მთელი გულით ვმადლობთ მას
მთელი გულით ვმადლობთ მას
წმინდა ლუკას სასწაულები საბერძნეთში

საგმანის მონასტრის იღუმენს, არქიმანდრიტ ნექტარიოს ანდროპოლოსს

თქვენო მაღალღირსებავ, ძვირფასო მამა ნექტარიოს!

კურთხეულ, საკვირველ არს უფალი წმიდათა შორის თვისთა, რომელიც განანათლებს თავის მოსაგრეებს ტომიდან ტომში, მათი მეშვეობით ყველა ჩვენგანს, ყოფით საწუხარში, ამაოებასა და სიმძიმეებში ჩაფლულებს; ცხონებასთან მიმყვანებელს, უკანასკნელ ხანებში წმიდანთა დასში ამაღლებულს და მათი მეშვეობით წითელი დრაკონის დამმარცხებელს, რომელმაც გვიჩვენა ცხოვრების მაგალითი და ცხონების გზა. ამ წმიდანთა დასში უფალმა ინება შეერაცხა წმინდა ლუკაც, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსი, და არაჩვეულებრივი სასწაულთქმედების უნარი მიანიჭა მას.

ძვირფასო მამაო, რის მოთხრობასაც ახლა ვაპირებ, ოთხი თვის განმავლობაში საიდუმლოდ ვინახავდი, დამერწმუნეთ, ვერც გავბედავდი ამის სახალხოდ გამჟღავნებას, მაგრამ ჩემი სულიერი მოძღვრის კურთხევამ და მეგობრების ჭეშმარიტმა რჩევამ მიბიძგა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ეს სასწაულებრივი მოვლენები ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ჩემს თავს, როდესაც წმინდა ლუკას პატიოსანი ნაწილები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იყო დაბრძანებული. სწორედ ამ ტაძრის მრევლი გახლავართ მეც.

პირველად წმინდა ლუკას შესახებ 1974 წელს შევიტყვე (მაშინ ათენის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი) ნ. სტრუევის წიგნიდან "ქრისტიანობა საბჭოთა კავშირში". მე ამ რუსი მოსაგრის სიწმინდემ დამაეჭვა და სატანის შთაგონებით ვამბობდი: "აი, ახალი წმიდანებიც დაგვატყდნენ თავს. მალე მეფის ნაწილებსაც ჩამოგვიტანენ".

ვცდილობდი და ვცდილობ (ცოდვა გამხელილი ჯობს და, რასაკვირველია, ყოველთვის წარმატებით ვერა!), რწმენა შევინარჩუნო და მის შესაბამისად ვიცხოვრო. სასწაულების მუდამ მწამდა. ის ფაქტიც კი, რომ უფალი ჯერ კიდევ მითმენს და მე და ჩემს ოჯახს ჯანმრთელობას გვიწყალობებს, თან ჩემგან სინანულს მოელის, ჩემთვის უდიდესი და წარმოუდგენელი სასწაულია.

ახლა კი შევეცდები, გულითადი უბრალოებითა და ჭეშმარიტებით ქაღალდზე გადმოვიტანო ის, რაც, შესაძლოა, მიამიტობად და ბავშვობად მოგეჩვენოთ, რაც ჩემს ასაკსა და განათლებას არ შეეფერება. ამ ორი დღის განმავლობაში თავზარდამცემი ამბები მემართებოდა.

...ეჭვის მიუხედავად, შინაგანი ძალის ქმედებით ძალიან ვღელავდი და თვითონ მოვამზადე ადგილი, სადაც წმინდანის ნაწილები უნდა დაებრძანებინათ. შევხვდი მათ, თაყვანი ვეცი და იქვე, ტაძარში დავწერე კონდაკი, რომელიც ლოცვაზე იგალობეს. ტაძრიდან წასვლა არ მინდოდა. ახლაც კი ვგრძნობ იმ უტკბეს და ენით აღუწერელ სინაზესა და სითბოს, რომელმაც აღმავსო. 2002 წლის 28 ნოემბერს, ხუთშაბათს, წმინდა ლუკასთან მანამდე დავრჩი, სანამ იგი ჩვენი ტაძრიდან არ წაბრძანდა. წმინდა ნაწილებთან განშორებისას უნებლიეთ გავაკეთე მოძრაობა, რომელიც, ჩემი აზრით, ქალებისთვის არის დამახასიათებელი: ლუსკუმას ცხვირით შევეხე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ 2002 წლის თებერვალში ცხვირის ბოლოზე გამიჩნდა ჭრილობა, რომელიც დიდხანს არ მიხორცდებოდა და მალე პატარა, მდოგვის მარცვლისოდენა სიმსივნედ მექცა. მეგობარმა ანესთეზიოლოგმა მირჩია, ადგილობრივი საავადმყოფოსთვის მიმემართა. მორიგე დერმატოლოგმა დაასკვნა, რომ აუცილებელი იყო ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც, შესაძლოა, პლასტიკური ოპერაცია გამხდარიყო საჭირო. სხვანაირად ამ გამიზეზებული და არაესთეტიკური სიმსივნისაგან ვერ გავთავისუფლდებოდი.

წმინდა ნაწილების თაყვანისცემისას არაფერი მითხოვია და არაფერს მოველოდი. ამის მიუხედავად, მალე სიმსივნე ნელ-ნელა შემცირდა. მე ვაკვირდებოდი ამას, მაგრამ მომხდარის დაჯერებას კი არა, მასზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი. 15 დღის შემდეგ საავადმყოფოში წავედი, რათა ჩემს მეგობარ ანესთეზიოლოგს შევხვდროდი. ყოველ შეხვედრაზე იგი ჩემს სიმსივნეს ამოწმებდა.

ამჯერადაც ასე მოიქცა და მეჩხუბა, ათენში ოპერაციის გასაკეთებლად წასვლის წინ რატომ არ გამაფრთხილე, საუკეთესო პლასტიკურ ქირურგთან გაგგზავნიდი და ცხვირზე კვალი არ დაგრჩებოდაო. ვუპასუხე: "წმიდანი უბრალო ექიმი იყო. იგი პლასტიკურ ოპერაციებს არ აკეთებდა-მეთქი". უცებ შემაკრთო ვედრების იმ გრძნობამ, რომელსაც წმინდანის მიმართ განვიცდიდი.

შემდეგ სულში ჩაბუდებული ეჭვებით ვუამბე მომხდარის შესახებ მამა ემანუელს (სირიგო), რომელიც მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში მსახურობს. სწორედ მან მირჩია თქვენთან დაკავშირება. "წმიდანი შენი მფარველი გახდება, - მითხრა მან, - შენ პატივს მიაგებ მას".

შიშით აღვივსე, როდესაც მივხვდი, რაც შემემთხვა. უზენაესმა ინება გაეფანტა ჩემი ეჭვები წმინდა ლუკა ყირიმელის სიწმინდის შესახებ და კი არ დამსაჯა, გულუხვად დამაჯილდოვა.

მე ყოველგვარ განსჯას ვიმსახურებ! ეგოიზმის, ქედმაღლობის, მკრეხელობის ისეთ ხარისხს მივაღწიე, რომ საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით სიწმინდის მოწმობების დარიგება დავიწყე, ეჭვქვეშ ვაყენებდი ეკლესიის გადაწყვეტილებას. დიდება, უფალო, შენს გამოუთქმელ ხანგრძლივ მოთმინებას! დიდება შენდა, უფალო!

ძვირფასო მამა იღუმენო, ვიცი, რომ "არავინაა ღირსი, უფლის საკვირველ საქმეებს უგალობოს", მაგრამ დაბნეული ვარ და ამიტომ ღვთისთვის სათნო თქვენს ლოცვას გამოგთხოვთ: გავხდები კი ამ წყალობის ღირსი? შევძლებ, გიპასუხოთ "დიახ" - ცხონებისათვის ამ მოწოდებაზე თუ ყოველდღიური ამაოება დააბნელებს ჩემს გონებასა და სულს და იმავე შეცდომების დაშვებას განვაგრძობ, იმავე ცოდვებს ჩავიდენ და იმავე ვნებებით გავიტანჯები?

თქვენს მონასტერში დაბრძანებულია უძვირფასესი საუნჯე - წმინდაLლუკას წმინდა ნაწილები. ევედრეთ მას, მიშუამდგომლოს უფლის წინაშე.Mმას ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილება აქვს და ღვთის წინაშე კადნიერება მოიხვეჭა. მე თვითონ დამოუკიდებლად არ შემიძლია. თქვენი ლოცვები და წმინდანის შუამდგომლობა მესაჭიროება, რათა ყოველგვარ წარმოდგენაზე აღმატებული სიყვარულის ღირსი გავხდე.

წერილს თან ვურთავ პატარა სამადლობელ მიძღვნას წმინდანის მიმართ, ჩვენი მართლმადიდებლური ტრადიციების შესაბამისად, აღთქმითა და იმედით მისთვის მისაძღვნელად, რაც უფლისთვის მიძღვნასაც ნიშნავს. უფალმა ღმერთმა და მისმა რჩეულმა წმინდა ლუკამ იმდენი რამ აღასრულეს და დღესაც აღასრულებენ ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენ კი არ ძალგვიძს, გავუმკლავდეთ საკუთარ ვნებებს, ურწმუნოებასა და ეგოიზმს!

გთხოვთ, თუ ეს თქვენთვის ძნელი არ იქნება, მაცნობოთ, გეთაყვა, წმინდანის ხსენების დღე და გამომიგზავნეთ მისი პარაკლისი (თუ იგი არსებობს) და რომელიმე მისი ხატი, თუნდაც ქაღალდის, რათა შეგვეძლოს პატივი მივაგოთ მის ხსენებას ჩვენს სამრევლოში.
უღრმესი პატივისცემით ალექსანდრე მარკუიზოსი, ქალაქი ერმუპოლი,
კუნძული სიროსი, 2003 წელი


დაგვლოცეთ, ძვირფასო მამა ნექტარიოს!

უფლის წინაშე მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ თქვენს დაუვიწყარ სტუმრობას ჩვენს სავანეში. უბრალოდ და მოკრძალებულად, როგორც ეს უფლისათვისაა დამახასიათებელი, გაგვხადეთ მისი ენით აღუწერელი საიდუმლოებების მონაწილენი, როდესაც ქრისტეს უდიდეს საიდუმლოებათაგანი მოგვაწოდეთ - მისი წმინდანის ცოცხალი მყოფობა. მით უმეტეს, რომ ღვთის ეს მოსაგრე იყო წმინდანი და აღმსარებელი, ასკეტი და მასწავლებელი, უვერცხლო და ექიმი, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსი, წმინდა ლუკა! ძნელია, გადმოსცე ჩვენი სულების დიადი და ღრმა ცვლილებები, ადამიანის გულის ნაზი თრთოლა, რომელიც ენით აღუწერლად მადლიერია კურნებისათვის, ღვთის მადლის ცოცხალი მყოფობისათვის, რომელიც ღვთის წმინდა მოსაგრის სახითაა წარმოდგენილი.

ნ. ფ. 14 წლის ყმაწვილია. მას ლიმფური ჯირკვლების კიბო ჰქონდა, გაიარა ქიმიოთერაპიული მკურნალობა მთელი თავისი კლასიკური შედეგებით და მკურნალობის დასრულების სტადიაში იყო, რომ ავადმყოფობამ ახალი ძალით იფეთქა. მკურნალმა ექიმებმა პარასკევს კონსილიუმი მოიწვიეს და გადაწყვიტეს, ორშაბათიდან სასწრაფოდ განეახლებინათ ქიმიოთერაპია. მდგომარეობა გამოუვალი იყო. მშობლები ღვთის წინაშე ლოცვაში ჩაეფლნენ; ჩვენი სავანის დედებს სთხოვდნენ, ელოცათ მათი ერთადერთი ვაჟიშვილის გამოჯანმრთელებისათვის. დედები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა მკურნალ ლუკას, შუამდგომლობას სთხოვდნენ მას ღვთის წინაშე და გატანჯულ მშობლებს მცირეოდენი ნუგეში გავუგზავნე - წმინდანის ხატი და ცოტაოდენი მიწა მისი საფლავიდან.

ორშაბათ დილით ხელახალი ანალიზები აუღეს, რომელიც მოულოდნელად დიამეტრულად საწინააღმდეგო აღმოჩნდა. ავადმყოფობის არც ერთი ნიშანი არ გამოვლენილა, სიმსივნე გაქრა. მკურნალი ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ; მათ დაამოწმეს ახალი მონაცემები და იძულებულნი იყვნენ, შეეცვალათ ავადმყოფობის დასკვნა და ნ. ფ. სრულიად ჯანმრთელი გამოეწერათ საავადმყოფოდან.

70 წლის პ.პ-ს საავადმყოფოში მკურნალობისას ექიმების გაუფრთხილებლობით ინფექცია შეეყარა. დაუყოვნებლივ განვითარდა ახალი ავადმყოფობა და ძალიან სწრაფად დადგა ერთადერთი თირკმლის დაკარგვის საშიშროება. წმინდა ლუკასადმი აღვლენილმა ლოცვამ და წმინდა მკურნალის მადლმა ხელი შეუშალა მოვლენების ბუნებრივ განვითარებას და პ.პ. ღვთის წყალობითა და წმინდა ლუკას ლოცვით დღეს სრულიად ჯანმრთელია.
ღრმა პატივისცემით მონაზონი თეოლოღია და მისი ქრისტესმიერი დები


ღრმად პატივცემულო მამა ნექტარიოს!

ორი კვირის წინ ჩემი ვაჟიშვილი, რომელიც ტოკიოში სასწავლებლად იმყოფებოდა, ნაწლავების გაუვალობით დაავადდა. მუცლის ძლიერი ტკივილებით მივიდა საავადმყოფოში. უთხრეს, თუ სნეულება თავისთავად არ გაივლიდა, ოპერაცია დასჭირდებოდა. ის სრულიად მარტო იყო, მხოლოდ ერთი მართლმადიდებელი ექიმი ქალი მივიდა ექიმებთან დასალაპარაკებლად, რამეთუ გარემომცველი სამყარო იქ სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ჩვენთან, საბერძნეთში. ჩვენ, ნათესავებს, მისთვის ლოცვის გარდა, დახმარება არაფრით შეგვეძლო. მოგეხსენებათ, მე პატივს მივაგებ წმინდა ლუკას მას შემდეგ, რაც პირველად, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, შევიტყვე მის შესახებ. ეს იყო 50-იანი წლები, როდესაც იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. როდესაც თქვენი წიგნიდან შევიტყვე, რომ იგი წმინდანად შერაცხეს, სიმფეროპოლში გავემგზავრე მისი წმინდა ნაწილების თაყვანისცემისათვის.

შევუკვეთე საბერძნეთში პირველი წმინდა ლუკას ხატი, რომელიც მუდამ ჩემი მფარველის - წმინდა მოციქულისა და მახარებლის, ლუკას ხატის გვერდითაა დაბრძანებული. ჩემი ლოცვა შვილისათვის წმინდა კოლეგის, ქირურგისა და სიმსივნეთა სპეციალისტისადმი იყო მიმართული. 3-4 დღის განმავლობაში დაჟინებითა და გულმოდგინედ ვევედრებოდი მას ჩემი შვილის შეწევნას. სიმსივნე გაქრა. ჩემი შვილი ამჟამად სრულიად ჯანმრთელია, ჩვენ ერთად ვიყავით საგმატის მონასტერში და მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ზეციურ მფარველს.

დიდება უფალსა და მის წმინდა მკურნალLლუკას, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსს, რომელმაც ასეთ შორეულ ტოკიოშიც კი არ მიგვატოვა.
სიყვარულითა და პატივისცემით
გ. ე. პიპერაკისი, მიკრობიოლოგი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი,
ქ. ათენი, 2000 წლის 23 ოქტომბერი

* * *
ჩემთან დაკვირვებას გადიოდა ქალბატონი ე. კ., - წერს ბეტი პერისტეროპულუ, ქირურგი-გინეკოლოგი (ქ. ათენი, 2002 წელი), - რომელსაც ტყუპი უნდა გაეჩინა. ფეხმძიმობის 34-ე კვირას (მერვე თვე) ქალმა დამირეკა და აღელვებულმა მაცნობა, რომ მუცელი გაუქვავდა. იგი შინ გავსინჯე და მივხვდი, რომ მშობიარობა იწყებოდა. მაშინვე გავუკეთე საჭირო პრეპარატი - დექსამეტაზონი, რათა ჩვილების ფილტვები ნაადრევი მშობიარობისათვის მოემზადებინა. ეს წამალი მხოლოდ 24 საათის შემდეგ იწყებს მოქმედებას.

წმინდანის გულის სულ მცირე ნაწილი მქონდა. მისით ჯვარი გადავსახე ორსულის მუცელს და ეს ნაწილი მოვათავსე ცარიელ კოლოფში, საიდანაც ის-ის იყო, ავადმყოფს წამალი მივეცი. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი კაბინეტისკენ გავემართე. ხუთი საათიც არ იყო, როდესაც შეშინებულმა ქალმა კვლავ დამირეკა - სისხლდენა დამეწყოო. დაუყოვნებლივ წამოდი სამშობიარო სახლში-მეთქი. მას პლაცენტის განშრევება დაემართა - ეს არის ერთი ყველაზე საშიში გართულებათაგანი იმ სამიდან, რაც, შესაძლოა, ფეხმძიმობისას მოხდეს. ასეთ შემთხვევაში საფრთხე ემუქრებოდა როგორც დედის, ისე ჩვილების სიცოცხლეს.

საოპერაციო სასწრაფოდ მომზადდა საკეისრო კვეთისათვის. მაგრამ რამდენადაც ეს ოპერაცია არაგეგმური იყო, არ გაგვაჩნდა გადასასხმელი სისხლი. მოცდის დროც არ იყო, რადგან სისხლდენა ძლიერდებოდა და ქალს საშინელი ტკივილები ტანჯავდა. კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა: მშობიარემ სამი საათის წინ ჭამა და მისთვის საშიში იყო საერთო ნარკოზის გაკეთება, ეპიდურალური ანესთეზიისთვის კი მზად არ იყო ტექნიკა, რადგან ანესთეზიოლოგს მოსამზადებლად 40 წუთი სჭირდებოდა.

სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი და გულში წმინდაLლუკას ვთხოვდი შემწეობას და განმტკიცებას მოსალოდნელი ოპერაციის წინ.Lლოცვამ გამამხნევა და აქამდე შეუცნობელი ძალა ვიგრძენი. მტკიცე ხელით გავკვეთე მუცელი. საშვილოსნოში უამრავი სისხლი აღმოჩნდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დედის მდგომარეობა მთელი ოპერაციის მანძილზე სტაბილური იყო და ნარკოზიდანაც საკმაოდ ადვილად გამოვიდა. წმინდანის ჩარევის წყალობით ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ღვთის მოსაგრეს იმისათვის, რომ მან არა მხოლოდ იხსნა დედისა და ორი ბავშვის სიცოცხლე, არამედ მეც განმამტკიცა, იმ წუთებში ჩემთვის შეუცვლელი დამხმარე და თანამებრძოლი გახდა ქირურგიულ პალატაში - ესოდენ ფაქიზ და საშიშ ადგილას.

წმინდა ლუკამ ამ შემთხვევაშიც სასწაული აღასრულა.

წმინდა ლუკა ყირიმელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის! მთელი გულით ვმადლობთ მას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat