"წყლულ ვარ მე სიყვარულითა"
"წყლულ ვარ მე სიყვარულითა"
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
VIII. აფრაატი. 7. საქებია და საოცარი ის, რომ დიდებული ფლავიანე და ნეტარი თეოდორე - მაშინდელი მწყემსები, რომლებიც მერე კათედრის ღირსნი შეიქმნენ (აქ ალბათ პროტოპრესვიტერობა იგულისხმება, იგი, ისევე როგორც არქიდიაკონი, უშუალოდ ეპისკოპოსს ემსახურებოდა), იქცეოდნენ ისე, როგორც უკვე ვახსენე, მაგრამ ამას ისე აკეთებდნენ, როგორც რჩეული მხედართმთავარნი, რომლებიც ემორჩილებოდნენ სამხედრო კანონებს, ხოლო ყოვლადბრძენი აფრაატი ნებაყოფლობით შეუდგა ამ ღვაწლს. მყუდროებაში გამოზრდილმა განმარტოებული ცხოვრება ირჩია. იგი, როგორც ამბობენ, ისართაგან მიუწვდომელი იყო, მაგრამ დაინახა რა სასტიკი ბრძოლა, მოიძაგა საკუთარი უსაფრთხოება, დროებით დაუტევა მყუდროება და ღვთისმოსავთა მწყობრის წინამძღოლი გახდა, მუსრავდა მტერს თავისი ცხოვრებით, სიტყვით და სასწაულებით და არასოდეს დამარცხებულა.

8. ერთხელ ამ უგუნურმა მეფემ დაიბარა აფრაატი, რომელიც სამხედრო წვრთნების ადგილას მიდიოდა, სადაც იმ დროს იკრიბებოდნენ სამების თაყვანისმცემელნი (კარისკაცმა შეამჩნია მდინარის ნაპირას ბერი და ვალენტიანეს დაანახვა). ჰკითხა, საით გაგიწევიაო. ბერმა უპასუხა, სამყაროსა და შენი მეფობისთვის ლოცვის აღსავლენადო. ვალენტიანემ ჰკითხა: "განმარტობით ცხოვრების მოსურნემ მყუდროება რატომ დაუტევე და უშიშრად მიდიხარ მოედანზე?" აფრაატი, უფლის მიბაძვით, იგავებით საუბრობდა და ახლაც იგავით უპასუხა: "მითხარი, ხელმწიფევ, თუ მე, ქალწული, იდუმალ კოშკში მცხოვრები, დავინახავდი, რომ ცეცხლი მოედო მამაჩემის სახლს, რის გაკეთებას მირჩევდი? ვიჯდე ჩემს კოშკში და მშვიდად ვუცქირო, როგორ ნადგურდება სახლი? თუ ასე მოვიქცევი, თვითონვე ვემსხვერპლები ხანძარს. ერთი გზაღა დამრჩენია, წყალი მოვარბენინო და ხანძარი ჩავაქრო. ამიტომაც არ უნდა განმაქიქო ჩემი საქციელისთვის. რამეთუ რის გაკეთებაც შეიძლება ურჩიო დარბაზებში მსხდომ ქალწულებს, იგივე უნდა გავაკეთო მე, ვინც განმართლებით ცხოვრებას მივუძღვენი თავი. თუ მე განმიკითხავ, მყუდრო ცხოვრების დამტევებელს, სამართლიანი იქნება, უსაყვედურო საკუთარ თავს, რომელმაც ცეცხლი შეიტანა ღვთის სახლში და არა მე, რომელიც იძულებული ვარ, ხანძარი ჩავაქრო. მამის სახლში ხანძრის ჩასაქრობად რომ უნდა წავიდეთ, ამაში ალბათ უსიტყვოდ მეთანხმები; ხოლო ღმერთი რომ მამაა ჩვენი და მიწიერ მშობლებზე ახლოს დგას ჩვენთან, ეს ცხადია მათთვისაც, რომლებმაც ნათლად არ იციან ღვთაებრივი საგნები. ამგვარად, ღვთის მოშიშების ნაშიერთა შეკრებით და მათი ღვთაებრივი საკვების მომარაგებით, სრულიადაც არ გადავუხვევთ მიზანს და არ შევცვლით ერთხელ მიღებულ განზრახვას". როცა ამას ამბობდა, მეფე დუმილით ამტკიცებდა ნათქვამის სიმართლეს.

9. და კაცთაგან ერთ-ერთმა, რომლებიც არც კაცები არიან და არც ქალები და მოკლებულნი არიან მამად გახდომის უნარს (ვინაიდან ითვლებოდა, რომ ისინი ერთგულნი იყვნენ მეფისა და აქედანვე მიიღეს სახელი საჭურისი), ლანძღვა და მუქარა დაუწყო ამ კაცს მეფის მაღალი სასახლიდან. ამგვარი კადნიერების გამო საკადრისი სასჯელიც დაიმსახურა. ერთხელ ვალენტიანემ ბანაობა მოისურვა. ეს უბედური დიდებული წინ გაიქცა, რათა შეეტყო, მზად თუ იყო აბაზანა. თავისი უგუნურებით ერთ-ერთ აბაზანაში ჩახტა, რომელიც ცხელი წყლით ყოფილიყო სავსე. აბანოში ამ დროს არავინ იყო და წყალში ჩაიფუფქა...

10. ამის გამო დაშინდა ვალენტინე და ყველა ღვთისმოშიშების მოწინააღმდეგეც. აფრაატის მიმართ გამოჩნილი კადნიერების გამო საცოდავ საჭურისზე მოწეულმა სასჯელმა აიძულა ყველა, ის ღმერთი ედიდებინა, რომელიც სწამდა აფრაატს. ღვთის კაცის გადასახლების მოსურნეთ ხელი შეეშალათ განზრახულის ასრულებაში, რადგან შეშინებულმა ვალენტინემ ყური არ უგდო მათ რჩევას და აფრაატისადმი პატივისცემით აივსო.

11. თუმცა ვალენტიანემ აფრაატის სათნოებათა შესახებ სხვაც ბევრი რამ იცოდა. მეფეს ერთი წმინდა სისხლის, კარგად გახედნილ-გაწვრთნილი ბედაური ჰყავდა. ცხენს შარდის შეკავება დაემართა, რამაც ძალზე შეაშფოთა ვალენტიანე. მოუხმეს გამოცდილ ბეითლებს. არაფერი ეშველა. მეფე წუხდა. წუხდა მეჯინიბეთუხუცესიც, ღვთისმოსავი და ძლიერ მორწმუნე ადამიანი. ის ცხენთან ერთად დიდებულ აფრაატს ეახლა, ყველაფერი უამბო, გამოაჩინა თავისი რწმენა და ბერს სთხოვა, თავისი ლოცვით ცხენი განეკურნა. აფრაატმა მაშინვე ილოცა უფლის მიმართ, მერე ჭიდან წყალი ამოაღებინა, გამოსახა მასზე მაცხოვნებელი ჯვრის ნიში და ბრძანა, ცხენს დაალევინეთო. ცხენმაც, მიუხედავად უძლურებისა, წყალი დალია. მერე აფრაატმა მოუხმო ღმერთს, ზეთი აკურთხა და ცხენს ფაშვზე სცხო. ხელის მოცილებისთანავე სნეულება გაქრა და ჩვეულებრივად მოშარდა ცხენმა. გახარებულმა ღვთისმოსავმა მეჯინიბემ ცხენი საჯინიბოში წაიყვანა.

12. საღამოს მეფეს ჩვეულებად ჰქონდა საჯინიბოს მონახულება. მივიდა და რა ნახა ძველებურად ძლიერი, მონავარდე ბედაური, მეჯინიბეს ჰკითხა, ვინ განკურნაო. ის დიდხანს ყოყმანობდა თქმას - იცოდა, მეფეს აფრაატი ათვალწუნებული ჰყავდა. ბოლოს მაინც უამბო ყველაფერი. მეფემ ბრძანა, აფრაატი მართლაც საოცარი კაციაო. მიუხედავად ამისა, ვალენტინემ არ დაუტევა უწმინდურობა და განაგრძობდა წინააღმდეგობას (უფლის) მხოლოდშობილი ძის მიმართ მანამ, ვიდრე ბარბაროსული ცეცხლის მსხვერპლი არ გახდა და ახლობელთაგან დამარხვის ღირსი ვერ შეიქმნა.

13. ნეტარმა აფრაატმა კი, როგორც იმ ქარიშხლის დროს გამოაჩინა თავისი სათნოებები, ასევე მშვიდობიანობის დადგომის ჟამსაც განაგრძო სათნოებებში წარმატება. მრავალი სასწაული აღასრულა: ერთი კეთილშობილი ქალბატონი, რომელსაც მეტად გარყვნილი ქმარი ჰყავდა, ნეტარ აფრაატთან აცრემლებული მივიდა და თავისი უბედურება შესჩივლა, - ჩემი ქმარი ერთმა ჯადოქარმა დედაკაცმა მოაჯადოვა და კანონიერი ცოლის მიმართ სიძულვილით განაწყოო. ქალი აფრაატს კელიის კარების გარედან ელაპარაკებოდა, ვინაიდან ღირსი მამა ქალებს კელიაში არ უშვებდა. აფრაატს შეეწყალა მწუხარე ქალი, თავისი ლოცვით განაქარვა ჯადო, ღვთის სახელის მოხმობით აკურთხა ქალის მიერ მოტანილი ზეთი და უბრძანა, ეცხო ქმრისთვის. ქალმა აასრულა მისი რჩევა და კვლავ მოიპოვა ქმრის სიყვარული.

14. ასევე ჰყვებიან, რომ ერთხელ ურიცხვი კალია თავს დაატყდა მიწას და ცეცხლის მსგავსად მოძოვა პურის ყანა, ნათესები, ტყე და მდელო. ამ უბედურების დროს ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა დახმარება სთხოვა აფრაატს: - ერთი მინდვრით ვარჩენ ოჯახს, ვუხდი გადასახადს მეფესო. ნეტარმა კვლავ მიბაძა უფლის კაცთმოყვარებას და მთხოვნელს ჭურჭლით წყალი მოატანინა; მერე დასდო წყალზე ხელი, ილოცა, რათა სითხეს მადლმოსილება შეეძინა. ლოცვის დასრულების შემდეგ გლეხს უბრძანა, ამ წყლით თავისი მინდვრის საზღვრები მოერწყა. მან ბრძანება შეასრულა და ეს მისი მინდვრისთვის შეუმუსრავ და გადაულახავ ზღუდედ იქცა კალიებისთვის.

15. ღირს განა ყველაფერი მოგითხროთ, რაც ამ ნეტარი სულის კაცს ჩაუდენია? ნათქვამიც ხომ საკმარისად აჩვენებს მასში დავანებულ მადლის ნათელს. თვითონ მინახავს იგი და კურთხევა ამიღია მისი მარჯვენისგან - ჯერ კიდევ ბალღი დედასთან ერთად მივდიოდი მასთან. დედას ის ოდნავ შეღებული კარიდან ესაუბრებოდა და ბოლოს თავისი კურთხევის ღირსს ხდიდა; მე კი კელიაში მიშვებდა და თავისი ლოცვის საუნჯეთაგანით მასაჩუქრებდა! ო, ნეტავ ახლაც შემეძლოს კურთხევის აღება მისგან! მწამს, რომ იგი სავანეში ანგელოზებთან ერთად არის და ღვთისგან ადრინდელზე მეტი რწმუნება აქვს. მაშინ ის მომაკვდავი სხეულით იყო შემოსილი, რათა მისი დიდი კადნიერება თავმოწონების მიზეზი არ გამხდარიყო. ახლა კი მოიშორა ვნების უღელი და ვითარცა ძლევაშემოსილი მოსაგრე, კადნიერებით მიუახლოვდა უმაღლეს მსაჯულს. ამიტომაც ვევედრები, რომ მეც გამხადოს თავისი შუამდგომლობის ღირსი.

IX. პეტრე. 1. გვსმენია დასავლელ გალებზე, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ და მათგან წარმოშობილ აზიაში, ევქსინის სიახლოვეს დასახლებულებზეც. იქ დაიბადა ნეტარი, სამგზის ნეტარი და მრავალგზის ნეტარი პეტრე. ამბობენ, რომ იგი მხოლოდ შვიდ წლამდე იზრდებოდა მშობლებთან, მთელი დანარჩენი ცხოვრება კი სიბრძნისმოყვარეობის ღვაწლში გაატარა და 99 წლისა გარდაიცვალაო. ამგვარად, ვინ შეაქებს ღირსეულად ოთხმოცდათორმეტი წლის მანძილზე ყოველდღიურად მოღვაწეს და ყოველღამე ძლევაშემოსილს სულიერ ბროლაში? რა ენა აღწერს სათნოებებს, რომლითაც ის იღვწოდა ბავშვობისას, ყრმობისას, სიყმაწვილეში, მოწიფულ ასაკში, პირველი ჭაღარის გაჩნისას, ხანდაზმულობისას და ღრმა სიბერეში? ვინ აწონის მისი ოფლის წვეთებს? ვინ აღრიცხავს მის მიერ აღსრულებულ სულიერ ბრძოლებს? როგორ გადმოვცეთ, რამდენი თესლი ჩაყარა მან და როგორი ნაყოფი მოიწია? როგორი ამაღლებული ფიქრებით შეიძლება მოცული ყოფილიყო ის შინაგანი, რომელიც მან მისთვის ბოძებული ტალანტის გონივრულად გამოყენებით მოაგროვა? მე ვიცი, თუ რა ვრცელია მის სათნოებათა ზღვა და მეშინია, შევუდგე მათზე თხრობას, მეშინია, რომ ჩემი სიტყვა არ ჩაიძიროს ამ ზღვის ტალღებში. ამიტომაც მხოლოდ ნაპირს გავუყვები და მოვყვები, რასაც ზღვაში დავინახავ. თვითონ ზღვის სიღრმეს კი დავუტევებ იმათ, ვინც სიტყვისაებრ წმინდა წერილისა "გამოეძიებს, და სიღრმესაცა" (1 კორ. 2,10) და შეიტყობს საიდუმლოებებს.

2. თავდაპირველად პეტრე გალატიაში მოსაგრეობდა, მერე პალესტინაში გაემგზავრა იმ ადგილების სანახავად, სადაც მაცხოვნებელი ვნება აღესრულა, იქ მან თაყვანი სცა ღმერთს, არა როგორც ადგილით შემოწერილს (მან იცოდა, რომ არსება ღვთისა შემოუწერელია), არამედ რათა თვალნი განეძღო სასურველ საგანთა ჭვრეტით და არა მხოლოდ სულის მზერა, ხორციელ მზერასთან განცალკევებით, რწმენისაებრ დამტკბარიყო სულიერი სიტკბოებით. რამეთუ ვინმე მხურვალედ გატაცებულნი, ჩვეულებისამებრ, სიხარულს არა მხოლოდ მაშინ გრძნობენ, როცა მას ხედავენ, არამედ მაშინაც, როცა ჭვრეტენ მის სახლს, სამოსს, ფეხსაცმელს. ჰქონდა რა ამგვარი სიყვარული თავისი სასიძოს მიმართ, სასძლო "ქებათა ქებაში ამბობს: "ვითარცა ვაშლი შორის ხეთა ტყეთათა, ეგრეთ ძმისწული ჩემი შორის ძეთა, საგრილსა ქვეშე მისსა გულმან მითქუა და დავჯედ და ნაყოფი მისი ტკბილ სასასა შინა ჩემსა" (ქებათა ქებაი 2,3). ამიტომაც უცნაური არაფერია იმაში, რაც გააკეთა ამ ნეტარმა კაცმა, რომელიც ამნაირი სიყვარულითვე იყო გამსჭვალული ზეციური სასიძოს მიმართ, რომელმაც თქვა საკუთარ თავზე: "წყლულ ვარ მე სიყვარულითა" (ქებათა ქება 5,8). თითქოს სურდა ენახა თუნდაც სასიძოს აჩრდილი და ამიტომაც იმ ადგილებისკენ გასწია, რომელიც ყველა ადამიანის ცხონებისთვის მაცოცხლებელი ცვარია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat