წმინდა არტემონ სელევკიელი I-II საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი დაიბადა და ცხოვრობდა ქ. სელევკიაში (მცირე აზია).
როდესაც წმინდა პავლე მოციქული ამ მხარეში საქადაგებლად წავიდა, მას არტემონი მთელი გულით დაემოწაფა, დატოვა ოჯახი და გაჰყვა მოციქულს მისიონერულ მოგზაურობაში. არტემონი პავლესთან ერთად იყო კვიპროსში, სადაც მრავალი განსაცდელი გადაიტანეს ერთად. როდესაც მოციქული დააპატიმრეს, არტემონიც მასთან ერთად ერთი ჯაჭვით იყო ბორკილებდადებული. ის სიხარულით ითმენდა გაშოლტვას და გვემას ქრისტეს გულისთვის.
ღვთისმოსავ და გულმოწყალე წმინდა არტემონს წმინდა პავლე მოციქულმა დაასხა ხელი ქალაქ სელევკიის პირველ ეპისკოპოსად. ის გახდა პირველი დამცველი ქვრივების, ობლების, გლახაკების. ყველას, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, თავშესაფარს აძლევდა. არტემონი ხშირად აღასრულებდა ღვთისმსახურებას, ევქარისტიის საიდუმლოს, აზიარებდა ქრისტიანებს და აძლიერებდა რწმენაში.
წმინდა არტემონი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი