის მიმდებარედ) გადაჭიმული იყო საქართველი (საუბარია ძვ. წ. აღრიცხვის IV და ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეებზე) და შესაბამისად, ქართველების დასახლება სტამბოლში (კონსტანტინეპოლში ) ჩვეულებრივი მოვლენა იყო მითუმეტეს თანამედროვე წყაროები გადაჭრით ამტკიცებენ, რომ თუქრეთში ცხოვრობს მრავალი ათასი ლაზი, იგივე ჭანი.

ენით აუწერელია წმიდა იოანეს დამსახურება მთელი ქართველი ერის წინაშე. მისმა ღვაწლმა და თავდადებამ დატოვა კვალი ნათელი, რომელიც აგერ უკვე თექვსმეტ საუკუნეზე მეტია ჩაუქრობლად ანთია ყველგან, სადაც კი მართლმადიდებლობა, რწმენა და სიყვარულია. დაახლოებით 350-355-იან წლებში მიიცვალა სარწმუნეობის და ქართლისთვის დამაშვრალი. მუხლჩაუხრელად მებრძოლი, უდიდესი შემართებისა და გამბედაობის მქონე ქართლის (მცხეთის) პირველი მამათავარი, მთავარეპისკოპოსი იოანე, რომლის განსასვენებელი ჩვენის აზრი უნდა იყოს სვეტიცხოველელში ან სამთავროში. .სწორედ იოანე მამამთავარ-მთავარეპისკოპოსის მსგავს ადამიანებზე ბრძანა დიდმა ილია მართალმა. "აი სად და რაში ჰპოულობდა უწინდელი ჩვენი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვეოდნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული-მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა სამება წაინძღვარა წინ. ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა." დიდება და მადლობა უფალს იმისათვის, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ წმიდანად შეირაცხა ჩვენი დედაეკლესიის პირველი მამამთავრი. უფალთან მეოხი წმიდა იოანე I მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა შეეწიოს საქართველოს, ჩვენს გმირ პატრიარქს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.

მამუკა ცუხიშვილი
პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.


ბეჭდვაელფოსტა
15.06. 2014
koba.j@list.ru
amin
15.06. 2014
koba zhorzhikashvili
amin !
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat