გიყვარდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გიყვარდეთ ჯვარი პატიოსანი...
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ღირსი მამა გაბრიელის საფლავი 2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა. წმინდა ნაწილები სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადააბრძანეს. რადგან ყველიერის კვირაში, ოთხშაბათს და პარასკევს წირვები არ ტარდება ამ დღესთან დაკავშირებით პარაკლისი ჩატარდება. აქვე გთავაზობთ წმინდა ბერი ალექსის (შუშანია) სავანის, მენჯის მთავარანგელოზების ტაძრების წინამძღვრის, არქიმანდრიტი მელქისდეკის (მიქავა) მცირე მოგონებას.
-მამა გაბრიელი თბილისში, რუსთაველის გამზირზე იჯდა, ხელში ეჭირა ჯვარი და გვერდით ეწყო ხატები. იგი გაბედულად და ხმამაღლა ქადაგებდა ქრისტეს დიდებაზე. პოლიციის თანამშრომლებმა მრავალჯერ გააფრთხილეს, გაჩუმებულიყო. რომ არაფერმა გაჭრა, დასვეს მოტოციკლეტზე და წაიყვანეს პოლიციაში. ბერმა ამით ისარგებლა, მოტოციკლეტით მსვლელობისას ჯვარი აღმართა და დაიწყო ქადაგება, საკამოდ ხმამაღლა გაჰკიოდა: გიყვარდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გიყვარდეთ ჯვარი პატიოსანი... გარბოდა მოტოციკლეტი და დროშასავით ფრიალებდა ბერი გაბრიელის მანტია. შეშინებულმა პოლიციელებმა ჰკითხეს: რას აკეთებო. ბერმა უპასუხა: მე არაფერს ვაკეთებ, თქვენმა თანამშრობლებმა შემომატარეს მთელი თბილისიო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი