"ქრისტიანთა ღმერთის სათნომყოფელო ნიკოლოზ, გადამარჩინე უბედურებას"
"ქრისტიანთა ღმერთის სათნომყოფელო ნიკოლოზ, გადამარჩინე უბედურებას"
გვიან შემოდგომაზე სოლოვკის კუნძულების გარშემო ზღვა იყინება. გეოლოგი გოგონას ნავი, რომელიც კუნძულს იკვლევდა, ქარმა და ყინულებმა ღამით უცხო ნაპირთან მიიყვანა. ბავშვობიდანვე მორწმუნე გოგონა, როცა საფრთხე მოელოდა, ყოველთვის წმინდა ნიკოლოზს ევედრებოდა. გადაწყვიტა, ნაპირს გაჰყოლოდა - იქნებ სადმე ქოხს გადავეყაროო. გზად ბერიკაცს შეხვდა, რომელმაც ჰკითხა, - სად მიდიხარო.

- ეგებ სადმე თავშესაფარი ვნახოო.

- არ წახვიდე, აქ ასი ვერსის მანძილზე ვერაფერს ნახავ. შორს პატარა გორას ხომ ხედავ... ადი მასზე და დაინახავ, საითკენ უნდა წახვიდე.

გოგონამ მთას გახედა და მოუბრუნდა ბერიკაცს, მაგრამ ვეღარ დალანდა. მიხვდა, რომ წმინდა ნიკოლოზმა ასწავლა გზა. გორაკიდან მან მეთევზის ქოხი დაინახა. მეთევზე გააოცა მისმა გამოჩენამ ასეთ უკაცრიელ ადგილას და დაუდასტურა მოხუცის ნათქვამი.

***
ზოგჯერ წმინდა ნიკოლოზი სხვა წმინდანებთან ერთად ეცხადება ხოლმე ქრისტიანებს. ცნობილია ისეთი შემთხვევაც როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად გამოეცხადა მორწმუნეს. 1887 წელს ბაბაევოს მონასტერში ნახევრად პარალიზებული გლეხი მოვიდა. ვოლოგოდის საავადმყოფოს მიერ გაცემული ცნობით, მას უკურნებელი სენი სჭირდა. დეკემბრის ერთ ღამეს ძილში გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი, მის მარჯვნივ კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იდგა. წმინდანმა უთხრა: - იშრომე და ჩემდამი ილოცე, შენ უფალი კურნებას გჩუქნისო.

ზეციურმა დედოფალმაც იგივე გაუმეორა.

როცა კაცს გამოეღვიძა, პარალიზებულ სხეულში ძალა იგრძნო, მარჯვენა ხელი თავთანაც კი მიიტანა, რაც ადრე არ შეეძლო და მარცხენა ხელით ისახავდა ჯვარს. დილაადრიან ლიტურგიაზე მივიდა, აღარაფერი აწუხებდა. ამ ამბის მერე კაცი მონასტერში დარჩა.

***
ტაშკენტის ტაძარში შევიდა ერთი მუსულმანი, რომელიც დიდი კრძალვით მუხლს იდრეკდა წმინდა ნიკოლოზის ხატის წინაშე და სანთლებს ანთებდა. მუსულმანმა ტაძრის მსახურთ უამბო იმ სასწაულზე, რომელიც მას წმინდა ნიკოლოზმა მოუხდინა: ზამთრის ღამეს შორეულ სოფელში მიმავალი მგლების ხროვას გადაეყარა. სასოწარკვეთილმა კაცმა იყვირა: - რუსების ღმერთო და ნიკოლოზ, გადამარჩინეო! უეცრად ქარბორბალა ამოიჭრა, მოხვეტა და სტეპში გადაისროლა. როცა ყველაფერი დაწყნარდა, კაცის წინ ჭაღარა ბერიკაცი იდგა, რომელმაც უთხრა: - რუსულ ტაძარში მომძებნეო და უჩინო შეიქნა. როცა ტაძარში მივიდა და წმინდა ნიკოლოზის ხატს შეხედა, გახარებულმა მუსლიმანმა ის ბერიკაცი იცნო, ღამე სტეპში რომ გამოეცხადა.

***
ერთი ყოფილი პატიმარი ჰყვებოდა: 1994 წელს ზონაში ავიტამინოზის ეპიდემია გავრცელდა. ყოველდღე კუბოები გაჰქონდათ. მე ქათმის სიბრმავე შემეყარა, დამისივდა ფეხები, კბილები მცვიოდა, ვერაფერს ვჭამდი. მატლები დამესია. წამალი და ექიმი ჩვენთვის არ იყო. ამ ქვეყნისა აღარ ვიყავი, მხოლოდ სასწაული თუ გადამარჩენდა. ასეც მოხდა. ღმერთი არ მწამდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ავადმყოფობა საზღაური იყო წარსული ცხოვრებისათვის. ერთმა კაცმა წმინდა ნიკოლოზის პატარა ხატი მომიტანა და მითხრა: ილოცე და შეინანე, ის დაგეხმარება. როგორც მე მესაუბრები, მასაც ისე მოუყევი ყველაფერი, ნურაფერს დაუმალავ, იმასაც კი, რასაც მე ვერ მიმხელ. მის წინაშე აღიარე შენი არეული ცხოვრებაო.

მეგონა, დილამდე ვერ გავაწევდი. ლოცვა დავიწყე, ყველაფერი მოვუყევი. უეცრად, ცხადში თუ სიზმარში, ორი უზარმაზარი თვალი დავინახე - გამჭოლად ჩემში ყველაფერს ჭვრეტდნენ, მათ ვერ დაემალებოდი. დავინახე ჭაღარა წვერი და ტკბილი ღიმილი. ვუცქერდი მის თბილ სახეს და სრულ უძლურებას ვგრძნობდი. შევფიცე, თუ გამოვჯანმრთელდებოდი, არ ავცდებოდი იმ გზას, რომელსაც იმ წამს დავადექი.

გათენდა. მზიანი, ხალისიანი დღე დამიდგა. საოცრად მომინდა სიცოცხლე. მივხვდი - გადავრჩი. ღონე მომემატა, თითქოს ხელახლა დავიბადე. ჯოხს დავეყრდენი და მზეზე გამოვედი გასათბობად, ჩემდა გასაოცრად ჯოხიც აღარ დამჭირდა. თითქოს ხელახლა დავიბადე, რაც მთავარია, ჩემი ცხოვრების აზრი ვიპოვე.

***
ეგეოსის ზღვაში, კუნძულ პაროსიდან ხუთ კილომეტრში გემი ჩაიძირა. ხუთასი მგზავრიდან ოთხმოცზე მეტი დაიღუპა. სიბნელეში გემი დიდ კლდეს შეასკდა. ხომალდს უზარმაზარი ნახვრეტი გაუჩნდა. კაპიტანმა ბრძანა, გემი სასწრაფოდ დაეტოვებინათ. მგზავრებს ამ დროს კაიუტებში ეძინათ. შუქი ჩაქრა. საშინელი პანიკა ატყდა. ბევრი აბობოქრებულ ტალღებში გადაეშვა. მათ შორის იყო 50 წლის ქალი, რომელმაც ცურვა არ იცოდა. იძირებოდა, მაგრამ სიკვდილს არ ნებდებოდა. ლოცულობდა: - უფალო, თუ შენი წმინდა ნება არის, გადამარჩინე. წმინდაო ნიკოლოზ, შემეწიე, სიკვდილი არ მინდაო. უეცრად ქალთან ნავი მიცურდა, ნავში მყოფებმა ქალი წყლიდან ამოიყვანეს. შემდგომში ეს ქალი ტელევიზიით გამოვიდა და ყველას აუწყა წმინდა ნიკოლოზის მსწრაფლშემსმენობის ამბავი.

***
ლუკიის ყველა ეპისკოპოსი შეიკრიბა მთავარეპისკოპოსის ასარჩევად. მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ ღვთის მინიშნების მისაღებად. უფალმა მათ თავისი ნება გაუმჟღავნა: უხუცეს მღვდელმთავარს ნათლით მოსილი კაცი გამოეცხადა და უთხრა: - დილით ვინც პირველი შემოვა ტაძარში და ნიკოლოზი ერქმევა, ის აირჩიეთ მთავარეპისკოპოსადო. მღვდელმთავარმა სხვა ეპისკოპოსებსაც აუწყა ეს და დილით ტაძართან დაელოდა მომავალ მთავარეპისკოპოსს. წმინდა ნიკოლოზი ამ დროს ერში სოფელში ცხოვრობდა და ყველასთვის უცნობი იყო. იმ ღამეს, ღვთის განგებულებით, შუაღამიანი ილოცა და ყველაზე ადრე გაეშურა ტაძრისკენ. კარიბჭესთან მოხუცმა მღვდელმთავარმა გააჩერა და ჰკითხა:

- რა გქვია, უცნობო?

- ნიკოლოზი მქვია მონასა შენსა, მეუფეო, - უპასუხა თავმდაბლად.

როცა მოხუცმა მღვდელმთავარმა გაიგო მისი სახელი, იხილა მისი სიმდაბლე, მოჰკიდა ხელი და შეკრებილ ეპისკოპოსებს მიუყვანა. მათ ერთხმად აღიარეს წმინდა ნიკოლოზი ეკლესიის თავად და მორწმუნე ერსაც წარუდგინეს იგი: - მიიღეთ მწყემსი, რომელიც სულიწმინდამ აგვირჩია. იგი არა კაცთა ნებით, არამედ ღვთის განგებულებით იზრუნებს ჩვენი სულებისთვის. ასე აირჩიეს წმინდა ნიკოლოზი მირონლუკიის მღვდელმთავრად.

***
სოფელ სურის გვერდით, სადაც წმინდა იოანე კრონშტადტელი დაიბადა, არის საოცარი ადგილი, რომელზეც ბევრი ზეპირი გადმოცემა არსებობს. ამბობენ, რომ ძალზე დიდი ხნის წინ პატარა ეკვდერის ადგილას რამდენჯერმე ხვირთქლზე მჯდარი წმინდა ნიკოლოზი უნახავთ. რამდენიმე ასეთი გამოცხადების მერე ხალხი მიმხვდარა, რომ ნიკოლოზი ეკვდერის აშენებას ითხოვდა. ეკვდერი ააშენეს და ის მალე დაიწვა. მოგვიანებით ეკვდერის გვერდით ნაძვის ფესვებში უნახავთ წმინდა ნიკოლოზის ხატი. ხატის მოპოვების ადგილას წყაროს ამოუხეთქავს, რომელიც სამკურნალოდ ითვლება. ეკვდერი ბევრჯერ დაიწვა, მაგრამ ხატი ყოველთვის გადარჩენილა, მხოლოდ კიდე შესტრუსვია. ერთხელ, მორიგი დაწვის მერე, ხალხი ახალი ეკვდერის აგებას აყოვნებდა. ამ დროს უნახავთ ხვირთქლზე მჯდარი ბერიკაცი, თვალებზე ხელებაფარებულს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. წმინდა ნიკოლოზი ტირის, სასწრაფოდ ეკვდერი აღვადგინოთო, - უთქვამთ და ასეც მოქცეულან.

***
ერთი ქრისტიანი ჰყვებოდა: მეზობელ სოფელში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დგას, მაღალი, ლამაზი, მადლმოსილი. იმ დროს, როცა ეკლესიას დევნიდნენ და ტაძრების გუმბათებიდან ჯვრებს ყრიდნენ, ვიღაც კაცი ამ ეკლესიის გუმბათზე ავიდა ჯვრის მოსახსნელად, იქ უცხო ბერიკაცი დახვდა, რომელმაც ჰკითხა, - აქ რისთვის ამოხვედიო. კაცი მიხვდა, რომ ის წმინდა ნიკოლოზი იყო და შეშინებული დაბლა ჩამოვიდა. ტაძარს ხელი ვეღარ ახლეს.

***
აი, რა მოუყვა მღვდელს მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ, სახელად ნიკოლოზმა: გერმანელების ტყვეობიდან გამოვიქეცი. ღამღამობით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე მივდიოდი, დღისით კი ვიმალებოდი. ერთ დილას თივის ზვინთან ჩამეძინდა. ვიღაცამ შემანჯღრია. თვალი გავახილე. ჩემს წინ მოხუცი მღვდელი იდგა. მითხრა: - აქ რას წევხარ, მალე გერმანელები მოვლენ და იმ ბუჩქნარში დაიმალეო.

გაქცევა დავაპირე, თუმცა ჯერ უკან მოვიხედე, მადლობა, რომ გადამეხადა. აღარავინ იდგა. მივხვდი - წმინდა ნიკოლოზი იყო, ჩემი მფარველი. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. მდინარე გადავცურე და ბუჩქნარში შევიმალე. მალე გერმანელები გამოჩნდნენ, წინ ძაღლი მიუძღოდათ. ძაღლმა ისინი ჯერ იქ მიიყვანა, სადაც მე მეძინა, მერე მდინარისკენ წაუძღვა. წყალმა დაფარა ჩემი კვალი. ნელ-ნელა ტყის სიღრმეში შევედი და მივიმალე.

***
ეს ამბავი გასული საუკუნის ოციან წლებში მოხდა. რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ერთი გოგონა თავისი სახლის წინ ბაღში იდგა. დაინახა - ვიღაც გლეხი თოფს უმიზნებდა. შეშინებულმა დიდი რწმენით ლოცვა დაიწყო:

- წმინდაო ნიკოლოზ, შემეწიე, დამიფარეო.

უეცრად გლეხმა იარაღი გადააგდო და უთხრა, - ახლავე გაიქეცი აქედან და თვალში არავის მოხვდეო.

გოგონა სასწრაფოდ მატარებლით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ნათესავებმა სამუშაოზე მოაწყვეს. რამდენიმე წელი გავიდა. ერთხელ კარზე ვიღაცამ დარეკა. მეზობლებმა გააღეს, კარებში გამხდარი გლეხკაცი იდგა და კანკალებდა. შემოიპატიჟეს. კაცმა გოგონა დაინახა თუ არა, მის წინ დაემხო და შენდობა ითხოვა. ქალიშვილი დაიბნა, კაცი წამოაყენა, არ იცოდა, რა ეთქვა.

- ვერ მიცანით? მე ხომ თქვენს მოკვლას ვაპირებდი. იარაღი დაგიმიზნეთ, უნდა მესროლა, მაგრამ დავინახე, თქვენს მაგივრად წმინდა ნიკოლოზი იდგა. მას კი ვეღარ ვესროლე, - და კვლავ ფეხებში ჩაუვარდა, - მას მერე სულ ვავადმყოფობდი და გადავწყვიტე, მომეძებნეთ. სოფლიდან ფეხით ჩამოვედი.

გოგონამ ის ოთახში შეიყვანა, დაამშვიდა, უთხრა, ყველაფერი გაპატიეო. დააპურა, ახალი სამოსი ჩააცვა. კაცმა თქვა, - ახლა მშვიდად მოვკვდებიო. უცრად სისუსტე იგრძნო და ჩაიკეცა. მღვდელი მოიყვანეს, აღსარება ათქმევინეს. რამდენიმე დღის მერე კაცმა სული მშვიდად მიაბარა უფალს.

***
1973 წელს ტაძარში ერთი 17-18 წლის გოგონა მივიდა და იკითხა, - ჩემი მშობლები ათეისტები და მოუნათლავები არიან და თუ შეიძლება მოვინათლოო. ჰკითხეს, მონათვლის სურვილი საიდან გაგიჩნდაო. გოგონამ ასეთი რამ უამბო: გვიან ღამით შინ მარტო ვბრუნდებოდი. უეცრად თავს ორი ყმაწვილი დამესხა და ეზოში შემათრია. მათთან ერთად მესამეც იყო. გამახსენდა ქრისტიანთა ღვთის მსახური ნიკოლოზი, რომელიც ადამიანებს გაჭირვებაში ეხმარება. გულში მივმართე: ქრისტიანთა ღმერთის სათნომყოფელო ნიკოლოზ, გადამარჩინე უბედურებას-მეთქი. უეცრად ეს ყმაწვილები რაღაც უხილავმა ძალამ გვერდზე გადაყარა. საიდანღაც ჩემს გვერდით გაჩნდა ხანშიშესული, შავად მოსილი კაცი და მითხრა: - ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება, შინამდე მიგაცილებო. მდუმარედ მივდიოდით. მოვბრუნდი მადლობის გადასახდელად და იქ არავინ იდგა. მეორე დღეს მომხდარი რომ გავაანალიზე, მივხვდი, წმინდა ნიკოლოზმა მიხსნა. მადლიერების ნიშნად გადავწყვიტე მოვნათლულიყავიო, - დაასრულა გოგონამ.
ბეჭდვაელფოსტა
20.05. 2018
თამუნა
ძალიან მიყვარს წმინდა ნიკოლოზი
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat