შენ მხოლოდ სიყვარული იცოდი და მხოლოდ სიკეთეს იქმოდი
შენ მხოლოდ სიყვარული იცოდი და მხოლოდ სიკეთეს იქმოდი
XIX საუკუნის დასაწყისში მოსკოვის სამხრეთით, ქალაქ კოზელსკის სიახლოვეს, მდინარე ჟიზდრას ნაპირას, აღორძინდა ოპტის უდაბნოს ძველი მონასტერი, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა. პირველი ოპტელი მამები - წმინდა ლევი, წმინდა მაკარი, წმინდა მოსე, წმინდა ანტონი - ღირსი მამის წმინდა პაისი ველიჩკოვსკის სულიერი შვილნი და მიმდევარნი იყვნენ. მოგვიანებით მონასტერში აშენდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სკიტი, სადაც კიდევ უფრო მკაცრი წესები და პირობები იყო. აქ მოღვაწე მრავალი ღირსი მამა განმართლდა ღვთის წინაშე და შეუერთდა ზეციურ ეკლესიას. მათი ცხოვრება დიდებისმეტყველება იყო ღვთისა და მაგალითი ყოველი ქრისტიანისთვის.

გვსურს, ცოტა რამ მოგითხროთ ერთ-ერთ მათგანზე - წმინდა ბარსანოფიზე - და შემოგთავაზოთ ფრაგმენტები სულიერ შვილებთან ღირსი მამის საუბრებიდან.

მამა ბარსანოფი, ერისკაცობაში - პავლე ივანეს ძე პლიხანკოვი, 1845 წლის 5 ივლისს დაიბადა. მისი გზა მონასტრამდე გრძელი და არცთუ იოლი იყო. ცხოვრების დიდი ნაწილი - 46 წელი - მან ერში გაატარა. შეძლებული ოჯახის ჩამომავალს, საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა - ორენბურგის კაზაკთა არმიის პოლკოვნიკი გახლდათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერზე უარი თქვა და დარჩენილი სიცოცხლე უფალს მიუძღვნა.

თუმცა ესეც კია: მამა ბარსანოფისთვის ერში გატარებული წლებიც თავისებური ღვთისმსახურება იყო. მისივე თქმით, მას არასოდეს უფიქრია ყოფითზე, მატერიალურზე; ის თავის შემოქმედს და მისკენ სავალ გზას ეძიებდა. მონასტერზე ფიქრი თავდაპირველად აშინებდა, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მომწიფდა მის სულში ამა სოფლის დატოვების სურვილი.

ერთხელ, ჯერ კიდევ ოფიცერს, წილად ხვდა ბედნიერება, წმინდა იოანე კრონშტადტელის წირვას დასწრებოდა. სწორედ იმ დროს შესულა საკურთხეველში, როცა წმინდა იოანემ ბარძიმი წმინდა ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადააბრძანა. უეცრად იოანე სწრაფად მიუახლოვდა პლიხანკოვს, ხელზე ეამბორა და უსიტყვოდ დაუბრუნდა წმინდა ტრაპეზს. მრავალმა ამ ამბის შემსწრემ იფიქრა, ეს ერისკაცი ოდესმე უთუოდ მღვდელი გახდებაო.

ერთხელ პავლეს ფილტვების ანთება დაემართა, იგრძნო სიკვდილის მოახლოება და დენშჩიკს სახარების ხმამაღლა წაკითხვა უბრძანა. კითხვისას ავადმყოფს ჩასთვლიმა და უცნაური ზმანება იხილა: მის თვალწინ განიხვნა ცანი. ამის მხილველი პავლე საშინელმა ძრწოლამ მოიცვა, მთელმა განვლილმა ცხოვრებამ წამისყოფაში გაურბინა თვალწინ და სული უდიდესი სინანულით აღევსო. უეცრად ზეციდან მოესმა ხმა, რომელიც ოპტის უდაბნოში წასვლას უბრძანებდა. მყისიერად გაეხსნა სულიერი ხედვა და ჩასწვდა სახარებისეული სიტყვების სიღრმეს. როგორც წმინდა ნექტარიოს ოპტელი ბრძანებს, ბრწყინვალე ჯარისკაცი, ღვთის ნებით, ერთ ღამეში დიდებულ მოძღვრად იქცა.

გამოკეთდა თუ არა, ოპტის უდაბნოში წავიდა. სკიტს რომ მიახლოებია, წმინდა ამბროსი ოპტელის ქოხში ერთ სალოს დედას უთქვამს: "აი, პაველ ივანეს ძეც მოვიდაო". "მოვიდა და მადლობა ღმერთსო", - მშვიდად მიუგია წმინდა ამბროსის.

წმინდა ამბროსიმ პავლეს ვადა დაუთქვა და უთხრა, თუ ყველა საქმეს დანიშნულ დრომდე არ მოაგვარებ და ერს არ განშორდები, დაიღუპებიო.

უფროსობამ, ოღონდ სამსახური არ მიეტოვებინა, დაწინაურება აღუთქვა, მაგრამ პლიხანკოვის გადაწყვეტილება მტკიცე იყო. აი, მაშინ კი დაიწყო წინააღმდეგობანი: დასცინოდნენ, ხელფასს უგვიანებდნენ, ყელამდე ვალებში ჩაეფლო... ზოგმა საცოლეც კი გამოუძებნა, აქაოდა, ოჯახს მოეკიდება და გონს მოვაო... ერთი სიტყვით, სოფელმა უსუსურად გაიბრძოლა ღვთის რჩეულის წინააღმდეგ.

...დანიშნულ დროზე ერთი დღით ადრე პავლე უკვე ოპტის მონასტერში იყო, მაგრამ წმინდა ამბროსის ცოცხალს ვეღარ მიუსწრო, მის კუბოსღა ეამბორა.

1891 წლის დეკემბერში პავლე ნათლისმცემლის სკიტის ძმობაში მიიღეს და მორჩილებად უდიდესი წმინდა სალოსი მამის, ნექტარიოს ოპტელის მესენაკეობა დაუწესეს. მის გვერდით გაატარა წმინდა ბარსანოფიმ მონაზვნური ცხოვრების ათი წელიწადი. გახდა ბერი, მღვდელმონაზონი, შეისწავლა წმინდა მამათა ცხოვრება-სწავლებანი. 1903 წელს მისი ეპისკოპოსად აღსაყდრება მოინდომეს, რაზეც წმინდა მამამ მდაბალი უარი განაცხადა. 1907 წელს სკიტის განმგებლად დანიშნეს. მალე იღუმენის ხარისხშიც აიყვანეს და დააკისრეს სულიერი მზრუნველობა მონასტრის ძმობასა და ყველა მომლოცველზე, რომლებთანაც მყარი სულიერი კავშირი ჰქონდა.

წმინდა იოანე კრონშტადტელისა და წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელის გარდაცვალების შემდეგ ოპტის მონასტერში მომლოცველთა რიცხვი საკმაოდ გაიზარდა. მკაცრი ცხოვრების წესი, ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნა და განსჯის იშვიათი უნარი მრავალს მიიზიდავდა წმინდა ბარსანოფისკენ. ბევრიც ღვთისმგმობელი იდეების შემოტევამ და ჰაერში დატრიალებულმა დენთის სუნმა შეაშინა და ნუგეშისთვის ოპტელ მამებთან მიიყვანა.

მკაცრი იყო მამა ბარსანოფი, მაგრამ სამართლიანი და პირდაპირი, არ უყვარდა ორპირი, ამპარტავანი და სინანულის არმქონე ადამიანები. დაფარულთმცოდნეობის მადლით ხედავდა და განკურნავდა ადამიანთა სულს. ებრალებოდა ხალხი, პირადი მაგალითით ამხნევებდა, ეშმაკი ჩვენც, ღვთისმსახურებსაც გვებრძვისო, ეუბნებოდა... ღვთისაგან ეშმაკთა განდევნის მადლიც ებოძა და მისი ლოცვით ბევრი ფიზიკური სნეულებისგანაც იკურნებოდა.

მას შემდეგ, რაც ოპტის უდაბნოში მივიდა, მამა ბარსანოფი მხოლოდ ერთხელ გავიდა მონასტრის კედლებიდან, ისიც - მცირე ხნით. ეს მოხდა 1910 წელს, როცა სტაპოვოს სადგურზე ეკლესიისგან განკვეთილი სულთმობრძავი ლევ ტოლსტოის მოსანახულებლად მივიდა. მანამდე მწერალი თვითონვე ყოფილიყო ოპტის მონასტერში, მაგრამ წმინდა მამებთან შესვლა ვერ გაებედა. სასტუმროში დაბრუნებული ავად გამხდარიყო და ახლა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. მამა ბარსანოფი ტოლსტოისთან არ მიუშვეს. "ვევედრებოდი ექიმებს, ახლობლებს, - ვერაფერმა მიშველა. რკინის რგოლებით შებორკეს განსვენებული; თუმცა ლომი (ლევი) იყო, მათი გაგლეჯა და თავის დახსნა მაინც ვერ შეძლოო", - სინანულით ამბობდა წმინდა მამა.

მიუხედავად დიდი სულიერებისა და საყოველთაო პატივისცემისა, მაინც გამოჩნდა ხალხი, ვინც მამა ბარსანოფის წინააღმდეგ აღიძრა, წმინდა მამისა და იმ ტრადიციების, იმ სულიერი მამაშვილობის წინააღმდეგ, თაობიდან თაობებს რომ გადაეცემოდა ოპტის უდაბნოში. ათასგვარი ცილისწამებით თვით ღირსი მღვდელმთავარი სერაფიმე ჩიჩეგოვიც კი შეაცდინეს და მამა ბარსანოფის წინააღმდეგ განაწყვეს. მისი დევნის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ იმხანად მისმა სულიერმა შვილმა სერგი ნილუსმა მისი კურთხევით გამოსცა "სიონელ ბრძენკაცთა ოქმები", რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმდროინდელ საზოგადოებაში. მაღალმა იერარქებმა წმინდა ბარსანოფის სულიერი შვილის დაგმობა მოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ წმინდა მამას ოპტის უდაბნო დაატოვებინეს და გოლუტვინის მონასტრის იღუმენად გადაიყვანეს. ღირსი მამა ერთი წელიწადის განმავლობაში წინამძღვრობდა ამ მონასტერს, ფეხზე დააყენა, გააძლიერა...

ოპტის უდაბნოს დატოვების წლისთავს უნდა დამთხვეოდა მისი გარდაცვალება - ასე უწინასწარმეტყველა ნეტარმა დედამ პარასკევა საროველმა. მართლაც, ავადმყოფობამ თანდათან დარია ხელი და დააუძლურა. 1913 წლის პირველ (ახალი სტილით - 14) აპრილს კი მისი მართალი სული ღვთის წინაშე წარდგა.

მის სულიერ შვილთა სანუგეშოდ, წმინდა სინოდმა ნება დართო, გარდაცვლილი ოპტის უდაბნოში წაესვენებინათ და სულიერი მამის გვერდით დაეკრძალათ. მიტროპოლიტმა ტრიფონმა (თურქესტანიშვილმა) წმინდა ბარსანოფის დაკრძალვისას წარმოთქვა: "შენ მხოლოდ სიყვარული იცოდი და მხოლოდ სიკეთეს იქმოდი, და რაოდენი ზღვა ბოროტებისა და ცილისწამებისა გადმოიღვარა შენზე! ყოველივე მორჩილად მიიღე, ვითარცა მრავალტანჯულმა იობმა. მე ვარ მოწმე, რომ მათი განმკითხველი ერთი სიტყვაც არ დაგცდენია... მე, თავადაც მღვდელმა, ვიცი, რამდენად ძვირფასია ჩვენს დროში ასეთი მოძღვარი..."

წმინდა ბარსანოფის სწავლებანი, საუბრები სულიერ შვილებთან სულიერებით, სისადავით, სიღრმით გამოირჩევა. ისინი ფასდაუდებელი განძია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რომელსაც მათი წაკითხვაც კი მოღვაწეობისთვის აღძრავს.


ჩვენი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ და გულგრილად ავუვლით ხოლმე გვერდს
"ჩემი მამა-პაპანი სამარელი ვაჭრები იყვნენ, მილიონერები. მათ ეკუთვნოდათ ყაზანის სახელობის ქუჩა. საერთოდ, ჩვენს ოჯახს ყაზანის ღვთისმშობლის ხატი მფარველობდა.

სულ სამი-ოთხი წლისა გახლდით, მაგრამ მამას ხშირად დავყავდი ტაძარში. მრავალგზის, ღვთისმშობლის ხატის წინ მდგომს, მომჩვენებია, რომ დედა ღვთისა მიღიმოდა და თავისთან მიხმობდა. მივირბენდი ხოლმე მამასთან და ვეუბნებოდი: "მამა, მამა, ის ცოცხალია!" "ვინ, ჩემო ბიჭო?" - მეკითხებოდა მამაჩემი. "ვინ და ღვთისმშობელი!" მაგრამ მამა ვერაფერს ხვდებოდა და ჩემს ნათქვამს ბალღურ აბდაუბდად ნათლავდა.

ერთხელ, ექვსი წლისას, ასეთი რამ შემემთხვა: ორენბურგის მახლობლად, ჩვენს მამულში ვცხოვრობდით. სახლს გარს ვეებერთელა ბაღი ერტყა, რომელსაც საიმედოდ იცავდნენ. იქ უცხო შეუმჩნევლად ვერაფრით შეიპარებოდა. ერთხელ მე და მამა ბაღში ვსეირნობდით. უეცრად ვიღაც ბერიკაცი გამოგვეცხადა, მიუახლოვდა მამაჩემს და უთხრა: "გახსოვდეს, შენი ბიჭი, თავის დროზე მრავალ სულს იხსნის ჯოჯოხეთიდან!" თქვა ეს და გაქრა.

ამაოდ ვცდილობდი მის პოვნას, დარაჯთაგანაც არავის მოეკრა მოხუცისთვის თვალი.

დედაჩემი ჩემი დაბადებისას გარდაიცვალა. მამა მეორედ დაქორწინდა. დედინაცვალი ღრმად მორწმუნე და საოცრად კეთილი ქალი გახლდათ. შვილივით ვუყვარდი. სისხამ დილას დგებოდა და, მიუხედავად ჩემი მცირე ასაკისა, ტაძარში ცისკრის ლოცვაზე მივყავდი.

დღესაც თვალწინ მიდგას ასეთი სურათი: გარიჟრაჟია. ახლახან გამეღვიძა, მაგრამ ადგომა რაღაც არ მინდა. მოახლე დედას პირს აბანინებს, მე კი საბანში გახვეული ვნებივრობ. დედა უკვე მზადაა ტაძარში წასასვლელად. "პავლეს ჯერ კიდევ სძინავს? წადი, ცივი წყალი მომიტანე", - ეუბნება დედა მოახლეს. მეც თვალის დახამხამებაში ვძვრები ლოგინიდან: "დედიკო, უკვე გავიღვიძე!" მაცმევენ და დედას ტაძარში მივყვები. ირგვლივ უკუნია. დროდადრო ნამქერში ვეფლობი და მერე სირბილით ვეწევი დედას...

შინ ლოცვაც უყვარდა. ხშირად კითხულობდა დაუჯდომელს, მეც მივუმღერებდი ხოლმე ჩემი წვრილი ხმით: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ!"

ცხრა წლისა გიმნაზიაში მიმაბარეს. სწავლის წლებმა მალე გაირბინა. შემდეგ სამსახურში მოვეწყვე და ყაზანში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ქვეშ დავსახლდი.

ოცდახუთი წელი რომ შემისრულდა, დედამ ცოლის შერთვა მირჩია. მისი თხოვნითა და იძულებით პირველად გავესაუბრე ქალებს. "ღმერთო ჩემო, რა აუტანლად მოსაწყენია, - ვფიქრობდი მერე, - ყველა მხოლოდ მოგზაურობაზე, ლამაზ კაბებზე და შლიაპებზე ფიქრობს. ცოლს რაზე უნდა ვესაუბრო? არა, სჯობს, თავი ვანებო ამაზე ფიქრს".

გავიდა ხუთი წელიწადი. დედამ მეორედაც მითხრა: "იფიქრე, პავლუშა, იქნებ ცოლის შერთვა მოგინდეს, თვალი შეავლე ქალიშვილებს, ეგებ ვინმე მოგეწონოს". დავუჯერე, მაგრამ ახლაც ისეთივე შთაბეჭდილება დამრჩა და ამჯერადაც გადავიფიქრე დაქორწინება.

ცოტა ხნის შემდეგ დედამ კიდევ ერთხელ მითხრა: "რატომ გაურბიხარ ქალებს, ჩემო ბიჭო? ახალგაზრდობა მალე გაგიფრინდება და აღარავის ენდომები, იცოდე, არ ინანო!" დავემორჩილე და კიდევ ერთხელ ვცადე საცოლის პოვნა. იმ დღეს ჩემმა ნაცნობებმა წვეულება გამართეს და მეც მიმიწვიეს. ვიფიქრე, მოდი, ვის გვერდითაც დამსვამენ, მასთან გავაბამ-მეთქი საუბარს. ბედად, გვერდით ერთი მოძღვარი მომისვეს, რომელიც საოცარი სულიერებით გამოირჩეოდა. მან იესოს ლოცვაზე დამიწყო საუბარი. ამან ისე გამიტაცა, სულმთლად გადამავიწყდა, საცოლის არჩევას რომ ვაპირებდი.

შინ დაბრუნებულმა მტკიცედ გადავწყვიტე, აღარასოდეს მეფიქრა ცოლის შერთვაზე და ეს დედას მოვახსენე. ძალიან გაუხარდა - ვიცოდი, იმაზე ოცნებობდა, უფლისთვის მიმეძღვნა თავი, თუმცა ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამს.

უფალს თავისი გამოუკვლეველი გზებით მივყავდი მონაზვნობისკენ. ღვთის წყალობით, შევიტყვე ოპტის უდაბნოს ამბავი და გავიცანი მამა ამბროსი, რომლის კურთხევითაც მივედი მონასტერში.

სანამ ოპტის მონასტრის სკიტში დავსახლდებოდი, ერთი წლით ადრე, ქრისტეშობის მეორე დღეს, დილის ლიტურგიიდან შინ ვბრუნდებოდი. ჯერ კიდევ ბნელოდა. უეცრად ვიღაც ბერიკაცი მომიახლოვდა და მოწყალება მთხოვა. საფულე თან არ მქონდა, ჯიბეში სულ ოცდახუთი კაპიკი აღმომაჩნდა, მოხუცს ისღა მივეცი და ვუთხარი: "მაპატიე, თან ამის მეტი არ მაქვს-მეთქი". მან მადლობა გადამიხადა და სეფისკვერი მომცა. გამოვართვი, ჯიბეში ჩავიდე, მინდოდა, რაღაც მეთქვა გლახაკისთვის, მაგრამ ის აღარსად ჩანდა. ძებნა დავუწყე, მაგრამ ამაოდ - ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვეღარ გავიგე.

წლისთავზე უკვე ნათლისმცემლის სკიტში ვცხოვრობდი.

ჩვენი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ და გულგრილად ავუვლით ხოლმე გვერდს. დაე, მოგვცეს უფალმა გონება, რათა ყურადღებით განვვლოთ ცხოვრება და შიშითა და კრძალვით აღვასრულოთ ჩვენი ხსნის საქმე. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat