casino siteleri 2023
ღირსი დოდო გარეჯელი - ყოველგვარი სათნოებით შემკული ბერი - კარიბჭე
ღირსი დოდო გარეჯელი - ყოველგვარი სათნოებით შემკული ბერი
ღირსი დოდო გარეჯელი - ყოველგვარი სათნოებით შემკული ბერი
ამაღლების შემდგომი ოთხშაბათი დოდო გარეჯელის ხსენების დღეა
ღირსი დოდო გარეჯელი წარმოშობით კახელი იყო, ანდრონიკაშვილთა გვარიდან. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი, ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. უპოვარებისა და დაყუდების მოყვარული ბერი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში.

როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად მოიკითხეს ერთმანეთი და გვერდიგვერდ დაიწყეს მოღვაწეობა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მამა დავითმა იხილა ღირსი დოდოს სარწმუნოებრივი სიმტკიცე, მოეწონა "სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა" და კურთხევა მისცა პირდაპირ აღმართული კლდის წვერზე აეგო სენაკები და იქ წაეყვანა თანამოსაგრეები.

ძმებმა ააგეს სენაკები და დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა. თვითონ ღირსი დოდო დაეყუდა ერთ ვიწრო ნაპრალში, რომელიც ერთ კაცს ძლივს იტევდა და დღე და ღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში ცრემლებით ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, ძმათა გაძლიერებას და ქვეყნის მოქცევას ჭეშმარიტ სჯულზე.

ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, ბუბაქარის დავრდომილი ვაჟი. მადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებისთვის აუცილებელი ნივთები მიართვა ღირს მამას. წმიდა დავითმა მიიღო ნაწილი, დანარჩენი კი ღირს დოდოს გაუგზავნა და ბუბაქარს ურჩია, მისი ხელით მონათლულიყო. წმიდა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის საიდუმლო და ნათელ-სცა ბუბაქარს, მის სამ ვაჟს და მთელს ამალას.

ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა ღირსი დოდო მის მიერ დაარსებულ მონასტერში და იქვე აღესრულა მშვიდობით.

სულიერმა შვილებმა და თანამოსგარეებმა სენაკშივე დაფლეს მისი წმიდა სხეული. შემდგომ წმიდა დოდო გარეჯელის საფლავზე ეკლესია აშენდა.

წყარო "ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.


სასწაული

წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვებოდა: ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღეს მისი საფლავის თაყვანსაცემად წავედით თორმეტი ბერი. ცისკრის ლოცვა და წირვა გადახდილი გვქონდა. უზმონი ვიყავით, რათა მეტი ლმობიერებით ვმთხვეოდით წმინდა საფლავს. გზაზე ავაზაკები დავინახეთ და გავიქეცით, დოდოს მონასტერს დიდი წვალებითა და ოფლის ღვრით მივაღწიეთ. მივუახლოვდით წმინდა დოდოს საფლავს და საამო სურნელება გამოვარდა იქიდან. ზოგი ამბობდა, ეს სურნელება მიმსგავსებული იყო სურნელებას, რომლითაც იპოვეს დამარხული ძელი-ჭეშმარიტიო. ავანთეთ სანთლები, გადავიხადეთ პარაკლისი, სამი ჟამი დავყავით იქ და ეს სურნელება არ მოგვშორებია. სამი დღის შემდეგ კიდევ წავედით წმინდა დოდოს საფლავზე. სხვა დროსაც ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი სურნელება არასოდეს გვიგრძნია. მაშინ ავაზაკებს გაქცეულები სურნელით გვანუგეშა წმინდა დოდომ.

ლაშა დარბუაშვილის ხატი








ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri