"მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი"
"მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი"
წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)
თავისუფლებისათვის
თავისუფლება არის მხოლოდ საკუთრება ღვთისა , რომელსაც მხოლოდ ეკუთვნის სახელწოდება ესე, რამეთუ ნებისაებრ მისისა იქმნების ყოველი და არავინ არს, რომელმან ნებასა მისსა წინააღუდგა და და-მცა-უშალა რა, რომელი იგი მას ნებავს ყოფა.

* თავისუფლება ესე არის ხარისხი თავ-მჯდომარეობითი თვით მნებელობისა და ნებისაებრ მისისა განსვენებისა, რამეთუ წინა აღუდგომელად სხვისა ნებისადმი მისისა განისვენებს, რამეთუ იქმს მას, რა იგი მას ნებავს თავისუფლებით.

* ეს უდიდებულესი და უაღმატებულესი ხარისხი და საკვირველი ნება თავისუფლებისა ყოვლად სახიერმან გარდასცა კაცობრივსა ბუნებასა და მიანიჭა ეს მაღალი ღირსება, რათა იყოს თავისუფალ და რა იგი უნდეს, მას ზედა განისვენოს, ესე იგი, იცხოვროს თავის ნებით, რომლითა წოდებაცა სახელსა მოენიჭა მას უმეტეს ანგელოზთასა, რამეთუ ანგელოზნი მსახურად არიან წოდებულ, ხოლო კაცი ხატად და მზგავსად ღვთისა.

* ჰოი, სიმდიდრეო და უსაკვირველესო ნიჭო კაცობრიობის ბუნებისაო, შენ, მაღალ-ხარისხო თავისუფლებავ! რომელიც მხოლოდ ღმერთსა ეკუთვნოდა, იგი შენდაცა იქმნა მონიჭებულ, რომლითა ჭეშმარიტად გეწოდა მსგავსად და ხატად მისა დაბადებული.

* ეს დიდებული თავისუფლება ღმერთმან როდესაც მიანიჭა კაცსა, დაუმატა მეორე იგი ნიჭი ძლიერებისა მისისა და გარდასცა თვითმფლობელობითი ძალა გონებრივი, რათა არა თავისუფლებით ცხოვრებული მიერჩდეს ცნობასა ბოროტისასა, არამედ თვით-მფლობელობა ძლიერდებოდეს მის შორის გონიერად, არა ვითარცა იძულებული და ძულ-უნებურად კეთილისადმი მითრეული, არამედ თავისუფლად, ნებლობით კეთილისადმი მფლობელ ექმნეს ნებასა მისსა, ვითარცა მეფე და ვითარცა ნამდვილ ღვთისა მსგავსება.

* ამით კაცი იქმნა სრული და თავისუფალი, რომლის ხელმწიფებით ჩვენ ყოველნი ვართ ნებას ჩვენსა ზედა განსვენებულ და მიშვებულ, ესე იგი, ნებისაებრ ჩვენისა ვცხოვრობთ თითოეული თვისისა აღრჩევისადმი. ეს ზემო ხსენებული პატივი კაცისა არა კერძო ღვთისამიერ ვინმეებზედ იქმნა, არამედ საზოგადოდ ერთობით კაცობრივსა ბუნებასა მიენიჭა. მაშ, ნუ უკუე ვინმემ ცთომით სთქვას, რამეთუ ერთი ვინმე კეთილად იყოს ღვთისამიერ ბადებულ და მეორე უკეთურად. ნუ იყოფინ ესრეთი გმობა ღვთის წინაშე! ესე ვითარი განყოფილება კაცად კაცადისა არის თვისივე ნებლობითი, ვითარ იგი ზემო ითქვა თავისუფლების ნიჭით. რა იგი ღმერთმან მიანიჭა კაცსა მას, ღმერთი არ ეხება, არამედ თვით იქმს კაცი ნებასა მისსა, რა იგი მას უნდა. და ესე არს მიზეზი კაცად კაცადისა აღრჩევად და ქმნად კეთილისა, გინა ბოროტისა, თორემ ღმერთსა ყოველი კაცისათვის სურს ერთ-ნაირად აღსვლად დიდებისადმი მისი საღვთო მეცნიერებისა და ცხოვრებისა, ვითარცა იტყვის წერილი: "რომელსა ყოველსა კაცთა გნებავნ ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა".

* გულისხმა ვყოთ მიზეზად ბოროტისადმი ჩვენის ცხოვრებისა ჩვილ გონებრივი გემოვნების მიდევნება და სურვილების დაკმაყოფილება და მფლობელი ძალით არა განკვეთა მისი, რამეთუ გაგინა ვინმემ, ძალგიძს ნაცვალი არა აგინო, მტერობა გიყო ვინმემ, გსურს, უმტერებ და თუ არ გსურს, არ უმტერებ, ეგეც შენ ნებაზეა. გულმან გითქვა ბოროტი საქმის აღსრულებად, შეგიძლია არ აღასრულო და არ უსმინო და შეგიძლია აღასრულო, ორივე შენს ნებაზედ არის დამოკიდებული. თუ სურვილების კმაყოფილების მონა იქმენ, უწყოდე, რამეთუ დაამდაბლე გრძნობიერებითი სიტკბოებისადმი მფლობელობითი ძლიერება შენი და მიმღები და მჭამელი შენი სურვილისა, შიშველი ხარ ღვთივ სამოსელისაგან და მონებ სირცხვილისა. უკეთუ ინებებ და განკვეთ ამ გემოვნებას სულის ძლიერებით და შეიმოს იმ თავისუფლების ნებას მფლობელობითურთ, მაშინ მსრაფლ გამოჩნდება და აღმოეცენება ხე იგი ცხოვრებისა შენ შორის და მიმღები მისის ნაყოფისა იხარებს სული შენი ხელმწიფურად და განგისვენებს მეფურად. და უკეთუ ეს ესრეთ არ იყოს და რომელიმე წასაწყმედად და რომელიმე საცხოვნებელად იყოს დაბადებული ღვთისაგან, მაშინ ღმერთი იქნებოდა მიზეზი და არა კაცი და ესე გმობა არს, რამეთუ რომელი იგი სახიერ არს და მოწყალე, ვითარ მოვიგონოთ მასზედ, რომ ადამიანი დაბადა დაუსრულებელი ტანჯვის შვილად. ანუ უკეთუ ესრეთ არს ღვთისაგან განგებული ჩემი წაწყმედა და შენი ცხოვნება, მაშინ რა საჭირო იყო ეკლესია, ანუ ქადაგება და ანუ სჯული, რომლების უწყებიდან გვეცნობება დახმარება, შეწევნა, ხასიათის გამოცვლა, სინანული და ცხოვრება. რამეთუ აღსავსეა ნუგეშითა ეკლესია ჩვენი ცოდვილების დასახმარებლად: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად". "არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ სინანულით ცხოვრება". "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი". ამაში ცხადად სჩანს ნება კაცისა და არა წაწყმედად დაბადება.

* შეიძლება ვინმეს ეშმაკმან მოუტანოს მოწამედ ამ გვარი ცთომილი აზრის დასამტკიცებლად სახე იუდასი და პეტრესი, რამეთუ პეტრეს ეტყვის მაცხოვარი: "გამოგირჩია შენ აღცრად ვითარცა ფქვილი ეშმაკმან, გარნა მე ვილოცე და განგარინეო, ხოლო იუდა მიეცა საწყალობელი წასაწყმედად". მრავალ გზის მითქვამს და კვალად ვიტყვი, რომ დიდი დაკვირვება ესაჭიროება ქრისტეს სიტყვებს. ჩვენ აქ დაუკვირდეთ, ეშმაკმან როდესაც იუდასთან სავანე გამოიწყო და ჭურად მისა განამზადა, თვით ნებელობით, ვეცხლის სიყვარულით ოთხ-შაბათს განმზრახველმან გაცემისა მან გაათავა თავისი წაწყემის აღრჩევა და ამითი ეშმაკი რა დაკმაყოფილდა, მაშინ მოიქცა თავი მოციქულთან, რათა იგიცა აცთუნოს და შემდეგ სრულიად სამოციქულო კრება აღცრას, ვითარცა იფქლი, გარნა პეტრე არა იყო გონებით ნივთისადმი მხედველ და არცა თავისი კმაყოფილების მძებნელი, არამედ მტკიცე სარწმუნოების მქონი. ხედავ, რას ეტყვის მაცხოვარს, ოდეს ესმა ყოველი დაბრკოლებად ხართო ჩემდამო, ესე იგი არს, მე დამიჭირავენო და თქვენ ყველანი გაიქცევითო. მაგრამ პეტრემ უთხრა: დაღაცათუ ყოველნი დაბრკოლდენო, მე მაინც არ განგეშორებიო. აი ამგვარი სიმტკიცისათვის წინასწარ თქმულობით გამოაცხადა ქრისტემ, რომ თქვა: "ვილოცე და განგარინეო". აქ თქვენცა ცოტა გონება დააფიქრეთ ხედვისადმი და ნახავთ იუდას მხიარულებით გამცემად ნებითა მისით ვეცხლის სურვილით და პეტრეს მისთანა სიკვდილად აღმთქმელს მწუხარებით. საცნაურ არს ამ ორთა შორის ფრიად განყოფილება თავიანთი ნების აღრჩევისა, რომლებსაც მიენიჭა მათი ნებისდაგვარ: იუდას წაწყმედა და პეტრეს განძლიერება და გამოხსნა წაწყმედისაგან.

* აწცა მებევრ ჩვენ ყოველნი მივეცემით ნების ჩვენის დაგვარ მოსაგებელსა ანუ კეთილსა, ანუ ბოროტსა.

* ეხლა ჩვენ გადავიდეთ ამ მაღალ სახელის აზრთა რაოდენობაზედ. რამეთუ თავისუფლება აიხსნება სამ ხარისხით:

პირველი, თვით მფლობელობითი თავისუფლება არის ჭეშმარიტი, ხატებრივი, მაღალ ხარისხოვანი, რომელი იგი მიენიჭა სამოთხის მოქალაქობით ადამს.

მეორე თავისუფლება არის ექსორიობასა შინა ტყვე ქმნილთა მონობისაგან განთავისუფლება, რამეთუ ჩვენ ყოველნი ვართ ტყვე ცოდვისადმი მისყიდულნი და მონად მისდამი, გრძნობათა გემოვნებით მსახურნი, რომლისათვის ასპარეზი ბრძოლისა განწყობილ არს და მებრძოლნი ბნელისანი, ვითარცა ლომნი მყვირალნი, მიმოვალნ შთანთქმად ჩვენდა და ბანაკი მათი ურიცხვი ბოროტ თესლებითა გარე მოგვადგან, ვითარცა იტყვის სული წმიდა ჩვენდა მაგიერად დავითის ბაგით: "ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ". აი, ძმაო, დაუკვირდი ამ სიტყვის ძალას, თუ ვითარ საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის, რამეთუ ერთი კაცი ყოველი თესლებს, გარე მოდგომილს, ვითარ უნდა მოერიოს! მაგრამ აქ უეჭველად და ცხადად იგულისხმება მაღალ სულობა და კვალად აღსვლა იმ პირველ მფლობელობით თავის უფლებაზედ. რამეთუ ესოდენთა გარე მოდგომილთა თესლებთა შორის სდგას კაცი წმიდა და ძლიერი უვნებელობის ღირსებით, ვითარცა უძლეველი მეფე და მომრევი ყოველი სიბოროტის თესლებისა. ესე არს, ძმაო, ღირსი განკვირვებისა და ესე არს ჭეშმარიტად საქებელ, რომ ექსორიობასა შინა ტყვე ქმნილმან კაცმან მიიღოს თავისუფლება მონებისაგან ამ აურაცხელი გარე მოდგომილი ცოდვის თესლებისაგან.

ხოლო მესამე თავისუფლება არის პირუტყვებრივი: მუცლის და ხორცთა გემოვნების მიყოლით იცხოვროს კაცმან, სურვილებით მხოლოდ დაკმაყოფილებისთვის! და ესრეთ გაპირუტყვებულმან ჭამოს, სვას, იძინოს, ცოდვებში იქეიფოს და ყოველ გვარ ზნე-ჩვეულებით განირყვნას, მაშინ ცხადად მიემსგავსა იგი პირუტყვსა! ეს თავისუფლება ბოროტი არის, უკეთური ბელიარის გადმოცემული, რომლის მუშაკნი და თავისუფლების ბოროტად მომხმარნი მიეცემიან საუკუნო სირცხვილსა, რომლისაგან გვიხსნას ყოველნი ღმერთმან. ამინ.

განსაცდელისათვის
* ოდეს მამამან ჩვენმან დაჰკარგა ნეტარება სამოთხისა, მაშინ ესმა წყევისა ხმა ღვთისაგან: "ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო და ქვეყანამან შენმან ეკალი და კუროს თავი აღმოგიცენოსო". პირველად ორ აზროვანი ესე სიტყვა გავარჩიოთ ურთი-ერთისაგან, რამეთუ იტყვის: "ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო", ესე იგი სჭამდე პურსა შენსა და შემდგომ დაუმატებს და ეტყვის: "ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდესო". საგულისხმოა, რომ ოფლით და შრომის გარეშეა დამატებითი ესე მეორე სიტყვა, რომელიც იგულისხმების მხოლოდ განსაცდელზე და არა შრომის ჭირზე და ესე სახემან ქრისტესმან დაგიმტკიცოს, რამეთუ თავად განსაცდელისა მიიღო ეკალი. მაშასადამე, ბრძანება ღვთისა ყოველ კაცსა ზედა სრულ იქმნების და ქვეყანა, რომელ არს გვამი ჩვენი, ყოველს ადამიანს აღმოუცენებს განსაცდელსა ღვთისა განგებულებით. ჩვენ, უგულისხმოების ნისლსა შინა გახვეულნი და ღირსად ვერ მცნობი მიზეზთა ჭეშმარიტებისათა, მოყვარულნი ვართ გასვენებისა, ფუფუნებისა და ხლენა-ტრფიალისა, და თვით ესე არს და უპირველესი ცთომა ჩვენი, რამეთუ ღმერთმან გვიბრძანა ეკალთა და კუროს თავთა შინა ჭირითა და ოფლითა ცხოვრება და ჩვენ ფუფუნება და განსვენება გვსურის! აჰა, უგუნურება ჩვენი, რამეთუ გვსურის, რათა სურვილი ჩვენი მძლე ექმნას ბრძანებასა ღვთისასა! ლექსი ესე განსაცდელი თვით გამოაცხადებს თავის მნიშვნელობას, ესე იგი განიცდები, გინა გამოსაცდელად შენდა გამოიცადების განსაცდელის ჭირისაგან - რისთვის? მისთვის, რომ გიყვარს თუ არა ღმერთი, ხარ თუ არა ძლიერი შვილი სარწმუნოებისა, მორჩილობ თუ არა ღვთისა ნებას და იცნობ თუ არა შენს ბუნებით უძლურებას? ყოველსა, რომელსა უყვარს ღმერთი, იგი განსაცდელსა შინა მომთმინე და მხნე არის; და რომელმან სიმხნით დაითმინოს იგი, განძლიერდების, და რომელი ესრეთ ჰყოფდეს, იგი მორჩილ არს ღვთისა ნებისა, და რომელმან ღვთის მორჩილებისადმი შეაგდო თავი, მან სძლია თავის ბუნებრივს უძლურებას. წინააღმდეგ ამისა, ვინც ვერ ცნობს თვისსა უძლურებასა, იგი ამპარტავან არს და მორჩილებისადმი ღვთისა ვერ მინდობილ არს, და რომელი ღვთის ნების მორჩილებას არა ყოფს, იგი თავის ძალის მინდობილი საღმრთო ძლიერებას ვერ მიიღებს, და ვინც არ განძლიერდება სულით, იგი მოთმინებას ვერ იქმს, და ვინც ვერ მოითმენს ჭირსა და განსაცდელსა, მას სარწმუნოება არა აქვს, და ვისაც სარწმუნოება არა აქვს, მას არ უყვარს ღმერთი.

* ეხლა რას იტყვი შენ, საყვარელო ძმაო! რისთვის არ შეითვისებ ამ აუცილებელს და განმწმენდელ მადლს, რომელ არს ჭირი და განსაცდელი? უამისოდ შენ მსგავსი ხარ ლერწამისა მცირე ნიავისა გინცა შერყეულისა: უგანსაცდელოდ შენ ვერ შთახვალ სიღრმედ სიმდაბლისა, უგანსაცდელოდ შენ ვერ განძლიერდები და ვერც შეისწავლი ნებასა ღვთისასა, უგანსაცდელოდ შენ იესოს ცნობასა და მოწაფეობას ვერ მიიღებ: მიიხედე გოლგოთისკენ და ნახე იესოს მოწაფეობის და მეგობრობის გზა: იხილე, რომ "მეგობარნი მისნი წარვლინებულ იქმნენ სოფლად მგელთა შორის, ვითარცა კრავნი". ესე იგი არს ჯუარცმად და სიკვდილად, და ყველანი მისნი წმინდანი მოციქულნი, მოწამენი, და მამანი ამათ შინა აღსრულდენ ღვთის სიყვარულის მსხვერპლად. აწ უკეთუ გიცნობიეს საღმრთო მოქალაქობა, უმართე მხარი ჭირსა და განსაცდელსა და მიიღე ცემა და შოლტი სოფლის უკუღმართობისაგან შენზედა მოწევნილი დევნისა, და შესვი ნაღველი და ძმარი, რომელ არს გრძნობათა განმამწარებელი უგემურობა. ნუ ორგულობ და ნურც უსასო იქმნები: უკეთუ კეთილსა იქმოდე და სიმართლესა ყოფდე, იცოდე, ეს უნდა შეგეცვალოს განსაცდელად, ვითარცა წერილ არს: "მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ" და ესე უყვეს იესოს და ყოველთა მისთა შედგომილთა.

* ნუ დაღონდები, მხედარო და მეგობარი ქრისტესო! იტვირთე ჯვარი ტანჯვა-მწუხარებისა, ესევდი უფალსა, მხნე იყავ და განძლიერდი! მოვკვდეთ მეგობარნი მეუფისათვის, როგორც ქვეყნის მხედარნი ურიცხვნი კვდებიან მეფისათვის.

* უკუღმართობა სოფლის იბრძვის დიდად და ჭირი და განსაცდელი განმრავლდა ფრიად, - რისთვის? მისთვის, რომ შემცირდა ჭეშმარიტება ძეთა კაცთაგან და ჭეშმარიტების შემცირებამან განამრავლა უბადრუკება და ჭირი, და ესრეთ განყოფანი ჭირთანი მრავალ არიან: ჭირი უძლურებისა და ავადმყოფობისა, ჭირი ნათესავთა სიკვდილისა, ჭირი სიღარიბისა, ჭირი დევნისა და უსამართლობისა, ჭირი ძმათაგან მეშურნეთა და მტყუართა, ჭირი ავაზაკთაგან და ჭირი შინაგანი უხილავი და სხვანი და სხვანი. გარნა ნაყოფი ამათ ყოველთაგან მომთმინეთათვის სიხარული არსა დაუსრულებელი და ზიარება არს ქრისტეს ვნებათა, მსგავსება არს ყოველთა წმიდათა, ძლევა არს ბუნებისა და გვირგვინი არს დაუჭკნობელი ნეტარებისა და ესე დაამტკიცე გულსა შინა შენსა, რამეთუ რაოდენიცა ჭირნი განმრავლდებიან შენზედა, ესოდენი დიდნი მადლნი განმრავლდებიან შენთვის საუკუნოდ, რამეთუ განსაცდელი და ჭირი კვერთხი არს მამისაგან სიყვარულით განსწავლებად შენდა უმჯობესისათვის, რამეთუ იტყვის წერილი: "შვილი, რომელი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯის, და ესე კვერთხი მამისგან ნუგეში არს მოხედვისა და თვინიერ ამისა შეუძლებელ არს პოვნად მადლისა და ნუგეშინის ცემისა, ვითარცა იტყვის დავით: "კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან ამათ ნუგეშინის მცეს მე". ნუ იტყვი გულსა შინა შენსა, ვითომ სიყვარულისაგან ტანჯვა უსამართლობა იყოს. მივხედოთ მშობელსა დედასა, თუ როგორ მისს საყვარელ ბავშვს ახალ-ჩვილს შეუკრავს ხელ-ფეხებს და ისე შეკრულს მაგრად გაჭიმულს აკვანში სტანჯავს თვინიერ ბავშვის სურვილისა, რათა არა უსწოროდ გაიზარდოს ასოები, და ესე ტანჯვა ბავშვისა სურვილისა გარეშე, არა სიძულვილისა ნიშანი არს, არამედ სიყვარულისა. ეგრეთვე ყოველი ტანჯვა ღვთისაგან მოსრული, სიყვარულისაგან არს, რათა არა უწესოდ აღიზარდოს სული ჩვენი. აწ, საყვარელო ძმაო, გევედრები და გასწავლი ერთს საშუალებას საძლეველად ჭირისა და განსამხნევებლად შენდა, რომელიც თვით - ქრისტემან მოგვცა ჭირი და ბრძოლა, მწუხარება და ტანჯვა, აღიპყარი ხელი ზეცად და სთქვი სარწმუნოებით ესრედ: უკეთუ შესაძლებელ არს, ღმერთო, თანა წარხედინ სასმელი ესე და თუ არა და იყავნ ნება შენი კურთხეული! ამიერიდგან და უკუნისამდე! მოვიდეს რა იგი, შენ გნებავს, მოვიდეს, - იყავნ ნება შენი კურთხეულ და ესრეთ მისთა ნებათა მორჩილი და მისთანა ჯუარცმული და ტანჯვა მწუხარების გაძლებით დაფლული მისთანა აღსდგები და მისთანა ამაღლდები სუფევასა დაუსრულებელსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat