ღირსი ექვთიმე დიდი - 20 (02.02) იანვარი
ღირსი ექვთიმე დიდი - 20 (02.02) იანვარი
ეგვიპტეში მოსანგრე ანტონი დიდის მსგავსად, წმინდა ექვთიმეს მოღვაწეობა იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ მოგვიანებით შთამაგონებელი და ფუძემდებელი გახდა ფართო მონაზვნური მოძრაობისა, რომელიც მიმოიფინა პალესტინის ყველა უდაბნოში.

ღირსი ექვთიმე მდინარე ევფრატის პირას ქალაქ მელიტინაში დაიბადა 378 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანების პავლესა და დიონისიას ოჯახში. დიდი ხნის მანძილზე მათ შვილი არ უჩნდებოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, მოწყალება მოეღო მათზე. ერთხელ ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ: "იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემის თქუენდა ძე და სახელი მისი - სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თვისთა". მართლაც, მალე შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე - სიხარული დაარქვეს. მისი დაბადება მინიშნება იყო იმ სასიხარულო და მშვიდობიანი დროისა, რომელიც ეკლესიაში დადგებოდა, არიოზელთა ერესისა და ორმოწლიანი დევნის შემდეგ. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ.

როცა წმინდა ექვთიმე სამი წლის იყო მამა გარდაეცვალა. დედამ კი შეასრულა აღთქმა და იგი ძმას - ხუცეს ევდოქსეს მისცა აღსაზრდელად. ბიძამ ყრმა მელიტინის ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა. "მართლაც ღვთის სული განისვენებს ამ ყრმაზე", - ბრძანა მღვდელმთავარმა, და დიდის სიყვარულით იტვირთა მასზე მზრუნველობა - მონათლა იგი. მომავალი წმინდანი ეპისკოპოსის სახლში იზრდებოდა, როგორც ხორცით ისე სულით. პატარაობაშივე განიმსჭვალა ღვთის შიშით და აქვე ისწავლა მოუკლებელი ლოცვა. სახლიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როცა გარშემო მცხოვრებ მონაზვნები უნდა ენახა.

ეპისკოპოსმა როცა ყმაწვილის ზნეკეთილობა და ღვთისმოოშიშობა დაინა, იგი წიგნის მკითხველად დაადგინა. წმინდა ექვთიმეც "წარემატა ყოველთა ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაითა". იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა: "სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმინდითა ხორცთაჲთა ცხონდებოდა და ჟამისწირვაი ფრიად უყუარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისისა იყო წყალობაჲ და მოწყალებაჲ". ყოველ წელს ნათლისღებიდან აღდგომის დღესასწაულებამდე ღირსი ექვთიმე უდაბნოში დაეყუდებოდა ხოლმე ილია წინასწარმეტყველისა და იოანე ნათლისმცემელის მსგავსად. იგი ისე გაბრწყინდა სათნოებებით, რომ უკვე ცხრამეტი წლისას მღვდლად ხელი დაასხეს და ქალაქის მონასტრების გამგებლობაც დააკისრეს.

დაახლოებით ათი წელი წმინდა ექვთიმე გულმოდგინედ ასრულებდა მოვალეობას. მაგრამ, ხედავდა, რომ პატივი და დიდება სათნოებათა მოპოვებაში ხელს უშლიდა, გადაწყვიტა უდაბნოში გასულიყო და დაეთმინა განსაცდელები. დაახლოებით ოცდაათი წლის იყო, როცა წმინდა ექვთიმემ ფარულად დატოვა ქალაქი, ჩავიდა და მოილოცა იერუსალიმის წმინდა ადგილები, შემდეგ კი წმინდა ხარიტონის მიერ დაარსებული ფარანის ლავრაში მივიდა და მონასტრის გარეთ მდებარე პატარა ქოხში დასახლდა და ყოველდღიურ საზრდოს კალათების დაწვნით მოიპოვებდა მოწყალებას გასცემდა. მას "ერთი ხოლო ზრუნვაი აქუნდა, რაითამცა ღმერთსა სათნო-ეყო ლოცვითა და მარხვითა".

იქვე, მახლობლად ღირსი თეოქტისტე (ხს.3 სექტემბერს) მოსაგრეობდა. ძმებს ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი, მათ შორის ღრმა სულიერი კავსირი წარმოიშვა. მათ ყველაფრი საერთო ჰქონდათ, ფიქრები თუ ცხოვრების წესი "და იყვნეს ორნივე ერთზრახვა და ერთსაქმე და ერთსულ". მაგრამ ექვთიმე სულიერ ძმას სიმშვიდითა და სიმდალით აღემატებოდა და ამიტომაც უფალმა მასზე უფრო ცხადად გამოავლინა თავისი წყალობა და ყველაფერში პირველობა უბოძა.

როგორც წესი, ისინი ღვთის განცხადების დღესასწაულის შემდეგ უდაბნოში გადიოდნენ, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და ბზობამდე იქ რჩებოდნენ. ერთხელ მათ აქ პოვეს "ხევი საშინელი, ფრიად ღრმაჲ, ყოველადვე მიუვალი ვისგანვე და. . . ჩრდილოით კერძო ხევისა მის ქუაბი დიდი", ძლიერ მოეწონათ ეს ადგილი და აქ დარჩნენ სამოღვაწეოდ. რაღაც დროის მანძილზე მათ ყველასგან დაფარულად იღვაწეს და მხოლოდ ბალახით იკვებებოდნენ. თუმცა,ღვთის ნებით, ძმების სამყოფელს მწყემსები გადააწყდნენ და თანასოფლელებს აუწყეს მათ შესახებ. სულიერი სარგებლის მაძიებლებმა ნეტარ მამებს მიაშურეს, ფარანის ლავრის მონაზვნებიც ნახულობდნენ მათ და ბევრმა იქ დარჩენის სურვილიც გამოთქვა. და თანდათან იქ მონაზონთა საძმო საცხოვრებელი წარმოიშვა.
რომლის წინამძღვრად თეოქტისტე იქნა დადგენილი. თვითონ წმინდა ექვთიმე მღვიმეში ატარებდა მთელ კვირას, რომელიც ეკვდერად ჰქონდა მოწყობილი, ხოლო შაბათ-კვირას როცა ძმები წმინდა ლიტურგიაზე შეიკრიბებოდნენ, მათი სულიერი მამის მოვალეობას ასრულებდა და დამოძღვრიდა მათ: "ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევების სოფელი, რაითა არა ჰყოფდეს ნებასა თვისსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლე და მორჩილებაი და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მას საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდის მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა და უყუარდეს მას დიდებაი იგი სასუფეველისა ცათაისაჲ". იგი ამბობდა, მონაზვნებმა, და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ბერებმა, ხორცი უნდა აშრომონ და მარად ახსოვდეთო მოციქულის სიტყვები: "ღამე და დღე ვშურებოდე ხელითა ჩემითა, რაჲთა არავის დაუმძიმო". თუკი ერისკაცები ბევრს შრომობენ გამოკვებონ ოჯახიცა და საკუთარი თავი, განა ჩვენ ბერებს არა გვმართებს ვიშომოთ და სხვათა ნაშრომით არ ვსაზრდოებდეთო, ამბობდა იგი. წმინდა ექვთიმე ძმებს ტაძარში, ღვთისმსახურების დროს და ტრაპეზზე მდუმარედ ყოფნას სთხოვდა. ზოგჯერ ახალგაზრდა ბერებს, მარხვის სხვებზე მეტად გამკაცრების სურვილი ჰქონდათ, რასაც მოძღვარი უშლიდა მათ და ურჩევდა, საერთო ტრაპეზზე ზომიერად მიეღოთ საზრდელი.

ერთხელ, 420 წელს, წმინდანთან ბედუინთა ტომის წინამძღოლი მივიდა, რომელსაც ასპევეტს ეძახოდნენ. ასპევეტი დევნის დროს ქრისტიანებს სპარსეთიდან რომის იმპერიაში გაქცევაში ეხმარებოდა. ასპევეტს ხილვა ჰქონდა და თავისი სნეული ვაჟი ღირს ექვთიმეს მიუყვანა. მან იგი ჯვრის ნიშის გამოსახვით განკურნა. ბედუინები წმინდანს მუხლებში ჩაუვარდნენ, დამოძღვრა და მონათვლა სთხოვეს. ზოგიერთი მათგანი წმინდა ექვთიმეს მოწაფეც კი გახდა. ხოლო ბედუინების წინამძღოლი რომელსაც ნათლისღების შემდეგ პეტრე უწოდეს, პალესტინაში გაფანტულ ბედუინებს შორის ქრისტიაანობის მხურვალე მქადაგებელი გახდა.

ამ სასწაულის შემდეგ ღირს მამას სახელი გაუვარდა "და მრავალნი მოვიდოდეს მისა სნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს". ამაო დიდებასა და შფოთს ვერ შეეგუა ექვთიმე, დატოვა იქაურობა და მხოლოდ ერთ მოწაფესთან, დომენტიანესთან ერთად, რომელიც მელიტინელი იყო, შორეულ რუბის უდაბნოში წავიდა. იქ მდებარეობდა Mასადა - ძველებრაული ციხესიმაგრე.
განმარტოების ძიებაში ღირსი ექვთიმე უდაბნოს სიღრმეში შევიდა, ნახა იქ გამოქვაბული, რომელშიც იმალებოდა საულის დევნას განრიდებული დავით წინასწარმეტყველიი. იმ ადგილას მან მონასტერი დააარსა. იმ ხანებში წმინდანმა მრავალი მეუდაბნოე ბერი იხსნა მანიქეველთა მწვალებლობისგან, მრავალი სასწაული მოიმოქმედა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განკურნა.

მნახველები აქაც არღვევდნენ ექვთიმეს მყუდროებას, ამიტომ მან გადაწყვიტა, კვლავ თეოქტისტეს მონასტერს დაბრუნებოდა, თუმცა გზად ერთი ადგილი მოეწონა განკრძალული, უდაბური, მიუვალი, "ჰაერითა კეთილ ფრიად", და აქ გაჩერდა ერთ მცირე გამოქვაბულში, მოწაფესთან ერთად. როცა წმინდა თეოქტისტემ ექვთიმეს მოსვლა შეიტყო, "მსწრაფლ აღმოვიდა მისა", კურთხევა ითხოვა და ევედრა წმინდანს, მათთან დაბრუნებულიყო, სავანეში. მეუდაბნოემ "არა ინება მის თანა წარსვლად", მაგრამ აღუთქვა, რომ კვირაობით ჩავიდოდა ჟამისწირვაზე.

რაღაც დროის შემდეგ ასპევეტ-პეტრემ მასთან უამრავი სარკინოზი მოიყვანა, რომელთაც ნათლისღება სურდათ. უდაბნოს მგლები ქრისტეს ცხვრებად გადაიქცნენ და წმინდანის მიტოვებას აღარ აპირებდნენ. მათ კარვები იქვე სიახლოვეს გაშალეს და მალე პატარა ქალაქად გადაიქცა, რომლის ეპისკოპოსიც პეტრე გახდა. ექვთიმეს არ სურდა, მის ირგვლივ მოსაგრეები მომრავლებულიყვნენ, და მისულებს თეოქტისტეს მონასტერში აგზავნიდა, მაგრამ ღმერთი გამოეცხადა მას და ამცნო: "ნუვის უკუნაქცევ, რომელსა უნდეს ცხორებაი". კვლავ შემოიკრიბნენ მოძღვრის ირგვლივ სულიერი შვილები და დაარსდა ახალი ლავრა.

ახალ ლავრაში ბერები მ?თელი კვირა იყვნენ დაყუდებულნი, და ცხოვრობდნენ მღვიმეებსა და სენაკებში, რომმლებიც მათ პეტრემ და სარკინოზებმა აუშენეს. კვირაობით სულიერი შვილები მამის გვერდით ეკლესიაში იკრიბებოდნენ, რომელიც 428 წელს იუბენალმა აკურთხა და ხუცესები და დიაკვნები დაუდგინა სავანეს.

ერთხელ, როცა წმინდა ექვთიმე წირავდა და დიაკვანი დომეტიანე ემსახურებოდა, ღVთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა ზეციდან დამთელი საკურთხეველი დაჰფარა. მას მერე წმინდა ექვთიმემ დაფარულთმცოდნელობის მადლი მიღო, თუ ვინ ეზიარებოდა უღირსად და რა ცოდვებით იყო დამძიმებული. მას შეეძლო დაფარული გულის ზრახვების გამოცნობა და მომავლის განჭვრეტა.
თავდაპირველად სავანე ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ მიუხედავად გაჭირვებისა ღირსი მამა მტკიცედ სასოებდა უფალს, რომელიც წყალობას არ აკლებდა თავის რჩეულებს. ერთხელ ლავრას ოთხასი მგზავრი მიადგა. ექვთიმემ ბრძანა, დაეპურებინათ სტუმრები. იკონომოსმა უპასუხა, ათი კაცის სამყოფი პურიც არა გვაქვსო, მაგრამ, ღვთის ნებით, პური, ღვინო და ზეთი საწყობში ისე გამრავლდა, რომ მგზავრებიც დანაყრდნენ და ბერებსაც თვეების საკმარისი მარაგი დარჩათ.

ერთხელ ერთ ბერს მახლობელი დაბიდან ძმებისთვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერში გასვლა და მტკიცე უარზე იდგა. ექვთიმე ეუბნებოდა: "მე შევთხოვ ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან", მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშინ წმინდანმა ხმამაღლა წამოიძახა: "შენ იცი, რა არს ურჩებისა მისაგებელი". ამ სიტყვებზე უკეთური და ურჩი მონაზონი ეშმაკმა შეიპყრო და დორბლი გადმოყარა. საძმოს თხოვნით ექვთიმემ შეცოდებულს ჯვარი გადასახა და განკურნა, რის შემდეგაც მან პატიება ითხოვა და სიხარულით დამორჩილდა მოძღვარს. "ღმერთსა სთნავს მორჩილებაი უფროის მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაი სიკუდიდ მიიყვანებს", - თქვა წმინდა ექვთიმემ.

ერთხელ ორმა ძმამ მონასტრული ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლო და გაქცევა განიზრახა. წმინდა მამამ ხილვაში ნახა, თუ როგორ აესხა ეშმაკს მათთვის აღვირი და მოსაკლავად მიათრევდა, თავისთან უხმო ბერებს და დამოძღვრა: არ მივენდოთ ბოროტი გულისთქმებს, "ხე, რომელი ადგილითი-ადგილად იცვალებიან, არა გამოიღოს ნაყოფი. და ეგრევე, მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს. ოდეს უნდეს კაცსა კეთილისა საქმედ ადგილსა თვისსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებნ, თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი".

431 წელს ეფესოში გაიმართა III მსოფლიო კრება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. ექვთიმე შეჰხაროდა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას და სწუხდა ანტიოქიელ მთავარეპისკოპოს იოანეზე, რომელიც ნესტორს მიემხრო. 451 წელს ქალკედონში გამართულმა IV მსოფლიო კრებამ შეაჩვენა დიოსკორეს ერესი, რომელიც ნესტორის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა. ამ შფოთიან დროს, როცა მრავალნი შეირყეოდნენ, წმინდა მართლამდიდებლობის სვეტად დარჩა. ქალკედონის კრების შემდეგ ვინმე თვითმარქვიამ, სახელად თეოდოსიმ, ჩაიგდო იერუსალიმის პატრიარქს ტახტი და პალესტინის მონაზვნების უმეტესობა მონოფიზიტობაზე მოაქცია, მხოლოდ წმინდა ექვთიმე და მისი მოწაფეები რჩებოდნენ მართლმადიდებლობაზე, მიუხედავად ბრალის დადებისა და მუქარისა. თვით დედოფალი ევდოკია, იმპერატორ თეოდოსი II-ის ქვრივი ქალკედონის კრების მოწინააღმდეგეებს მიემხრო, მაგრამ იმ განსაცდელებმა, რაც მის ოჯახს, რომის აღების შემდეგ მიადგა, მან მართლმადიდებლობასთან შეერთება გადაწყვიტა და ანტიოქიაში წმინდა სვიმეონ მესვეტესთან მივიდა. წმინდა სვიმეონმა მას უთხრა: "გვერდით წყარო გაქვს და ამ სიშორეზე მოდიხრ დასალევად: შენ გყავს ღვთის კაცი ექვთიმე, მას დაუჯერე და ცხონდები". მაშინ ევდოკიამ ლავრის გვერდით კოშკი ააშენა, იქ დასახლდა და წმინდა ექვთიმეთან მიდიოდა ხოლმე მისი დარიგებების მოსასმენან. შემდგომში მან მრავალი მონასტერი, ეკლესია და თავშესაფარი ააშენა პალესტინაში.

საოცრად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის მტკიცე აღსარებისათვის ექვთიმეს "დიდი" უწოდეს. როცა ექვთიმე 82 წლის იყო, მასთან მივიდა ყმაწვილი საბა (შემდგომში - საბა განწმედილი), რომელიც სიყვარულით შეიწყნარა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა; წმინდა საბას გარდა მისი მოწაფეები იყვნენ ისეთი დიდი მამები, როგორიც გახლდათ წმინდა კირიაკე (29 სექტ.), ღირსი გერასიმე (4 მარტი) და სხვა მრავალი.

90 წელს მიღწეულმა წმინდანმა მღვიმე დატოვა, რათა თავისი მეგობარი და თანამოსაგრე თეოტისტე ენახა, რომელიც მძიმედ იყო ავად. რადგან მისი აღსასრული უკვე მოახლოებული იყო, იქვე დარჩა, პატივით მიაბარა მიწას თეოქტისტე,მის ნაცვლად ძმებს ახალი იღუმენი დაუდგინა.

ღმერთმა მას ადრევე განუცხადა, რომ მისი აღსასრულის ჟამიც მოახლოებული იყო, მაგრამ ჯერ არავის ეუბნებოდა ამის შესახებ. ანტონი დიდის ხსენების წინა საღამოს წმინდა ექვთიმემ ბრძანა, მწუხრის ლოცვა აღესრულებინათ და ღამე ეთიათ, თვითონ კი ორ ხუცესს უთხრა: "ესე ღამისთევაი დასასრული არს ღამისთევისა ჩემისაი თქუენ თანა ხორცითა" და სთხოვა, გამთენიისას ყველა ძმა შეეკრიბათ. წმინდანმა უკანასკნელად ასე დამოძღვრა სულიერი შვილები: "უკეთუ მე გიყუარ, დაიმარხეთ მცნებაჲ ჩემი, დაწყებაჲ და დასასრული საქმეთა კეთილთაჲ, მოიგეთ სიყუარული, რომელსა შინა არა იყოს ზაკუვაჲ... თვინიერ სიყუარულისა ვერ შემძლებელ ხართ საქმედ კეთილისა რაისამე. ყოველი საქმე კეთილი სიყუარულითა და სიმდაბლითა სრულ იქმნების. სიმდაბლე აღამაღლებს, ხოლო სიყუარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან"; ძმებს ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თქვა, რომ ჩემს მერე დომეტიანე გარდაიცვლებაო და რომ მომავალში ეს ლავრა დიდი მონასტრად გადაიქცეოდა. ძმებს უჩვენა ადგილი, სადაც ეკლესია და ძმათა კორპუსები უნდა აეშენებინათ, უკაანასკნელად დამოძღვრა ისინი და სამი დღის შემდეგ, 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა ექვთიმეს დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ბერი თუ ერისკაცი, მოვიდა იერუსალიმის პატრიარქი ანასტასი სამღვდელოებასთან ერთად. იმდენი ხალხი იყო, რომ ვიდრე პატრიარქმა ჯარისკაცებს მათი გაფანტვა არ უბრძანა, წმინდანის დაკრძალვა ვერ მოახერხეს.

წმინდანის მოწაფე დომეტიანე არ განეშორებოდა ძვირფას საფლავს. მეშვიდე დღეს, გამთენიისას, მას ექვთიმე გამოეცხადა "ბრწყინვალებითა თვისითა" და უთხრა: "მოვედ, შვილო, ადგილსა დიდებულსა, რომელი განმზადებულ არს შენთვის, რამეთუ მე ვევედრე ქრისტესა შენთვის, რაითა იყო ჩემ თანა". გახარებული ბერი მივიდა ტაძარში, ძმებს ამცნო ხილვის შესახებ და გარდაიცვალა. დომეტიანე მისი წმინდა მოძღვრის გვერდით დაკრძალეს.

ტროპარი
მადლი ჰპოვა დღეს სოფელმან შობითა შენითა. დიდო სანატრელო ექვთიმე, სულისა წმინდისა ებანო, მამაო მართალო, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.

კონდაკი, ხმა 8.
პატიოსანსა შობასა შენსა, მადლო ჰპოვეს ყოველთა დაბადებულთა და წმინდასა ხსენებასა შენსა, ღირსო, მხიარულებაი მოიღეს მრავალთა მათთვის საკვირველებათა შენთა, რომელთაგან მომადლენ სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი, რომელი ვგლობთ: ალილუიაი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat