ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს!
ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს!
არქიმანდრიტი გაბრიელი ანტიქრისტესა და ბოლო ჟამის საქართველოზე
2 ნოემბერი მამა გაბრიელის (ურგებაძე) გარდაცვალების დღეა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რას ამბობდა იგი ანტიქრისტესა და ბოლო ჟამის საქართველოზე:

- საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს გაშორდება, როდესაც ანტიქრისტე მოვა, ეკლესიებში ხატებს ჩამოყრის და თავის "ხატს" დაკიდებს, მაშინ გავა მხოლოდ იმ ეკლესიებიდან მადლი.

იგი მუდმივი მზადყოფნისკენ მოუწოდებდა მრევლს; ამბობდა, მტერს უპირველესად ცოდნით შეიარაღებული უნდა დახვდეო და მათ სწავლის გაღრმავებისკენ უბიძგებდა. როცა ერთმა მათგანმა (ქეთი ბექაურმა) შემთხვევით ნახა წიგნი "ანტიქრისტე - ექვსას სამოცდაექვსი", შეშინდა და ხელი არ შეახო. მამა გაბრიელმა, როგორც თავად მორწმუნე იხსენებს, ოსტატურად შეაპარა.

- დაო, ანტიქრისტეზე რამე წიგნი ხომ არ გაქვს ან სადმე ხომ არ შეგხვედრია?

- მამა გაბრიელ, სწორედ გზად შემხვდა, მაგრამ შემეშინდა და გვერდზე გავუარე, - უპასუხა მან.

- რას ამბობ, ქალო, ეგ წიგნი რაც შეიძლება მეტი იყიდე და ყველას დაურიგე, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა დრო დგება.

არ მოსწონდა, როცა ქართველები სამუშაოდ ან საცხოვრებლად სამშობლოს ტოვებდნენ და სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ.

- ეს განსაცდელი მათთვისაა დაშვებული, ისინი კი ამას გაურბიან, - იტყოდა და დაუმატებდა:

- სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ დედა ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა.

ერთხელ ინატრა:

- ნეტავი ვინ იქნება ის ბედნიერი ადამიანი, ვინც თამარ მეფის ადგილსამყოფელს გაიგებს, - თვალები დახუჭა და იხილა, როგორ დასდგომოდა თამარ მეფე საკუთარ საფლავს და გაბრიელს ეძახდა, - აქა ვარ, გაბრიელ, აქაო. მაშინვე ვიცანი ეს ადგილი, ოღონდ მალე თვითონ გამოჩნდება. სანამ მუზეუმიდან ანჩის ხატს არ გამოიტანენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი არ ჩამოვა, როგორ გაბრწყინდება საქართველო?!

ერთი მორწმუნე ჰყვებოდა: - კელიაში შესვლისთანავე გაბრიელ ბერმა გადმომიღო მარტვილთა ხატები, სადაც ქრისტიანთა წამებაა აღბეჭდილი, და გამაგებინა:

- ხედავ, რას უძლებენ ღვთის წყალობით? ანტიქრისტეს დროსაც ასე იქნება. მათ იცოდნენ, რომ გვირგვინს მიიღებდნენ ცათა შინა. წმინდა ვახტანგ მეფეც ამას არ ამბობს? "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა".

ძმათა მკვლელი ომის დროს სამთავროში შეიარაღებული ჯგუფი შემოვიდა - ორმოცამდე იქნებოდნენ. მამა გაბრიელმა ისინი სიყვარულით მიიღო, იარაღი ააყრევინა, ტაძარში შეიყვანა, მუხლთმოდრეკით "მამაო ჩვენო" ათქმევინა, ჯვრები აჩუქა და ამბიონიდან ღვთისა და ერის სიყვარულზე უქადაგა, შემდეგ შეეკითხა:

- საით გაგიწევიათ, რა საქმეზე მიდიხართ?

მათ ომახიანად უპასუხეს, - ზუგდიდში მივდივართ საომრადო.

- მერედა, ვის უნდა ესროლოთ, იქ ხომ ქართველები არიან?! - იკითხა ბერმა, ხელები ასწია და დაიყვირა: - მესროლეთ, მე ვარ საქართველო!!! - შემდეგ აიღო კვერთხი და შესძახა: - ამით დაგიმტვრევთ თავებს, თქვენ ქუდები კი არა, ლეჩაქები უნდა გეხუროთ! (ამ მომენტს ცოტა არბილებენ ხოლმე ბიოგრაფები და მეც შევარბილებ, მაშინ მამა გაბრიელმა "მხედრიონელები" და ჯაბა იოსელიანი გამოყარა ეკლესიიდან. ხოლო ჯაბას უთხრა: - შენ ქუდი კი არა, ქალის საცვალი უნდა გეხუროსო. ჯაბამ მერე მამა გაბრიელს საჩუქრად კონიაკი გაუგზავნა. ბერმა არ მიიღო).

"რაინდები" ისე გაცვივდნენ, კინაღამ იარაღის წაღება დაავიწყდათ.

გაბრიელ ბერს თვალები წამოსცვივდა თვალთაგან, დიდხანს ტიროდა მოთქმით და ამბობდა: "ქართველ ერს ეგ სისხლი დიდხანს გაჰყვება. ძალიან დიდი ხანი ვერ მოინელებს ქართველი ერი იმას, რაც გააკეთა, ეს იქნება ძალიან დიდი გლოვის ხანა საქართველოში. ქართველმა ქართველზე იარაღი არ უნდა აღმართოს. ქართველი ქართველს უნდა ეფერებოდეს, იმიტომ, რომ: "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა" (იოანე-ზოსიმე), ენაში აქ ორივე იგულისხმება - ენაც და ერიც.

მამა გაბრიელი მეფობის აღდგენის მომხრე იყო და სჭვრეტდა მომავალს. როგორც ერთ-ერთი მორწმუნე იგონებს, ლეონიდა ბაგრატიონს, საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელს და რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის კირილეს მეუღლეს მიუყვანია თავისი შვილიშვილი მამა გაბრიელთან და უკითხავს მისთვის, აღდგება თუ არა მონარქია რუსეთშიო. მამა გაბრიელს უპასუხია, - შენ ვერ მოესწრები, მაგრამ შენი შვილიშვილი მეფე იქნებაო.

მამა გაბრიელი ეუბნებოდა მორწმუნეს, საქართველოსაც სჭირდება მეფეო.

- მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაბრუნდება, საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ! კარგ პრეზიდენტს ცუდი მეფე გერჩივნოთ. რადგან მთავარია ღვთის მადლი გადმოვიდეს ერზე.

შეკითხვაზე, პატრიარქია უფრო დიდი თუ მეფე, გაბრიელ ბერი პასუხობდა:

- პატრიარქი სცხებს მირონს და აკურთხებს მეფედ, რომელია უფრო დიდი, შენ თვითონ მითხარი. ტალანტი ადამიანის სიცოცხლეა. უფალი ყოველ ადამიანს აძლევს და სანამ ცოცხალია, უნდა განამრავლოს. არავინ დაჰკარგოს ღვთის ეს დიდი წყალობა. ათი ტალანტი, იცი, ვის მიეცა? პატრიარქსა და მეფეს, რადგან მათ უნდა მართონ ერი, მაგრამ ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რამეთუ ღმრთისა და ერის წინაშე საკუთარი და მეფის ჯვრის მტვირთველობაც თავად უწევს.

სანამ მეფე არ ეყოლება საქართველოს, არაფერი ეშველება. როგორ, სკიპტრა არ უნდა ჰქონდეს ერს? მაშინ ამოვთხაროთ საფლავიდან თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, მაშინ არა ყოფილან ისინი საჭირონი!

ლაზარე ყარდა და საქართველოც დაიშლება, მაგრამ როცა უფალმა ლაზარე აღადგინა - რომელიმე ნეკნი აკლდა მას? ასევე აღდგება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

მამა გაბრიელი ამბობდა: - ახლა უკვე ბოლო ჟამია!

როგორც გამზადებულ სადილს მცირე დრო სჭირდება წამოსადუღებლად, ისეა მოახლოებული...

რა არ ვეცადე, მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი (ანტიქრისტესი). ღვთის წყალობით, უფლის ანგელოზი ვიხილე, გამომეცხადა და მითხრა: - ვერა კაცი ვერ ამოხსნის ამ საიდუმლოს; მოდი, გაბრიელ, მე დაგიწერ მის სახელს, - და ასე მაუწყა უფლის ანგელოზმა მისი სახელი... ეს კი, თქვენ არ გეხებათ - კაცთათვის ჯერ დაფარულია!

...იმისთვის მოდის, ვინც ელოდება. ნიშნის მიღებისას ძალასაც არ გამოიყენებს ადამიანთა მიმართ - ყოველივე ნებით იქნება და აღსარება აღარ უშველის!

გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ!

წმინდა წინასწარმეტყველების - ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ. ცოდვების გამო მიწისძვრები იქნება.

საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზებლად. საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება. ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ? - კ.კ.). რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება... ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება. ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.

სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის რომ შეებრძოლონ ანტიქრისატეს საცდურებს. რომ იტყვიან, უკვე საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის. ვფიქრობდი, რა დაიმსახურა ახლანდელმა ქართველმა ერმა ისეთი, რომ ამხელა ღვთის წყალობა გადმოედინება...

ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. გაბრიელი აღსდგება. ტაძრები ხილული სახით მოიხრებიან ღვთისმშობლის ხატის გასაცილებლად. ცის და ქვეყნის დედუფალს თაყვანს სცემენ და ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადაცემული, ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

ანტიქრისტეს დროს ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული ადამიანებისთვის და მათ შორის ყველაზე დიდი მახე იქნება ის, რომ ადამიანი ხსნას დაელოდება კოსმოსიდან. ეგონებათ, იქიდან მოევლინებიან მხსნელები, მაგრამ, სინამდვილეში, ეს იქნება სახეცვლილი ბოროტების კიდევ ერთი გამოვლინება.

ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება. საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ვინც ამის მოქმედია, მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღვთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი ერთ თვეს ეყოფათ, მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება.

- თუ არ გვინდა ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება და ძალით დაგვბეჭდეს, რა გვეშველება მაშინ?

- მაგალითად, ქალწული თუ გააუპატიურეს ისე, რომ მას არ უნდოდა, ღვთის წინაშე ის ქალწულად რჩება. ანტიქრისტეს ბეჭდის დროსაც ასე იქნება. ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს. სხვებთან შედარებით აქ მცირე დევნა იქნება. სახარებაში წერია, ყველგან იქნება დევნა და ვაი მას, ვინც ცვლის სახარებას. მოვა დრო, მთებში მოგიწევთ გასვლა. ოღონდ მარტო არ წახვიდეთ, თორემ ბოროტი კლდიდან გადაგჩეხთ. ჯგუფ-ჯგუფად უნდა გახვიდეთ ტყეში, მთებში.

- როდის უნდა გავიდეთ?

- რატომ ფიქრობთ მაგაზე? სულიწმინდა თვითონ გაგიყვანთ. ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი სატანჯველი ის იქნება, რომ თვითონ ტყეში გავლენ და მათი ახლობლები კი ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ.

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვისაც კეთილი საქმე არ ექნება, არ დაუჯეროთ! საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

- მამა გაბრიელ, ყველა გადარჩება?

- ვერა, შვილო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, ვერც მე შეგიწყალო, შენი თავი შენ თვითონვე თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვითა და საქმით, ეს არის ქრისტეს მცნება. "რა ჟამს გამოსჩნდე ზეცით ქრისტე, მეუფეო, და დაჰსჯდე განსჯად საყდართა მათ საშინელთა და მდინარე ცეცხლისა დიოდეს წინაშე შენსა და ცოდვილნი სტიროდნენ და ჰგოდებდნენ, ხოლო მართალნი მხიარულ იყვნენ, მაშინ სახიერ შემიწყალე მე და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა".

...გამოცხადება ვნახე... უფალი ვნახე. "საბაოთ". ხელში გლობუსი ეჭირა, გლობუსზე კი დიდი ჯვარი იყო და იქიდან ხმა მოისმა:

- ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს! სიყვარული ცხოველია (ცოცხალია), რომელიც კეთილი საქმის გარეშე კვდება; სიყვარულია ის ერთადერთი ძალა, რომლითაც ადამიანი შეძლებს გაუძლოს ანტიქრისტეს საცდურებს, ჯოჯოხეთის ნახევარი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და შემოგლეჯას ცდილობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება. როდესაც გაგიჭირდებათ, ნუ შეგეშინდებათ, მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. ადრეც ეგონათ, რომ თითქოს ანტიქრისტე მოვიდა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები. ომები არ იყო ნიშანი. მაშინ არ იყო ციური სასწაულები და საყოველთაო განდგომა. განდგომა მწვალებლობის ტოლფასია. მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით. ბოლო დროს ცაში ნუ დაიწყებთ ცქერას, რადგან ისეთი სასწაული მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე. მისთვის ტახტს უკვე ამზადებენ... ყოველ ადამიანს აღწერენ და თავის სიებში შეიტანენ. აღარავის შეეძლება მათ გარეშე ცხოვრება - ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა. ნებისმიერ პროდუქტს დაადებენ თავიანთ ნიშანს, ჯერ ხაზებით, მერე კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებული სამი ექვსიანია. ნუ შეგეშინდებათ, ლოცვა თქვით, ასეთ პროდუქტებს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ... ეშმაკსაც, შეგიძლია, ზურგზე შეაჯდე და ტაძრამდე მიაყვანინო თავი, ოღონდ დემონის შემოთავაზებული სიტყვა და საქმე არ მიიღო, რა კეთილადაც არ მოგეჩვენოს, თორემ ეშმას ხაფანგში გაებმები და დაიღუპები.

- მამა გაბრიელ, თვითონ თუ იცის, რომ ანტიქრისტეა?

- მან კი იცის, შენ თუ მიხვდები?! გახსოვდეს, ანტიქრისტე ჯერ კარზე აკაკუნებს. როდესაც აკაკუნებენ, რა უნდა ქნა?

- კარი უნდა გაუღო.

- კარებს რომ გააღებ და სტუმარს დაინახავ, რა უნდა უთხრა?

- მობრძანდით.

- ჰოდა, ბრძანებას ელოდებიან, ბრძანებას. ბრძანება გაიცემა და მოვა. ახლა კარები ღიაა უკვე. აღარ აკაკუნებს. კარებში დგას და ბრძანებას ელოდება. გახსოვდეს.

ანტიქრისტესაც ის გაჰყვება უკან, ვისაც მხოლოდ გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს მას.

ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე ქუჩაშიც შიშველი ივლის, სირცხვილი აღარ ექნება. ქრისტიანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ.

კაცები ქალად იქცევიან უკვე და ქალები - კაცებად!.. ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი ხარ, გმირად უნდა იქცე!

ბოლოს უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს; პირველი - კაცებისთვის, შერცხვებათ თავისი კაცობის, მეორე ქალებისთვის - შერცხვებათ თავისი ქალობის, მესამე - ღვთის შიში დაეცემა ერს და მართლა მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს.

ამ სიტყვების შემდეგ გაბრიელ ბერმა ხელები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა თავისი შედგენილი ლოცვა, რომელიც მყისიერად ჩაიბეჭდა მსმენელის გონებასა და გულში:

- ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან გვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლე, უფალო, შენს წინაშე ლოცვა და შენი წმინდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმინდა სჯულით ვიაროთ.

წიგნიდან "თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat