ერთაწმინდაშია დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი
ერთაწმინდაშია დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი
ისიდორე სამთავნელი
ერთ-ერთი ასურელი მამა, წმინდა ისიდორე სამთავნელი, იგივე ეზდერიოს სამთავნელი, საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში, თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში, მდინარე ლეხურის აღმოსავლეთით, სამთავისის სანახებში დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის სამთავისის მონასტერი. ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.

ისიდორე სამთავნელის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა ასურელ მამათა "ცხოვრების" ტექსტებში.

სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს - გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან - მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან - ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, სამხრეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები.

ეს მხარე ადრიდანვე გარეშე მტრების ხშირი შემოსევებისა თუ შიდა დაპირისპირების გამო მრავალჯერ დარბეულა. უმნიშნველოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარე რეგიონის დაუფლება შიდა ქართლზე პოლიტიკური ბატონობის საფუძველი ხდებოდა. VIII ს-ის 30-იან წლებში ქალაქი კასპი მურვან ყრუმ დაარბია და აქ საბოლოოდ ჩაკვდა ცხოვრება. "იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი". დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ განახლებულ-გაშენებულ, სამეფო ქალაქად მიჩნეულ გორს XIII ს-ში თათარ-მონღოლთა ბატონობისგან დასუსტებული ქვეყანა ვეღარ იცავდა და ჩრდილო კავკასიიდან შემოსეულ ოსთა სამკვიდრო გახდა. მათ ქალაქი გადაწვეს, ციხე დაანგრიეს და კარგა ხნითაც დამკვიდრდნენ აქ. ოსები მხოლოდ XIV ს-ის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ განდევნა.

XV ს-ში, 1477 წელს, აყ-ყოიუნლეს შაჰმა უზუნ-ჰასანმა გორი თბილისთან ერთად აიღო, მაგრამ 1479 წელს კონსტანტინე II-მ დაიბრუნა და თავისი მეციხოვნეებით გაამაგრა. 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფე ალექსანდრე II-მ დაიპყრო გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 წელს დაიბრუნა. XVI საუკუნეში, 1559 წელს, ლუარსაბ I-ის მთავარი დასაყრდენი - გორი ხელთ იგდო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ამავე საუკუნის 80-იან წლებში მას ქალაქი ოსმალებმა წაართვეს და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. 1599 წელს სვიმონ I მოულოდნელად დაესხა ქალაქს და გაათავისუფლა. 1614 წელს საქართველოს შემოსეული შაჰ-აბას I გორში დაბანაკდა და აქედან განაგებდა მთელ ქართლს. ამ კუთხის მნიშნველობა კარგად შეაფასა როსტომ ხანმაც. მან XVII ს-ის 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და აქვე აიშენა სასახლეც. ვახტანგ VI-ის დროს იგი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო, რის შესახებ ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. ვახტანგმა ირანში გამგზავრებისას თავის ძმას, სვიმონს, ქალაქი გორი რეზიდენციად მიუჩინა.

XVII ს-ის II ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. XVIII საუკუნის I ნახევარში, 1723-1734 წლებში, ქალაქი ოსმალების ხელში იყო და მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წელს კი გორს სპარსელები დაეპატრონნენ. ნადირ-შაჰის ბრძანებით, გორის ციხე თითქმის მთლიანად დაანგრიეს, მაგრამ 40-იან წლებში, თეიმურაზ II-ის დროს, ქალაქი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა და თბილისის შემდეგ ქვეყნის მეორე ქალაქი გახდა. XVIII ს-ის II ნახევარში მისი დაკავება სურდა რუსის ჯარს, ტოტლებენის სარდლობით. ერეკლე მეფე კარგა ხანს იმყოფებოდა გორში. მოგვიანებით აქ გაჩენილი სახადის გამო ერეკლე ქალაქს გაშორდა. XIX-XX საუკუნეებში აღდგენილი ქალაქი 1920 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. საერო და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებთან ერთად მრავალი ძველი ტაძარიც დაზიანდა. უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისთვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისისა და სხვა ეპისკოპოსთა იურისდიქციაში შედიოდა. 1995 წელს რუის-ურბნისის ეპარქიას გამოეყო კასპისა და გორის რაიონების ტერიტორია და სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია.

ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა.

საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს: "ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი" (იოანე ბატონიშვილი). თუმცა, მეორე ვერსიით, მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგანს, ისიდორეს მიეწერება: "ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ქმნილი არს ათცამეტ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე". სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს-ის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების თანახმად, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული. იოანე ზედაზნელის მოწაფე ისიდორე კი VI ს-ის II ნახევარში დაემკვიდრა "ქალაქსა სამთავისისასა". სამთავისის ეპისკოპოსი იყო "მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა". სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათალიკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცეს მიქაელის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს-ის ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა.

დროთა განმავლობაში, მტერთაგან მრავალი შემოსევისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამთავისის სამღვდელმთავრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო. XIX საუკუნის დამდეგს იგი მხოლოდ 17 სოფელს მოიცავდა. 1803 წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამთავისის ეპარქიას წილკნის ვრცელი სამწყსოც მიუერთეს. მალე წილკან-სამთავისის განვრცობილი ტერიტორია ნიქოზელი მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში გადავიდა. ბოლო წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო, რომელიც 1827 წელს გარდაიცვალა. 1811 წლისთვის სამთავისის ეპარქიაში მხოლოდ 44 ეკლესია შედიოდა, მალე კი სამთავისის ეპარქია საერთოდ გაუქმდა. XIX საუკუნეში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართლის ერთ სამღვდელმთავრო სამწყსოდ გაერთიანებული ეპარქიის შემადგენლობაში სამთავისიც შედიოდა.

სამთავისის საკათედრო ტაძარში უძველესი დროიდან ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მწერლები და ღვთისმსახურები მოღვაწეობდნენ, რომლებიც წმინდა დიდი მამის ისიდორე სამთავნელის მონიშნულ გზას აგრძელებდნენ.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღმასკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მწყემსთავრობის დროს გახდა შესაძლებელი. ტრადიციულად, სამთავისისა და გორის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმინდეებით.

უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, ხოლო "სიონის პირისპირ არის მონასტერი ნათლისმცემლისა"; არბას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: "დიდ-ლიახვზედ არის მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღუარი". ეკლესიის აგება წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება "ესტატეწმინდა" დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი; რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განადგურების შემდეგ გამოკეტილ მონასტერში მოწამებრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი.

სამთავისის საკათედრო ტაძარი
სამთავისის საკათედრო ტაძარში განისვენებს წმინდა ისიდორე სამთავნელი.

უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი ანდრია გვაზავა.

"სამთავისი კი, სადაც ისიდორე სამთავნელის საფლავია, იმიტომაც უნდა ნახოთ, რომ ქართული ჩუქურთმის საიდუმლოს ეზიაროთ, დადგეთ და იტიროთ. აქ, აღმოსავლეთის კედელთან, უცხოელებიც ტირიან ხოლმე", - ბრძანებს მეუფე ანდრია.

ტაძრის აღმშენებელი ყოფილა ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში. ძეგლის აშენების თარიღია 1030 წელი. თუმცა დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა და მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი გადარჩა. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი XV საუკუნეში აღადგინეს, მას შემდეგ გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთი მხარე გადაანგრია. ახლანდელი გუმბათის ყელიც იმდროინდელია. შენობას, კერძოდ, დასავლეთის ფასადსაც, ატყვია XIX საუკუნის შეკეთების კვალი. სამთავისი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat