წმინდა კირილე კატანელი I-II საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. ის დაიბადა ანტიოქიაში. წმინდა კირილე გახლდათ წმინდა პეტრე მოციქულის მოწაფე.
კირილე მოციქულს დაჰყვებოდა მისიონერულ მოგზაურობაში, მასთან ერთად იყო რომშიც, სადაც წმინდა პეტრემ მას კატანის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმინდა კირილე ბრძნულად მართავდა თავის საეპისკოპოსოს. უფალმა წმინდა მღვდელმთავარი სასწაულმოქმედების მადლით დააჯილდოვა. ერთხელ ერთ ქალაქში წყაროს წყალი სასმელად ვარგისი არ იყო, მწარე გემო ჰქონდა. მღვდელმთავარმა უფალს შესთხოვა, წყალს გემო შესცვლოდა და სასმელად ვარგისი გამხდარიყო. შემოქმედმა ისმინა კირილეს ლოცვა, წყაროს მწარე წყალი სასმელად ვარგისი შეიქნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. წმინდა კირილე აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში. მღვდელმთავარი მიწას სიცილიის კუნძულზე მიაბარეს. მისი წმინდა ნაწილები ასი წლის განმავლობაში მრავალ სასწაულს ახდენდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი