ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ლოცულობდა თავისი შეურაცხმყოფელებისთვის
ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ლოცულობდა თავისი შეურაცხმყოფელებისთვის
ნეტარი ანდრია სალოსი
"ჩვენ სულელ ქრისტესთვის, ხოლო თქვენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩვენ უძლურ, ხოლო თქვენ ძლიერ; თქვენ დიდებულ, ხოლო ჩვენ გინებულ" (I კორინ. 4:10).

ჩვენ შემთხვევით არ დაგვიწყია პავლე მოციქულის ეპისტოლეს სიტყვებით. ნეტარი ანდრია სალოსი, პავლე მოციქულის მსგავსად, იქნა აღწევნილი მესამე ცამდე. ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს ის იყო, უნდა გაყინულიყო სიცივისაგან, რომ ანგელოზი მოფრინდა მასთან, რომელსაც სამოთხის რტო ეპყრა ხელთ. ანგელოზმა გაათბო ნეტარი მამა, რომელიც ამის შემდეგ უჩვეულო ზმანებაში ჩაიძირა. როგორც მისი თანამედროვენი მოგვითხრობენ, ნეტარი ანდრიას ამგვარი სულიერი მდგომარეობა ორი კვირა გრძელდებოდა. ამ დროს წმინდანი სულით აღწევნილ იქნა მესამე ცამდე, იხილა ცათა სასუფევლის აღუწერელი სილამაზე, მოესმა ენით გამოუთქმელი საამო ხმები, დაინახა ელვასავით განფენილი კაშკაშა საბურველი და ამის შემდეგ თვით უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იდგა მის წინ, რომელსაც თაყვანი სცა. უფლის ბაგეთაგან მოისმინა სამი სიტყვა, რომელიც არავისთვის გაუმხელია.

ნეტარი ანდრია სალოსი სლავი იყო. ბავშვობაში ტყვედ ჩავარდნილი კონსტანტინოპოლელ დიდებულს თეოგნისტეს უყიდია. ბატონმა იმთავითვე შეიყვარა მშვენიერი, სათნო და გონიერი ჭაბუკი და სასწავლებლად განაწესა. ბეჯით და ნიჭიერ წმინდა ანდრიას მოკლე დროში შეუსწავლია წერა-კითხვა და ბერძნული ენა. იგი ხშირად დადიოდა ეკლესიაში სალოცავად: "მოსწრაფე იყო ყრმაი იგი კითხვად საღმრთოთა წიგნთა - და უფროსღა წმიდათა მოწამეთასა და ცხოვრებასა და მოქალაქეობასა ღმერთშემოსილთა მამათასა".

თავმდაბლობითა და მორჩილებით გამორჩეულ ჭაბუკს ქრისტეს სიყვარული ბავშვობიდან დაჰყვა. იგი გულმოდგინედ ეცნობოდა წმინდანთა ცხოვრებას, მათი მიბაძვის სურვილი უჩნდებოდა და მუდამ სულის ცხონებაზე ფიქრობდა. ერთხელ, ლოცვის შემდეგ, სათნო ანდრია ეშმაკმა შეაკრთო. შეშინებული ყრმა საბნის ქვეშ დაიმალა და ლაშქარი იხილა: ერთი - ნათელმოსილი ჭაბუკისა და დიდი ჯარი წმინდანებისა, მეორე - კუპრივით შავი საზარელი ეშმაკებისა, რომლებიც წმიდანებს ერთ საშინელ გოლიათთან შერკინებას სთავაზობდნენ. შემდეგ დაინახა, როგორ გადმოვიდა ზეციდან მშვენიერი ყრმა, რომელსაც სამი უძვირფასესი გვირგვინი ეპყრა ხელში. როცა შეიტყო, რომ ეს გვირგვინები განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც ამ შავ გოლიათს დაამარცხებდა, გადაწყვიტა მასთან შერკინება. ანდრია მშვენიერ ყრმას სთხოვდა რჩევას, რომელიც თვით უფალი იესო ქრისტე იყო. მან ასწავლა ანდრიას, როგორ დაემარცხებინა გოლიათი. ანდრია სალოსს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ეშმაკის დასამარცხებლად. ამის შემდეგ თქვა უფალმა: "ამიერიდან შენ ჩემი ძმა და მეგობარი ხარ, ისწრაფე სრბად გზასა კეთილსა, განშიშვლებულმან სალოსად ჩემთვის და დღესა კეთილსა მთავარ გყოს მეუფებამან ჩემმან". ანდრიამ შეისმინა უფლის მოწოდება და განემზადა სალოსობისთვის - შეშლილივით, ძონძებით დაიწყო სიარული ქალაქის ქუჩებში. ანდრია სალოსის ასეთი შეცვლით დამწუხრებულმა თეოგნისტემ ჩათვალა, რომ ჭაბუკი ჭკუიდან შეიშალა და ბრძანა შლეგის ჯაჭვებით დაბმა, შემდეგ კი მისი წმინდა ანასტასის ეკლესიაში გადაყვანა (წმინდა ანასტასი სულით ავადმყოფთა მკურნალია), სადაც ღვთისთვის სულელი ანდრია უფრო გაძლიერდა სულიერი ხილვებით. მან გაიგონა, წმინდა ანასტასი როგორ ესაუბრებოდა წმინდა იოანე ოქროპირს: "სხვა მკურნალი არა უხმს მაგას, არამედ რომელმან ჰრქუა მაგას ვითარმედ: "იქმენ ჩემთვის სალოს", მას განუკურნებია". სხვა ჩვენებაში ნეტარმა იხილა, როგორ მოემართებოდა მის მოსაკლავად დემონთა მთელი ჯარი. ამ დროს მას იოანე ღვთისმეტყველმა დიდი დახმარება აღმოუჩინა. ზეციურმა მფარველმა მოუწონა მას საქციელი და კვლავაც დაჰპირდა შემოწმებას. მესამე ჩვენებაში მეფის წინაშე წარდგა მოსაგრე მისსავე პალატაში. მეფემ გემოს გასასინჯად ჯერ რაღაც მწარე მისცა. უთხრა: "ასეთივე ფიცხელ არს მსახურთა ჩემთა გზაი ამა სოფელსა შინა", შემდეგ თოვლივით სპეტაკი და ციურ მანანაზე უტკბესი აგემა. "ესე არს მიღებად მსახურთა ჩემთა, რომელთა დაითმინონ ყოველივე; აღასრულე შენცა გმირობაი შენი მამაცურად, ვითარცა იწყე: დაითმინე და უოხჭნოთა საყოფელთა უკუნისამდე განისვენებდე".

ბატონი ოთხი თვე ელოდა ანდრია სალოსის გამოჯანმრთელებას და რადგან მისი მდგომარეობა უიმედო შეიქნა, გაათავისუფლა მონობისაგან. ღვთისთვის სულელმა თავისუფლების შემდეგ შეშლილის ნიღბით დაიწყო ქუჩებში სირბილი. იტანდა ყოველგვარ დამცირებას და შეურაცხყოფას. მას ბევრი ლანძღავდა, როგორც უგონოს, სხვები ეშმაკეულადაც თვლიდნენ. ბავშვები ხშირად ხელს კრავდნენ და სცემდნენ. ნეტარი ანდრია ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ლოცულობდა თავისი შეურაცხმყოფელებისთვის. თუკი ვინმე მისთვის მოწყალებას გასცემდა, ანდრია სალოსი მას ღატაკებს ურიგებდა, რა თქმა უნდა, ხალხისაგან ჩუმად, რომ არავის დაენახა, როგორ გასცემდა მოწყალებას. ძალიან ცოტას ჭამდა, სამ დღეში ერთხლ თუ იხმევდა საკვებს. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც 2 კვირა მშიერი დარჩენილა, რადგან თუ პურს არავინ მიაწოდებდა, თვლიდა, რომ არ უნდა ეჭამა. როგორც ამბობენ, დღისით სვიმონ სალოსივით დარბოდა, ტანთ ძონძები ემოსა, რომელიც სხეულს ძლივს უფარავდა, ღამით კი გულმხურვალედ ლოცულობდა ისეთ ხალხმრავალ ქალაქში, როგორიც კონსტანტინოპოლია. თავის მოსადრეკი ადგილიც არსად ჰქონდა, რომ მთელი დღის დაღლილ-დაქანცულს "მოესვენებინა ნატანჯი სხეული", რადგან უპოვარები თავიანთ ქოხებში არ უშვებდნენ, მდიდრები - ეზოში. იპოვიდა ადგილს, სადაც ძაღლები იწვნენ და მათ მიუწვებოდა, მაგრამ არც ისინი იკარებდნენ, ზოგი კბენდა კიდეც. "უფლისათვის ასეთი ტანჯვითა და თვითგვემით, თეთრად, სიფრთხილესა და ლოცვაში გატარებული ღამეებით, მუდმივი თავშეკავებით და შეზღუდვით მოსაგრემ გულის საოცარი სისპეტაკე მოიმუშაკა" (ო. ნიკოლეიშვილი). ანდრია სალოსი ხშირად ხედავდა ანგელოზებს, რომლებიც ადამიანთა სულების გადარჩნისათვის დიდ ბრძოლებს აწარმოებდნენ დემონთა წინაღმდეგ.

ასე განვლო მრავალმა წელმა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთი თავის რჩეულს წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის მადლს მოუვლენდა. წმინდა ანდრიას მოღვაწეობის პერიოდში კოსტანტინოპოლში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაში ჩავარდა. იგი ბაზრის მახლობლად დასახლდა იმ განზრახვით, რომ სავაჭროდ გამოსული სულიერი შვილები ხელცარიელი არ მისულიყვნენ მასთან. ღმერთმა წმინდა ანდრიას დაანახა ბერის ნამდვილი სახე, როგორ შემოხვეოდა მის ყელს საზარელი გველი. დამწუხრებულმა ანდრიამ სიყვარულით ამხილა ბერი. უთხრა: "შენს სულს სერაფიმივით ფრთები ჰქონდა - ბოროტს რად მოაკვეცინე, ანგელოზის ხატი გემოსა, რად მიემსგავსე ეშმაკს, რისთვის აგროვებ საგანძურს, განა მასთან დაიმარხები? სულიერი შვილებისგან დაუცხრომლად რომ კრებ ვერცხლს და ხარობ, თავზე მათ ცოდვებს იგროვებ, ასეთი მძიმე ტვირთით როგორ წარდგები ქრისტეს წინაშე? დაურიგე შენი საუნჯე გლახაკებს, ქვრივებს, მწირებს, თორემ დაიღუპები... ხედავ დემონს?" - ამ სიტყვებზე ბერს სულიერი თვალები აეხილა და იხილა ოთახის კუთხეში მდგარი მხეცისმაგვარი კბილებდაკრეჭილი შავი გოლიათი. ამის შემხედვარე ბერმა შიშისაგან ათრთოლებული ხმით წარმოთქვა: "ამიერიდან მხოლოდ უფლის მცნებებით ვიცხოვრებ". ამის თქმა იყო და აღმოსავლეთით ელვა გაიკლაკნა, ბოროტი დემონი გაქრა და ბერს მოღიმარე ნათლის ანგელოზი მიეახლა. ნეტარი ანდრია რამდენადაც თავაზიანი იყო ანგელოზებისადმი, იმდენად ულმობელი და სასტიკი გახლდათ დემონთა მიმართ. უხილავი სამყაროს მჭვრეტელი წმინდანი სწვდებოდა ადამიანთა შინაგან, სულიერ მდგომარეობას, მათ აზრებსა და მისწრაფებებს და ცდილობდა მათ მოქცევას, თუმცა ყველა როდი დაჰყვებოდა მის დარიგებას. ერთმა მძარცველმა, რომელიც საფლავებს თხრიდა მიცვალებულთა გასაძარცვად, ახალდამარხული მდიდარი ქალწულის საფლავის გაქურდვა განიზრახა. ამ ბოროტი განზრახვის აღსასრულებლად მიმავალ კაცს გზად ანდრია სალოსი შეხვდა. წმინდანმა მრისხანედ შეხედა მას და უთხრა: "არა იხილა არცა მზე, არცა სახენი კაცთანი, დაიხშის კარნი სახლისა შენისა შენთვის და არცა არასდროს განიხსნების" - ქურდს ამ სიტყვებისთვის არ მიუქცევია ყურადღება და გზა განაგრძო. წმინდა ანდრიამ ისევ არ დაიშურა მისთვის სიტყვები: "მიდიხარ? არა იპარო და თუ იპარო, არა იხილო ნათელი". ამ სიტყვებმა განაცვიფრა ეს კაცი, რადგან მისი ფიქრები გამოაშკარავდა. ის მიუბრუნდა წმინდა ანდრიას და უთხრა: "შენ ნამდვილად ეშმაკეული ხარ და უბნობ რასმე უცხოსა და მალულს, რომელსაც ეშმაკი გაუწყებს, თუმცა მნებავს იქ წასვლა და ვხედვიდე, წარსდგებიან თუUარა სიტყვანნი შენნი". ამაზე ნეტარს არაფერი უპასუხია. როცა მოსაღამოვდა, ქურდმა გადასწია საფლავის ქვა, საფლავში ჩავიდა და როცა მიცვალებული სამოსისგან განძარცვა, მოავლო ხელი მის ტანსაცმელს, ძვირფასეულობას და უნდა ამოსულიყო, მაგრამ კვლავ სიხარბემ სძლია, გაიფიქრა, ბარემ კვართსაც ავიღებო და როცა კვართის გახდაც დაიწყო და ცხედარი სრულიად შიშველი უნდა დაეგდო, მიცვალებულმა თითქოს გაიღვიძაო, სახეში ისეთი სილა გააწნა, რომ ავის მქმნელს თვალთ დაუბნელდა და სამუდამოდ დაბრმავდა. მას შემდეგ ბრმამ მათხოვრობა დაიწყო და გაკვირვებული ხშირად იხსენებდა ანდრია სალოსის წინასწარმეტყველებას. წმინდა ანდრიამ პირუთვნელი მხილებით კიდევ მრავალი გზასაცდენილი იხსნა დაღუპვისაგან.

ღვთისნიერი ქალი ბარბარე ერთხელ უჩვეულო სანახაობამ შეაძრწუნა. მან ხალხმრავალ ადგილას ნეტარი ანდრია დაინახა, რომელიც ცეცხლის სვეტად აღმართულიყო კაცთა შორის და ბრწყინავდა. ქალი უყურებდა უგუნურებს, როგორ ჰკრავდნენ მას ხელს და სცემდნენ. ბევრი მისი შემყურე ასე გაიძახოდა: "ხელი არს კაცი ესე და დაღუპა გონი თვისი". შავნი, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ. ამბობდნენ: "ღმერთმა ნუ ქნას, ამას სოფელსა შინა მსგავსი კვლავაც გაჩნდეს". ქალი ხედავდა, რომ სატანის მოციქულნი იმ ხალხს უყურებდნენ, რომელიც წმინდანს სცემდა და გულში დანანებით გაიფიქრა, რომ განკითხვის დღეს ამ საქციელისთვის ადამიანებს გაასამართლებდნენ. ანდრიამ დაიჭირა ამ ქალის გულისთქმა, ცეცხლის ისარივით გაიელვა დემონების წინ და მრისხანებით უთხრა: "არა იხილოთ ყოველი, ვინცა მე მცემდეს, რამეთუ ვლოცულობ მათთვის მეუფისა ჩემისა წინაშე და არა შეურაცხეს ცოდვანი მათნი, რომელთაცა უვიცობითა სჩადიან". როცა ანდრია სალოსი ამას ამბობდა, განიხვნა ცა და თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით რტო მოჰქონდა, დაეშვა და უთხრა წმინდანს: "მიიღე სამოთხიდან მოწეული რტო ესე, ნიშნად მადლობისა ყოვლისმპყრობელისა ღვთისა ჩვენისა, რამეთუ შენც იმგვარადვე კაცთმოყვარე და შემწყნარებელი ხარ, ვითარცა იგი არს მოწყალე, ჰპატიებ მაჭირვებელთა შენთა და ლოცულობ მათთვის, რათა არა შერაცხილ იქმნეს ცოდვანი მათნი".

ერთხელ მდიდარ მიცვალებულს მიასვენებდნენ. პომპეზური დასაფლავება იყო, თუმცა ანდრია ჰაერში ასობით ბოროტ სულს ხედავდა, რომლებიც ახალ ნადავლს შეჰხაროდნენ. "რისთვის ჩავარდა ეს ბეჩავი დემონთა ხელში?" - სინანულით გაიფიქრა ანდრიამ. ანგელოზმა უპასუხა: "ესე კაცი მრავლად ცოდვიანი და სასტიკი იყო ცხოვრებასა თვისსა, სოდომელი და სიძვისა, გულით ღრძო და მექრთამე, ვნებათაგან აშლილი, უმოწყალო და რაოდენი კაცი მოჰკლა მალულად და არარა წმინდა აქუნდა მას".

კონსტანტინოპოლის ქუჩებსა და ბაზრებში უდიდესი სალოსური გმირობის აღსრულებისას, - ნათქვამია ანდრია სალოსის თანამედროვეთა გადმოცემებში, - ნეტარი ანდრია 66 წლის ასაკში მრავალი ხილვის ღირსი გახადა ღმერთმა, რომელთა შორის უკანასკნელი საფუძვლად დაედო მართლმადიდებლური ზეიმის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის აღნიშვნას.

როგორც ცნობილია, ვლაქერნის დედა ღვთისმშობლის ტაძარში იმპერატორ ლეონ დიდის დროიდან დაბრძანებულია ოქრო-ვერცხლით შემკული კიდობანი, რომელშიც დედა ღვთისმშობლის უქსოველი სამოსია ჩასვენებული, რის გამოც მას წმინდა კუბოს უწოდებენ. ვლაქერნის ტაძარში ღამისთევის ლოცვაზე დასასწრებად ნეტარი ანდრია სალოსიც მისულა თავის მეგობარ კეთილშობილ ეპიფანესთან ერთად. შუაღამის 4 საათზე ნეტარ ანდრიას თვალხილულად დაუნახავს ზესთაწმინდა ქალწული, რომელიც ეკლესიის მთავარ შესასვლელში ამალის თანხლებით შემოსულა. ამალაში ნეტარმა იხილა იონა წინასწარმეტყველი და იოანე ღვთისმეტყველი (ძე ქუხილისა), რომელსაც ორივე მხარეს ეყრდნობოდა ღვთისმშობელი. ზესთაწმინდას წინ უძღოდნენ თეთრად შემოსილნი წმინდანნი, სხვები გალობით მოსდევდნენ მას. როდესაც ღვთისმშობელი ამბიონს მიუახლოვდა, ნეტარი ანდრია მივიდა ეპიფანესთან და ეუბნება: "ხედავ ქალბატონსა და დედოფალსა სოფლისასა?" ის პასუხობს: "დიახ, მამაო". და მათ დაინახეს, ღვთისმშობელმა როგორ მოიყარა მუხლი და როგორ სდიოდა უბიწო და ღვთიურ სახეზე მხურვალე ცრემლები და საათობით ლოცულობდა. ლოცვის დამთავრების შემდეგ საკურთხეველში შევიდა, სადაც ღმერთს იქ დამსწრეთათვის ევედრებოდა. როცა ლოცვას მორჩა, ომოფორი, რომლითაც თავი შეებურა, ელვასავით მოიხსნა, უბიწო ხელებით აიღო და ყველა იქ მდგომს გადააფარა. წმინდა ანდრია სალოსი და ეპიფანე დიდხანს ხედავდნენ ღვთის დიდებას, ვითარცა ელექტარს, მბრწყინავს კაცთა თავზე, ვიდრე ყოვლადპატიოსანი ღვთისმშობელი იქ იყო. ისიც ჩანდა, როცა ღვთისმშობელმა დატოვა იქაურობა, წავიდა და ომოფორიც თან წაიღო.

მოთხრობის ბოლოს დამატებულია, რომ ეპიფანესთვის ეს ხილვა გახლდათ "ღმერთშემოსილი მამის წარდგინება".

ამის შემდეგ ნეტარი ანდრია სალოსი მალე გავიდა ამ ქვეყნიდან. "ამიერიდან უწყებულ იყავნ შენდა, რამეთუ მოიწია აღსასრული ჩემი და განვეშორენით ურთერთას მე და შენ ხორცითა". ხოლო რაჟამს ესმა ეპიფანეს, შეშფოთნა და რქვა მას: "ვის დამიტოვებ, მამაო, ობოლსა შვილსა შენსა?" ჰრქუ მას ნეტარმან: "ნუ მწუხარე ხარ, შვილო, მიცვალებისა ჩემისათვის! ნეტარ არს ჩემდა, რამეთუ განვალ სოფლისა ამისაგან, რამეთუ არა რა სარგებელ მეყოფის და არცა რას შემძენს, არამედ უფროსად საკრძალავ არს და მაცდურ და მანქანებანი ეშმაკისანი განფენილ არიან ყოველსა ადგილსა, ხოლო მე, სადაცა მეგულების წასვლა ცხოვრებასა ამას, - მუნ ყოფად არს ანგელოზნი და არს იგი ქვეყანა ნათლისა, ხოლო ესე ბნელ არს. მუნ სამებასა წმიდასა ქებასა შეასხამენ ქერაბინ-სერაბინნი, ხოლო სოფელსა ამას შინა ისმის ცოდვა და ტყუილი. მე, შვილო ჩემო, დავასრულე რიცხვი დღეთა ჩემთა და ამიერითგან არღარა მიხილო ცოცხალი და არცა გესმეს ხმა ჩემი, ხოლო გაუწყო შენცა, რომელი მოწევნულ არს შენ ზედა, რათა მისმიერ გახსოვდე და არა დამივიწყო".

ამის შემდეგ ღირსმა ეპიფანემ ნეტარი ანდრიასგან ბევრი დარიგება მოისმინა.

"მადლი უხილავისა მის ნათლისა მოავლინე ჩვენ ზედა, სახიერო და კაცთმოყვარეო ღმერთო ჩვენო! და თქვენ, ყოველნო ძალნო ზეცისანო, ქერაბინნო, სერაბინნო, საყდარნო, უფლებანო, მთავრობანო, ხელმწიფებანნო, სერაბინნო, საყდარნო, შეგვიწყალენ!

ლოცვაო ბევრისა ბევრეულთა ანგელოზთაო და ვედრებაო ათასთა ათასეულთაო, რომელნი მსახურებთ სამებასა ღმერთსა, ღვთაებასა ძლიერსა, შეეწივნეთ მონასა თქვენსა ეპიფანეს!

ლოცვითა მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, წინასწარმეტყველთა, მღვდელ-მოძღვართა, მამათა, მოწამეთა და წესიერად ქორწინებულთა კაცთათა, მეუდაბნოეთა და მრავალთა მოღვაწეთა, ისმინე ჩემი, ჰოი, უფალო ჩემო და ღმერთო, შეიწყალე შვილი ჩემი ეპიფანე და ღირს ყავ ესე დიდებასა და წყალობასა შენსა, რათა კეთილად მოქალაქობდეს, ვიდრე წოდებამდე შენ მიერ!"

წმინდა ანდრია სალოსი აღესრულა 936 წლის 15 ოქტომბერს, 66 წლისა.

"და ვითარცა აღესრულა წმინდა ანდრეა ჟამსა ოდენ ცისკრისასა და დგა ნეტარი ეპიფანე ლოცვად სახლსა შინა თვისსა, იხილა სული წმიდა (უმანკო) მისი აღმავალი ზეცად და ბრწყინავდა იგი მზისა თვალისა უფროს", ხოლო ეპიფანე აღიპყრა ხელნი ზეცად აღმოსავლით და იტყოდა: "მომიხსენე მე, წმიდაო ღვთისაო, რაჟამს მიხვიდე წინაშე მეუფისა ადგილსა მას, რომელსა განმზადებულ არს შენთვის შვება".

ნეტარ ანდრიას ჰქონდა ჭაღარა ხვეული თმა, თვალნი მისნი აბრაამის თვალებს მოგვაგონებდნენ, წვერი კი იოანე ღვთისმეტყველს მიუგავდა. მარჯვენა მხარი და წვივებს ზევით ფეხები გაშიშვლებული ჰქონდა, ხელში გრაგნილი ეჭირა წარწერით: "ყოველსა ამას სოფელსა ჭირსა, მწუხარებასა და ტყვეობასა შინა მყოფთათვის მვედრებელი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat