"ჩვენ თანასწორნი ვართ უფლის წინაშე. შეწყვიტეთ შფოთი და ერთ დღეს დააწესეთ ჩვენი ხსენება"
"ჩვენ თანასწორნი ვართ უფლის წინაშე. შეწყვიტეთ შფოთი და ერთ დღეს დააწესეთ ჩვენი ხსენება"
მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია 11 თებერვალს (30 იანვარს) აღნიშნავს საეკლესიო მნათობთა, დიდ მღვდელმთავართა: ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეს.

...კონსტანტინოპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან. ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი - იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს).

ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს: "ჩვენ თანასწორნი ვართ უფლის წინაშე. შეწყვიტეთ შფოთი და ერთ დღეს დააწესეთ ჩვენი ხსენება".


წმინდა იოანე ოქროპირის გამონათქვამები
სიყვარული
სიყვარული არის ძირი, წყარო და დედა ყოველი სიკეთისა. ჭეშმარიტად, იგი, როგორც ძირი, იტოტება უამრავ სათნოებად; როგორც წყაროსთვალი, გამოადინებს მრავალ ნაკადულს; როგორც დედა, თავის წიაღში დაავანებს ყველა მისდამი მოლტოლვილს. უწყოდა რა ეს, ნეტარმა პავლემ მას სულიწმინდის ნაყოფი უწოდა, სხვა ადგილას კი იმგვარი უპირატესობა მიანიჭა, რომ სჯულის აღსრულება უწოდა: აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს (რომაელთა 13,10); და ყოველთა მეუფემაც თავისი მოწაფეებისთვის დამახასიათებელ ნიშნად და უტყუარ განმასხვავებელ თვისებად სხვა არაფერი შემოგვთავაზა, თუ არა სიყვარული, თქვა რა: ამით გულისხმა-ჰყოფენ ყოველნი, ვითარმედ ჩემნი ხართ მოწაფენი, უკეთუ გაქუნდეს ურთიერთას სიყვარული.

რად უშვებს უფალი უბედურებებით გამოცდას
როგორც ოქრომჭედელი ბრძმედში მანამ ტოვებს ოქროს, სანამ მთლად არ განიწმინდება, ასევე ღმერთიც ადამიანთა სულებზე მანამდე უშვებს უბედურებებით გამოცდას, ვიდრე ისინი წმინდა და ნათელი არ შეიქმნებიან და ამ განსაცდელებისგან დიდ სარგებლობას არ ნახავენ... თუკიღა ოქრომჭედელმა იცის, სანამდე გააჩეროს ოქრო ბრძმედში და ზედმეტად არ დატოვებს, რათა არ გადახურდეს და არ გაფუჭდეს, მით უფრო უწყის ეს ღმერთმა, და როდესაც ხედავს, რომ ჩვენ უფრო წმინდა გავხდით, დაგვიხსნის ხოლმე განსაცდელისაგან, რათა გადამეტებული უბედურებებისგან არ წავიბორძიკოთ და არ დავეცეთ. ნუ მივეცემით დრტვინვასა და სულმოკლეობას, თუკი რაიმე მოულოდნელი შეგვემთხვევა, არამედ დავუთმოთ ყოვლისმცოდნეს, რათა განწმინდოს ჩვენი სულები, ვიდრემდის სურს; რამეთუ იგი ამას სარგებლობისთვის იქმს და სასიკეთოდ განსაცდელში ჩავარდნილისთვის.

რაც ცეცხლში მრავალგზის გამოცდილ ოქროს ემართება, ჩვეულებისაებრ იგივე ემართება განსაცდელგამოვლილ ოქროს სულებსაც. გარკვეული დროით ცეცხლში გაჩერებული ოქრო ბევრად უფრო წმინდა და ბრწყინვალე ხდება: და ოქროს მსგავსსულიანი ადამიანებიც, გადიან რა განუწყვეტელი განსაცდელების ბრძმედს, ოქროზე ბევრად უფრო ბრწყინვალენი და ძვირფასნი ხდებიან.

ყველა სიტყვას ნუ შეუშვებ სულში, რაც კი გესმის
როგორადაც ვაჭრები არ იღებენ ყალბ მონეტას და იღებენ ნამდვილსა და უტყუარს, განასხვავებენ რა ყალბს ნამდვილისაგან, ასევე მოიქეცი შენც; ყველა სიტყვას ნუ შეიწყნარებ, არამედ მცდარი და უხეირო განაგდე შენგან, ხოლო საღი და მაცხოვნებელი სულში მიითვალე. შენ გაქვს, ჭეშმარიტად გაქვს შენც სასწორი და ცალსასწორა, გაკეთებული არა ტყვიისა და რკინისაგან, არამედ რწმენისა და სარწმუნოებისაგან შემდგარი; სწორედ მათი დახმარებით გამოიკვლიე ყოველი სიტყვა.

როდის შეგვფერის ლაპარაკი და როდის - დუმილი
თუკი რამ სასარგებლო გაქვს სათქმელი, მაშინ გახსენი ბაგე; ხოლო თუ არაა რაიმე აუცილებლობა, მაშინ სდუმდე, რადგან ეს უმჯობესია. ხელოსანი ხარ? იგალობე ფსალმუნები მჯდომარემ. არ გსურს იგალობო ბაგეებით? გააკეთე ეს აზრით. ფსალმუნი - უდიდესი თანამოსაუბრეა. მისგან შენ არანაირი ვნება არ გექნება, არამედ სახელოსნოშიაც იჯდები, როგორც მონასტერში, რამეთუ არა ადგილის მოხერხებულობა, არამედ ზნეობის უმანკოება გვანიჭებს სიმშვიდეს. ასე მაგალითად, პავლე მოციქული იქმოდა რა სახელოსნოში ხელსაქმეს, მის სათნოებას რაიმე ზიანი არ მისდგომია.
(თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა)


წმინდა ბასილი დიდის გამონათქვამები
* ნეტარია ის, რაც თავისთავად მშვენიერია, რისკენაც ყველა მიისწრაფვის: უცვალებელი ბუნება, სამეუფო ძალაუფლება, უშფოთველი ცხოვრება, უსევდო მდგომარეობა, რომელსაც ცვლილება ვერ ეხება. იგია წყარო დაუშრეტელი, მადლი მოუკლებელი, საგანძური ამოუწურავი. მაგრამ უვიცი და სოფლის მოყვარული ადამიანები, რომელთაც სიკეთის ბუნება არ იციან, ხშირად ნეტარებად მიიჩნევენ მას, რასაც არავითარი ღირებულება არ აქვს; კერძოდ, სიმდიდრეს, ჯანმრთელობას, ბრწყინვალე ცხოვრებას, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს ბუნებით სიკეთეს, რადგან არა მხოლოდ საპირისპირო სახეს იღებენ ადვილად, არამედ არც იმის ძალა შესწევთ, რომ თავიანთი მფლობელი უკეთესად აქციონ. განა ფულს ვინმე სამართლიანი გაუხდია ან ჯანმრთელობას - ბრძენი? პირიქით, თითოეულ ამგვარ წყალობას მისი ბოროტად გამომყენებელი ცოდვაში ჩაუგდია.

* ვინც სათნოებით ცხოვრებას იწყებს, ჯერ პირველ საფეხურზე უნდა მოიმაგროს ფეხი და იქიდან განუწყვეტლივ ვიდოდეს მაღლა და მაღლა მანამ, სანამ თანდათანობით წარმატებებით კაცობრივი ბუნებისთვის მისაწვდომ სიმაღლეზე არ დადგება. ისევე როგორც კიბეზე პირველი აბიჯება დედამიწისაგან განშორებას ნიშნავს, ასევე იმისთვის, ვისაც საღმრთო სჯულით ცხოვრება სურს, წარმატების დასაბამი ბოროტისგან განშორებაა. საერთოდ კი ნებისმიერ საქმეზე ბევრად ადვილია ყოველგვარი უმოქმედობა. მაგალითად, მცნებათაგან - არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო - თითოეული მხოლოდ უმოქმედობასა და უმოძრაობას მოითხოვს, მაშინ როცა მოღვაწეთა შესაფერისი მოქმედებაა: "შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი... გაყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა" და "რომელნი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა". აქ მოქმედებათა აღსრულება უკვე მამაც სულს მოითხოვს, ამიტომაც გიკვირდეს სიბრძნე იმისა, ვისაც უფრო ადვილისა და მისაწვდომის გავლით სრულყოფისკენ მივყავართ.

* მცნება მაშინაა ჩვენთან, როცა სიკეთის შემეცნებას მოვახერხებთ. ხოლო თუ მზაკვარ ფიქრებს ვერ ჩავახშობთ და გონებას მივუშვებთ, რომ ვნებებს დაემონოს, ცოდვა გაცოცხლდება, გონება კი მოკვდება, იქცევა გვამად ცოდვით დაცემის გამო. ამიტომაც ნეტარია ის, ვინც არ გაჩერდა უშჯულოთა გზაზე, არამედ კეთილგონიერების წყალობით ღმრთისმოსავის ცხოვრებას შეუდგა.

* როცა ადამიანი აზრს მარადიულისკენ წარმართავს - სათნოებას ირჩევს, ხოლო რაჟამს მზერას აწმყოს მიაპყრობს - უპირატესობას ტკბობას ანიჭებს. აქ ხორციელ ტკბობას ხედავს, იქ - ხორცის დამონებას; აქ - მემთვრალეობას, იქ - მარხვას; აქ - თავშეუკავებელ სიცილს, იქ - ცრემლების სიუხვეს; აქ - ცეკვა-თამაშს, იქ - ლოცვა-ვედრებას; აქ სალამურის ხმა ესმის, იქ - ოხვრისა; აქ მრუშობაა, იქ - ქალწულება. რამდენადაც გონებისთვის ჭეშმარიტი სიკეთე მხოლოდ რწმენის გზითაა მისაწვდომი (რადგანაც იგი დაშორებულია ჩვენგან, თვალი ვერ ხედავს და ყურსაც მასზე არაფერი ესმის), ცოდვათა სიტკბოება კი ხელთა გვაქვს და ყოველი ჩვენი გრძნობიდან ჩვენში ცდუნება მოედინება, ნეტარია ის, ვინც დაღუპვისაკენ კი არ მიიქცა ტკბობათა საცდურით, არამედ ხსნის იმედი მოთმინებით შეინარჩუნა და ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევისას არ დაადგა გზას, რომელსაც ბოროტებისკენ მივყავართ.

* ახლაც ვიცი ისეთები, რომელთაც სიჭაბუკეში წარიწყმიდეს ხორციელი ვნებებით თავი და ჭაღარით შემოსილნიც კი ბოროტი ჩვევის გამო ცოდვას სჩადიან. როგორც ღორებს ტლაპოში გორაობისას სულ უფრო და უფრო ეკრობათ ტალახი, ასევე ესენიც, ავხორცობის წყალობით, ყოველდღე ახალი სირცხვილით იფარებიან.

* ცეცხლს, რაჟამს იგი ადვილად დასაწვავ ნივთიერებას შეეხება, არ შეუძლია მთლიანად არ მოედოს მას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ძლიერი ქარიც დაუბერავს, რომელსაც ალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს. ასევეა ცოდვაც - შეეხება რა ერთს, როცა ბიწიერნი სულნი გააღვივებენ, არ შეუძლია, არ გადავიდეს იმაზე, ვინც ახლომახლოა.


წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის გამონათქვამები
* ვინ ვიყავ, ვინ ვარ ამჟამად და რად შევიქმნები ხანმოკლე დროის შემდეგ? სად წამიყვან და სად დამადგინებ დიდებულ ქმნილებას, უკვდავო, თუკიღა არსებობს დიადი ქმნილებათა შორის? ჩემი აზრით კი, ჩვენ ერთდღიანი უმნიშვნელო ქმნილებანი ვართ და ამაოდ ავიმაღლებთ თავს, თუ ჩვენში მარტოოდენ ისაა, ადამიანები რასაც ხედავენ და სხვა არა გაგვაჩნია რა, გარდა დასაღუპავი ცხოვრებისა.

* ასეთი ცხოვრება რა ცხოვრებაა? ერთი კუბოდან წამომდგარი სხვა კუბოსკენ მივეშურები და ამოსული სამარიდან შეუბრალებელ ცეცხლში დავიმარხები. და თვით ეს დროც, ვიდრეღა ვსუნთქავ, ნაკადულია მსწრაფლმდენი მდინარისა, რომელშიც ერთი მიდის და მეორე მოდის, და არაფერია მდგრადი. აქ ყოველივე ერთი მტვერია, რომელიც თვალებს მივსებს და ღვთიურ სინათლეს უფრო და უფრო განვეშორები. კედელ-კედელ, ხან აქ, ხან იქ - ხელისცეცებით დავხეტიალობ დიდი ცხოვრების მიღმა. გავკადნიერდები ერთ მართალ სიტყვაზე: ღვთის თამაშია ადამიანი, ერთი იმათგანი, ქალაქებში როგორსაც ვხედავთ. გარედან ხელით ნაკეთი ნიღაბი აქვს აფარებული; ხოლო როდესაც ჩამოხსნილი აქვს, სირცხვილისგან ვქვავდები, მოულოდნელად ისეთი სხვაგვარი გამოგვეცხადება. ასეთია საბრალო მოკვდავთა მთელი ცხოვრება. ზოგიერთებს გულზე მეოცნებე იმედი მოჰფენია, თუმცაღა თავს დიდხანს არ იქცევენ.

* ვინ ვარ მე, საიდან მოველ ამ ცხოვრებაში? და მას შემდეგ, რაც მიწა თავის წიაღში მიმიღებს, როგორი აღმოვჩნდები აღმდგარი მტვრიდან? სად დამაყენებს მაღალი ღმერთი? და აქედან წარტაცებულს შემიყვანს კი მყუდრო ნავსაყუდელში? მრავალი გზაა მრავალსალმობიერ ცხოვრებაში და თითოეულზე თავ-თავისი წუხილი გვხვდება; არ არის კაცთათვის სიკეთე, რომელსაც ბოროტება არ ერთვოდეს. და კიდევ: კარგია, თუ ჭირ-ვარამს დიდი საწყაულისთვის არ მიუღწევია! სიმდიდრე არაა საიმედო; საყდარი სიზმარას მზვაობრობაა; ქვეშევრდომობა სამძიმოა; სიღატაკე ბორკილებია; სილამაზე - ელვის ხანმოკლე ციაგი; ახალგაზრდობა - დროებითი დუღილი; ჭაღარა - სიცოცხლის წუხილიანი ჩასვენება; სიტყვები მიფრინავენ; დიდება კვამლია; კეთილშობილება - ძველი სისხლი; ძალა ველური ტახის მონაპოვარიცაა; განძღომა სითავხედეა; მეუღლეობა - უღელი; მრავალშვილიერება - გარდაუვალი საზრუნავი; უშვილობა - ავადმყოფობა; სახალხო შეკრებები - მანკიერებათა სასწავლებელი; უმოქმედობა ადუნებს; მოჩვენებითობა მიწაზე მხოხავთ შეჰფერით; სხვისი პური მწარეა; მიწათმოქმედება ძნელია; მეზღვაურთა დიდი ნაწილი დაიღუპა; მამული საკუთარი ორმოა; სხვისი მხარე კიცხვაა; მოკვდავთ ყველაფერი უძნელდებათ; ყველაფერი აქაური - სიცილია, ბურუსია, აჩრდილია, მოლანდებაა, ცვარია, სიოა, ბუმბულია, ორთქლია, სიზმარია, ტალღაა, ნაკადულია, ხომალდის კვალია, ქარია, მტვერია, წრეა მიწყივ მბრუნავი, განმაახლებელი ყოველი უწინდელის მსგავსისა, უძრავიცა და მოქანავეც, დაქცევადიც და უცვალებელიც - წლის დროებში, დღეებში, ღამეებში, შრომაში, სიკვდილებში, საზრუნავებში, თავშესაქცევებში, სნეულებაში, დაცემებში, წარმატებებში.

* მრავალი ლურსმნით გამაგრებული მცირე ხომალდი უფრო მეტ ტვირთს ზიდავს, ვიდრე ცუდად აგებული დიდი გემი. ღვთიურ კართან ვიწრო ბილიკია მიმყვანებელი, მაგრამ მრავალ ბილიკს გაჰყავხარ შარაგზაზე. დე, ერთნი იარებოდნენ ერთი ბილიკით, სხვები - სხვით, ვისაც რომელზე მიუთითებს თითოეულის ბუნება. ეს კია - ყველა შეუდგეს ამ ვიწრო ბილიკს. ყველას ერთნაირად არ სიამოვნებს ესა თუ ის საჭმელი; ქრისტიანებსაც მხოლოდ ერთი ცხოვრების წესი როგორ შეჰფერით.

* თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი და ამიტომ - იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენიებენ ზეცაში; შექმნილი ღმერთი, რომელიც ქრისტეს ვნებათა გზით მიემართება უხრწნელი და წარუვალი საუკუნო დიდებისაკენ.

მოამზადა
შალვა კეკელიამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat