"ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე…"
"ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე…"
წმიდა იოანე რუსი, იმ წმიდა ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრების გზა თავიანთი სპეტაკი ცხოვრებით ან სინანულით, ან კი ორივეთი ერთად განვლეს. მათ თავიანთი მჩაგვრელების თანხლებით განუწყვეტელი წამების მეორე ფორმა გაიარეს, რომელსაც შედეგად იგივე ნეტარი დასასრული მოჰყვება. წამების სხვა ფორმებთან მიმართებაში ეს ფორმა სიყვარულისა და პასუხისმგებლობის იმავე სისრულის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ძველებთან შედარებით მხოლოდ დროის განსხვავებულობის გამო, მათ "წმიდა" და "ახალი აღმსარებელი" ეწოდებათ. წმინდა იოანე დაიბადა მცირე რუსეთის ერთ-ერთ სოფელში დაახლოებით 1690 წელს.

მისი მშობლები ღმრთისმოშიში და მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მცირე ასაკიდან მან დედის რძესთან ერთად შეითვისა მართლმადიდებლური სული და ისწავლა წმინდა წერილი. წმინდა იოანემ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის დიდ ომში (1710-1711), რომელიც რუსეთისათვის მარცხით დასრულდა. თავად იოანე თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო მოგვიანებით კი, ცხენოსანი ჯარის ოსმან დიდი ავტორიტეტის მქონე მეთაურს მიჰყიდეს. ტყვედ ჩავარდნილი მისი თანამემამულეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც მაჰმადიანობა მიიღეს, იოანე იესო ქრისტეს მიმართ თავისი რწმენის ერთგული დარჩა და გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. მისი თქმით: "ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მინდა მოვკვდე…".

იოანეს ამ გულწრფელობამ და აღიარებამ მას ახალი აღმსარებელის სახარებისეული სახელი მიანიჭა. წმიდანის შეურყეველი რწმენა და ღმრთისადმი არსებული ძლიერი სიყვარული მის თავმდაბლობაში, შრომისმოყვარეობასა და მოთმინებაში გამოიხატებოდა. იგი საქონელთან ერთად ბაგაში ცხოვრობდა, წარმოუდგენელი მოთმინებით ადიდებდა ღმერთს და ლოცულობდა. მაშინაც კი, როდესაც მას პატარა საცხოვრებელი ბინა შესთავაზეს, იოანემ მაინც ბაგაში ყოფნა არჩია, სადაც თავის სხეულს ტანჯვას აყენებდა. თუმცა, ამ ასკეტურმა ყოფამ იგი სულიწმიდის სურნელებით უზრუნველჰყო.

სწორედ ამ ბაგაში, მას ყოველდღიური კავშირი ჰქონდა უფალთან, ხოლო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სტოაში კი ასრულებდა ღამისთევებს. წმინდა იოანეს ცხოვრება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ჯვარცმას და აღსასრულამდე ქრისტეს მორჩილებას იმეორებდა. ემსახურებოდა ხალხს, ისევე როგორც ღმრთის განკაცებული ძე ემსახურებოდა ადამიანს. ყოველივე ეს ეკლესიის ამ პერსპექტივიდან გამომდინარე უწევდა წინააღმდეგობას და შესამჩნევი ხდებოდა, როგორც ღმრთიური ნათლის მიმღები, როგორც სული წმიდის მადლით სავსე. იოანეს გამოჩენა ჭეშმარიტი ლოცვა-კურთხევა იყო, რამაც მრავალი სიკეთე მოიტანა. მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწაულებს ახდენდა. მიჰყვებოდა რა შემდეგს "და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ" (მათე, 21, 22), როგორც ამას ქრისტე თავის მოწაფეებს დაჰპირდა.

მისი სასწაულთმოქმედი ლოცვა შემდეგი შემთხვევით გამჟღავნდა: ერთხელ, მისმა ბატონმა მექაში მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ, მისმა მეუღლემ ნათესავებსა და ქმრის წარჩინებულ მეგობრებს სუფრა გაუშალა, რათა გამხიარულებულიყვნენ და ესურვათ, რომ მისი ქმარი მოგზაურობიდან საღ-სალამათი დაბრუნებულიყო სახლში. როგორც ყოველთვის, იოანე სტუმრებს სუფრასთან ემსახურებოდა. იმ კერძებს შორის, რომლებიც სუფრაზე მოიტანეს, იყო ასევე აღას (ბატონი) საყვარელი საჭმელი – ფლავი.

სწორედ მაშინ, ოჯახის დიასახლისს ქმარი მოაგონდა და იოანეს უთხრა: "რა სიამოვნებას მიიღებდა, გიუვან, შენი ბატონი, აქ, რომ ყოფილიყო და ჩვენთან ერთად მიერთვა ეს კერძი! ". იოანემ დიდი სურვილითა და უბრალოებით მოითხოვა ფლავით სავსე თეფში და თქვა, რომ გაუგზავნიდა თავის ბატონს მექაში. დამსწრეებმა მოისმინეს რა მისი სიტყვები, სიცილი დაიწყეს, იფიქრეს, რომ იოანეს ფლავის შეჭმა ან რომელიმე ღარიბი ოჯახისთვის მისი მიცემა სურსო. წმიდა იოანემ თეფში ბაგაში წაიღო. მუხლმოდრეკილმა ლოცვა დაიწყო და ღმერთს შესთხოვა, რომ მას მისი თხოვნა შეესრულებინა. და მართლაც, თეფში მის თვალთაგან გაქრა, იგი დაბრუნდა სუფრასთან და დიასახლისს აცნობა, რომ კერძი გააგზავნა მექაში. თუმცა, პასუხად მოქეიფეთა სატირული კომენტარები და სიცილი მიიღო. მათი გაოცება, რა თქმა უნდა, დიდი იყო, როდესაც რამდენიმე დღეში დაბრუნდა აღა და თავის ბარგთან ერთად თეფშიც მოიტანა, რომელიც დამახასიათებელი ოჯახური გერბით იყო აღბეჭდილი.

აღას თხრობით, ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ცხელი ფლავი, მექაში, თავის ოთახში აღმოაჩინა, თუმცა, ვერ გაერკვა, თუ როგორ მოხვდა ის იქ. ვინც ეს ისტორია მოისმინა, სახტად დარჩა, ხოლო მეუღლემ კი უამბო აღას, თუ რა მოხდა. ამ ამბის შემდეგ, გავრცელდა ხმა იოანეს სამართლიანობისა და ღმრთისადმი სიყვარულის შესახებ და მან ყველას პატივისცემა მოიპოვა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1730 წლის 27 მაისს, წმიდა იოანე ავად გახდა და იგრძნო რა სიცოცხლის დასასრულის მოახლოება, მოითხოვა უკანასკნელად მიეღო წმიდა ზიარება. ამ მიზნით მან სთხოვა მღვდელს, რომ მასთან ბაგაში მოსულიყო. თუმცა, თურქების ფანატიზმით შეშინებულმა მღვდელმა სიწმინდეების ბაგაში წაღება ვერ გაბედა და ღმრთიური ნათლით შთაგონებულმა ასეთი რამ მოიფიქრა: წმინდა ნაწილები ვაშლში მოათავსა და ასე მოახერხა წმიდა იოანეს ზიარება. ცოტა ხნის შემდეგ, წმიდანმა თავისი სული უფალს მიაბარა. მისი სიცოცხლე სინანულის უნარით იყო აღსავსე და მან უფლისა და ადამიანების პატივისცემა მოიპოვა, სხვა სარწმუნოების მქონე მისი ბატონისაც კი. იგი უფლისთვის წამებული იყო და სწორედ ამიტომ მიიღო "ცხოვრების გვირგვინი".

დაკრძალვიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზეციური გზით აღმოაჩინეს მისი უხრწნელი და სურნელოვანი სხეული. 1733 წელს ეს წმიდა სხეული ეკლესიის საღმრთისმსახურო ცხოვრებაში, როგორც აღდგომის მაუწყებელი, ისე შევიდა. უფალმა წმინდა იოანე განსაკუთრებულად განადიდა და მას პატივი დასდო, როდესაც რამდენიმე ეგზოგენური ფაქტორის მიუხედავად მისი სხეული გაუხრწნელი და ხელუხლებელი დარჩა: მისი საფლავის ბუნებრივი ფლექსია, თურქების ფანატიზმი, რომლებმაც 1832 წელს მისი დაწვა სცადეს, და თუნდაც, მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობის გაცვლის პროცესში, მისი სხეულის თავგადასავლებით აღსავსე გადაბრძანება კაბადოკიიდან ევიას ნეო პროკოპიოში. ექსგუმაციის შემდეგ, იოანეს გაუხრწნელი და კეთილსურნელებით აღსავსე წმიდა სხეული, თავდაპირველად, ჯერ კლდეში ნაკვეთ წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანეს, მოგვიანებით – წმინდა ბასილი დიდის სახელობის ახლადაგებულ ტაძარში, ბოლოს კი მის სახელზე აგებულ ეკლესიაში გადააბრძანეს.

მისი სხეული ლარნაკზეა დასვენებული, სადაც ათასობით მომლოცველი და სნეული მიდის, რათა მისი დალოცვა მოიპოვოს. წმინდა იოანეს სახელი ცნობილია მთელ კაბადოკიაში, კონიასა და ანკარაში და არა მხოლოდ ქრისტიანებს შორის, არამედ – თურქ-ოსმალებს შორისაც, როგორც "ყულე გიოვანი", რაც ტყვე იოანეს ნიშნავს. როგორც ქრისტიანები, ისე თურქები, წმიდანის კანდელიდან როგორც მის ლოცვა-კურთხევას იღებდნენ ზეთს, მისი წმიდა სხეულიდან კი პატარა ბამბას, ჯერაც ატარებდნენ მის ქუდსა და ქამარს და სასწაულებს თავიანთი რწმენით უყურებდნენ. იოანეს წმინდა სხეულს აკლია მარჯვენა ხელი, რომელიც ათონის წმიდა მთაზე წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერშია დასვენებული.

1824 წლის ოქტომბერში, საბერძნეთისა და ქემალისტური თურქეთის მოსახლეობის იძულებითი გაცვლის საფუძველზე, იოანეს წმიდა ნეშთი აღმოჩნდა იმ გემზე, რომელსაც დევნილები ევიაში მიჰყავდა. ქალკიდის მაშინდელი მიტროპოლიტის გრიგოლისა და ქალაქის წარჩინებულთა თანდასწრებით, ქალკიდის ნავსადგურზე მოხდა მისი წმიდა სხეულის გადმობრძანება. ახალი პროკოპიოსის მოსახლეობამ წმინდა ნეშთი თავიანთ სოფელში გადააბრძანა და წმინდა ელენესა და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში დაასვენა, სადაც 1951 წლის 27 მაისამდე დარჩა. სწორედ მაშინ, მისი ნეშთი ვერცხლის ლარნაკით, რომელიც წმიდა იოანეს ცხოვრებისა და მისი სასწაულების მომცველი სცენებით იყო შემკული, მის სახელზე ახლადაგებულ წმიდა ტაძარში გადააბრძანეს. ყოველდღიურად ამ ტაძარში მოსალოცად სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მორწმუნე მიდის, რათა მათ წმიდანის ლოცვა-კურთხევა მიიღონ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat