მადლობას ვწირავ უფალს ამდენი ცილისწამების გამო, რათა განვიწმინდო ცოდვებისა და მანკიერებისგან
მადლობას ვწირავ უფალს ამდენი ცილისწამების გამო, რათა განვიწმინდო ცოდვებისა და მანკიერებისგან
"გვმართებს, დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას", - გვმოძღვრავს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი, რომელმაც თავისი ცხოვრებით ღვთის სიყვარულისა და მისდამი მორჩილების უდიდესი მაგალითი გვიჩვენა. უფალმა ინება და მსოფლიო მნიშვნელობის ამ წმინდა მამის საფლავი თოთხმეტი საუკუნის შემდეგ გამოგვიჩინა მორწმუნეებს თაყვანის საცემად. წყაროებიდან ცნობილი იყო, რომ წმინდა მამის საფლავი ცაგერის მახლობლად მდებარეობდა და სწორედ იქ ჩადიოდა მორწმუნე მრევლი თაყვანისსაცემად. სულ ცოტა ხნის წინ, ამ ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყებისას, საკურთხევლის ნაწილში გამოჩნდა წმინდა ნაწილები.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი VII საუკუნეში მოღვაწე, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებულ მონოთეისტურ ერესთან მებრძოლი წმინდა მამა გახლდათ. უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიის მოსახლეობაში. მწვალებელი იმპერატორი და სასულიერო პირები ცდილობდნენ, ნეტარი მამა რომელიმე ცრუ მოძღვრების მიმდევარი გაეხადათ. რომ ვერას გახდნენ, ხელი და ენა მოჰკვეთეს და თავის ორ მოწაფესთან ერთად ლაზიკაში გადაასახლეს. ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის შემდეგ წმინდა მაქსიმე სქიმარის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი წმინდა ცხედარი ცაგერის ახლოს მდებარე მონასტერში გადაასვენეს. დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო. პირველწყაროზე დაყრდნობით, ამ ადგილს სქიმარი ეწოდებოდა. დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა მას ოდნავი სახეცვლილი ფორმით სკიმერს უწოდებს.

ჩვენამდე მოაღწია წმინდა მაქსიმეს მრავალმა ეპისტოლემ და ქადაგებამ. ეგზეგეტიკური, დოგმატურ-პოლემიკური, ანთროპოლოგიური, ზნეობრივი და ასკეტური ხასიათის სწავლებათა დიდი ნაწილი თავის დროზე ქართულ ენაზე ითარგმნა.

***
ვინ იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?

წმინდა მაქსიმე 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში დაიბადა წარჩინებული და ღვთისმოშიში ცოლ-ქმრის - იოანესა და ანას ოჯახში. განათლება შინ მიიღო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად მთელ დროს წმინდა წერილის კითხვასა და უფლის მცნებების დაცვას უთმობდა.

წმინდა მაქსიმე ღვთივსათნო ცხოვრებასა და სიბრძნეში ისე წარემატა, რომ ეს ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემაც შეიტყო და წმინდანს სასახლეში მწიგნობართუხეცესის თანამდებობაზე უხმო.

იმ დროს ქრისტიანულ სამყაროში აღმოცენდა მონოფიზიტური ერესი, რომელიც ქრისტეს ორ ბუნებას უარყოფდა და აღიარებდა მხოლოდ ერთს, ღვთაებრივს. კაცთმოძულე ეშმაკმა უბრალო ხალხის მონადირება არ იკმარა და მეფის სასახლეშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი. საქმე იქამდე მივიდა, რომ, მეფის ბრძანებით, ქრისტეს ერთი ნების, ქმედებისა და ბუნების შესახებ ცრუ მოძღვრება გრაგნილზე დაწერეს და აია სოფიას ეზოში გამოაკრეს, რითაც დაგმეს ჭეშმარიტი მოძღვრება.

ამის მნახველი წმინდა მაქსიმე შეშინდა, ეშმაკის ხრიკებით თავადაც არ ცდუნებულიყო. მის გულში უპირატესად დამარხული იყო შიში უფლისა და, როგორც მეფსალმუნე იტყვის, "წინასწარ ხედვიდა უფალსა წინაშე მისსა მარადის" (ფს. 15:8). ამიტომ თავისი მონაგები გლახაკებს განუყო, როგორც ამას სახარება გვასწავლის, აღიღო ჯვარი, შეუდგა ქრისტეს და ქრისოპოლის მონასტერში გაემგზავრა.

ქრისოპოლის მონასტერი კონსტანტინოპოლის მოპირდაპირე მხარეს, ქალკედონთან ახლოს მდებარეობდა. იგი განთქმული იყო წმინდა მამათა მოღვაწეობით. წმინდა მაქსიმე ბერად აღიკვეცა და შემდეგ ამ მონასტრის წინამძღვრობა იტვირთა.

მონასტერში მოღვაწეობის დროს ნეტარი მამა ძაძას ატარებდა და მხოლოდ ხმელი პურითა და ველური მხლით იკვებებოდა. მისი უმთავრესი და უსაყვარლესი საქმე ლოცვა და შრომა იყო, ხოლო თუ თვალს ოდნავ მაინც მიეკარებოდა რული, მაშინვე დგებოდა და ლოცვასა და გალობას იწყებდა.

წმინდა მაქსიმე სიმდაბლის გამო თავს ყველაზე ცოდვილ ადამიანად მიიჩნევდა, ხოლო სიყვარულის უნარი ისეთი ჰქონდა, რომ უფლის სიტყვები: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათ. 22:39) ჭეშმარიტად აღესრულებოდა მასზე. ამასვე მოწმობს წმინდა მამის სწავლანი სიყვარულის შესახებ.

წმინდა მაქსიმე მეფისა და პატრიარქის ცდომილებაში რომ დარწმუნდა, საბოლოოდ დატოვა საბერძნეთი, რომს გაემგზავრა და ერთ მყუდრო გამოქვაბულში დაეყუდა. იგი, ნათლისმცემლის მსგავსად, უდაბნოს გამხმარი ბალახითა და ველური თაფლით იკვებებოდა.

ერთ დღეს მასთან ორი რომაელი ბერძენი, ორივე ანასტასი, მივიდა. წმინდა მამას განმარტოებით ცხოვრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ სულიწმინდის შთაგონებით შეიტყო, რომ ბერძენნი ღვთის განგებით იყვნენ მისულნი, ამიტომ უფლება მისცა, როგორც მოწაფეები, მასთან დარჩენილიყვნენ. ორივე ანასტასიმ მოძღვრის გამოქვაბულის ახლოს მცირე სენაკი აიშენა და იქ დამკვიდრდა. ნეტარი მამა მოწაფეებს უპირველესად ანგელოზებრივ ცხოვრებას ასწავლიდა.

ერთ ღამეს ნეტარ მაქსიმეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "მაქსიმე, ღვთის მონავ, რისთვის გარჯილხარ ამ უდაბნოში, მხოლოდ მოწაფეებისა და შენი სულის გადასარჩენად რომ ზრუნავ? სოფელი კი ამ დროს ბოროტის მანქანებით მღელვარებს. უფლის ბრძანებით, აღსდექ და შედი ქალაქ რომში, მიმართე პაპ იოანეს და იღვაწე მართალი სარწმუნოებისთვის, რათა მართლაღმსარებლის გვირგვინი მიიღო ქრისტესგან".

წმინდა მამა მოწოდებას უდრტვინველად დაემორჩილა.

პაპმა იოანემ მაქსიმესა და მის მოწაფეებს თავისი საცხოვრისის მახლობლად გამოუყო მყუდრო სავანე.

ნეტარი მაქსიმეს რჩევით, რომში ადგილობრივი საეკლესიო კრება გაიმართა. დიდ კრებაზე რომის ეპისკოპოსებმა და სხვა სასულიერო პირებმა შეაჩვენეს ქრისტეს ერთი ბუნების, ერთი ნებისა და ქმედების მქადაგებელთა მწვალებლობა. რამდენიმე ხანში გარდაიცვალა რომის პაპი იოანე და მისი ადგილი თეოდორემ დაიკავა. წმინდა მაქსიმე აფრიკაში გაემგზავრა საქადაგებლად, მერე კი პაპ მარტინეს მოსანახულებლად ისევ რომში დაბრუნდა.

ერთ ღამეს, მეფე კონსტანტის ბრძანებით, ფარულად შეიპყრეს პაპი მარტინე, მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი და მისი ორი მოწაფე. მეფე უკმაყოფილო იყო მათგან მონოფიზიტური ერესის დაგმობით. ერთი წლის შემდეგ, 654 წლის სექტემბერში, ისინი კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს. იქ პაპი მარტინე სამშობლოს ღალატისა და მეფის შეურაცხყოფის ბრალდებით გაასამართლეს და გადაასახლეს ხერსონესში (ახლანდელი ყირიმი), სადაც 655 წლის 16 სექტემბერს შიმშილით აღესრულა.

წმინდა მაქსიმე და მისი ორი მოწაფე კონსტანტინოპოლში ჩასვლისთანავე მეფისგან მიგზავნილმა სამხედროებმა ცემით მიათრიეს საპყრობილემდე და ბნელ საკნებში ცალ-ცალკე გამოკეტეს. მეფის წინაშე, დაკითხვის დროს, რა აღარ დააბრალეს წმინდა მამას. ნეტარმა მაქსიმემ ცრუ მოწმეებს უთხრა: "მადლობას ვწირავ უფალს ამდენი ცილისწამების გამო, რათა განვიწმინდო ცოდვებისა და მანკიერებისგან". თავი ღმერთს მიანდო და მორჩილად თქვა: დაე, აღსრულდეს ჩემზე ნება უფლისა სადიდებლად ღვთისა. მეფემ, პატრიარქის რჩევით, ნეტარი მაქსიმე ჯერ გაასამართლა, შემდეგ კი თრაკიის პატარა ქალაქ ვიზიაში გადაასახლა. მისი ერთი მოწაფე საბერძნეთში, პერვერიაში გადაასახლეს, მეორე ანასტასი, რომელიც თავის დროზე რომის ეკლესიის წარმომადგენელი იყო სამეფო კარზე და მოგვიანებით ნეტარი მაქსიმეს ცხოვრება აღწერა, ისრაელში, ქალაქ მესამბრიაში.

წმინდა მაქსიმეს, თეოდორე იპატოსის ბრძანებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძაგება დააბრალეს - თეოდორეს იმედი ჰქონდა, ამის შემდეგ ხალხი წმინდა მაქსიმეს ჩაქოლავდა. წმინდანმა ეს მკრეხელური ცილისწამება რომ მოისმინა, ხელები ზეცად აღაპყრო და თვალცრემლიანმა წარმოთქვა: "ვინც არ აღიარებს და არ ქადაგებს ყოვლადწმიდასა და უხრწნელსა, უმეტესად კურთხეულსა და ზეცისა მხედრობათა პატივისმცემელსა დედოფალსა ჩვენსა, მარადის ქალწულსა მარიამს ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ჭეშმარიტად დედად ღვთისად, შემოქმედისა ცათა და ქვეყანისა, ზღვისა და ყოველთა, რაი არს მათ შინა, წყეულ იყავნ და შეჩვენებულ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ, შეურყვნელისა მის და განუყოფელისა სამებისა და ყოველთაგან ზეცისა ძალთა და წმინდა მოციქულთა კრებულისგან, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და ყოველთა მართალთაგან". კაცთმოძულე მწვალებლებმა წმინდა მაქსიმე გააშიშვლეს, ხარის ძარღვების მათრახით დაუნდობლად გვემეს და სისხლი ადინეს.

მოწაფეებსაც ასევე სასტიკად გაუსწორდნენ.

ცოცხალმკვდარი მამები ბნელ საკნებში დააბრუნეს.

მეორე დილით, ეპარქოსის ბრძანებით, მამებს განაჩენი წაუკითხეს: "ღვთივდაცულმა მეფემ და ყოველმა მთავარმა სჯულისა და სიმართლის მიხედვით შემდეგი განვაჩინეთ თქვენზედა, მაქსიმე მონაზონო, ანასტასი და ანასტასი. უმჯობესი იყო, თქვენი უკეთურებისა და ბოროტად მეტყველების შესატყვისად გვეტანჯეთ, მაგრამ არ ვინებეთ თქვენი ბრალისა და გმობის შესაბამისად შურისგება, რათა ჯეროვანი მოსაგებელი საუკუნო ცხოვრებაში მოგეგოთ. ამქვეყნად ცხოვრებაში კი მოგისჯით მცირე ტანჯვას თქვენი უწესობისა და განდგომილების გამო. ვუბრძანებთ დიდებულ ეპარქოსს, რათა სამსჯავროზე წარგადგინოთ და ზურგი შოლტით აგიჭრელოთ, შემდეგ ჯერ ენა ამოგკვეთოთ, წერილების წერის გამო კი მარჯვენა მოგკვეთოთ. ვბრძანებთ, რომ ბოროტ ასოთა მოკვეთის წუთიდან სამეფო ქალაქის თორმეტი უბანი შემოგატარონ და გლანძღონ, ამის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება გადასახლებაში გაატაროთ. ექსორიაგყოფთ ლაზიკაში, რათა ყოველდღე იგლოვდეთ თქვენი ცდომილების გამო".

ასე დასაჯეს მისი მოწაფე ანასტასი ბერი, ანასტასი აპოკრისიარი კი (ექვთიმე ათონელის ცნობით), იმის გამო, რომ იგი ერთ დროს მეფის მდივანი იყო, დაინდეს. მოგვიანებით ანასტასი აპოკრისიარმა აღწერა და გადასცა იერუსალიმში მოღვაწე თეოდოსი ხუცესს, რომელიც წმინდა მაქსიმეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ლაზიკაში თავად ეწვია იმ ადგილებს, სადაც ნეტარი მამები მოღვაწეობდნენ.

ნეტარი მაქსიმე სქიმარში წაიყვანეს.

***
როგორც მეუფე სტეფანემ ბრძანა, სქიმარი დღევანდელი სკიმარი უნდა იყოს, რომელიც ლენტეხის მაღალმთიან რაიონში, მდინარე სკიმერულასთან მდებარეობს. გარკვეული ხნის განმავლობაში სკიმერის ხეობა ხან ლაზიკის სამეფოში შედიოდა, ხან კი ბიზანტიისა. VII საუკუნეში აქ ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა.

ანასტასი ბერი აფხაზეთში კოდორის ციხეში გამოკეტეს. მალევე, 18 ივლისს, ჭრილობების გამო დაუძლურებული ნეტარი მამა სვანეთის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს, სადაც 24 ივლისს (ძვ.სტ.) გარდაიცვალა.

ანასტასი აპოკრისიარი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ აფშილთა და მისიმიელთა საზღვარზე მდებარე ფუსტას ციხეში გაგზავნეს. ურჯულო მთავრებმა მას რამდენჯერმე შეუცვალეს საცხოვრებელი ადგილი. მოგვიანებით მისი მდევნელი მთავრები გააძევეს, ხოლო ახალდანიშნულმა მთავარმა გიორგიმ (ექვთიმე ათონელის ცნობით) ნეტარი ანასტასი თავის მახლობლად, თაკვერის ციხესიმაგრეში დაასახლა და მფარველობას უწევდა. ანასტასი აპოკრისიარი 666 წლის 11 ოქტომბერს (ძვ.სტ.) გარდაიცვალა.

გადმოცემით, წმინდა მაქსიმეს ღვთის ნებით აღუდგა მეტყველებისა და წერის უნარი და კვლავ არაერთი ეპისტოლე დაწერა. გარდაცვალებამდე მას უფლის ანგელოზისგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში წმინდა მამამ საზრდელის მიღებაზე უარი თქვა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. 13 აგვისტოს, შაბათ დღეს, წმინდა მაქსიმე გარდაიცვალა. მისი ცხედარი სქიმარის ციხეში დაკრძალეს. წმინდა მაქსიმეს საფლავზე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა და არაერთი კურნება აღესრულებოდა.

წმინდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (26) აგვისტოს. მისი სახელი წელიწადში ორჯერ მოიხსენიება: გარდაცვალების დღეს და წამების დღეს (21 იანვარს, ახ.სტ. 3 თებერვალს), როცა ენა და ხელი მოჰკვეთეს.

***
ქვემო სვანეთში, ლენჯერში, შემონახულია XII საუკუნის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ფრესკა, მისი სახელობის მონასტერი კი საქართველოში ერთადერთია. მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის აღადგინა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის გარშემო ბერებისთვის საცხოვრებელი სენაკები აშენდა. სამონასტრო ცხოვრება აქ 2005 წლიდან დაიწყო. მონასტრის წინამძღვარი მეუფე სტეფანე გახლავთ.

KARIBCHE- მეუფე სტეფანე, გვიამბეთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავისა და მისი წმინდა ნაწილების აღმოჩენის შესახებ.

- გათხრები ნამდვილად არ დაგვიგეგმავს. ვფრთხილობდი და მეშინოდა - ვაითუ, აღარაფერი დაგვხვედროდა, რადგან მონასტერი მდინარის ნაპირთან ძალიან ახლოსაა და შესაძლებელი იყო, მდინარეს დროთა განმავლობაში გადაერეცხა საფლავის კვალი.

ვაპირებდი გამშვენებას, ტრაპეზის, იატაკისა და კანკელის შეცვლას. წმინდა მაქსიმეს ხსენების დღისთვის (26 აგვისტო) გვინდოდა ყველაფრის მოსწრება. ამიტომ დავიწყეთ ბეტონის იატაკის მოხსნა, საკურთხეველში ტრაპეზი დროებით გადავდგით სხვა ადგილას. ბეტონის იატაკის ქვეშ ჩანდა უდიერი მოპყრობის კვალი, მეოცე საუკუნის ფენა - ბოთლების ნამსხვრევები, პირუტყვის ძვლები... გავწმინდეთ აქაურობა და გადავწყვიტე, საცდელი, ჯვრისებური ჭრილი გაგვეკეთებინა (ვფიქრობდი, რომ წმინდა მაქსიმეს საფლავი ამ ტაძარში იყო) და რაც გამოჩნდებოდა, იმის მიხედვით გვემოქმედა. უწმინდესს ვეტყოდი, რა სიტუაციაც იქნებოდა და მისი თქმისამებრ მოვიქცეოდით. გათხრების დაწყებამდე პარაკლისი ჩავატარეთ. შემდეგ დავიწყეთ ჯვრისებური ჭრილის გათხრა. ჯვრის ერთი ქიმი მიადგა თავის ქალას და ძვლებს. გადავიღეთ სურათები... საკურთხეველში, წმინდანის გარდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკრძალული! ეს ფოტოები ვაჩვენე უწმინდესს და გათხრების ჩატარების კურთხევა მივიღეთ. აღმოჩნდა ოთხი ადამიანის ჩონჩხი. ერთი, როგორც ჩანს, თავიდანვე იქ იყო დასვენებული, სამი კი მის ნეშტზე დაესვენებინათ. ძვლებს ეტყობა წამების კვალი. მათ ბერობაზე მიუთითებს გადახეხილი კვირისტავები, რაც შეიძლება დიდხანს მუხლზე დგომის მიზეზით იყოს გამოწვეული. ასევე, ყბებისა და კბილების ცვეთის მიხედვით დადგინდა მათი ასაკი, რაც ისტორიულ მონაცემებს ემთხვევა. ანთროპოლოგის აზრით, 80-84 წლისა წმინდა მაქსიმეა, 65-69 და 70-74 წელი - წმინდა მაქსიმეს მოწაფეების ასაკს ემთხვევა. სავარაუდოდ, პირველი, ყველაზე ქვედა ნეშტი წმინდა არსენისაა, მის ზემოთ წმინდა მაქსიმე აღმსარებელია, მის თავზე კი ანასტასი ბერი და ანასტასი აპოკრისიარი.

ანთროპოლოგს მიაჩნია, რომ ეს არის რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი.

- სად დააბრძანებთ წმინდა მაქსიმეს წმინდა ნაწილებს?

- ურთხმელის სპეციალურ ლუსკუმაში (ნოეს კიდობანიც ურთხმელის ხისა იყო). ყველა ერთ ლუსკუმაში ჩაბრძანდება ოთხ ფენად, ისე, როგორც იყო განლაგებული. ალბათ ზემოდან წმინდა მიწაში მაქსიმეს წმინდა ნაწილებს დავაბრძანებთ, დანარჩენებს - სამ ფენად. ეს ლუსკუმა საკურთხევლიდან წმინდა მაქსიმეს ხსენების დღეს (წელიწადში ორჯერ) გამობრძანდება ტაძარში მორწმუნეთათვის თაყვანის საცემად.

- მეუფე სტეფანე, ვიცით, ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძარი შენდება.

- საკათედრო ტაძრის მშენებლობა სამი წელია მიმდინარეობს. შეფერხებები გვქონდა. ვიფიქრეთ, რომ რაღაც დავაკელით და სულიერად უფრო გასაძლიერებლად დავიწყეთ წმინდა მაქსიმეს ყოველდღიური პარაკლისები მშენებარე ტაძრის ტერიტორიაზე. ხალხი ყოველთვისაა, ზოგჯერ იმაზე მეტი, ვიდრე წირვაზე. ისეთმა ხალხმაც დაიწყო სიარული, ვისაც წირვა-ლოცვებზე არ უვლია. რვა სასულიერო პირი ატარებს პარაკლისებს მთელი კვირის განმავლობაში. ღვთის წყალობით, მშენებლობაც განახლდა და წმინდა მაქსიმემ ინება გამოჩენა. მადლობა უფალს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat