![წმინდა ეფრემ ასური KARIBCHE](/images/stories/efrem_asuri_1.jpg)
მონანულის ფეხთა სანთელი სჯულია (დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "სანთელ არს ფერხთა ჩემთა და ნათელ ალაგთა ჩემთა სჯული შენი, უფალო"), ოღონდ სინანულის გარეშე სჯულიც ურგებია ადამიანისთვის. რას ამბობ, წინასწარმეტყველო? განა თვალს არ უნათებს სანთელი? ფეხებს ხომ თვალები არ აქვთ! თვალებს უგუნებელყოფ განა და ფეხებს ანიჭე მხედველობას? სულიერი ფეხი გონების თვალია. სხეული ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის, რათა დაინახოს ის, რისი დანახვაც სურს; სული კი ადგილიდან არ იძვრის და გონებით განჭვრეტს. წინასწარმეტყველმა (დავითმა) სულს აუნთო სანთელი. მაგრამ გონების თვალს ნივთიერი ნათელი არ სჭირდება. სინანულის სანთელი სჯულია, რადგან ცოდვილები მის მიერ შეეყრებიან ღმერთს. უკეთურს სული დაუბნელდა, ის ვერ ხედავს ღვთის სიკეთეს. რატომ? იმიტომ, რომ მტერმა სასოწარკვეთით აუვსო გული. მაგრამ სინანული-კეთილი ექიმი-მის სულს თითქოს ხშირი არმურიდან გამოიყვანს, ათავისუფლებს ყოველივე იმისგან, რაც სიძნელეებს უქმნის, და მას საღმრთო სახიერების ნათელს განუცხადებს".