თავისი ღვაწლით, თავმდაბლობით, მორჩილებით მრავალი სულიერი ნიჭი მოიხვეჭა მამა დანიელმა, მათ შორის უმთავრესი - განსჯის უნარი
თავისი ღვაწლით, თავმდაბლობით, მორჩილებით მრავალი სულიერი ნიჭი მოიხვეჭა მამა დანიელმა, მათ შორის უმთავრესი - განსჯის უნარი
"ჩვენ, ბერებს, ვალად გვადევს, ვიყოთ მართლმადიდებლობის შეურყეველი გოდოლნიო", - ბრძანა ერთხელ ათონელმა ბერმა, მამა დანიელ კატუნაკელმა და ნათქვამი საქმით აღასრულა. მართლაც, "რბილი, თავმდაბალი, მშვიდი, გამგები" მამა დანიელი იყო ათონისა და თანამედროვე მართლმადიდებელი ბერ-მონაზვნობის ერთი იმ ღირსეულ წარმომადგენელთაგანი, რომელთა ლოცვითაც დგას ეს სოფელი.

მამა დანიელი, ერისკაცობაში დემეტრე დემეტრიადისი, დაიბადა 1846 წელს ქალაქ სმირნაში (დღევანდელი იზმირი). მის მშობლებს, სტამატიუსს და მარიამს, ღმერთმა სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი აჩუქა. სტამატიუსი იარაღის ოსტატი იყო და პატარა დემეტრეც ხშირად მოიხილავდა მის სახელოსნოს, მაგრამ განსაკუთრებით ბიძის, ანასტასის, "სულიერ სამჭედლოში" სტუმრობა უყვარდა. ანასტასი ღრმადმორწმუნე კაცი იყო. მან თავისი საპნის საამქრო მოღვაწის სენაკად გადააქცია, თოკებიც კი დაამაგრა კედელზე, რათა განგრძობილ ღამისთევის ლოცვაზე დგომისას თავი შეეკავებინა. ისეთი მადლიანი ქადაგება სცოდნია, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე მეხსიერებაში ჩარჩა მამა დანიელს.

დემეტრე სმირნის მართლმადიდებელ სკოლაში სწავლობდა. საუკეთესო მოსწავლის სულს და გონებას სასკოლო საგნები არ აკმაყოფილებდა. მთელ დღეებს საღვთო სჯულისა და წმინდა მამათა შრომების შესწავლას ანდომებდა. მოხდა დაუჯერებელი რამ - დემეტრემ "სათნოებათმოყვარეობა" მთლიანად დაიზეპირა. მას მონაზვნური ცხოვრება უხმობდა. მოულოდნელად დემეტრეს მამა გარდაეცვალა და იძულებული შეიქნა, მშობლის საქმე გაეგრძელებინა. მაგრამ მონასტერი ისევ ანდამატივით იზიდავდა. ჯერ კიდევ 17 წლისამ დაწერა სერიოზული შრომა "როგორ დავუტევოთ სოფელი". მისი წაკითხვის შემდეგ დიდ მამა კალენიკე ისიქასტს ამოუოხრავს: - ეჰ, სადღა არიან ასეთი მამებიო. ერთ მშვენიერ დილას, მოძღვრის კურთხევით, დემეტრემ საიდუმლოდ დაუტევა სოფელი და თავისი სულის მყუდრო ნავსაყუდელის საძებნელად გაემართა. მოილოცა საბერძნეთის სიწმინდეები. პაროსში, ღირს მამა არსენთან დარჩენა მოისურვა, მაგრამ მამა არსენმა მთაწმინდაზე, წმინდა პანტელეიმონის სავანეში გაგზავნა.

დემეტრეს დედა შვილის გაუჩინარების გამო ღვთისმშობელს შესჩიოდა: - ჩუმად მიგვატოვა და ამის პატიება არ შემიძლია. რატომ მოიქცა ასე, განა მე ურწმუნო ვარ? ღვთისმშობელო, გევედრები, ნუ მისცემ ბერობის ნებას, სანამ ჩემგან კურთხევას არ აიღებსო. ამ დროს დემეტრე გემით მგზავრობდა. ამოვარდა ქარი, გემს კურსი შეუცვალა და იძულებული შეიქნა, ღუზა სმირნაში ჩაეშვა. დემეტრემ ოჯახი მოინახულა. დედამისმა ეს ამბავი სასწაულად მიიღო, მადლობა შესწირა ღვთისმშობელს და გზა დაულოცა შვილს.

დემეტრე წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მივიდა. მაშინ სავანის ძმობაში რუსებს ბერძნები სჭარბობდნენ. მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გერასიმე იყო. სავანის ბერძენი ბერები წინ აღუდგნენ მცირე აზიელი ბერძნის მონასტერში მიღებას. უცნაური რამ სჭირთ მატერიკის ბერძნებს, არათუ სხვა ერისანი, არც მცირეაზიელი თუ კუნძულელი თანამოძმეები უყვართ. მხოლოდ დაჟინებული თხოვნის შემდეგ დატოვეს დემეტრე მონასტერში.

მისი პირველი მორჩილება 85 წლის ბერის, მამა საბას მესენაკეობა იყო. მამა საბა, ძველ ღირს მამათა მსგავსად, დემეტრეს სულის გამოსაწრთობად ათასნაირ განსაცდელს მოუვლენდა ხოლმე. ხშირად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, ლანძღავდა. მორჩილს ყოველთვის მორჩილად ჰქონდა თავი მოდრეკილი: მაკურთხე, მამაოო. ერთხელ დემეტრემ წმინდა ტრიფონის ეკვდერი გააკრიალა. ამ დროს მოვიდა მამა საბა, თეთრი ცხვირსახოცი იატაკს გადაუსვა და მორჩილი დატუქსა: ეს არის სუფთა, ამას ეძახი მუშაობასო? მამა საბას შემდეგ დემეტრე მორჩილად ორ ბულგარელ ბერთან იყო. მან სიმდაბლით და მორჩილებით თავი შეაყვარა მონასტრის ძმებს, ხოლო იღუმენმა თავის მესენაკედ წაიყვანა. მალე დემეტრე ბერად აღკვეცეს და დანიელი უწოდეს. წმინდა პანტელეიმონის მონასტერში შეისწავლა ხატწერა. მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდანთა ხატებს წერდა თუ ხეზე კვეთდა, ცდილობდა თავის გულშიც ამოეტვიფრა მათი წმინდა სახება. მამა დანიელის სახელს შემდგომში ყოველთვის სიტყვა "ხატმწერს" უმატებდნენ, ხოლო მის ხატწერის სახელოსნოში დღესაც მოღვაწეობენ მამა დანიელის სულიერი მემკვიდრენი.

მამა დანიელის ბერული ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა, თუ არ ჩავთვლით მწვავე ქრონიკულ ნეფრიტს. მაგრამ ეს დიდად არ აღელვებდა, განსაცდელი სხვა მხრივ დაატყდა. დაახლოებით 1876 წელს გარდაიცვალა მონასტრის იღუმენი საბა. ახალი იღუმენის არჩევა ძნელი საქმე გამოდგა. ბერძნებს ბერძენი უნდოდათ იღუმენად, რუსებს - რუსი. მამა დანიელი, როგორც პატიოსანი და სამართლიანი ბერი, ორივე მხარემ მონასტრის მდივნად აირჩია. საქმე კონსტანტინოპოლამდე მივიდა, მონასტერმა ორი ბერძენი და ორი რუსი გაგზავნა პატრიარქ იოაკიმე
II-სთან ვითარების გასაცნობად. მათ შორის იყო მამა დანიელიც. მამა დანიელმა პირდაპირ და თამამად დაიჭირა რუსების მხარე და სამაგიეროც მიიღო - პანტელეიმონის მონასტრიდან გააძევეს და რამდენიმე წლით ათონზე ცხოვრება აუკრძალეს. ათონიდან წამოსული ბერი თესალონიკის მიტროპოლიტ იოაკიმესთან (შემდგომში კონსტანტინოპოლის პატრიარქი) მივიდა. მღვდელმთავარმა ანუგეშა: "შვილო, ეკლესია კი არ გაძევებს, არამედ სიმამაცისთვის თავზე ზეთისხილის გვირგვინს გადგამსო". მღვდელმთავრის სიყვარულმა შეუმსუბუქა ტკივილი გულისა. ათი დღე დაჰყო მიტროპოლიტთან, შემდეგ პატარა ქალაქ ბაზილიკაში, წმინდა ანასტასიას მონასტერში დასახლდა. მონასტრის ბერები მის მისვლამდე ვერ იყვნენ კარგი მოღვაწენი. მამა დანიელმა აჩვენა მათ, როგორ უნდა ეღვაწათ. შემდგომში ათონის მთაზე მიმავალი ძმებმა დიდი გულისტკივილით გააცილეს.

მთაწმინდაზე მამა დანიელი ამჯერად ვათოპედის მონასტერში დარჩა სამოღვაწეოდ. მალე ნეფრიტის მწვავე შეტევამ ლოგინს მიაჯაჭვა. მამები მზრუნველობას არ აკლებდნენ, მაგრამ ბერს თავის მკურნალად ყოვალდწმინდა ღვთისმშობელი ეიმედებოდა. მანაც არ გაუცრუა იმედი. ღვთისმშობლის ოთხ ცნობილ სასწაულმოქმედ ხატთან ერთად ვათოპედის მონასტერში უფლის დედის სარტყელიც არის დაცული. და აი, ღვთისმშობლის სარტყლის დღესასწაულზე, 31 აგვისტოს, ბერი დანიელი უეცრად სასწაულებრივად სრულიად განიკურნა. ვათოპედის მონასტრის ძმებმა ის სასტუმრო სახლში ერისკაცთათვის მზრუნველად განაწესეს.

უამრავი სტუმრის მიღებამ, ერისკაცულმა პრობლემებმა უფრო და უფრო გაუღვივა სულში უდაბნოში განმარტოების სურვილი. ერთხელ, მონასტრის საქმეზე ათონის დატოვება და სმირნაში ჩასვლა მოუხდა. თანამემამულეებმა მღვდელმთავრობა შესთავაზეს. მან ამ საქმისთვის თავი უღირსად მიიჩნია. აღთქმა მაქვს დადებული და ვერ დავტოვებ ღვთისმშობლის წილხვედრ ათონის მთასო, - უთხრა მიტროპოლიტ მელენტის. სმირნიდან მობრუნებულმა გადაწყვიტა კატუნაკის უდაბნოში დაყუდება. იქ ცხოვრება მართლაც დიდ ღვაწლს მოითხოვდა. მეტად მძიმე იყო წმინდა ანას სკიტამდე მისასვლელი ბილიკის გავლა, საიდანაც მოჰქონდა ხოლმე ყველა საჭირო ნივთი, მათ შორის წყალიც. მაგრამ სულიერი სიხარული ყველანაირ სიმძიმეს უმსუბუქებდა. აქ არავინ უშლიდა ხელს წმინდა წერილის და ღირს მამათა შრომების შესწავლაში. აქ, უდაბნოში, მოჰბერა მას სულიწმინდამ. "ეს ადგილი მამრეს მუხაა, - ამბობდა მამა დანიელი, - საღმრთო კიბეა, რომელზეც გარდამოვლენ ანგელოზები, ადგილი ესე - მთა კარმელია - ზეთისხილის მთაა, ადგილი ესე - ვიწრო და პირდაპირი გზაა ცხოვნებისკენ მიმავალი".

50 წელი იცხოვრა მამა დანიელმა კატუნაკის უდაბნოში. პირველი სამწელიწად-ნახევარი მარტოობაში გაატარა, ერთმა ღმერთმა იცის მისი იმდროინდელი ღვაწლი და ის ბრძოლები, ეშმაკმა რომ აღძრა მის წინააღმდეგ, საიდანაც გამარჯვებული გამოვიდა.

შემდეგ ნელ-ნელა შემოიკრიბა სულიერი შვილები. ძმებმა პატარა კალივა გააფართოვეს, ეკლესიაც აიშენეს, სენაკებიც, სამხატვრო სახელოსნოც. მაგრამ, რაც მთავარია, ღირსი დანიელის ხელში თვითონვე აღეშენებოდნენ სულიერად. სულიერი სავანის აშენება ეშმაკს არ მოეწონა და საძმოზე ერთი განსაცდელი აღძრა. დიდ ლავრაში მამა დანიელს და მის საძმოს კვლავ რუსების აგენტობა დასწამეს. მწუხარებამ და ტკივილმა მოგვიცვა, ვერსაიდან ვპოულობდით ნუგეშსო, - წერდა მამა დანიელის სულიერი შვილი. ერთი ხანობა მამა დანიელმა კატუნაკის დატოვებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ, ღვთის მადლით, ეშმაკის ხლართები გაიხსნა...

თავისი ღვაწლით, თავმდაბლობით, მორჩილებით მრავალი სულიერი ნიჭი მოიხვეჭა მამა დანიელმა, მათ შორის უმთავრესი - განსჯის უნარი. მთელი ათონიდან მოდიოდნენ სულიერი რჩევისთვის. მშვიდად, თავმდაბლად, მოთმინებით უსმენდა ყველას. მრავალი ბერი თუ ერისკაცი იხსნა ეშმაკის დაგებულ მახეთაგან. ასეთ ორ ამბავს მოგითხრობთ: ერთმა ერისკაცმა, პროფესიით მშენებელმა, სახელად დემოსმა, სიზმარში ნახა, რომ ერთ ადგილას მიწაში ეკლესია იყო ჩამარხული. ადგა, გააღვიძა თანასოფლელები, გათხარეს და მართლაც ეკლესია აღმოაჩინეს. წარმატებამ გაათამამა დემოსი. ეშმაკმა ჩასჩურჩულა, - ღმერთის რჩეული ხარო. მანაც დაუჯერა. დემოსი ერთი ხანობა ათონის მთაზე, მონასტრებში თავისი ხელობით მუშაობდა. ვათოპედის მონასტერში დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა ევდოკიმეს. დემოსს უყვარდა ეს წმინდანი და ფიქრობდა, რომ რატომღაც მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. წმინდანის სხეული 1840 წელს ღვთის ნებით აღმოაჩინეს და მისი ცხოვრება არავინ იცოდა. დემოსი კი ამტკიცებდა: ის ალბანელია, გამომეცხადა და მითხრა, ნათესავები ვართო. ათონელი ბერები აფრთხილებდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ეშმა დაპატრონებოდა მის სულს. სულიერი ავადმყოფობა უფრო გაუღრმავდა, როცა მისი ხილვების სანდოობა ათონზე ჩამოსულმა ეპისკოპოსმა ალექსანდრე როდოსტოლელმა დაადასტურა: "რახან დემოსისთვის სასურველია ლოცვა და ჯვარი, ესე იგი ხილვები ღვთისგან არისო". გაამაყებულმა დემოსმა ერთი სქელი წიგნიც დაწერა, სადაც ათას რამეს წინასწარმეტყველებდა. არა, ეს სიგიჟეა, ღვთისგან არ შეიძლება იყოსო, - დაასკვნეს ათონელმა მამებმა და რჩევისთვის მამა დანიელს მიადგნენ. ღირსმა მამამ გადაფურცლა დემოსის "წინასწარმეტყველებათა წიგნი" და - აქ ეშმაკები ცეკვავენო. შემდეგ კი მამათა სწავლების მიხედვით შეადგინა დემოსის მამხილებელი წერილი. დემოსი გააბრაზა მამა დანიელის პასუხმა: როგორ ბედავს ამ ხილვების უარყოფას, როცა ეპისკოპოსმა აღიარაო. ღირსმა მამამ ლოცვაც დაიწყო დემოსისთვის. მას ხილვები შეუწყდა და მიხვდა, რომ ეშმაკნი ატყუებდნენ, ხოლო ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მადლობის წერილი მისწერა ღირს მამას.

ქსენოფონტის მონასტრის ბერს მამა ალოპის განმარტოებით ყოფნა და ლოცვა უყვარდა. უცნაური რამ დასჩემდა - ლოცვისას სხეული უკანკალებდა, მის გარშემო ადამიანები თრთოდნენ, კანდელები, სკამები - ყველაფერი ირყეოდა. მღვდელნი "ეშმაკის განდევნის" ლოცვას უკითხავდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მამა ალოპი უკვე რამდენიმე წელია განუწყვეტლივ კითხულობდა იესოს ლოცვას და მისი შეწყვეტა არ შეეძლო. კელიაში, საერთო ტრაპეზზე, ტაძარში კანკალებდა თვითონაც და არყევდა სხვებსაც. ლამის სასოწარკვეთილ ქსენოფონტის ბერებს გაახსენდათ მამა დანიელი. მონასტრის იკონომოსი მამა ამბერკი მამა ალოპისთან ერთად გაეშურა კატუნაკისკენ. მამა დანიელი ცალკე ესაუბრა მამა ალოპის: "მამაო, თუმცა შენი მოძღვარი არ ვარ, მაგრამ აუცილებელია დაწვრილებით ვიცოდე შენი სულიერი ცხოვრება. მითხარი, როდის აკანკალდი პირველად ლოცვისას?" "იმ ღამეს მონასტრის ახლოს ეკვდერში ვლოცულობდი, - უთხრა მამა ალოპიმ, - უეცრად კარზე ურდული ახმაურდა. შემეშინდა, შემაჟრჟოლა. შემდეგ ბრახუნი ატყდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეშმაკი იყო და ლოცვა განვაგრძე. მაგრამ ხმაური მატულობდა. არა მარტო კარები, არამედ ეკვდერიც ირყეოდა და სხეულსაც მირყევდა. მას შემდეგ ლოცვას როცა ვიწყებ, მეც და გარშემო ყველაფერიც ყანყალებს". მამა დანიელი ღრმად ჩაფიქრდა. წუთის შემდეგ ღვთივგანბრძნობილმა ჰკითხა: "მამა ალოპი, მითხარი, რა იფიქრე მაშინ, როცა პირველად გაიგონე კარზე კაკუნი და მიხვდი, რომ ეშმაკისგან იყო, რა გრძნობები სუფევდა შენს სულში - შიში, კრძალვა... ან იქნებ სხვა რამ?" მამა ალოპიმ დაწვრილებით აღუწერა თავისი მდგომარეობა. როცა ეშმაკებმა დააკაკუნეს, მას უფიქრია: "დაე, აბრახუნონ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან, ანტონი დიდსაც ასე ებრძოდნენ, მეც ხომ მისებრ ვიღვწი. ჩემი სხეული მადლისაგან კანკალებს თუ ეშმაკის შურით, ლოცვას მანამ არ შევწყვეტ, სანამ ეშმაკს არ შევარცხვენო". ჩაფიქრდა ღირსი დანიელი და მოკრძალებით და სიყვარულით განკურნა მამა ალოპი. "ამის შემდეგ თავმდაბლობით და სინანულით აღმოთქვი იესოს ლოცვა. იგრძენი, რასაც ამბობ, განიმსჭვალე იმის შეგნებით, რომ ცოდვილი ხარ, რომელიც ღმერთმა უნდა განიკითხოს. შენი კანკალი ეშმაკისგანაა და თუ კიდევ განგიმეორდება, ქრისტეს სთხოვე, გიშველოს. მხოლოდ ასე მოიპოვებ ზეციურ წყალობასო", - უთხრა. მამა ალოპიმ დაუჯერა დიდ მოძღვარს, ილოცა თავმდაბლობით და სინანულით. როგორც ამბობენ, მამა ალოპიმ ისეთ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, რომ თვითონაც კურნავდა ეშმაკის მახეში გაბმულებს.

ერთხელ, ჯერ კიდევ მამა დანიელის ერისკაცობაში, როცა ოჯახში ტრაპეზი იყო გაშლილი, მამამისს უთქვამს: - "აი, ჩვენ ვჭამთ, ვსვამთ, ყველაფერი საკმაოდ გვაქვს, რამდენი ობოლი და გლახაკი კი მშიერიაო". ჩარჩენია ეს სიტყვები სულში მამა დანიელს. მას შემდეგ წესად დაიდო, რაიმე სიამოვნებას ყოველთვის იკლებდა, რათა ღარიბებს დახმარებოდა. ძალზე სტუმართმოყვარე იყო, სიყვარულით და სიმშვიდით ავსებდა მნახველს, მის გვერდით ყოფნაც კი ცვლიდა ადამიანს. ღირსი მამის ნათქვამ სიტყვას აფასებდა მთელი საბერძნეთი, ეპისკოპოსნი, სამღვდელონი თუ ერისკაცნი თავს იქებდნენ მისი სულიერი შვილობით. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მამა დანიელს წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელთან. სულიერად განამხნევებდა მას, როცა დიდ მღვდელმთავარს ცილი დასწამეს და ალექსანდრიიდან გააძევეს. წმინდა ნექტარიოსიც ფინანსურად თუ მორალურად დიდად შეეწეოდა მამა დანიელს კატუნაკის სავანის შენებაში. ამიტომაც ღირსი მამა წმინდა მღვდელმთავარს თავისი საძმოს "აღმშენებელს, მამას და იღუმენს" ეძახდა.

მამა დანიელის სიცოცხლის ბოლო წლები ეკლესიისთვის მტკივნეულ პერიოდს დაემთხვა. "განმაახლებლობის" იდეებით შეპყრობილმა სასულიერო პირებმა ეკლესია ახალ სტილზე გადაიყვანეს. ესეც არ იკმარეს - 1932 წელს მსოფლიო კრების მოწვევა განიზრახეს, სადაც სხვადასხვა სიახლის დანერგვას ფიქრობდნენ. მამა დანიელმა გაილაშქრა ამის წინააღმდეგ. მისმა წერილმა ბევრი რწმენაშერყეული ქრისტიანი დააფიქრა და გონს მოიყვანა. მამა დანიელმა რამდენიმე წერილი მიუძღვნა ეკლესიაში არსებულ პრობლემებს: მაკრაკისის ერესს, ქილიაზმს, ევანგელისტებს, ზიარების წინ მარხვის აუცილებლობას, მასვე ეკუთვნის სომეხთა წინააღმდეგ ნაშრომი, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ მისი ავტორი დიდი მცოდნე იყო დოგმატებისა და ეკლესიის ისტორიისა. ღირსი მამა ერთგან წერდა: "ქრისტიანებმა მცირედითაც არ უნდა დაუთმონ ამ დამანგრევლებს, თუნდაც ისინი მღვდელმთავარნი, მღვდელნი, მოძღვარნი და მასწავლებელნი იყვნენო". ძალზე წუხდა ეკლესიის წიაღში არსებულ განხეთქილებაზე. თავის სულიერ შვილს, ერისკაცს ეუბნებოდა: "მწუხარებით ვფიქრობდი ახლანდელ თაობაზე. ჩვენი ცოდვების გამო ღმერთმა დაუშვა, რომ ეშმაკი მათ ორივე მხარეს აცდუნებს. ერთ მხარეს არიან მღვდელმთავარნი - ჩვენი ეკლესიის მმართველნი, რომელთაც ტრადიციის დაცვის მაგივრად სხვადასხვა სიახლე შემოაქვთ, მეორე მხარეს - ჭეშმარიტად მორწმუნენი. ისინი, ნაცვლად იმისა, რომ წერილობით გამოხატონ თავიანთი აზრი, გამჭრიახად და ერისკაცის შესაფერისად, ამბოხს უწყობენ მღვდელმთავრებს, გამოაჭენებენ მთელი მსოფლიოს დასაცინად და სარგებლობის მაგივრად ზიანს აყენებენ ორივე მხარეს... ა.ფ. წერილში ამტკიცებს, მსოფლიო საეკლესიო კრება არ უნდა შედგესო. მაგრამ ამას წერს ისეთი შეურაცხმყოფელი ენით, რომლითაც წმინდა მამები ეკლესიის უდიდეს ერესიარქებზეც კი არ ლაპარაკობდნენო".

50 წელი იცხოვრა კატუნაკის უდაბნოში მამა დანიელმა. ის მართლაც იშვიათი ყვავილი იყო ღვთისმშობლის ბაღისა - ათონის წმინდა მთისა. სიცოცხლის ბოლო წლებში სნეულებანი გაურთულდა. აუტანელ ტკივილებს ღვთის სიყვარულით და ღვთისმშობელზე მინდობით დაითმენდა. უფლის დედამაც არ გაუცრუა იმედი: 1929 წელს, 8 სექტემბერს (ძვ. სტ.), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს, "უდაბნოს ფრინველი" - მამა დანიელი აღფრინდა ზეციურ სავანეში. 83 წლის გახლდათ მაშინ. ღირსი მამა სულიერმა შვილებმა სიკვდილის წინ აზიარეს, ზეთი სცხეს. მამა დანიელს სიხარულისგან სახე უბრწყინავდა. ბედნიერი იყო, რომ მიიცვალებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat