ღვთის ანგელოზმა ყველას დასანახად აიღო ტრაპეზიდან თორმეტი ფურცელი და წმინდა იოანეს გადასცა
ღვთის ანგელოზმა ყველას დასანახად აიღო ტრაპეზიდან თორმეტი ფურცელი და წმინდა იოანეს გადასცა
იოანე ზედაზნელი
გვესაუბრება წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი:

- წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი ათორმეტი მოწაფე VI საუკუნეში ჩამოვიდნენ ასურეთიდან საქართველოში. მათ სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ბერმონაზვნობის აღორძინება და სარწმუნოების განმტკიცება.

წმინდა იოანე წარმოშობით შუამდინარეთიდან იყო. მან სიყმიდანვე თავი უფალს მიუძღვნა. აირჩია განმარტოება, ბერად აღიკვეცა და ღვთის სასოებით იწყო მოღვაწეობა. თავდაპირველად თავისსავე ქვეყანაში, ასურეთში მოსაგრეობდა და დღითიდღე წარემატებოდა სიმდაბლითა და მორჩილებით, მარხვითა და ღამისთევით, ცრემლითა და ვედრებით, შრომითა და მოთმინებით. ასეთი მოღვაწეობისთვის მან უფლისგან უხვად მიიღო მადლი სულისა წმიდისა - "უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი". მან მოიპოვა ნიჭი დაფარულმცოდნეობისა, სენთა კურნებისა და ბოროტ სულთა განდევნისა. ამის შემდეგ სასწაულმოქმედი მამა განერიდა კაცთაგან განდიდებას, შორეულ უდაბნოში განმარტოვდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად და დიდხანს დაფარულად მოსაგრეობდა.

ხოლო ღმერთმა კვლავ ინება თავისი ერთგული მსახურის გამოჩინება კაცთათვის. ისევ იწყეს მასთან სიარული სულიერი და ხორციელი შეწევნის მაძიებლებმა. წმინდა იოანეს ლოცვით მაშინვე იღებდნენ კურნებას. განმარტოების მოყვარული წმინდა მამა კვლავ ფიქრობდა მოეძებნა ისეთი ადგილი სამოღვაწეოდ, სადაც არ იცნობდნენ და არც მისი სათნოებების შესახებ ეცოდნებოდათ. მალე ღვთისგან მიიღო ზეციური მინიშნება.

წმინდა იოანეს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, გამოერჩია მოწაფეთაგან ათორმეტნი მამანი და მათთან ერთად ქართველთა ქვეყანაში გამგზავრებულიყო, რათა განემტკიცებინათ მისი წილხვედრილი ერის სარწმუნოება.

წმინდა იოანემ ამ გამოცხადების შესახებ ამცნო თავის მოწაფეებს, შემდეგ წმინდა ტრაპეზზე მოათავსა ფურცლებზე დაწერილი მათი სახელები და შესთხოვა ღმერთს, წირვის დასასრულს მას თავად გამოერჩია თორმეტი მათგანი. მოხდა სასწაული: ღვთის ანგელოზმა ყველას დასანახად აიღო ტრაპეზიდან თორმეტი ფურცელი და წმინდა იოანეს გადასცა. ღვთივრჩეული მამები იყვნენ: შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, ანტონ მარტყოფელი, აბიბოს ნეკრესელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, სტეფანე ხირსელი და ზენონ იყალთოელი. წმინდა იოანემ დაამშვიდა დარჩენილი დამწუხრებული ძმები და თავის ნაცვლად მამა ექვთიმე დაუდგინა მათ წინამძღვრად. შეავედრა ისინი უფალს და თორმეტ მოწაფესთან ერთად საქართველოში წამოვიდა. გზად მოინახულეს საკვირველ მთაზე მოღვაწე დიდი მნათობი სვიმეონ მესვეტე, რომლისგანაც მიიღეს ლოცვა-კურთხევა.

ქართლში ჩამოსულ წმინდა მამებს მიეგებნენ კათალიკოსი ევლავიოსი, საეკლესიო კრებულთან ერთად და მეფე ფარსმანი, რომელთაც ანგელოზისგან ეუწყათ ასურელი მამების მოსვლა. მათთან შეხვედრისას ასურელმა მამებმა, ღვთის მადლით, ქართულ ენაზე იწყეს მეტყველება.

წმინდა იოანემ მოისურვა, უპირველეს ყოვლისა, მოელოცათ მცხეთაში დავანებული უდიდესი სიწმინდეები: კვართი უფლისა იესო ქრისტესი და მირონმდინარე სვეტიცხოველი.

წმინდა სვეტის წინაშე მუხლმოდრეკილი წმინდანი ცრემლით შეევედრა უფალს, ეუწყებინა ადგილი, სადაც შეეძლებოდა დამკვიდრება და დარჩენილი ცხოვრების ღვთისსათნო ღვაწლში მყუდროებით აღსრულება. ასურელმა მამებმა მრავალი დღე დაჰყვეს ყვლიავის კათოლიკოსთან. ამ დროს ხალხს შესაძლებლობა მიეცა მათგან უდიდესი სულიერი სარგებლის მიღებისა. ღვთის მადლით გასხივოსნებული მათი პირისახის დანახვაც კი რწმენაში განამტკიცებდა მათთან მისულ ადამიანებს. ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოდიოდა ხალხი წმინდა მამებთან, მოჰყავდათ სნეულები და იღებდნენ კურნებას. ისმენდნენ მათგან საუკუნო ცხოვრების სიტყვებს და სულიერად ნუგეშინისცემულნი და ხორციელად განკურნებულნი მიდიოდნენ მათგან. თვით მეფე და მთავარნი მოდიოდნენ წმინდა იოანესთან კურთხევის მისაღებად და მისი სწავლებით განათლდებოდნენ. და "განმტიცნებოდეს ყოველნი სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისა. და ყვაოდა მოძღვრებათა მათთა მიერ ყოველი ქვეყანა ქართლისა..."

ასურელმა მამებმა მოილოცეს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები. ისეთი სიყვარულით და კრძალვით მიეახლებოდნენ მის სიწმინდეებს, თითქოს წმინდა ნინო ცოცხალი მდგარიყო მათ წინაშე. ნეტარი მამები დაუცხრომლად ლოცულობდნენ უფლის წინაშე, რომ გამოეჩინა მათთვის სამოღვაწეო ადგილი. ღმერთმა წმინდა იოანეს მიანიშნა მცხეთის ჩრდილოეთით მდებარე ზედაზნის მთაზე, სადაც წმინდანმა იხილა ბოროტი სულების დიდი სიმრავლე, რომლებიც ცდილობდნენ დაებრკოლებინათ მათი განზრახვა დამკვიდრებულიყვნენ ზედაზნის მთაზე.

ღვთის სასოებით განმტკიცებულმა წმინდა მამებმა აიღეს კათოლიკოსისგან ლოცვა-კურთხევა და წავიდნენ. ადიდებული არაგვის დანახვაზე, რომელიც გზად შემოხვდათ, წმინდა იოანემ უთხრა წმინდა შიოს, რომ ელოცა მდინარეზე უვნებლად გადასვლისათვის. წმინდა შიოს ლოცვით მდინარემ გზა დაუთმო მამებს, გავიდნენ გაღმა და ავიდნენ ზედაზნის მთაზე.

აქ წმინდა იოანემ იპოვა ერთი გამოქვაბული, სადაც მოაწყო ეკლესია, საცხოვრებლად კი ხის ტოტებისგან გააკეთეს ქოხები და დაიწყეს ფიცხელი მოღვაწეობა. ხის სენაკები მათ ვერ იცავდა ზამთრის სასტიკი ყინვისგან, მათ საზრდელს კი ბალახეული შეადგენდა.

ხალხში სწრაფად გავრცელდა ხმა ათი მოღვაწეობის შესახებ, გაიგეს მათი ადგილსამყოფელი და ყოველი მხრიდან მოაშურეს. მოჰყავდათ სნეულები, ეშმაკეულები და წმინდა მამათა ლოცვით ყოველნი განიკურნებოდნენ.

ერთხელ ევლავიოს კათალიკოსმა მღვდელმთვართა კრებულთან ერთად მოინახულა წმინდა იოანე და მისი მოწაფეები ზედაზენზე. ისინი გაკვირვებული იყვნენ მამების ანგელოზებრივი ცხოვრებით, რომელიც სრულ უპოვარებასა და სოფლურ საქმეთაგან განშორებაში აღესრულებოდა. კათალიკოსმა წმინდა იოანეს თანხმობით გამოირჩია მისი ორი მოწაფე: აბიბოსი ნეკრესელ ეპისკოპოსად და ისე წილკნელ ეპისკოპოსად. რამდენიმე წლის მოღვაწეობის შემდეგ წმინდა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა მოწაფეებს და ამცნო ღვთისმშობლის ნება, წასულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად და ქართველთა სარწმუნოებაში განსამტკიცებლად. მოძღვარმა მათ გაუნაწილა მოწამეთა წმინდა ნაწილები, რომელთაც განუშორებლად თან ატარებდა, რომ ამ სიწმინდეებით დაცულნი ყოფილიყვნენ ბოროტის ყოველგვარი საცდურისაგან.

მოძღვრის კურთხევით განმტკიცებული მამები სამოღვაწეოდ სხვადასხვა მხარეს გაემგზავრნენ. დავითი, იოსები, ანტონი, სტეფანე და ზენონი კახეთს დაემკვიდრნენ; შიო, ისიდორე, თადეოზი, პიროსი და მიქაელი ქართლში მოღვაწეობდნენ. მათ სამოღვაწეო ადგილებში დაარსდა მონასტრები, სადაც მრავალი ადამიანი რჩებოდა და მონაზვნური ცხოვრებით სათნოეყოფოდა უფალს.

მოწაფეების გამგზავრების შემდეგ წმინდა იოანემ ზედაზენზე განაგრძო მოღვაწეობა. მან ლოცვით განდევნა ბოროტი სულების სიმრავლე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ბუდობდნენ ამ მთაზე, რადგანაც აქ იყო აღმართული ზადენის კერპი და აღესრულებოდა წარმართული მსხვერპლშეწირვა.

ზედაზენზე მოღვაწეობისას წმინდა იოანეს ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა: უწყლო მთის მწვერვალზე კლდოვან ადგილზე აღმოაცენა მაკურნებელი წყალი, ამ წყალზე შემოჩვეულ დათვს კი უბრძანა, რომ არც მას და არც მის მოდგმას მთაზე მოსული ადამიანებისთვის არაფერი ევნოთ; მას შემდეგ საუკუნეთა განმავლობაში ეს კურთხევა შეუცვლელად სრულდება.

განმარტოების და მყუდროების მოყვარე წმინდა მამამ თავისი მოღვაწეობის ადგილზე მშენებლობა არ ინება და მცირე გამოქვაბულში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. ბერმონაზონთათვის მან აღაშენა მონასტერი მთის ძირში და წინამძღვრად დაუდგინა თათე, იგივე თადეოზი.

ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმინდა იოანეს უფლისაგან ეუწყა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაუბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა. შემდეგ მიიღო წმინდა ზიარება და მშვიდობით შეავედრა სული უფალს. მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა მთის ძირში მდებარე მონასტერში დაკრძალეს მისი წმინდა ნეშტი, რადგან მისი მღვიმე შეუფერებლად ჩათვალეს მოძღვრის დასამარხად.

მოულოდნელად მიწა იძრა, მონასტერს არყევდა და არ დაწყნარდა, ვიდრე არ გაიხსენეს წმინდა მამის ანდერძი და არ გულისხმაყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. მათ ყოველივე აუწყეს კათალიკოსს, რომელიც თვითონ მობრძანდა კრებულთან ერთად, დიდი პატივით გადაასვენეს წმინდა ნაწილები და ანდერის მიხედვით მღვიმეში დაკრძალეს. წმინდა ნაწილების აღმოყვანების ჟამს მრავალი სასწაული და კურნება აღსრულდა.

მოგვიანებით წმინდა იოანე ზედაზნელის საფლავზე მისმა მოწაფეებმა მცირე ტაძარი აღაშენეს. VIII საუკუნეში კლიმენტოს კათალიკოსის მიერ აიგო წმინდ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში არის წმინდანის საფლავი.

შემდგომ საუკუნეებში ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდნენ წმინდა იოანეს ღირსეული მემკვიდრეები, მათგან რამდენიმე ეკლესიის მიერ წმინდანთა დასში იქნა შერაცხული: ღირსი ილია დიაკონი Vს, წმინდა მამაი კათოლიკოსი VIIIს, ღირსმოწამე იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული IXს, წმინდა ექვთიმე აღმსარებელი XXს.

ცნობილია ზედაზნის მონასტრის წინამძღვართა სახელები, რომელნიც ოთხი საუკუნის განმავლობაში წინამძღვრობდნენ მონასტერს. მათი ხელმძღვანელობით დაიწყო აღმშენებლობა მონასტერში. გაბრიელ წინამძღვრის დროს IX საუკუნეში აშენდა ტაძრის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მიქაელის მიერ - ეკვდერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს ეკლესია განადიდა, სამოელმა "მარანი ქვითკირითა ქმნა". სავარაუდოა, რომ ზედაზნის მონასტერში ამ დროისათვის მიმდინარეობდა საგანმანათლებლო საქმიანობა. საუკუნეების მანძილზე მონასტერს მრავალი განსაცდელის გადატანა მოუხდა. ცნობილია, რომ მე-9 საუკუნეში, სავარაუდოდ, ბუღა თურქის შემოსევისას სარკინოზები თავს დაესხნენ ზედაზნის მონასტერს და მახვილით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოანე (ხსენება 12/25 დეკემბერს).

მონასტრისთვის ავბედითი გამოდგა XVIII საუკუნეში ლეკთა განუწყვეტელი შემოსევები. ლეკების მოთარეშე რაზმები ზედაზნის მთის კალთებზე ხშირ ტყეებში იბუდებდნენ და იქიდან ესხმოდნენ თავს მონასტერს და მოსახლეობასაც. ამის შედეგად მონასტერი თანდათან გაუკაცრიელდა და დროებით მოქმედებაც შეწყვიტა 1705 წელს.

ამავე საუკუნეში აიგო სამრეკლო. კათოლიკოსმა დომენტიმ განაახლა ეკლესია. XIX საუკუნეში მონასტერს წინამძღვრობდა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე. მან დიდი ღვაწლი გასწია მონასტრის განახლებისთვის.

მძიმე აღმოჩნდა მონასტრისთვის XX საუკუნეც. განსაკუთრებით დამძიმდა მონასტრის ყოფა ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ. ამ დროისათვის ზედაზენზე რამდენიმე ხანდაზმული ბერი ცხოვრობდა და მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (მანდარია) იღუმენ ექვთიმესთან ერთად დიდი გაჭირვებით ახერხებდა მათ მოვლას.

1943 წელს საგურამოდან ზედაზენზე მიმავალი მამა მიქაელი გზაში დახვრიტეს "კომენდანტის საათის დარღვევის გამო".

1929 წლიდან ზედაზნის მონასტერში დამკვიდრდა იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია ეკლესიის წინაშე. მან მძიმე პირობებში მოახერხა ნოტებზე ჩაეწერა 5500-ზე მეტი ქართული საეკლესიო საგალობელი, რითაც დავიწყებისგან იხსნა და მომავალ თაობებს შემოუნახა ტრადიციული სამხმიანი ქართული გალობა.

ზედაზენზე მცხოვრები მამა ექვთიმე მარტოობაში გარდაიცვალა 1944 წლის ზამთარში. დაკრძალულია მონასტრის ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთით. 2003 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა იღუმენი ექვთიმე კერესელიძე წმინდანად შერაცხა და უწოდა მას წმინდა ექვთიმე აღმსარებელი.

XX საუკუნის მეორე ნახევარში მონასტერი უმოქმედო იყო. 80-იანი წლების ბოლოს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით ზედაზენზე სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა. განახლდა ღვთისმსახურება, აშენდა სატრაპეზო და საცხოვრებელი სენაკები.

ამჟამად მონასტერი ხუთი წევრისგან შედგება: წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელი, ბერი ალექსი, ბერი ნაზარი, ბერი იოანე, მორჩილი ვლადიმირი. მონასტერში ლოცვა დილის ხუთ საათზე იწყება. შუაღამიანის და ცისკრის შემდეგ სრულდება წირვა. ტრაპეზის შემდეგ სრულდება საერთო მორჩილება, რომელშიც მონასტრის წევრებთან ერთად მონაწილეობენ სტუმრები, რომლებიც გარკვეული დროით ცხოვრობენ მონასტერში.

შუადღისას სრულდება პარაკლისი ღირსი იოანე ზედაზნელის საფლავთან. დღის მეორე ნახევარში მონასტრის წევრები ასრულებენ სხვადასხვა ხელსაქმეს. მონასტრის ტიპიკონში შედის ერთობლივი კითხვაც, რომლის დროსაც იკრიბებიან მონასტერში მყოფნი და კითხულობენ წმინდა მამათა თხზულებებს. შემდეგ ხდება წაკითხულის განხილვა.

პერიოდულად ტარდება საუბრები საღვთისმსახურო ტიპიკონის, მედავითნეობის და ლიტურგიკის შესახებ. შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მონასტერში გალობს ვაჟთა გუნდი, რომელიც ასრულებს ტრადიციულ ქართულ სამხმიან საგალობლებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat