ღირსი სერაპიონ სასწაულმოქმედი, გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1747) - 24 აგვისტო (6 სექტემბერი)
ღირსი სერაპიონ სასწაულმოქმედი, გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1747) - 24 აგვისტო (6 სექტემბერი)
6 სექტემბერს (24 აგვისტოს) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს მამას სერაპიონ საკვირველთმოქმედს, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს (+1747). ჩვენი წერილიც ამ ღირს მამას ეხება:

XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოდან ქართლ-კახეთში უამრავი ხალხი გადასახლდა. ზოგი მჭედელი იყო, ზოგი - კირითხურო, ზოგი - მგალობელი. ისინი აღმოსავლეთ საქართველოში მყუდრო ნავსაყუდელს ეძებდნენ, ვინ - სულისთვის, ვინ - ხორცისთვის. ქართლ-კახეთში იმხანად ოცამდე მონასტერი იყო, მაგრამ იმერეთიდან სულის ხსნისთვის გადმოსულებს ყველაზე მეტად გარეჯის უდაბნო, მისი მკაცრი პირობები, სიგლახაკე, უპოვარება იზიდავდა. ამაში ალბათ შაჰ-აბასისგან იმერეთში ლტოლვილ ქართლ-კახელთა მონათხრობსაც ედო წილი.

როცა აგარიანთა რაზმებმა ააოხრეს კახეთის მონასტრები, სოფლები და ქალაქები და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, მეფე თეიმურაზი ლიხთიმერეთს გადავიდა და ოცდაექვსი წელი იქ დაჰყო. უკან დაბრუნებულმა მეფემ პირველად გარეჯის სავანის აღდგენა ბრძანა. იცოდა: მონასტრებში მოღვაწე წმინდა მამათა ლოცვა იყო მისი სამეფოს მტკიცე გოდოლი და გალავანი. მონასტრის წინამძღვრად მეფეს მამა მარკოზი, წმინდა და ღმერთშემოსილი ბერი, დაუნიშნავს. ღირს მამათა ლოცვითა და დაუცხრომელი ღვაწლით დავითის სავანე ფეხზე წამოდგა და თავის ფრთეთა ქვეშე მრავალი ქართველი თუ არაქართველი შეიფარა.

იმავე საუკუნის 90-იან წლებში მონასტრის წინამძღვრად დადგენილ იქნა წმინდა ონოფრე მაჭუტაძე, რომელმაც, ფაქტობრივად, ხელახლა აღაშენა მონასტერი და მემკვიდრეებს იმდენად გაძლიერებული დაუტოვა, რომ ბერებს უკვე თავად შეეძლოთ ხელმოკლე ერისკაცთა დახმარება.

წმინდა ონოფრეს უმცროსი თანამედროვე გახლდათ გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი წმინდა სერაპიონი. ის წარმოშობით იმერელი ყოფილა, 22 წლისას მიუტოვებია დედ-მამა, მშობლიური კუთხე და გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრისთვის მიუშურებია, იქ უსწავლია წერა-კითხვა და სულიერი ცხოვრება.

ახალგაზრდობაშივე მოუხვეჭია მამა სერაპიონს ის სულიერი საუნჯე, რომელიც დღესაც გვასაზრდოებს მის შთამომავალთ. წმინდა მამა, იოანე ბატონიშვილის სიტყვისაებრ, სიმშვიდითა და მარხვით, მოთმინებით, ლოცვით ემსგავსებოდა ძველ თებაიდელ და პალესტინელ მეუდაბნოე მამებს.

მამა სერაპიონის სულიერი სიმაღლე მეფეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და კეთილმოღვაწე მონაზონი იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად დაუდგენიათ.

წმინდა სერაპიონს საკვირველმოქმედების საოცარი საფეხურისთვის მიუღწევია. ერთხელ მონასტრის საქმეთა გამო ქალაქში წასულა. წინ ორი მსახური მიდიოდა, რომელთაც ეკლესიის სამკაულითა და ღვთისმსახურებისას სახმარი ნივთებით დატვირთული ჯორი მიჰყავდათ, მამა სერაპიონი კი ოდნავ მოშორებით მისდევდა მათ. გზად წინამავალთ ლეკები დაესხნენ თავს და ჯორი მოსტაცეს. შეშინებული ბერები მამა სერაპიონს მისცვივდნენ. ღირსი მამა განრისხდა და თქვა: "ცხოველ არს უფალი! არ მივცემ ამ არაწმინდა წარმართებს სიწმინდეების წაღების ნებას!" კვერთხი ხელთ იპყრა და ავაზაკებს გამოეკიდა. ყაჩაღებმა კვერთხმომარჯვებული ღირსი მამა რომ დაინახეს, შეშინდნენ, ნადავლი მიატოვეს და გაიქცნენ. ქრისტეს ახოვანმა მხედარმა წამოიყვანა ჯორი და მსახურებთან დაბრუნდა. შემდგომში, როცა ქრისტიანები და ის ავაზაკები დაზავდნენ, ლეკებმა იკითხეს: ვინ იყო ის მონაზონი, ჩვენ რომ გამოგვეკიდა? მისი კვერთხი ყოველ მოქნევაზე ცეცხლს სტყორცნიდა და სწორედ ამან შეგვაშინაო.

***
ასეთ ამბავსაც ჰყვებიან: ერთხელ წმინდა მამა თავის სენაკში ლოცულობდა. უეცრად თავშიშველი და მგლოვიარე გარეთ გამოვიდა და ბერებს მიმართა: "ვაი, რამეთუ მონასტრის მსახურნი ავაზაკთ შეემთხვევიანო". ეს თქვა თუ არა, სენაკში შებრუნდა და მხურვალედ დაიწყო ლოცვა. ორიოდე საათის შემდეგ მონასტერში შეშინებული მსახურნი მოვიდნენ და თქვეს, გზად ავაზაკებს გადავეყარეთ, საზრდელით დატვირთული ჯორები დავტოვეთ და თავს ვუშველეთო. მალე დატვირთული ჯორებიც მოადგნენ მონასტერს. პირუტყვნი, კაცთა დარად, ღირსი მამის ლოცვამ დაიფარა.

***
წმინდა სერაპიონი სიმდაბლით იყო აღსავსე. მონასტრის ზვრებში მუშაობისას ვენახის გასანაყოფიერებლად საკუთარი ხელით აგროვებდა სკორეს. ერთ დღეს გოდრით სკორე აეკიდა და ვენახში მიჰქონდა. გზად ცხენზე ამხედრებული ნინოწმინდელი მღვდელმთავარი იოსები შეხვდა. მღვდელმთავარი ცხენიდან გარდამოხდა და მის წინაშე დამხობილი წმინდა მამა ფეხზე წამოაყენა. "ნუ შრომასა შეიმთხვევ, მამაო წმინდაო", - სთხოვა. "რად არ მოვკვდები შენთა ფერხთა წინაშე, წმინდაო მეუფეო!" - მიუგებდა სერაპიონი. გადაეხვივნენ ერთმანეთს და "ამბორ უყვეს საღმრთოითა სურვილითა და სიყვარულითა". ამის შემდეგ წმინდა მამა ვენახში წავიდა სამუშაოდ, ხოლო ეპისკოპოსი ლოცულობდა და თავს განაქიქებდა: "ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო, მზვაობარო და ამპარტავანო! შენ ცხენზე ამხედრებულხარ, ხოლო წმინდა და სანატრელ მამას სკორე აუკიდებია და ძმათათვის შრომობს. ამისთვის იგი სიმდაბლით ამაღლდება ზეცად, ხოლო შენ ამპარტავნებით ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავარდებიო".

***
როცა მოხუცდა, ნეტარმა სერაპიონმა წინამძღვრობა დაუტევა, დიდი სქემა შეიმოსა და უმეტეს შრომასა და მოღვაწებას მისცა თავი. ვისამცა აღერაცხოს ის განსაცდელნი, ეშმაკმა რომ შეამთხვია ღირს მამას! მან კი უფრო უმატა მარხვასა და ლოცვას, ხოლო ლოცვა მისი, როგორც მისი ცხოვრების აღმწერი მოგვითხრობს, იყო "მაღალხედვასა შინა შექცეულ".

მონასტერში ერთი ავადმყოფი ძმა ჰყავდათ. ერთ საღამოს, როცა წმინდა სერაპიონი ტაძარში ლოცულობდა, ბერმა აუწყა: "მამაო ყოვლად პატიოსანო, უძლური ძმა კვდება და შენი ხილვა სურსო". ნეტარმა სერაპიონმა, რომელიც გონებით ზეცად ამაღლებულიყო, პასუხი არ გასცა.

მცირე ხნის შემდეგ მასთან მეორე ბერი მივიდა და უთხრა: "წმინდაო მამაო, სარწმუნოდ უწყოდეს ღირსებამან თქვენმან, რომ ის ძმა კვდებაო". "წადი, შვილო, და მეც მოვალო", - მიუგო მამა სერაპიონმა და კიდევ ერთი ჟამი ილოცა. ლოცვა რომ დაასრულა, აიღო კვერთხი და ნელ-ნელა, მოხუცებულის ნაბიჯით, გაემართა მომაკვდავის სენაკისკენ. გზად ერთ ძმათაგანს შეხვდა, რომელმაც უთხრა: "ნუღარ დაშვრები, მამაო, სიარულით, ის ძმა უკვე მოკვდაო". წმინდა მამა დიდად შეწუხდა, უკანვე გაბრუნდა, შევიდა ტაძრის საკურთხეველში და წმინდა ტრაპეზის წინ დაემხო. მწუხარებისგან შუბლს სცემდა მიწას და ისე გოდებდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო იმ ბერის სიკვდილის მიზეზი. დიდხანს ილოცა და მიიღო ღვთისაგან "მადლი გულსავსეობისა", მერე კი მიცვალებულის სენაკში წავიდა.

მონასტრის მამები გარდაცვლილს, წესისამებრ, დასაკრძალავად ამზადებნენ. გულმდუღარე წმინდა სერაპიონი სენაკში შევიდა, ბერს დაუძახა და - ჰოი, საკვირველებავ! - მიცვალებულმა ხმა გასცა! (პლატონ იოსელიანი მცირედი განსხვავებით მოგვითხრობს ამ ამბავს - "გიორგი მეფის ცხოვრებაში" ის წერს, რომ მამა სერაპიონმა ჯვარი გარდასახა მიცვალებულს და უფლის სახელით წამოდგომა უბრძანა). "როგორ ხარ, ძმაო?" - ჰკითხა ღირსმა მამამ. "დიდად სალმობიერი ვარ, წმინდაო მამაო", - მიუგო ბერმა. წმინდა სერაპიონმა უთხრა: "ქრისტეს მადლით რომ გათავისუფლდე, უკეთესად იცხოვრებ?" "დიახ", - უპასუხა ბერმა. მაშინ წმინდა მამამ ბრძანა: "ამიერიდან ღვთის წყალობით კარგად გახდები. იცხოვრე, როგორც პატიოსან მონაზონს შეეფერება". მართლაც, მკვდრეთით აღმდგარი ბერი ყოველგვარი ტკივილსაგან განიკურნა, უფრო მეტად იღვაწა სულის ხსნისათვის და ერთი წლის შემდეგ მშვიდობით მიიცვალა.

***
წმინდა სერაპიონმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. გარდამეტებული შრომისგან ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ წამოდგომაც არ შეეძლო და დაწოლილი ლოცულობდა ხოლმე. მაშინ იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მოძღვარი მამა სვიმეონი გახლდათ, ისიც მოხუცებული, ასაკისა და დიდი მოღვაწეობისგან დაღლილი. მისი ხსენება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 სექტემბერს (ახ. სტილით) დააწესა. წმინდა სვიმეონი წინასწარმეტყველების მადლით იყო შემოსილი. ამბობენ, ერთხელ ღვთისმშობლის ხატიც კი გამოელაპარაკაო. წმინდა მამა დასნეულდა, მცირე ხანს იავადმყოფა და ანაზდად მიიცვალა, მაგრამ ერთი ჟამის შემდეგ ღვთის განგებით ისევ გონს მოეგო, მოატანინა, რაც კი ფული ჰქონდა და თავისივე ხელით გაუყო წმინდა დავითისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს საწირავად და სულის საოხად.

როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა შეიტყო, ძმების დახმარებით მივიდა, იხილა ღვთივსულიერი წინამძღვარი და "ცრემლითა ლმობიერითა" უთხრა: "ჰოი, სასურველო მამაო, მომეცინ ხელნი ეგე წმინდანი, რათა ამბორს-ვუყო! მსუროდა, რაითამცა წმიდათა ამათ ხელთა მიერ მიცემულ ვიყავ მიწას და აწ შენ წარხვალ უწინარეს ჩემსა საუკუნოდ ცხოვრებად? არც მე დავრჩები აქ უშენოდ, არამედ მოსწრაფედ შეგიდგეს და მოგდევდეს სული ჩემი!" - და სანატრელი მამები უკანასკნელად ეამბორნენ ერთმანეთს.

წმინდა სვიმეონმა განაგო თავისი და მონასტრის საქმენი და კვირის თავზე გარდაიცვალა. ერთი კვირის შემდეგ აღესრულა წმინდა სერაპიონიც. მისი მრავალმოღვაწე ნეშტი დაკრძალეს იმ საფლავში, რომელიც თვითონვე განემზადებინა ეკლესიის კარიბჭეთა შორის, რათა ტაძარში შესულთ გვერდი ვერ აექციათ და ფეხით დაეთრგუნათ საფლავი მისი.

წმინდა სერაპიონი სიცოცხლეშივე მაგალითი იყო სიწმინდისა, მოღვაწეობისა, სიმშვიდისა და სიმდაბლისა. აი, ახლაც ფეხით ვთელავთ მის წმინდა საფლავს. ეს შეგვენდობა, რადგან წმინდა სერაპიონის ანდერძს ვასრულებთ; მთავარია, მისი სული არ შეურაცხვყოთ, არ დავთრგუნოთ ჩვენი ცოდვებით, ძმათა უსიყვარულობით, სამშობლოსა და ეკლესიის ცუდი შვილობით.

...მამა სერაპიონის სენაკის ახლოს თურმე ორი მტრედი ღუღუნებდა. როცა წმინდა მამა ტრაპეზობდა, ისინიც მისი ტაბლიდან კენკავდნენ საზრდოს. მამა სერაპიონი რომ გარდაცვლილა, მტრედები გაფრენილან და მას შემდეგ ისინი გარეჯის უდაბნოში აღარავის უნახავს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
26.10.2024
ხსენების დღე 26 მაისი (კელტური და ბრიტანული) და ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა კრებულში
25.10.2024
წმინდა დანსტანი (ლათ. Dunstanus; ძველი ინგლისური Dunstan) (დაახლ. 909-988), გახლდათ კენტერბერის მთავარეპისკოპოსი (960-988),
23.10.2024
წმინდა ფელიქსის ხსენების დღეა 8 მარტს (კელტური და ბრიტანული, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
23.10.2024
წმინდა ვირინი დაიბადა დაახლოებით 600 წელს. სავარაუდოდ, ეპისკოპოსად ხელი დაასხა მთავარეპისკოპოსმა ასტერიუსმა გენუაში.
13.10.2024
წმინდა ჰონორიუს (ონორიუსი) კენტერბერიელის, დორუვერნის (დუროვერნის, თანამედროვე კენტერბერის) არქიეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 სექტემბერი
12.10.2024
წმინდა მღვდელმონაზონ გრიგოლ დომესტიკოსი, გლიკისი (გლიკა, ბერძნ. Γρηγόριος ο Δομέστικος, Γλυκύς] (1355 / დაახლ. 1360), იხსენიება 1 ოქტომბერს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat