არსენი გამხდარა დავით მეფის გონიერი მოძღვარი, დავითი კი არსენის მორჩილი შეგირდი
არსენი გამხდარა დავით მეფის გონიერი მოძღვარი, დავითი კი არსენის მორჩილი შეგირდი
XI საუკუნის ბოლოს ანტიოქიაში, შავ მთაზე, წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერში მოღვაწეობდა სამი დიდი ქართველი: ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი. მათ სახელებს სიყვარულით და კრძალვით ახსენებენ შთამომავალნი. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მამების შესახებ ძალზე ცოტა რამ ვიცით, მათი ცხოვრებაც, "ვითარცა მრავალთა წმინდათა ნათესავსა შორის ჩვენსა გამოჩინებულთა ცხორებანი, აღუწერლობითა დავიწყებისა სიღრმესა მიეცნეს" (გიორგი მცირე). ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმულ დავითის საქართველოში, სადაც სულიერად წარემატებოდნენ ამ ღირს მამათა ნათარგმნი წიგნებით და მოღვაწეობით, ნუთუ არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომ ეძლია "მცონარებისა" და "ჟამთა დროებისთვის", გინაც შურისთვის და საღმრთო სიყვარულით აღძრულს აღეწერა მათი ცხოვრება? მაგრამ იქნებ ღმერთმა წყალობა მოიღოს ჩვენზე და ვითარცა XIX საუკუნის ბოლოს გამოგვიჩინა ის ერთადერთი ხელნაწერი, სადაც წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაა აღწერილი, ახლაც გამოჩნდეს სხვა ღირს ქართველთა მოღვაწეობის ამსახველი ეტრატნი.

6(19) თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა არსენ იყალთოელის ხსენებას აღნიშნავს. გავკადნიერდებით და პროფესორ ივანე ლოლაშვილის წიგნის მიხედვით მცირეოდენს მოგითხრობთ მასზე.

მამა არსენი კახელი ყოფილა, დაბადებულა "დაბას შინა იყალთოსა", აქედან მიუღია ზედწოდება "იყალთოელი". მამამისს სახელად ვაჩე რქმევია. "დოღმატიკონის" ერთ-ერთ ტრაქტატს მიწერილი აქვს "ითარგმნა არსენისაგან ვაჩესძისა". ერთი ცნობით, წმინდა არსენი გვარად ვაჩნაძე ყოფილა, მეორე ცნობით - მაყაშვილი. დავით რექტორის გადმოცემით, იყალთოს "ჰფლობდნენ თავადნი ირუბაქის ძენი (ესე იგი მაყაშვილნი)". ამიტომაც მეორე ცნობა უფრო სარწმუნო უნდა იყოს. სახელგანთქმული გვარის შვილი ბავშვობას იყალთოში გაატარებდა. წმინდა ზენონ იყალთოელის საფლავის გარშემო შემდგომში მრავალი სამლოცველო აიგო და ეს სულიერი გარემო უცილობლივ იმოქმედებდა ყრმა არსენზე. რამდენი ხანი დაჰყო იყალთოში, არც ეს ვიცით. ის კი ცნობილია, რომ ჭაბუკობის ჟამს სასწავლებლად საზღვარგარეთ გამგზავრებულა. თეიმურაზ ბაგრატიონის უწყებით, არსენს იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში "უსწავლია ენა ელინური, ასურული და არაბული. არის სხვა ვერსიაც: შესაძლოა ჭაბუკი არსენი იმ 80 მოსწავლეს შორის იმყოფებოდა, რომლებიც გიორგი მთაწმინდელმა წაიყვანა 1065 წელს საქართველოდან კონსტანტინოპოლში. აქედან ის მოხვდებოდა ჯერ ათონის მონასტერში, შემდეგ მანგანის აკადემიაში. XI საუკუნის II ნახევარში მანგანის აკადემია მთელ ბიზანტიის იმპერიაში განთქმული უმაღლესი სასწავლებელი იყო. თუ წმინდა არსენი გიორგი მთაწმინდელის მიერ წაყვანილ ყმაწვილთაგანია, მაშინ ხსენებულ სასწავლებელში უნდა ესწავლა დაახლოებით იმავე დროს, როცა იქ ფილოსოფიას ეუფლებოდა იოანე პეტრიწი.

მანგანის აკადემიიდან არსენი წავიდა შავ მთაზე, სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერში და ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით შეუდგა სამწერლო-სამთარგმნელო საქმიანობას. არსენი ისე გაიწაფა ბერძნული მეტაფრასტული თხზულებების ქართულად გადმოცემაში, რომ მესამე თარგმანის გამო მოძღვრის ქება დაიმსახურა. ეს თარგმანი წმინდა ეფრემს მეტაფრასტულ კრებულში შეუტანია და არსენის შემოქმედებითი უნარით აღფრთოვანებულს უთქვამს: "ადამიანთაგან შეუძლებელი საქმე მისთვის (ანუ არსენისთვის) და მის მიერ თქვენთვის შესაძლებელიაო". ეფრემის მინაწერიდან ირკვევა მეორე გარემოებაც: "არსენის მესამე ესე ნაყოფი" მკითხველისთვის მიუწოდებია ანტონ ტბელის ძის კურთხევით. წმინდა ეფრემი თავის თავს არსენის "მონას" და "უფროისღა მოძღვარს" უწოდებს. ერთგან კი წმინდა არსენზე ამბობს, რომ იგი არის "მზრდელი და მსახური" მისი ანუ თანამოსენაკე. წმინდა ეფრემის გარდაცვალების შემდეგ წმინდა არსენი კონსტანტინოპოლში, მანგანის მონასტერში, გადასულა. აქ უთარგმნია ანასტასი სინელის "წინამძღვარი", ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი, რომლითაც იწყება მის მიერვე შედგენილი ცნობილი კრებული "დოღმატიკონი". მანგანაშივე უთარგმნია გიორგი ამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც შემდგომში ქართველთათვის ერთადერთი სახელმძღვანელო იყო მსოფლიო ისტორიის შესასწავლად.

მანგანაში არსენი დიდხანს არ დარჩენილა. 1103 წელს საქართველოში ჩამოსულა და წმინდა დავით აღმაშენებლის გვერდით დაუწყია მოღვაწეობა, სავარაუდოდ, წმინდა მეფისვე მოწვევით. წმინდა დავითი XII საუკუნის დასაწყისში საეკლესიო რეფორმისთვის ემზადებოდა, საამისოდ კი მეფეს სჭირდებოდა სჯულიერი მოღვაწე, რომელიც ამ საქმეში დაეხმარებოდა. ასეთი გახლდათ წმინდა არსენი. მართლაც, საქართველოში მოსვლის დღიდან არსენი გამხდარა დავითის გონიერი მოძღვარი, დავითი კი არსენის მორჩილი შეგირდი... ეს სულიერი მამაშვილობა გაგრძელებულა თითქმის 25 წელს, დავითის აღსრულებამდე.

მომავალი საეკლესიო კრებისთვის, სადაც ეკლესიის უღირსი მსახურნი უნდა ემხილებინათ, ახალი იურიდიული დოკუმენტი იყო საჭირო, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელისეული "მცირე სჯულისკანონი" ამისთვის არ კმაროდა. ამას კარგად ჰხედავდა მეფეც და მისი ერთგული სამღვდელო პირნიც. ამიტომაც არსენს ბერძნულიდან ქართულ ენაზე გადმოუღია "დიდი სჯულისკანონი", რომლითაც განუკითხავთ მტყუან-მართალნი რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე. ამ კრების განჩინება რედაქტირებულია წმინდა არსენის მიერ. კრებამ სახოტბო ეპისტოლე გაუგზავნა წმინდა დავით მეფეს, რომელმაც ითავა ამ საქმის განხორციელება. ეპისტოლეც არსენმა დაწერა და მიართვა მეფეს მოთათბირეთა სახელით. ქებასთან ერთად მოძღვარმა მოკრძალებით ჰკითხა მეფეს, - მოგწონს თუ არა ჩვენი გადაწყვეტილებანიო. მეფე კი კმაყოფილი იყო, მაგრამ კრების გადაწყვეტილებანი არ მოსწონდათ ამ კრებისავე განკვეთილ უღირს მღვდელმთავარ მოდისტოსს და მის ძმას ძაგან ერისთავს. ძაგანმა საისრედაც კი გაიმეტა მეფე. დავითს ყელზე ჩამოკიდებულ მთავარანგელოზის ხატზე მოხვდა მისი ნასროლი ისარი. ლტოლვილმა მოღალატემ თავი შიომღვიმის მონასტერს შეაფარა, მაგრამ მემღვიმე მამებმა, წინამძღვარ მიქაელის კურთხევით, ძაგანი შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. დავითმა კი მადლიერების ნიშნად მოინახულა მთავარმამა, მემღვიმე მიქაელი, მოიხმო წმინდა არსენ იყალთოელი და არწმუნა მას ღვთისმშობლის ტაძრის აგება. 1123 წლისათვის აიგო ტაძარი, მაგრამ შიდა სამუშაოები არ იყო დაწყებული. ამიტომ წმინდა დავითი ბრძანებს: ჩემი ეკლესიის დამთავრება-კურთხევას თუ ვერ მოვესწრო, მაშინ არსენისთვის მიცემული ფულით ტაძარს კალაპოტი გამოუყარონ, მოლესონ, მოხატონ და აკურთხონ იოანე კათოლიკოსმა და სამღვდელოებამო.

დავითის ანდერძიდან ჩანს, რომ არსენი დამკვიდრებულა მღვიმის ერთ სოხასტერში, რომელიც მთავარი სავანიდან მოშორებით უნდა ყოფილიყო. სავარაუდოა, რომ ამ სოხასტერში ღირსი მამა სამწერლო-სამთარგმნელო საქმიანობას ეწეოდა. მას თარგმანების გადაწერაში ეხმარებოდა იოანე ბერი. არსენი ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობის დროსვე შესდგომია შიომღვიმის ძმათა საკრებულოსთვის ახალი ტიპიკონის შედგენას. წმინდა დავით მეფე ანდერძში წერს: "მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი და თვით სულიერმან ბერმან, მოძღვარმან ჩემმან იოანე, რათა წესსა ზედა სვიმონწმინდისასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი". იგივე ტიპიკონი მიუღიათ დავითის აშენებულ გელათის მონასტერში, რომლის მშენებლობა მეფეს 1106 წელს დაუწყია. როგორც ჩანს, ეს საქმე მეფეს არსენისთვის მიუნდვია. ამან შეაფერხა შიომღვიმის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა. ამიტომ აღნიშნავს 1125 წელს მეფე გულისტკივილით, დამრჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა დაუსრულებელიო. მეფე არსენს იმდენად ენდობოდა, რომ მის სიტყვას უყოყმანოდ ასრულებდა. საგულისხმოა თვით წმინდა დავითის გამონათქვამები: "ბერმან არსენი მიბრძანა ამის ანდერძის დაწერა" (და ეს ანდერძი დაწერა კიდეც); "მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი" მღვიმის წესთა დასხმა (და მან ამის ნება დართო); "კანდლები, რომელი მე მომხსენებია და რომელი არსენის დაუდგამს, ნუმცა ვის უკადრებია გამოღებაი"; "ვითა აწ არსენის განუწესებია", ეგრე იყოს, "ნუ ვინ შეცვლის ამას წესსა". ერთი სიტყვით, დავითმა იცის არსენის ფასი და მეფე, რომელიც ასე მრისხანე იყო ურჩ ფეოდალთა, ქვეყნის ორგულთა მიმართ, აგრერიგად მორჩილია თავისი სულიერი მამისა.

ერის განათლებისთვის ზრუნვამ უკარნახა დავითს, მოეწვია საზღვარგარეთელი ქართველი მეცნიერები და მათთვის შეექმნა სამეცნიერო მუშაობის პირობები. ამ მიზნით გელათში დააარსა აკადემია - ბიზანტიური ტიპის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მალე გადაიქცა "ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად" და "სხვა ათინად". ფიქრობენ, რომ ამ აკადემიის პირველი მოძღვარნი იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება ცნობა, არსენი გელათში რამდენ ხანს მოღვაწეობდა და რა ნაშრომები დაწერა იქ. თუმცა სავარაუდოა, რომ მას იქ გადაეთარგმნა "დოღმატიკონის" რამდენიმე ტრაქტატი.

ვიცით, რომ შიომღვიმეში გაატარა არსენმა თავისი ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი. "დოღმატიკონს" ერთი საყურადღებო მინაწერი აქვს: "არსენისსა მისრული მღვიმეს, იტყვის დავით მეფე: "მე მაშინდელი კაცი ვარ, ოდეს არსენი დაროჯიდი ჭამა (გახუხულ პურს ჭამდა), მარჯვენასა გვერდსა ზედა წვა, ნოსელსა (იგულისხმება გრიგოლ ნოსელი) იკითხავდა და დოღმატიკონსა აწამებდა (ადარებდა დედანთან) და ცვილისა სოფია-წმიდასა იგივე მარტოი იქმოდა". ცნობილია, რომ დავითი შიომღვიმის ხშირი სტუმარი იყო. ამ დროს არსენს "დოღმატიკონზე" მუშაობა დაწყებული ჰქონდა. სწორედ ამ მუშაობის პროცესში უხილავს მეფეს არსენი და სასიამოვნო მოგონებად უცვნია ეს შეხვედრა. აქედანაც ჩანს, არსენი რა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ საქმეს, თარგმნილი ტექსტების სიზუსტეს. ღირსი არსენი ბევრს შრომობდა, წერდა ღამით, მარჯვენა გვერდზე მწოლიარე. ერთ მრავალთავზე მიუწერია: "აჰა, ქაღალდო, დაგსუარე! ეგრეთვე უძილსა მე გარდამკურია დასტი. შენცა იჭირვოდი". საგულისხმო ტექსტია: ღამით მუშაობით და უძილობით დაქანცულ არსენს, რომელსაც მელნის ჭურჭელი გადაბრუნებია, ქაღალდისთვის უთქვამს: არა უშავს, რომ დაგსვარე. დაე, შენც გაიჭირვე ჩემსავითო.

შიომღვიმეში არსენს მეფე დავითის ბრძანებით ბერძნულიდან უთარგმნია ანდრია კრიტელის "დიდნი კანონნი", ხოლო იოანე კათოლიკოსს კი ამ კანონისთვის "ხმები დაუდვია" ანუ დაუდგენია, თუ რომელი გალობა რა ხმაზე უნდა შეწყობილიყო.

შიომღვიმეშივე დაწერა წმინდა არსენმა ჩვენი განმანათლებლის, წმინდა ნინოს ცხოვრება. აქვე დაასრულა "დოღმატიკონის" თარგმნა, რომელშიც შედიოდა წმინდა ანასტასი სინელის "წინამძღვარი", წმინდა იოანე დამასკელის "ცოდნის წყარო", თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური ტრაქტატები, კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის და სხვათა პოლემიკური ხასიათის ნაშრომები და ეპისტოლეები, ანტიმაჰმადიანური და ანტინესტორიანული დიალოგები. "დოღმატიკონის" ხელნაწერთა სიმრავლე მოწმობს, თუ რაოდენ პოპულარული ყოფილა იგი ქართველთა შორის. წმინდა არსენი ითვლებოდა იყალთოს ფილოსოფიური სკოლის (ანუ იყალთოს აკადემიის) დამაარსებლად, მის რექტორად და მოძღვრად.

1123 წელს წმინდა არსენს მონაწილეობა მიუღია მონოფიზიტ სომეხთა წინააღმდეგ გამართულ კამათში. მემატიანე არაფერს წერს, ამ კრებაზე რა სიტყვა წარმოთქვა არსენმა, ვის ეკამათა. ჩვენამდე მოღწეულია ერთი იამბიკო, რომელიც აქებს "დოღმატიკონს" და მას მონოფიზიტ "სომეხთ პირის დამხშველს" უწოდებს. ფიქრობენ, რომ წმინდა არსენს მონაწილეობა უნდა მიეღო ქართველთა და არაბთა სარწმუნოებრივ პაექრობაშიც.

1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა მეფე დავითი. ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იხმო არსენი და მისი თანდასწრებით მეფედ აკურთხა დემეტრე უფლისწული. არსენმა ამ დროსვე ჩაიწერა ანდერძი, რაც მას ზეპირად "წარმოუთხრა" დავით აღმაშენებელმა. არსენს დაუწერია დავით აღმაშენებლის ცნობილი ეპიტაფია "ვის ნაჭარმაგევს..."

ტრადიციული გადმოცემით, არსენს თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები იყალთოში გაუტარებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ შიომღვიმე დავითის გარდაცვალებისა და მისი ნების აღსრულებისთანავე მიატოვა. სამწუხაროდ, არ ვიცით, რამდენ ხანს ცხოვრობდა იყალთოში და როდის გარდაიცვალა. "რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს დავით აღმაშენებელმა საფლავში ჩაიყოლა არსენის შემდგომი საქმიანობა" (ი. ლოლაშვილი). მისი ცხოვრება უნდა დამთავრებულიყო XII საუკუნის 30-იან წლებში. დაუკრძალავთ იყალთოში, წმინდა ზენონ იყალთოელის საფლავის გვერდით. თეიმურაზ ბაგრატიონის თქმით, ზენონის საფლავი, "ვითარცა ლუსკუმა, ეგრეთ მაღალ არს". ხოლო მის გვერდით "მიკრულ არს საფლავი წმიდისა და ღირსისა არსენი იყალთოელისა..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat