გამხნევდით და ღვთის იმედით გაძლიერდით, რადგან უფლის ანგელოზი წაგიძღვებათ წინ და თქვენთან ერთად იბრძოლებს
გამხნევდით და ღვთის იმედით გაძლიერდით, რადგან უფლის ანგელოზი წაგიძღვებათ წინ და თქვენთან ერთად იბრძოლებს
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა არჩილისა და წმინდა ლუარსაბის ხსენების დღედ 21 ივნისი (ახ. 4 ივლისი) დაადგინა. წმინდა არჩილსა და ლუარსაბს ერთმანეთისაგან ათასი წელი აშორებს, მაგრამ ერთნაირი იყო მათი ღვაწლი: თავი დადეს ქრისტეს რწმენისთვის და ამით მრავალი ქრისტიანი გადაარჩინეს როგორც ხორციელ, ისე სულიერ სიკვდილს.

წმინდა მოწამე მეფე არჩილი. იგი იყო ქართლის სამეფო დინასტიის, ფარნავაზიან-ხოსროიანთა შთამომავალი, ძე სტეფანოზ ერისმთავრისა, უმცროსი ძმა ერისმთავარ მირისა. ატენის სიონის ფრესკულ წარწერაში სტეფანოზის მოხსენიება როგორც "ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ-ერისთავთა უფლისა" უჩვენებს, რომ სტეფანოზის ხელქვეით ამ დროს ქართლისა და დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი იყო გაერთიანებული. ამ პოლიტიკური ვითარების ანარეკლია ისიც, რომ მურვან ყრუსაგან განრიდებული მირი და არჩილი დიდი ამალით ეგრისში და შემდეგ აფხაზეთში გადადიან. "ქართლის ცხოვრებაში" არჩილის პირველი ხსენება სწორედ ამ ლაშქრობასთანაა დაკავშირებული, რომელიც უნდა მომხდარიყო 735-736 წელს. ამ დროს არაბთა სარდლის, მურვან ყრუს ამოცანა იყო ხაზარების შემუსვრა, მაგრამ გზად ქართველების დასჯაც ჰქონდა განზრახული, რომლებმაც 729-730 წელს ხაზარების დახმარებით არაბთა სარდალი ჯარაჰ იბნ-აბდალაჰი სასტიკად დაამარცხეს. დასავლეთში გადასული ერისმთავარი მირი და მისი ძმა არჩილი აფხაზთა ერისთავ ლეონთან ერთად ანაკოფიის ციხეში გამაგრდნენ. არაბები დადევნებიან მირსა და არჩილს და გზადაგზა დაუნგრევიათ "ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქუეყანისანი".

მტერი შეიჭრა აფხაზეთში, აიღო და დაანგრია ქალაქი ცხუმი (სოხუმი) და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც ინახებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. სწორედ აქ იყვნენ ქართლის მეფეები. წმინდა არჩილი და მირი მთელი ღამე მხურვალედ ევედრებოდნენ ღვთისმშობელს. ისმინა უფალმა მართალთა ლოცვა, წმინდა არჩილს ქალწული მარიამი გამოეცხადა და უთხრა: "ადექი და ებრძოლე უსჯულოებს. მე მათ მოვუვლენ შემმუსვრელ სასტიკ ტანჯვას და კაციან-პირუტყვიანად გავწყვეტ. როცა მიუახლოვდებით მათ ბანაკს, გაიგებთ ტირილსა და გოდებას. გამხნევდით და ღვთის იმედით გაძლიერდით, რადგან უფლის ანგელოზი წაგიძღვებათ წინ და თქვენთან ერთად იბრძოლებს".

ღმერთმა მართლაც მოუვლინა სარკინოზებს სამხრეთის მხურვალე ქარი. ამას თან დაერთო საშინელი ეპიდემია, რომელმაც თითქმის მთელი ჯარი მოსრა. ძმებმა შეკრიბეს მცირე ლაშქარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმედით თავს დაესხნენ მტრის ბანაკს. ქართველებმა, ღვთის შეწევნით, დაამარცხეს სარკინოზნი.

ერთ-ერთ აგარიანს მათი ცრუ მოციქული გამოეცხადა და გააფრთხილა, წმინდა კაცებს მორიდებოდნენ. შეშინებული არაბები სასწრაფოდ აიყარნენ, უკუიქცნენ და ორ მდინარეს შორის დაბანაკდნენ. ღამით ღმერთმა მათ კიდევ ერთი განსაცდელი - საშინელი ღვარცოფი მოუვლინა. ადიდდა მდინარეები, ოცდათხუთმეტი ათასი ცხენი წაიღო წყალმა. მას შემდეგ ერთ მდინარეს ცხენისწყალი ეწოდა, ხოლო მეორეს - აბაშა. კვლავ აიყარნენ სარკინოზნი, განვლეს გურია და სპერი, განიზრახეს კონსტანტინოპოლის აღება, მაგრამ იქაც ღვთის რისხვა დაატყდათ და ზღვაში შთაინთქნენ.

ბრძოლაში დაჭრილ მირს წყლულები დაუმძიმდა. სიკვდილის წინ იხმო არჩილი, ქართლის მეფობა გადააბარა და თავისი შვიდი ასულის მფარველობა სთხოვა. გარდაცვლილი გვირგვინოსანი, მისი სურვილისამებრ, მცხეთაში დაკრძალეს.

ანდერძის თანახმად, მეფე არჩილმა ექვსი ასული ქართველ დიდებულებს მისცა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე კი - აფხაზთა ერისთავს, რითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიანობასა და სიმტკიცეს.

წმინდა გვირგვინოსანი თავდაპირველად ეგრისში დაემკვიდრა და გაამაგრა ციხენი და ქალაქნი, თორმეტი წლის შემდეგ კი გადავიდა არაბთა მიერ გავერანებულ ქართლში და აღმშენებლობა დაიწყო. შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, აღადგინა და ააშენა. ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულით საძმორსა და ნადოკრაში ააგო წმინდა ტაძრები. ცოლად გუარამ კურაპალატის ასული შეირთო. შეეძინა ორი ძე - ჯუანშერი და ივანე - და ოთხი ასული - გურანდუხტი, მარიამი, მირანდუხტი და შუშანა. ნეტარი მეფის ღვაწლით, საქართველოში ორმოცდაათწლიანმა მშვიდობამ დაისადგურა, მერე კი ქართლში შემოიჭრა უსჯულო ჭიჭუმი, მუჰამედის ნათესავი. მანაც ააოხრა და შემუსრა ქართლის სიმაგრეები, დაარბია ეკლესიები და კახეთისკენ აიღო გეზი.

წმინდა არჩილმა განიზრახა, ხლებოდა ჭიჭუმს და დიდი მეუფის მსგავსად, თავისი სული შეეწირა ქრისტიანთათვის, ეთხოვა მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. მეფე მზად იყო, მოწამებრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით განეშვენებინა ქრისტეს ეკლესია.

"უმჯობეს არს სიკვდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყვნად ეკლესიათა ქრისტესათა და ოხრებად ქვეყანისა ამის", - ბრძანა არჩილმა.

ჭიჭუმ-ასიმმა დიდად გაიხარა და საკადრისი პატივით მიიღო ტახტისმპყრობელი, რამდენიმე დღის შემდეგ კი მზაკვრული ალერსით ქრისტეს სჯულის დატევება და სარკინოზად მოქცევა შეაპარა. ამის მოსმენაც კი გაუჭირდა მეფეს და მტკიცედ უპასუხა: "ნუ ირჯები უხვსიტყვაობით ჩემს საცდუნებლად, მძლავრო, როგორ ვუღალატებ მაცხოვნებელ ქრისტე ღმერთს, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი..."

უსჯულომ წმინდა მეფის შეურყეველი სიმტკიცე რომ იხილა, ძლიერ გაუკვირდა და სიმშვიდე მრისხანებით შეეცვალა. ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ წმინდანი - ეგონა, სატანჯველის შიში მოდრეკდა, მაგრამ წმინდა არჩილი, თითქოს სასძლოს შესახვედრად მიჰყავთო, პირმხიარული მიემართებოდა საპყრობილისკენ და მადლობდა უფალს, რომ ღირსი გახდა მეფეთა და მთავართა წინაშე ჭეშმარიტების აღიარებისა და მისთვის შეპყრობისა. გზად მიმავალი ფსალმუნს გალობდა: "აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა". ბნელ დილეგში შევიდა თუ არა, გულმხურვალე ლოცვა დაიწყო. ევედრებოდა უფალს, წამების დათმენის ძალა მიეცა. ითხოვდა შეწევნას, რათა ღირსი გამხდარიყო წმინდანთა შორის დამკვიდრებისა. ჭიჭუმს კი უფრო და უფრო უღვივდებოდა არჩილის სარკინოზად მოქცევის სურვილი, თან სასიკვდილოდაც არ ემეტებოდა, რადგან მოხიბლული იყო მისი პირმშვენიერებით, ახოვანებით და ასაკოვნებით. ამ დროს ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის პაპას, ადარნესე მეფეს შეეწყალებინა, და შურისძიების წყურვილით აღვსილმა მოახსენა ჭიჭუმს: "დიდო მთავარო, არ იცი, ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოზ მეფის ძეა, დიდი ვახტანგ მეფისა და მირიანის შვილთაშვილი. ის თან ახლდა მამას, როცა ქართლის სამეფოს განძს მალავდა და ეცოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს საგანძური". ესმა თუ არა ეს ასიმს, არჩილი საპყრობილიდან გამოიხმო. დიდხანს ეპირფერებოდა და დიდ პატივსაც აღუთქვამდა, ოღონდ ქრისტეს სჯულზე უარი ეთქვა. ხვეწნა-მუდარამ ამაოდ რომ ჩაუარა, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. წმინდა მეფემ მცირე დრო ითხოვა სალოცავად, მოიდრიკა მუხლი, ხელები ზეცად აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს, ასეთი პატივის ღირსი რომ გახადა, შეავედრა ეკლესიათა დაცვა და ქართლში ქრისტიანთა გაძლიერება, ილოცა მეუღლისა და შვილებისათვის, მტკიცედ რომ დაეცვათ თავიანთი რჯული:

"უფალო ღმერთო, რომელნი ახსენებდნენ ღუაწლთა ჩემთა და სახელითა ჩემ ცოდვილისა მონისა შენისათა გევედრებიან, აღუსრულე ყოველი კეთილი თხოვაი მათი და აღავსენ იგინი უხუებითა კეთილთა ნიჭთა შენთაითა", - დასძინა ბოლოს. ლოცვა რომ დაასრულა, წამოდგა ფეხზე, მოიხარა ქედი და ნაბრძანების აღსრულება ბრძანა. მტარვალებმა მოიქნიეს მახვილი და თავი მოჰკვეთეს.

ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოაბრძანეს ქართლში წმინდა არჩილის გვამი და დიდი პატივით დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ნადოკრის ტაძარში.

წმინდა მეფე ლუარსაბი.
1590 წლის 21 მარტს სტამბოლში ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავით ირანის პოზიციები კავკასიაში საგრძნობლად შესუსტდა. აღმოსავლეთი საქართველო, აღმოსავლეთი სომხეთი, ჩრდილო და სამხრეთი აზერბაიჯანი, ქურთისტანი და ლურისტანის ნაწილი ოსმალეთის საზღვრებში მოექცა. ზავის შედეგები ირანისათვის მეტად სამძიმო იყო. შაჰ-აბას I (1587-1629) რევანშისათვის ემზადებოდა. 1603 წელს განახლდა ირან-ოსმალეთის ომი, რომელიც მცირე შესვენებებით 1639 წლამდე გაგრძელდა.

ასეთ რთულ საგარეო ვითარებაში გამეფდა ლუარსაბ II, რომელიც მაშინ 14 წლისა იყო. ქართლის მეფის "სიყვარულისა და ერთგულების" მოსაპოვებლად შაჰმა ლუარსაბის და, თინათინი ცოლად ითხოვა.

კავკასიაში ირანის პოზიციების საბოლოოდ განმტკიცებისათვის შაჰს გეგმა ჰქონდა. იგი არ ენდობოდა ქართლ-კახეთის მეფეებს, განსაკუთრებით თეიმურაზს, რომლის პაპამ, ალექსანდრე II-მ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. შაჰ-აბასს ქართლისა და კახეთის მოსახლეობის აყრა და აქ მაჰმადიანური ტომების ჩამოსახლება და სახანოების შექმნა ჰქონდა განზრახული. ამ გეგმის განსახორციელებლად, უპირველეს ყოვლისა, თეიმურაზისა და ლუარსაბის შეპყრობა იყო საჭირო, რადგან ლეგიტიმური მმართველობის მოსპობა ხალხის დემორალიზაციას და საბრძოლო სულისკვეთების დაცემას გამოიწვევდა.

შაჰის ამ ვერაგულ განზრახვას, რასაკვირველია, საქართველოშიც კარგად ხვდებოდნენ. 1612 წელს თეიმურაზმა ცოლად შეირთო ლუარსაბის და - ხორეშანი, რამაც ქართლ-კახეთის მეფეების კავშირი განამტკიცა. ქართლისა და კახეთის თავკაცების ჩაგონებით, ლუარსაბსა და თეიმურაზს შეუფიცავთ, რომ "ერთსულოვანი და ერთაზროვანნი" იქნებოდნენ. ეს კავშირი არ მოეწონა შაჰ-აბასს და იმავე წელს ორივე მეფე "სანადიროდ" მიიწვია მაზანდარანში. მეფეები მიუხვდნენ შაჰს ჩანაფიქრს და არ გამოცხადდნენ. ირანის შაჰი შურისძიებისათვის მოემზადა. 1614 წელს, როდესაც შაჰ-აბასი კახეთში შეიჭრა, თეიმურაზი ბრძოლით გაეცალა ირანელთა რაზმებს და ქართლში გადავიდა. ლუარსაბ მეფე თეიმურაზს მუხრანში დახვდა. თავადებთან მოთათბირების შემდეგ მეფეებმა იმერეთს შეაფარეს თავი, სადაც მეფე გიორგი III-მ კარგად უმასპინძლათ. შაჰ-აბასი კი გორში დაბანაკდა და იქიდან შეუთვალა გიორგი მეფეს: "მომეც ეგე ორნივე მეფენი და აღგავსებ მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა". მეფე გიორგიმ უარი უთხრა. შაჰი იძულებული იყო, ეს უარიც მოეთმინა, რადგან ოსმალებთან დადებული ზავი ხელ-ფეხს უკრავდა იმერეთში გადასასვლელად. როცა შაჰ-აბასი მიხვდა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, მზაკვრობას მიმართა. ჯერ კათალიკოს მალაქიას და ლევან აბაშიძის, მერე კი შადიმან ბარათაშვილის პირით ლუარსაბს შეუთვალა, - შემირიგდი, შენ არაფერს გერჩი, ჩემი მტერი თეიმურაზიაო. მან შადიმანს თავისი ერთგული ხოჯა გააყოლა და თან წერილი და ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად. კათალიკოსი და ლევან აბაშიძე კი დიდი ძღვნით გამოისტუმრა. შაჰმა მეფე ლუარსაბის და - თინათინიც მოატყუა და მასაც წერილი მოაწერინა ძმასთან "და იხმო მეფე ლუარსაბ".

როდესაც მეფე ლუარსაბს შაჰის დანაბარები აუწყეს, წასასვლელად მზადება დაიწყო. ყველა ურჩევდა, არ წახვიდე, არ დაგინდობენო. მან კი ბრძნულად განსაჯა, - "უკეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და ამიოხრებს, რაი მადლი არს ჩემდაო" და შაჰს გორში ეახლა. შაჰ-აბასმა ლიქნითა და პატივით მიიღო ცოლისძმა, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი კი ჯერ ყარაიაში და ყარაბაღში ჩაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი სპარსეთში გაიტყუა. ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვნებითა და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ კი შურით აღავსო ბოროტი შაჰი. დიდმარხვის დროს ნადიმზე ლუარსაბმა შაჰის შემოთავაზებული თევზი არ ჭამა - დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო, რითაც გაამჟღავნა შაჰის ფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა კეთილმსახურ მეფეს. "აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყვითა ლიქნისაითა ზაკვით ჰგონებდა ცთუნებად... არამედ ვერ მძლე ექმნა". ღმრთისმოყვარე მეფე იხსენებდა წმინდა მოწამეთა მხნეობასა და ღუაწლს, მათ მიერ მოპოვებულ დაუჭკნობელ გვირგვინსა და მოსაგებელს, "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა" და მტკიცედ იტყოდა: "უკეთუ მოვკვდე ქრისტესთვის, მრწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდე" და გაძლიერებას ევედრებოდა უფალს. და ვინაიდან კარგად იცოდა შაჰ-აბასის შეუბრალებლობის ამბავი, მასთან მყოფ ქართველებს მოუწოდა და თავისი ანდერძი გააცნო, ხოლო ეპისკოპოსს, მღვდლებსა და დიაკვნებს "უბრძანა მოღება წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ხორცსა და სისხლსა ცხოველსმყოფელსა", და ზეცისკენ ხელაღპყრობილმა ცრემლით ილოცა, ხოლო როდესაც შიშითა და კრძალულებით ეზიარა, მადლობა შესწირა უფალს და შეევედრა: "გევედრები, მეუფეო, რაითა სული, გული და გონებაი ჩემი შენდა მომართ აღამაღლო"... დაასრულა თუ არა სიტყვა, ღმრთისმოყვარე მეფე შაჰის ბრძანებით შირაზს, გულაბყალის ციხეში გააგზავეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან მოლები და მის მონადირებას ცდილობდნენ. "რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანებაი ყაენისა", - პასუხობდა ლუარსაბი. შაჰმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: "ანუ უარჰყავ ქრისტეი, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძვინვარეი". ლუარსაბმა კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა შაჰის მოციქულები.

შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ლუარსაბი სარწმუნოებას არ უღალატებდა და შირაზის ხანს მეფის წამებით მოკვლა უბრძანა. როცა მეფე ლუარსაბს შეატყობინეს შაჰის ნაბრძანები, მან ჯალათებს უთხრა: "მაცალეთ, რაითა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძანებული მის უსჯულოისა". ღმრთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ ილოცა. ლოცვის დასრულებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღმრთისმოსავი მეფე. ღამით წმინდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა და მრავალი მნახველი განაცვიფრა. მეორე დღეს წმინდა დიდებული მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. "თუმც ესე სვეტი მრავალ ჟამ იხილვებოდა დღე და ღამე, და რომელნიცა ხედვიდეს, იტყოდეს: დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომლისათვის ესე მოიკლა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
03.10.2024
წარმოშობა და ახალგაზრდობის წლები
წმინდა გილდა, უფრო ცნობილი როგორც გილდა ბრძენი (Gildas Sapiens, Gildas the Wise) - ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი,
03.10.2024
წმინდა ბრენდანი (ბრანდანი, ბრანდონი; Brendan, Brandan, Brandon), რომელსაც "მეზღვაურს" უწოდებდნენ,
24.09.2024
წმინდა დიფრიგი (დუბრიკი) არის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანი ძველ უელსში და ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწე ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.
24.09.2024
წმინდა ასაფს ლლან-ელვიდან, ისევე როგორც წმინდა დანიელ ბანგორელს, გადმოცემა მიაკუთვნებს ლეგენდარული მეფე პაბო პოსტ პრიდაინის ( პაბო ბრიტანელთა სვეტი) შვილიშვილებს.
12.09.2024
წმინდა მაუგოლდი (მაჩალუსი, მაკული, მაკაილე) პატივცემულია როგორც მენის კუნძულის მეორე მოციქული წმინდა პატრიკის შემდეგ.
12.09.2024
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი წმინდა გერმანზე (გერმან, კარმანე მანქსურად), რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და განსაკუთრებით პატივცემულია მენის კუნძულზე.
06.09.2024
წმინდა ეადფრითი, იყო ლინდისფარნის ეპისკოპოსი, სავარაუდოდ 698 წლიდან. მეთორმეტე საუკუნისთვის მიიჩნეოდა, რომ ეადფრითი ჩაენაცვლა ეადბერტს
06.09.2024
წმინდა ედბერტის (Edbert, Eadbert, Eadbeorht; +698), ლინდისფარნის ეპისკოპოსი, ხსენების დღეა 6 მაისი
04.09.2024
წმინდა კუტბერტი იხსენიება: 20 მარტს/2 აპრილს (მიცვალება) და 4/17 სექტემბერს (წმინდა ნაწილების გადასვენება);
03.09.2024
ძველი ქალაქი იორკი მდებარეობს ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც მდინარეები უზი და ფოსი ერთმანეთს უერთდება იორკშირში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat