წმინდა გიორგის გაკვეთილები
წმინდა გიორგის გაკვეთილები
ნუ დაუჯერებ მაცდურს, რომელსაც შენი სულის დაღუპვა უნდა
დიდი ხნის წინათ, როცა ასურეთი თურქებს ჰქონდათ დაკავებული, ერთი ხუცესი წმინდა გიორგის ხატის წინ ლოცულობდა. ამ დროს ტაძარში შევიდა თურქი დიდებული ამალასთან ერთად და მღვდელს დასცინა: - უგუნურო, დაფას სცემ თაყვანსო. მერე მშვილდი გადმოიღო და ისარი ხატს ესროლა, მაგრამ, ღვთის ნებით, პირდაპირ კი არ წავიდა, არამედ ზევით აფრინდა, ჩამოვარდა და მსროლელს ხელში ჩაერჭო. თურქს ხელი საშინლად ასტკივდა და დაუსივდა. ტკივილით გატანჯულმა რჩევა თავის ქრისტიან მსახურ ქალს ჰკითხა. მან ურჩია, იმ მღვდლისთვის მიემართა, რომელიც შეურაცხყო. მოიხმო მღვდელი. მან აუხსნა, რომ დაფას კი არა, მასზე გამოსახულ წმინდანს ევედრებოდა. მერე კი დაწვრილებით მოუთხრო წმინდა გიორგის ცხოვრებაზე, მოწამეობასა და სასწაულებზე და დასასრულს უთხრა: "ჩვენ წინდათა ხატებს თაყვანისვცემთ არა როგორც ღმერეთებს, არამედ ვითარცა ღვთის ჭეშმარიტ მსახურთა გამოსახულებებს, რომლებიც ზოგჯერ ხატების მიერ ახდენენ სასწაულებს. შენ ხატს ისრის სროლა გაუბედე და საკუთარ თავზე გამოსცადე მასზე გამოსახული წმინდანის ძალა". ხანგრძლივი საუბრის მერე მღვდელმა ურჩია თურქს, განკურნებისთვის წმინდა გიორგის ხატს შევედრებოდა. მან მღვდლის რჩევა შეასრულა და ხატი შინ წააბრძანა, მის წინ ლამპარი აანთო და მთელი ღამე არ ჩაუქრია. დილით კი ლამპრის ზეთი ხელზე წაისვა. მოხდა სასწაული - ტკივილი დაუცხრა და სრულიად განიკურნა. გახარებულმა და გაოცებულმა მღვდელს ჰკითხა, თუ არსებობს წიგნი, სადაც წმინდა გიორგიზე იქნება დაწერილიო. მღვდელმა წიგნი გამოიტანა და წმინდა გიორგის მარტვილობა წაუკითხა ხმამაღლა. განკურნებულ თურქს ხატი ხელში ეჭირა, ყურადღებით უსმენდა მოძღვარს და როცა მღვდელმა კითხვა დაასრულა, წმინდანს მიმართა:

- ჰოი, წმიდაო გიორგი! შენ ახალგაზრდა იყავი და გონიერი, მე ბებერი ვარ და უგუნური! შენ ახალგაზრდობის წლებში სათნო ეყავ ღმერთს, მე კი დავბერდი და ჯერ კიდევ არ ვიცნობ ჭეშმარიტ ღმერთს! შეევედრე ჩემთვის შენს ღმერთს, რომ შენი მონად ყოფნის ღირსი გამხადოს!

მერე კი დაემხო მღვდლის ფერხთით და სთხოვა, მოენათლა. მღვდელი თავიდან შიშის გამო უარს ამბობდა, მაგრამ მერე თურქის გულწრფელი რწმენა რომ დაინახა, დაუთმო და შუაღამისას მალულად მონათლა.

მეორე დღეს უთენია ახალმონათლული თურქი შინიდან ქალაქის მოედანზე გავიდა და იქ შეკრებილი ხალხის წინაშე თავი საზეიმოდ ქრისტიანად გამოაცხადა. მაჰმადიან თანამოძმეთა ბრბო მას თავს დაესხა და აკუწა.

აი, ასე მცირე ხანში ქრისტესკენ მოიქცა და მოწამეობის გვირგვინი მიიღო თურქმა წმინდა დიდმოწამე გიორგის ლოცვით.

ზემოხსენებული ტაძარი წმინდა გიორგისა ისე დაძველდა და დაიბზარა, რომ საცაა, ჩამოინგრეოდა, მაგრამ განმაახლებელი არ ჩანდა, რადგან იქაური ქრისტიანები ძალზე ღარიბები იყვნენ. ერთხელ სასწაული მოხდა: ტაძრის სიახლოვეს ბავშვები თამაშობდნენ და ერთ ყრმას დასცინოდნენ, რომელსაც ისინი თამაშში ყოველთვის უგებდნენ. შეწუხებულმა ბიჭმა წმინდა გიორგის შესთხოვა:

- წმინდაო გიორგი! შემეწიე, ჩემს მოწინააღმდეგეებს მოვუგო. სამადლობლად კი ტაძარში დიდ ღვეზელს მოგიტანო.

ამის მერე ბიჭმა ყველას მოუგო. შინ მისულმა დედას უთხრა, - წმინდა გიორგის სამადლობლად ღვეზელს დავპირდიო. დედამ შვილის სიყვარულით და წმინდანის პატივისცემით მოამზადა ღვეზელი და შვილს თბილ-თბილი გაატანა. ყრმამ ღვეზელი საკურთხევლის წინ დადო, თაყვანი სცა და წავიდა. ტაძრის წინ ოთხმა ვაჭარმა ჩაიარა. ისინი ეკლესიაში შევიდნენ წმინდა გიორგის თაყვანისცემისთვის. იქ კი თბილი და გემრიელი ღვეზელი ნახეს. ვაჭრებმა ერთმანეთს უთხრეს, ღვეზელი წმინდანს არ სჭირდება, ჩვენ შევჭამოთ და მის მაგივრად საკმეველი დავდოთო. ღვეზელი შეჭამეს და გასასვლელისკენ გაემართნენ, მაგრამ კარები ვერ ნახეს, რადგან კედლად ეჩვენებოდათ. იატაკზე ვერცხლის მონეტა დადეს, თუმცა გასასვლელი კვლავ არ გამოჩნდა. მერე ერთი ოქროს მონეტა დადეს და წმინდანს დახმარება შესთხოვეს. ამაოდ. მერე ყველამ სათითაოდ თითო ოქროს მონეტა დადო, მაშინღა იხილეს ეკლესიის კარნი გაღებული და გამოვიდნენ. ეს ფული დასაწყისი გახდა ტაძრის გასაახლებლად. ამ სასწაულის შესახებ მთელმა ქვეყანამ შეიტყო. ყველა მხრიდან მოდიოდნენ ღვთისმოსავნი და ტაძრისთვის შესაწირად ფული მოჰქონდათ. ტაძარი ფართო და გამშვენებული გამოვიდა. აქ მერეც მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმნდა გიორგის ლოცვით.

ამ ამბავს ღვთისმოსავი მოსაგრე, წმინდა გიორგის მოსახელე ამბა გიორგი მოჰყვა:

ერთხელ მთაზე ავდიოდი და ხელთ ჯვარი მეჭირა. შემხვდა ერთი მოხუცი მონაზონი, რომელმაც ჯვარი გამომართვა და გამისწრო, ცოტა ხნის მერე ბილიკიდან გადაუხვია, უკან გავყევი. გზა გავაგრძელე და დავინახე ცხვრის ფარა და იქვე ყრმა მწყემსი, რომელიც მიწაზე იწვა და კვდებოდა - გველს დაეგესლა. იქვე, ახლოს, წყარო იყო. ბერმა მითხრა:

- წყალი მოიტანე, რომ მასში ჯვარი განვბანოთო.

მოვიტანე წყალი, ყრმას პირი გავუღეთ და ჯვრის ნაბანი ჩავასხით. ბერმა თქვა:

- ყოვლადწმინდა სამების სახელით განგკურნავს შენ დიდმოწამე გიორგი!

ყრმა მაშინვე განიკურნა. ბერმა უთხრა:

- მითხარი, განა არ ეფიცებოდი საცოდავ ქვრივ ქალს, მგელმა შემიჭამა შენი მობარებული ცხვარიო, რომელიც სამ ვერცხლად გაყიდე?

ყრმამ უპასუხა:

- დიახ, მამაო, ასე იყო, მაგრამ თქვენ საიდან შეიტყვეთ?

მაშინ ბერმა უთხრა:

- კელიაში ჩემთან მოვიდა თეთრ ცხენზე მჯდარი კაცი და მითხრა: - სოფრომ, ადექი და სასწრაფოდ წადი წყაროსთან, რომელიც შენგან მარჯვნივ მდებარეობს. იქ იპოვი გველისგან დაკბენილ ყრმას. ასევე მონაზონს, რომელსაც ხის ჯვარი მიაქვს. გამოართვი ჯვარი, წყლით განბანე, ეს წყალი ყრმას შეასვი და თქვი: "სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, განგკურნავს შენ მონა ღვთისა მოწამე გიორგი". შემდეგ კი ყრმას უთხარი: "ამიერიდან ღვთის სახელს ტყუილად ნუღარ დაიფიცებ, ყოველთვის სამართლიანად მოიქეცი, საცოდავ ქვრივს კი დაუბრუნე ცხვარი, რომ უარესი არ დაგემართოსო".

ყრმა ბერს მუხლებში ჩაუვარდა: - შემინდე, მამაო, რამეთუ ყველაფერი მართლა ასე იყო, სამ ვერცხლად გავყიდე ქვრივის ცხვარი, მას კი ვუთხარი, მგელმა შემიჭამა-მეთქი. ქვრივმა მკითხა: "მართალიაო?" მოწამე არის ამისა ჭეშმარიტი ღმერთი-მეთქი. ქალმა მითხრა: "შენ ხომ იცი, რომ ღარიბი ქვრივი ვარ? მოიქეცი ისე, როგორც გინდა. მაგრამ იცოდე, ღმერთი და წმინდა გიორგი მოგკითხავენ, რადგან მე საცოდავმა აღთქმა დავდე, წმინდა გიორგის დღესასწაულზე გლახაკებისთვის მიმეცა ის ცხვარიო".

მე კი ვეცდუნე და შევცოდე. გთხოვ, მამაო, ევედრე ჩემთვის ღმერთსა და წმინდა გიორგის, რომ მომეტევოს ლოცვა. მე კი ქალს სამ თხას მივცემ გიორგობას და სიცოცხლის ბოლომდე წმინდა დიდმოწამის ხსენების დღეს ჩემი მონაგების მეათედს დავურიგებ ღარიბებსო.

ამგვარად, განკურნებულმა ახალგაზრდამ გამოითხოვა ლოცვა და შენდობა ნეტარი სოფრონისაგან.

წმინდა თეოდორე სიკიოტის ცხოვრებაც გავიხსენოთ. ყრმობისას, როცა თეოდორესა და მის ახლობლებს ღრმა ძილით ეძინათ, მოდიოდა მასთან წმინდა დიდმოწამე გიორგი, აღვიძებდა და ეტყოდა:

- ადექი, თეოდორე! უკვე ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდა და დილის ლოცვების ჟამი დადგა, წავიდეთ წმინდა გიორგის ეკლესიაში.

ბავშვი სიხარულით დგებოდა და ხალისით მიჰყვებოდა ტაძარში.

თავიდან წმინდა გიორგი მას სტეფანეს სახით ეჩვენებოდა, რომელიც მათ სახლში ცხოვრობდა. მერე კი თავისი სახით და ბავშვი თავის ტაძარში მიჰყავდა. გზაში ეშმაკები ელოდებოდნენ, რომლებიც ყრმის შეშინებას ცდილობდნენ, იღებდნენ მგლებისა და სხვა მხეცების სახეს და მისკენ იწევდნენ. წმინდა მოწამეს ხელთ შუბი ეპყრა და იმით იგერიებდა საშინელ მოჩვენებას, ბავშვს კი არიგებდა, არ შეგეშინდესო. ასე ხდებოდა ყოველ ღამე.

დედამ და სხვა ქალებმა შეიტყვეს, - თეოდორე ყოველ ღამე ტაძარში დადისო და გაოცდნენ, რადგან საღამოს ის მათ შორის წვებოდა და ისე დგებოდა, რომ ვერავინ ამჩნევდა. დედას ეშინოდა, შვილი მხეცებს არ შეეჭამათ, რადგან ხმა იყო გავარდნილი, მგლები არათუ საქონელს, ბავშვებსაც იტაცებენო. ამიტომაც მკაცრად აუკრძალა მას მზის ამოსვლამდე შინიდან გასვლა, რადგანაც სახლი უდაბურ ადგილას იდგა. თუმცა ბავშვი არ დაემორჩილა დედის ბრძანებას და შუაღამისას კიდევ გაჰყვა წმინდა გიორგის. დედამ გაიღვიძა და როცა შვილი ლოგინში ვერ დაინახა, განრისხებული შევიდა ეკლესიაში, ბიჭი თმით შინ მოათრია და მთელი დღე გარეთ არ უშვებდა. იმავე ღამეს საწოლზე თოკით დააბა, რომ წასვლა ვერ შესძლებოდა.

იმავე ღამეს წმინდა გიორგი გაშიშვლებული მახვილით ძილში გამოეცხადა თეოდორეს დედას და სხვა ქალებს და მკაცრად უთხრა: - თავებს წაგაჭრით ყველას, თუ ბავშვის ცემას გააგრძელებთ და ჩემთან მოსვლას აუკრძალავთო.

ქალებს შეშინებულებს გამოეღვიძათ და ერთმანეთს გამოცხადებასა და წმინდა გიორგის მუქარაზე მოუყვნენ. უფრო მეტად შეშინდნენ, როცა მიხვდნენ, რომ ყველას ერთნაირი გამოცხადება ჰქონდა. მაშინვე შეხსნეს პატარას თოკები, მიეალერსნენ, უთხრეს, ნუ გაგვიბრაზდებიო, მერე კი ჰკითხეს: - მხეცებისა როგორ არ გეშინია, სიბნელეში რომ მიდიხარ ტაძარშიო?

მან უპასუხა: - ყოველ ღამე მაღვიძებს მშვენიერი ჭაბუკი, მიმაცილებს ეკლესიამდე და მიცავს გზაშიო.

მიხვდნენ ქალები, რომ წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომელიც მათ გამოეცხადა, იცავდა ყრმას. იმის მერე ტაძარში ღამით სიარულს როგორღა დაუშლიდნენ!

წმინდა თეოდორეს ცხოვრებიდან ცნობილია კიდევ ერთი ამბავი.

ეშმაკმა 12 წლის თეოდორეს დაღუპვა მოისურვა. თეოდორეს მეგობრის - გერონტის სახე მიიღო და სასეირნოდ წასვლა შესთხოვა. ერთ მაღალ ბორცვზე ავიდნენ. დადგა "გერონტი" ყველაზე მაღალ ქვაზე და თეოდორეს აცდუნებდა:

- აბა, მამაცო თეოდორე, გამოსცადე თავი და აქედან გადახტი.

- მეშინია, - უთხრა თეოდორემ, - ძალიან მაღალია.

- შენ ყველაზე მამაცი ხარ სკოლაში, ახლა კი გეშინია, - თქვა ეშმაკმა, - მე არ მეშინია და ქვემოთ ჩავხტები.

- ნუ გააკეთებ ამას, დაიმტვრევი, - გააფრთხილა თეოდორემ.

ბოროტი ამტკიცებდა, არაფერი დამემართებაო.

- კარგი, თუ შენ ჩემზე ადრე გადახტები და უვნებელი დარჩები, მეც მოგბაძავ, - უთხრა თეოდორემ.

ეშმაკმა ისკუპა, ქვემოთ ფეხზე დადგა და თეოდორეს დაუძახა, გადმოხტიო.

გაოცდა ბიჭი, გერონტის აქამდე თავი არაფრით გამოემჟღავნებინა, გადაწყვიტა, თვითონაც გადამხტარიყო. ეშმაკი კი კვლავ ხელს უქნევდა. ამ ყოყმანში იყო, რომ თეოდორეს წმინდა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა, ხელი ჩასჭიდა, შეაჩერა და უთხრა, - ნუ დაუჯერებ მაცდურს, რომელსაც შენი სულის დაღუპვა უნდაო. დიდმოწამემ ყრმა თავის ტაძარში შეიყვანა და იქ დატოვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat