ღირსი კოზმა ზოგრაფელი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი წარმოშობით ბულგარეთიდან, არისტოკრატიული ოჯახიდან,
იყო. მან იცოდა, როგორც ბულგარულად, ისე ბერძნულად წერა-კითხვა. როდესაც მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს, იგი მალულად გამოიპარა სახლიდან და ათონის წმინდა მთას მიაშურა. ნეტარი ათონის ზოგრაფის სავანეში მორჩილად მიიღეს. ზოგრაფის წმინდა მონასტერი გახლავთ ათონის წმინდა მთაზე არსებული ოცი მონასტრიდან ერთ-ერთი, დაარსებულია 980 წლამდე, ხატმწერი გიორგის მიერ. აქ მოსაგრეობდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. დიდმა ხანმა განვლო, სანამ კოზმა ბერად აღიკვეცებოდა, რის შემდეგადაც ეკლესიარქად დაადგინეს.
ერთხელ, ვათოპედის წმინდა და დიდ სავანეში ხარების დღესასწაულზე ყოფნის დროს ღირსმა კოზმამ სრულიად გაოგნებულმა, ღმრთისმშობელი იხილა, რომელიც იქ მყოფ მონაზვნებს ემსახურებოდა.
ღირსი კოზმას სათნოებების გამო, მონასტრის იღუმენს სურდა, რომ იგი მღვდელი გამხდარიყო. თუმცაღა ლოცვის შემდეგ, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა მას მიანიშნა, რომ უკაცრიელ ადგილას უნდა განმარტოებულიყო. მართლაც, წინამძღვრის კურთხევით კოზმა უდაბნოში ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. იქ ყოფნისას აღსარებას მომსვლელებს აბარებდა. იქვე იმის ღირსი გახდა, რომ წინასწარმეტყველური, სასწაულმოქმედებითი, საღმრთო გამოცხადებათა ხილვისა და საკუთარი სიკვდილის წინასწარ განჭვრეტის უნარით დაჯილდოებულიყო. სიკვდილის წინ წმინდა კოზმა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარა, მადლობა შესწირა ღმერთს და მშვიდად მიიძინა. ეს მოხდა 1323 წლის 22 სექტემბერს. მისი დაკრძალვისას საოცარი რამ მოხდა: უფალმა დიდი სასწაული მოავლინა-იმ უკაცრიელ ადგილას ყველა ცხოველმა ერთად მოიყარა თავი და წრეზე დადგა. ხოლო როდესაც წმინდა კოზმას სხეული მიწას მიაბარეს, თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხმა გამოსცა და ასე მიაგო მას პატივი. შემდგომ ამისა, ცხოველები კვლავ თავიანთ სამყოფელს დაუბრუნდნენ.
ღირსი მამის დაკრძალვიდან ორმოცი დღის შემდეგ, მონასტრის ძმებმა მისი საფლავი გათხარე, თუმცა წმინდანის ნეშტი ვერ იპოვეს. მხოლოდ უფალმა იცის მისი ადგილსამყოფელი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი