28 მაისს სოფელ ბრეთში დიდი ზეიმით აღინიშნება. წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე.
პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ასურელი მამები – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები.
წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო.
დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბრეთში სამონასტრო ცხოვრება ისევ აღორძინდა და დღეს აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. ბრეთის ეკლესია რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი რესტავრირებული და მოქმედია.
ღირსი პიროს ბრეთელი ეკლესიის ისტორიაში მოიხსენიება ასეთი ეპითეტით: "ღვთაებრივი ხატი სინანულისა"
ღირსი მამის წმიდა ნაწილები მის მიერვე აგებულ მონასტერშია დაკრძალული.
სურათზე: სოფელ ბრეთის წმინდა პიროს ბრეთელისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი