მეუფე ანტონი (აბაშიძე) წმინდანად შერაცხეს
მეუფე ანტონი (აბაშიძე) წმინდანად შერაცხეს
ახლახან მეტად სასიხარულო ამბავი გავიგე კიევში მცხოვრები კეთილმორწმუნე მეგობრის, სალომე ვაშალომიძისგან. მეუფე ანტონი (აბაშიძე) 22 აპრილს წმინდანად შერაცხესო. შარშან მისი საფლავიც გათხარეს და წმინდანობის დამადასტურებელი ფაქტებიც უნახავთ. კიევ-პეჩორის ლავრის მოლოცვისას თავად ვნახე მეუფე ანტონის საფლავი და მისი აღმოყვანებული სხეული, რომელიც პეჩორელი მამების სახელობის ტაძრის საკურთხეველში იყო დაბრძანებული, იმ ტაძარში, სადაც ქართველი მღვდელმსახური, დეკანოზი კახაბერ გოგოლაძე აღავლენს ქართულად ღვთისმსახურებას. წმინდა მეუფე ანტონის ცხოვრება და მოღვაწეობა "კარიბჭის" მკითხველს რამდენიმე თვის წინ ვუამბეთ. ურიგო არ უნდა იყოს, თუ კვლავ შევახსენებთ ახლა უკვე წმინდა მამის მადლმოსილ ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

წმინდანის ბავშვობა
სოფელ ვეჯინში, თავად ილია აბაშიძის ოჯახში, 1867 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ვაჟი. მას ნათლობისას დავითი დაარქვეს. საშუალო განათლება დავითმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. 1891 წელს, ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ მრავალმხრივ ნიჭიერი ჭაბუკის წინაშე იშლებოდა მიმზიდველი მომავალი. შესანიშნავად ცეკვავდა, ფარიკაობდა, ჯირითობდა. გვარი გზას უხსნიდა იმპერატორის სასახლისკენ, ხოლო იურიდიული განათლება - კარიერისკენ. ერთი წლის შემდეგ დავითი ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შემთხვევითი: დავითს მშობლებმა ცოლად არ შეართვევინეს ქალი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა - კოჭლიაო. შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, თავი ღმერთისთვის მიეძღვნათ. აღიკვეცნენ ბერ-მონაზვნად და მთელი სიცოცხლე ერთმანეთს წერილებს სწერდნენ, იყვნენ ერთგულნი თავისი სიყვარულისა და უფალს უხდიდნენ მადლობას ბოძებული ბედნიერებისთვის. დავითის შეყვარებულის წერილები მეუფის ნათესავების საოჯახო არქივში ინახება. დავითს აღკვეცისას ეწოდა ახალი სახელი დიმიტრი, წმინდა მიტროპოლიტ დიმიტრი როსტოველის სახელზე. ხუთ დღეში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მონაზონი დიმიტრი აღიყვანეს დიაკვნად. სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ორი ჯგუფიდან იეროდიაკონმა დიმიტრიმ აირჩია მისიონერების მოსამზადებელი ჯგუფი და უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა საგნებს, რომელიც გამოადგებოდა ამ საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-4 კურსზე დაწერილი მისი დისერტაცია თემაზე "მართლმადიდებელი ივერიის ეკლესიის ბრძოლა მუსლიმანურ სამყაროსთან მე-17 საუკუნეში", რისთვისაც 1896 წლის 6 ივნისს მიანიჭეს ღვთისმეტყველების კანდიდატის წოდება. გაწეული იყო ტიტანური სამუშაო ქართული წყაროებიდან რუსულ ენაზე სათარგმნელად. ნაშრომის რეცენზენტი, დოცენტი ვ. ზავიტნევიჩი აღნიშნავს: "იმის გამო, რომ ნაშრომისთვის რუსულენოვანი წყაროები საერთოდ არ არსებობს, არადა, ის უაღრესად საინტერესოა, იდეალურად დამუშავების შემდეგ მას შეეძლო დიდი როლი ეთამაშა რუსული მეცნიერების განვითარებაში". ნაშრომი დაწერილი იყო წრფელი, რელიგიურ-პატრიოტული შემართებით. სამწუხაროდ, ნაშრომი სასწავლო კონკურსზე არ წარუდგენიათ და ამიტომ არქივში დაცული არ არის. 1896 წელს, სინოდის ბრძანებით, მამა დიმიტრი დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა წერილის პედაგოგად, ხოლო ერთი წლის შემდეგ - ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად. 1898 წლიდან, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად ყოფნისას, იერომონაზონი დიმიტრი იბრძოდა იოსებ ჯუღაშვილის სულის გადასარჩენად. "სულიერი მეცადინეობის შემდეგ არაფერი ისე არ ნერგავს ქრისტიანული მორალის საწყისს, როგორც ჩვევა მორჩილებისა. შეუძლებელია იყო მორჩილი ღმერთის და ჭირვეული ადამიანისა". იოსებ ჯუღაშვილი, ჭირვეული ხასიათის გამო, გაირიცხა სასწავლებლიდან. თბილისის სემინარიის კედლებში გადაიკვეთა და გაიყარა გზები მომავალი სქემარქიეპისკოპოსისა და მომავალი სახელმწიფო მეთაურისა. შეხვდნენ თუ არა ისინი შემდეგ ერთმანეთს, უცნობია. მამა დიმიტრის ბრწყინვალე განათლებამ და ქადაგების ნიჭმა მიიქცია მღვდელმთავრების ყურადღება. 1898 წლიდან ის არაერთი სხვადასხვა ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1900 წლის იანვარში იერომონაზონი დიმიტრი აამაღლეს არქიმანდრიტად და სამისიონერო სემინარიის რექტორად დანიშნეს, რომელიც არდონში (ამჟამინდელ ჩრდილოეთ ოსეთში) მდებარეობდა.

1902 წლის 23 აპრილს, იმ დღეს, როდესაც მთელი მართლმადიდებელი ივერია ადიდებდა ზეციურ წმინდანს, გიორგის, თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარში არქიმანდრიტი დიმიტრი ალავერდის ეპისკოპოსი გახდა. მამა დიმიტრიმ კურთხევის დროს ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა: "მთელი არსებით ვთრთოდი და ვღელავდი, როდესაც გავიგე ხმა, რომელიც მიწვევდა, გავმხდარიყავი ეპისკოპოსი. მაცხოვარი, მოვლინებული კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, ჩვენი სულების ერთადერთი მწყემსი, მასწავლებელი და დამრიგებელი იესო ქრისტე მეძახის მე თავისთან, გოლგოთაზე. ეპისკოპოსის კათედრაზე ასვლა ნიშნავს გოლგოთას მიახლოებას, მაგრამ ნამდვილ ქრისტიანს გოლგოთა ვერ შეაშინებს: ამისთვის ვართ დაბადებულნი, რადგან გოლგოთის გარეშე არ არსებობს აღდგომა, ტანჯვის გარეშე არ არის სიხარული. მხოლოდ ქრისტიანი ტანჯვისა და მწუხარების შემდეგ იპოვის შვებას ცათა სასუფეველში. ხოლო ვისაც სურვილი არ აქვს ირწმუნოს ქრისტე, მისი ტანჯული სული ვერ პოულობს სიმშვიდეს და მე, უძლური, ვპირდები, ვემსახურო ღმერთს და უფალს, იესო ქრისტეს. მან გამომიხსნა ცოდვის მორევიდან, განმწმინდა და გამაბრწყინა თავისი ყოვლისშემძლე წყალობით". 1903 წლის 4 ნოემბერს იგი დაინიშნა გურია-სამეგრელოს საეპისკოპოსო კათედრაზე. 1905 წელის 16 ივნისს გადაიყვანეს ბალტსკის საეპისკოპოსო კათედრაზე, 1906 წლის 20 იანვარს დაინიშნა მღვდელმთავრად თურქმენეთის ეპარქიაში, 1912 წლის 25 ივნისს კი მღვდელმთავრად ტავრიისა და სიმფეროპოლის ეპარქიაში. 1915 წლის 6 მაისს აამაღლეს არქიეპისკოპოსის ხარსხში, კორსუნის ღვთისმშობლისა და ბალაკლავის წმინდა გიორგის მონასტრების წინამძღვრად. 1921 წელს უარი თქვა ეპარქიის მართვაზე. 1923 წელს დააპატიმრეს. რამდენიმე ხანი იჯდა სიმფეროპოლის ციხეში. 1923 წელს კიტაიევის უდაბნოში, მიძინების კიევ-პეჩორის ლავრაში დასახლდა. იქ მიიღო სქემა ანტონის სახელზე და განერიდა ადმინისტრაციულ საქმიანობას. ამიტომ 1927 წელს, სამხრეთ რუსეთის სინოდის, რომლის წევრადაც იგი იყო მიწვეული, მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. 1933 წლის მარტში კიევის ოლქის საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი გაჩხრიკეს. 1933 წლის 9 მაისს პატიმრობა შეეცვალა ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით. საქმე წარმოებაში "ლუბიმოვი და სხვების" სახელწოდებით გადიოდა. 1933 წლის 22 ივნისს, უსსრ-ის კანონმდებლობით, მას 3 წელი საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნა (პირობითად) მიესაჯა. 1941 წელს, 19 სექტემბერს, როდესაც კიევში ფაშისტური გერმანიის ჯარი შევიდა, ქალაქში ორი ტაძარი მოქმედებდა. არქიეპისკოპოსებს შორის მხოლოდ მეუფე ანტონი ბინადრობდა ქალაქში. დიდბერი გარდაიცვალა 1942 წლის 19 სექტემბერს ბულგარელი წმინდანის, იოანე რილსკის ხსენების დღეს.

* * *
მეუფე ანტონ აბაშიძე უკრაინაში 1923 წლიდან ცხოვრობდა.

უძველეს არისტოკრატთა შთამომავალს ჰქონდა ბრწყინვალე განათლება, მაღალი შინაგანი კულტურა. უდიდეს ღვთაებრივ სიყვარულს უხვად აფრქვევდა ყველას, ვისაც ღმერთი მასთან აახლოებდა, სულიერად ამაღლებდა და კურნავდა მათ. კიტაიევურ უდაბნოში განმარტოებულს, საღვთო ლიტურგიისას მხურვალე ლოცვა მისი გულისა მას ჰაერში ამაღლებდა.

KARIBCHE

მიტროპოლიტი ვლადიმირი წმინდა ანტონის უხრწნელ სხეულთან

სქემარქიეპისკოპოსი ღვთის სიტყვის ნიჭით იყო დაჯილდოებული, მისი ქადაგება ყველას გულის სიღრმემდე ღვთისადმი მადლიერებით განმსჭვალავდა.

აღსარების დროს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა აღიარა, - მეუფე ანტონის დარიგების შემდეგ შეუძლებელია, ბოროტება ჩაიდინოო. მისი აბსოლუტური მუსიკალური სმენა და საოცარი ხმა იზიდავდა ქართული ჰანგების და მართლმადიდებლური გალობების მოყვარულებს.

მეუფე ანტონი გახლდათ ნამუსი მღვდლობისა და ბერ-მონაზვნობისა, ნუგეში ტანჯულთა და დაჩაგრულთა, მან ბევრი გადაარჩინა ფიზიკურ და სულიერ სიკვდილს. მეუფე ანტონის სულის განსვენების შემდეგ გავიდა 63 წელი და ის დღესაც ახსოვთ უკრაინის ყველა ოჯახში, მისი დარიგებები გადაეცემა თაობიდან თაობას.

კიევის ამაღლების მონასტრის სქემმონაზონი ავგუსტა, საერო ცხოვრებაში ანა ვასილევნა ბოვსუნოვსკაია იგონებს: მამამისი, უცოლო ყმაწვილკაცი, თავის 14 წლის უმცროს დასთან ერთად რჩევისთვის მისულა ბრძენ უხუცეს ანტონთან. ბერს კურთხევა მიუცია ღირსეული ქრისტიანული ოჯახის შესაქმნელად, ხოლო მისი დის, ელენესთვის, ურჩევია, მონაზვნად აღკვეცილიყო.

გავიდა ხანი. ვასილმა ცოლი შეირთო. შეეძინა ორი ქალიშვილი, მარიამი და ანა. ისინი მოგვიანებით გახდნენ სქემმონაზვნები - სერაფიმა და ავგუსტა, ხოლო მამიდა ელენე, მონაზვნობაში მაკარია, სქემაში ფეოდოსია, მათი მოძღვარი იყო ქალაქ ოვრუჩის მონასტერში. ერთხელ, დებმა უნებურად რაღაც დააშავეს და ძალიან ნერვიულობდნენ, ამისთვის იღუმენია, დედა ლუკია სხვა მორჩილებაში გადაგვიყვანსო. დილით მათ იღუმენიამ ჰკითხა, - თქვენი ვინ არის სქემარქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძეო. დებს გაუკვირდათ. მამიდამ დაწვრილებით უამბო მათ ანტონ აბაშიძესთან მისი ერთადერთი შეხვედრის შესახებ, რომელმაც გადაწყვიტა მათი ბედი. თურმე დედა ლუკიას მეუფე ანტონი გამოეცხადა სიზმარში, სთხოვა არ დაესაჯა დები - მათ მე მივხედავო.

* * *
პეჩორაზე, კერძო სახლის მინაშენში, გაპარტახებულ კელიაში, ცხოვრობდა კიევში ერთადერთი სქემარქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძე, რომელიც მოძღვრავდა მორწმუნეებს კიევ-პეჩორის მიძინების ლავრის გახსნამდე (გაიხსნა 1941 წლის ბოლოს). მისი სულიერი შვილები ოკუპირებულ კიევში დიდი სიფრთხილით დადიოდნენ მასთან. მეუფემ გადაარჩინა პელაგია ტიტანკოვას (1906-2000) ოჯახი - მახლობელ სოფელში სანდო გლეხთან გაგზავნა, აკურთხა და თან თავისი ლექსად დაწერილი ლოცვა გაატანა. პელაგიას ქალიშვილი ვერა (1932) დღემდე კითხულობს მეუფე ანტონის ამ ლოცვას დილა-საღამოს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
წმინდა მოსე XV საუკუნის მოღვაწეა მდინარე ბელოროზის ნაპირზე მდებარე წმინდა სამების მონასტრის ბერი.
04.03.2023
ღირსი დამიანე ათონზე, ესთიგმენის მონასტრის ერთ-ერთ სკიტში მოღვაწე მდუმარე ბერი იყო.
04.03.2023
ძველი სტილით 23 თებერვალს ეკლესია იხსენიებს წმინდა ალექსანდრეს, მღვიძარეთა მონასტრის დამაარსებელს.
04.03.2023
ღირსი იოანე, ანტიოქე, ანტონინე, მოსე, ზევინი, პოლიქრონი, მეორე მოსე და დამიანე V საუკუნეში მოღვაწეობდნენ სირიის უდაბნოში.
24.02.2023
წმინდა მელეტი XVIII საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ როდოსზე, სოფელ ლარდოსში. ღვთისმოშიშმა მშობლებმა - ნიკოლოზმა და სტამატიამ შვილს ნათლისღებისას ემანუელი დაარქვეს.
24.02.2023
წმინდა მელეტი (ერისკაცობაში მიხეილ იოანეს ძე ლეონტოვიჩი) 1784 პოლტავის ოლქში დაიბადა ვაჭრის ოჯახში.
24.02.2023
ღირსი ბასიანი XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. წარმოშობით კესოვის მაზრის სოფელ როჟალოვიდან იყო.
24.02.2023
წმინდა ანტონის მშობლები ფრიგიიდან იყვნენ, ისინი სამშობლოდან ხატმებრძოლებს გამოერიდნენ და კონსტანტინოპოლის გარეუბანში დასახლდნენ.
24.02.2023
წმინდა ალექსი (ერისკაცობაში ელეფთერი) დაიბადა მოსკოვში 1300 წელს ბოიარ თეოდორე და მარიამ ბიაკონტების ოჯახში.
24.02.2023
წმინდა მელეტი მცირე აზიის ჩრდილო აღმოსავლეთში, სომხეთის სებასტიაში დაიბადა. ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე იგი შემდეგი გარემოებების გამო ავიდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri